საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ

საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 473
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/11/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 29-30/5, 11/12/1996
სარეგისტრაციო კოდი 240.080.000.05.001.000.178
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
473
12/11/1996
პარლამენტის უწყებანი, 29-30/5, 11/12/1996
240.080.000.05.001.000.178
საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (04/03/2015 - 07/12/2017)

საქართველოს კანონი

საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ

ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე როგორც უცხოური, ისე ადგილობრივი ინვესტიციების განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებსა და მათი დაცვის გარანტიებს. ამ კანონის მიზანია, დაადგინოს ინვესტიციების ხელშემწყობი სამართლებრივი რეჟიმი.

ინვესტიციების დაცვის გარანტიები განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.

საქართველოს 2006 წლის 30 ივნისის კანონი №3425 - სსმ I, №25, 13.07.2006 წ., მუხ.199

 

თავი I.  ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. ინვესტიცია

1. ინვესტიციად მიიჩნევა ყველა სახის ქონებრივი და ინტელექტუალური ფასეულობა ან უფლება, რომელიც დაბანდდება და გამოიყენება შესაძლო მოგების მიღების მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ სამეწარმეო საქმიანობაში.

2. ასეთი ფასეულობა ან უფლება შეიძლება იყოს:

ა) ფულადი სახსრები, წილი, აქციები და სხვა ფასიანი ქაღალდები;

ბ) უძრავი და მოძრავი ქონება _ მიწა, შენობა-ნაგებობები, მოწყობილობები და  სხვა მატერიალური ფასეულობა;

გ) მიწით ან სხვა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის უფლება (მათ შორის კონცესია), პატენტი, ლიცენზია, „ნოუ-ჰაუ , გამოცდილება და სხვა ინტელექტუალური  ფასეულობა;

დ) კა­ნო­ნით აღი­ა­რე­ბუ­ლი სხვა ქო­ნებ­რი­ვი ან ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ფა­სე­უ­ლო­ბა ან უფ­ლე­ბა.

    მუხლი 2. საინვესტიციო საქმიანობის სუბიექტი (ინვესტორი) და ობიექტი

1. ინვესტორად ითვლება ფიზიკური ან იურიდიული პირი,  აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს ინვესტირებას საქართველოში.

2. უცხოელ ინვესტორად ითვლება:

ა) უცხოეთის სახელმწიფოს მოქალაქე;

ბ) მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც მუდმივად არ ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე;

გ) საქართველოს მოქალაქე, რომელიც მუდმივად ცხოვრობს საზღვარგარეთ.

დ) იურიდიული პირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს საზღვრებს გარეთ.

3. საქართველოს ტერიტორიაზე ინვესტიცია შეიძლება განხორციელდეს საკუთრების ნებისმიერი ფორმის ობიექტში, რომელშიც ინვესტირება ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად აკრძალული არ არის. ამ კანონის მე-9 და მე-12 მუხლებში ჩამოთვლილ ობიექტებში ინვესტირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ შესაბამისი სპეციალური ნებართვის ან ლიცენზიის საფუძველზე.

საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1513 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №25-26, 15.07.1998 წ., გვ.37

 

თავი II. საინვესტიციო საქმიანობის სუბიექტების სამართლებრივი სტატუსი

    მუხლი 3. ინვესტორის უფლებები

1. საინვესტიციო და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას უცხოელი ინვესტორის უფლებები და გარანტიები არ შეიძლება იყოს იმ უფლებებზე და გარანტიებზე ნაკლები, რომლითაც სარგებლობს საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირი, გარდა კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა .

2. ინვესტორს უფლება აქვს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საბანკო დაწესებულებებში ნებისმიერი სახის ვალუტით გახსნას მიმდინარე და სხვა ანგარიშები.

3. ინვესტორს უფლება აქვს აიღოს სესხი საქართველოს ტერიტორიაზე და საზღვარგარეთ არსებული საბანკო და საფინანსო დაწესებულებებიდან, ან ფიზიკური თუ იურიდიული პირებისგან.

4. ინვესტორს უფლება აქვს შეიძინოს აქციები, ობლიგაციები და სხვა ფასიანი ქაღალდები და როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე საზღვარგარეთ არსებული ქონება.

5. ინვესტირების შედეგების ფლობის, გამოყენების, განკარგვის უფლებები ინვესტორის გადაწყვეტილებით შეიძლება გადაეცეს სხვა იურიდიულ და/ან ფიზიკურ პირს კანონით დადგენილი წესით. უფლებების ასეთი გადაცემისას მხარეთა ურთიერთობა წესრიგდება ხელშეკრულების საფუძველზე; მე-5_7-ე პუნქტები შესაბამისად ჩაითვალოს მე-6_8-ე პუნქტებად.

6. უცხოელ ინვესტორს, გადასახადებისა და სავალდებულო მოსაკრებლების გადახდის შემდეგ, აქვს ინვესტიციებიდან მიღებული მოგების (შემოსავლის) და სხვა ფულადი სახსრების საქართველოს საბანკო დაწესებულებაში საბაზრო კურსით კონვერსიისა და საზღვარგარეთ შეუზღუდავი რეპატრიაციის უფლება.

ასეთი სახსრები შეიძლება იყოს:

ა) ნებისმიერი შენატანი უცხოური ინვესტიციით შექმნილი ობიექტის კაპიტალში;

ბ) ნებისმიერი მოგება და დივიდენდი, ისევე, როგორც უცხოური ინვესტიციის მთლიანი ან ნაწილობრივი გაყიდვით ან ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი სახსრები;

გ) სახელშეკრულებო, მათ შორის სასესხო ვალდებულებასთან დაკავშირებული გადახდები;

დ) ქონების სარგებლობის უფლების გადასახადი, რომელიც წინასწარ განისაზღვრება, როგორც სხვისი ქონების, მათ შორის ბუნებრივი რესურსების, საავტორო უფლებების, პატენტის გამოყენებით მიღებული შემოსავლის პროცენტი (საროიალთო გადახდა), აგრეთვე მმართველობითი და სხვა ქირის გადახდა.

7. უცხოელ ინვესტორს უფლება აქვს საზღვარგარეთ გაიტანოს მის საკუთრებაში არსებული ქონება.

8. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული უფლება შეიძლება შეიზღუდოს კანონის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკოტრების, დანაშაულის ჩადენის ან სამოქალაქო ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით.

საქართველოს 1997 წლის 14 მაისის კანონი №705 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №23-24, 07.06.1997 წ., გვ.10

საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1513 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №25-26, 15.07.1998 წ., გვ.37

    მუხლი 4. ინვესტორის მოვალეობა

ინვესტორი ვალდებულია საქმიანობას ეწეოდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის გარემოსა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული კანონმდებლობის შესაბამისად.

 

თავი III. ინვესტიციის ხელშეწყობა და რეგისტრაცია

     მუხლი 5. ინვესტიციის ხელშეწყობა

საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების შემუშავებასა და შესრულებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკის ა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შესაბამის უწყებებთან ერთად .

საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295 - სსმ I, №17, 12.05.2000 წ., მუხ.41

საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4469-ვებგვერდი, 01.04.2011წ.

    მუხლი 6. საქართველოს საინვესტიციო ცენტრი

ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მოქმედებს საქართველოს საინვესტიციო ცენტრი, რომლის ფუნქციებია:

ა) ინვესტორთა მომსახურება და მათ მიერ წამოწყებულ სამეწარმეო საქმიანობაში ხელის შეწყობა;

ბ) საქართველოს, როგორც ინვესტირებისათვის ხელსაყრელი ქვეყნის წარმოჩენა, საინვესტიციო გარემოს, საკანონმდებლო ბაზის, საგადასახადო სისტემისა და ინვესტირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და გავრცელება;

გ) საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ შესაძლო პარტნიორების გამოვლენა და ერთობლივ საინვესტიციო პროექტებში მონაწილეობისათვის მათთვის რეკომენდაციების მიცემა;

დ) საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების მომზადება და მათი საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისათვის წარდგენა;

ე) ინვესტიციების მოზიდვა, უცხო ქვეყნებისა და კომპანიების იდენტიფიკაცია და მათთან ინდივიდუალური კონტაქტების დამყარება.

საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1513 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №25-26, 15.07.1998 წ., გვ.37

საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295 - სსმ I, №17, 12.05.2000 წ., მუხ.41

 

თავი IV. ინვესტიციის დაცვის გარანტიები

    მუხლი 7. ინვესტიციის ხელშეუხებლობა

1. ინვესტიცია მთლიანად და უპირობოდ არის დაცული საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით.

2. ინვესტიციის ჩამორთმევა დასაშვებია მხოლოდ კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას და მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით.

3. გადაწყვეტილება ინვესტიციის ჩამორთმევის შესახებ, აგრეთვე კომპენსაციის პირობები შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს სასამართლოში, თუ მხარეთა შეთანხმებით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1539 - სსმ I, №23, 10.08.2009 წ., მუხ.130

    მუხლი 8. კომპენსაცია ინვესტიციის ჩამორთმევისას

1. კომპენსაცია, რომელიც მიეცემა ინვესტორს, უნდა შეესაბამებოდეს ჩამორთმეული ინვესტიციის რეალურ საბაზრო ღირებულებას უშუალოდ იმ მომენტისათვის, როდესაც მოხდა ჩამორთმევა.

2. კომპენსაცია უნდა გაიცეს ყოველგვარი შეფერხების გარეშე და იგი უნდა მოიცავდეს იმ ზარალსაც, რომელიც ინვესტორმა განიცადა ჩამორთმევის მომენტიდან საკომპენსაციო თანხის გადახდამდე.

3. უცხოელ ინვესტორს უფლება აქვს საქართველოს საბანკო დაწესებულებებში მოახდინოს საკომპენსაციო თანხის კონვერსია საბაზრო კურსით და თავისუფლად და შეუფერხებლად გადაიყვანოს იგი საზღვარგარეთ.

    მუხლი 9. აკრძალვა და შეზღუდვა ინვესტიციის განხორციელების სფეროში

1. საქართველოს ტერიტორიაზე ინვესტირება აკრძალულია:

ა) ბირთვული, ბაქტერიოლოგიური და ქიმიური იარაღის შექმნაში, წარმოებასა და გავრცელებაში;

ბ) ბირთვული, ბაქტერიოლოგიური და ქიმიური იარაღის გამოცდის პოლიგონების მშენებლობაში;

გ) უცხო ქვეყნიდან ბირთვული და სახიფათო ნარჩენების აღდგენისა და განთავსების მიზნით შემოტანაში;

დ) ადამიანის კლონირებასთან დაკავშირებულ სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარებაში;

ე) ნარკოტიკული საშუალებების წარმოებაში;

ვ) დამაძინებელი ყაყაჩოს, კოკას ბუჩქისა და კანაფის მცენარის კულტივირებაში;

ზ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით აკრძალულ საქმიანობაში ;

თ) ტყვიაშემცველი (0,013 გრამზე მეტი ერთ ლიტრზე) მოტორული ბენზინის, ტეტრაეთილტყვიის, აგრეთვე ფალსიფიცირებული (არასტანდარტული) საყოფაცხოვრებო-კომუნალური მოხმარების თხევადი გაზის იმპორტში ან რეალიზაციაში (იმპორტში ტეტრაეთილტყვიის ინვესტირება დაიშვება მხოლოდ წარმოების ტექნოლოგიით ნებადართულ აუცილებელ შემთხვევებში) .

2. მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოსთვისაა ინვესტირება დასაშვები:

ა) ფულადი ნიშნების, მონეტების, სახელმწიფო ჯილდოების ნიშნების, საფოსტო მარკების წარმოებაში;

ბ) ძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული ნაწარმის დადამღვასთან დაკავშირებულ საქმიანობაში;

გ) სამედიცინო დანიშნულების ნარკოტიკული საშუალებების იმპორტთან, ექსპორტთან, გადაზიდვასთან, საბითუმო რეალიზაციასთან და ახალი ნარკოტიკული საშუალებების შექმნასთან დაკავშირებულ საქმიანობაში;

დ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული პრეპარატების წარმოებასთან, გადამუშავებასთან, იმპორტთან, ექსპორტთან, გადაზიდვასთან, საბითუმო რეალიზაციასთან და ახალი სახეობების შექმნასთან დაკავშირებულ საქმიანობაში;

ე) ენერგეტიკის სადისპეტჩერო საქმიანობაში.

3. უცხო ქვეყნისა და კერძო ინვესტორებისათვის, მართვის უფლების მინიჭების გარეშე, საქართველოს ტერიტორიაზე ინვესტირება დასაშვებია:

ა) საქართველოს ტერიტორიულ წყლებში და საზღვაო ნავსადგურების აკვატორიებში საზღვაო-სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებასთან, მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და კონტროლთან დაკავშირებულ საქმიანობაში;

ბ) სარკინიგზო ტრანსპორტის სადისპეტჩერო საქმიანობაში;

გ) საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო ხომალდების მოძრაობის რეგულირებასთან, ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და კონტროლთან დაკავშირებულ საქმიანობაში;

დ) სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს რეკომენდაციით, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით, სამხედრო-საბრძოლო ტექნიკის წარმოებასა და რეალიზაციაში ახალი სახეობებისა და მოდიფიცირებული იარაღის შექმნასა და გამოცდაში;

ე) სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში;

ვ) სამშვიდობო დანიშნულებით ბირთვული ენერგიის გამოყენებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში .

საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1513 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №25-26, 15.07.1998 წ., გვ.37

საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2299 - სსმ I, №40(47), 11.08.1999 წ., მუხ.203

საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის კანონი №3005  – ვებგვერდი, 12.01.2015წ.

საქართველოს 2015 წლის 4 მარტის კანონი №3127 – ვებგვერდი, 23.03.2015წ.

    მუხლი 10. შრომითი ურთიერთობა, სოციალური დაცვა და საპენსიო უზრუნველყოფა

1. ინვესტორს უცხოელის სამუშაოზე მიღების უფლება აქვს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. უცხოელს, რომელიც მუდმივად არ ცხოვრობს საქართველოში, გადასახადებისა და სავალდებულო მოსაკრებლების გადახდის შემდეგ აქვს მის მიერ მიღებული შემოსავლების საზღვარგარეთ დაუყოვნებელი და შეუფერხებელი გადაყვანის ან გატანის უფლება.

2. არ შეიძლება დაწესდეს საწარმოს ხელმძღვანელ ორგანოებში სავალდებულოდ ასარჩევ ან დასანიშნ საქართველოს მოქალაქეთა აუცილებელი მინიმალური რიცხვი.

3. მუშაკთა სოციალური დაზღვევის, სოციალური და საპენსიო უზრუნველყოფისთვის აუცილებელი გადასახადებისა და შენატანების გადახდის შესახებ კანონის მოთხოვნა არ ვრცელდება იმ უცხოელ მუშაკებზე, რომლებიც მუდმივად არ ცხოვრობენ საქართველოში.

    მუხლი 11. საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული დაბეგვრა

საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული დაბეგვრის რეჟიმი და მისი ხელშემწყობი პირობები რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით.

    მუხლი 12. ქონებრივი უფლების მოპოვება მიწასა და სხვა ბუნებრივ რესურსებზე

მიწასა და სხვა ბუნებრივ რესურსებზე ქონებრივი უფლების, აგრეთვე ბუნებრივი რესურსების გადამუშავებისა და ათვისების უფლების მოპოვება წესრიგდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ, საზღვარგარეთის ქვეყნებისა და კომპანიებისათვის კონცესიების გაცემის წესის შესახებ, წიაღის შესახებ “ და „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონებითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით “.

საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1513 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №25-26, 15.07.1998 წ., გვ.37

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1857 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.11

    მუხლი 13. განხორციელებული უცხოური ინვესტიციის სამართლებრივი რეჟიმი

უცხოური ინვესტიციებით შექმნილ საწარმოებს, რომლებმაც ამ კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აიღეს უცხოური ინვესტიციის ლიცენზია, მისი გაცემის დღიდან 5 წლის განმავლობაში უნარჩუნდებათ „უცხოური ინვესტიციების შესახებ“ 1995 წლის 30 ივნისის საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათები საქმიანობის იმ სფეროში, რომელზეც გაცემულია უცხოური ინვესტიციის ლიცენზია.

    მუხლი 14. ინვესტიციის დაცვა საომარი მდგომარეობისა და შეიარაღებული კონფლიქტის დროს

უცხოელ ინვესტორს, რომელსაც მიადგა ზიანი საომარი მდგომარეობისა და შეიარაღებული კონფლიქტის დროს, არ შეიძლება დაუწესდეს ზიანის ანაზღაურების უფრო უარესი პირობები, ვიდრე ადგილობრივ ინვესტორს.

    მუხლი 15. (ამოღებულია)

საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1539 - სსმ I, №23, 10.08.2009 წ., მუხ.130

    მუხლი 16. დავის გადაწყვეტის წესი

1. დავა უცხოელ ინვესტორსა და საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოს შორის წყდება მხარეთა შეთანხმებით დადგენილი წესით ან საქართველოს სასამართლოში.

2. დავა უცხოელ ინვესტორსა და სახელმწიფო ორგანოს შორის, თუ მისი გადაწყვეტის წესი არ არის განსაზღვრული მათი შეთანხმებით ან საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით, გადაწყდება საქართველოს სასამართლოში.

3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნული, მხარეთა მიერ შეთანხმებული ან საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრული, შესაბამისი დავის განმხილველი ორგანოების გადაწყვეტილებები საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. მათ აღსრულებას უზრუნველყოფს სახელმწიფო.

საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1539 - სსმ I, №23, 10.08.2009 წ., მუხ.130

    მუხლი 17. გარდამავალი დებულება

1. საწარმოებმა და ობიექტებმა, რომელთა საქმიანობის მიმართულება და ინვესტირების წყაროები არ შეესაბამება ამ კანონის მოთხოვნებს, 6 თვის ვადაში უნდა შეიცვალონ პროფილი ან შეწყვიტონ ფუნქციონირება და უზრუნველყონ განხორციელებული ინვესტიციების კანონთან შესაბამისობა. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ ამოქმედდება ამ კანონის მე-7 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული მექანიზმები“.

2. ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტებმა უზრუნველყონ მოსამზადებელი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების კონტროლი და კოორდინაცია.

3. მოსამზადებელი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება დაევალოს საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, შინაგან საქმეთა, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის  სამინისტროებს, საქართველოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტსა და „საქსტანდარტს“. „საქსტანდარტმა“ 1999 წლის 1 სექტემბრამდე შეიმუშაოს საყოფაცხოვრებო-კომუნალური მოხმარების თხევადი გაზის სათანადო სტანდარტები.

4. ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა განხორციელებას უზრუნველყოფენ „საქსტანდარტი“ და სახელმწიფო მმართველობის სხვა უფლებამოსილი ორგანოები კანონით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში.

საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1513 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №25-26, 15.07.1998 წ., გვ.37

საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2299 - სსმ I, №40(47), 11.08.1999 წ., მუხ.203

საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №61 - სსმ I, №47(54), 09.12.1999 წ., მუხ.240

საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295 - სსმ I, №17, 12.05.2000 წ., მუხ.41

საქართველოს 2002 წლის 10 მაისის კანონი №1399 - სსმ I, №10, 13.05.2002 წ., მუხ.44

საქართველოს პრეზიდენტი            ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1996 წლის 12 ნოემბერი.

№473_Iს

15. 25/06/2019 - საქართველოს კანონი - 4856-IIს - ვებგვერდი, 02/07/2019 14. 04/05/2018 - საქართველოს კანონი - 2277-IIს - ვებგვერდი, 24/05/2018 13. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1685-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 12. 04/03/2015 - საქართველოს კანონი - 3127-IIს - ვებგვერდი, 23/03/2015 11. 26/12/2014 - საქართველოს კანონი - 3005-რს - ვებგვერდი, 12/01/2015 10. 22/03/2011 - საქართველოს კანონი - 4469 - ვებგვერდი, 110401027, 01/04/2011 9. 17/07/2009 - საქართველოს კანონი - 1539 - სსმ, 23, 10/08/2009 8. 30/06/2006 - საქართველოს კანონი - 3425 - სსმ, 25, 13/07/2006 7. 25/12/2002 - საქართველოს კანონი - 1857 - სსმ, 3, 17/01/2003 6. 10/05/2002 - საქართველოს კანონი - 1399 - სსმ, 10, 13/05/2002 5. 11/05/2000 - საქართველოს კანონი - 295 - სსმ, 17, 12/05/2000 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 4. 09/12/1999 - საქართველოს კანონი - 61 - სსმ, 47(54), 09/12/1999 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 3. 22/07/1999 - საქართველოს კანონი - 2299 - სსმ, 40(47), 11/08/1999 2. 26/06/1998 - საქართველოს კანონი - 1513 - პარლამენტის უწყებანი, 25-26, 15/07/1998 1. 14/05/1997 - საქართველოს კანონი - 705 - სსმ, 23-24, 07/06/1997