ტექნიკური რეგლამენტის - მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ

ტექნიკური რეგლამენტის - მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 301
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/07/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.019366
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
301
01/07/2016
ვებგვერდი, 08/07/2016
300160070.10.003.019366
ტექნიკური რეგლამენტის - მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (08/07/2016 - 29/08/2018)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №301

2016 წლის 1 ივლისი

ქ. თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტის - მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის  56-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი - მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების  თაობაზე.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 სექტემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



  
  ტექნიკური რეგლამენტი - მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების  თაობაზე

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. მიზანი და რეგულირების სფერო

1. ტექნიკური რეგლამენტი - მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების  თაობაზე (შემდგომში - ტექნიკური რეგლამენტი) მიზნად ისახავს სურსათის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით  მომხმარებელთა უფლებების დაცვას და შიდა ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფას.

2. ტექნიკური რეგლამენტი ადგენს სურსათის ეტიკეტზე განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებულ ზოგად პრინციპებს, მოთხოვნებს და ინფორმაციის წარდგენის პროცედურებს.

3. ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებულ სურსათზე, რომელიც განკუთვნილია საბოლოო მომხმარებლისათვის, მათ შორის  საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ და, ასევე, საზოგადოებრივი კვების ობიექტებისათვის მიწოდებულ სურსათზე.

4. კონკრეტული სახეობის სურსათისათვის ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნებთან ერთად ეტიკეტზე განთავსებული უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაცია.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

) საკვები  ფერმენტი - მცენარის, ცხოველის ან მიკროორგანიზმისაგან მიღებული პროდუქტი, მათ შორის მიკროორგანიზმ(ებ)ის გამოყენებით  გამოწვეული ფერმენტაციის პროცესში მიღებული პროდუქტი, რომელიც შედგება ერთი ან რამდენიმე ფერმენტისაგან და რომელსაც აქვს უნარი მოახდინოს სპეციფიური ბიოქიმიური რეაქციების კატალიზი. ტექნოლოგიური დანიშნულებით სურსათში მისი დამატება ხდება ნებისმიერ ეტაპზე წარმოების, გადამუშავების, მომზადების, დამუშავების, შეფუთვის, ტრანსპორტირების ან შენახვის დროს;

) საკვებდანამატი - ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა კვებითი ღირებულება, ჩვეულებრივ არ გამოიყენება სურსათად და სურსათის მახასიათებელ ინგრედიენტად.  ტექნოლოგიური მიზნით სურსათის წარმოების, გადამუშავების, მომზადების, დამუშავების, შეფუთვის, ტრანსპორტირების ან შენახვის დროს სურსათში სპეციალურად დამატებისას ეს ნივთიერება ან მისი გარდაქმნის პროდუქტ(ებ)ი ხდება, ან მაღალი ალბათობით შესაძლებელია გახდეს  სურსათის კომპონენტი.  საკვებდანამატებს არ მიეკუთვნება:

ბ.ა) მონოსაქარიდები, დისაქარიდები, პოლისაქარიდები ან ამ ნივთიერებების შემცველი სურსათი, რომელთა გამოყენება ხდება მათი დამატკბობელი თვისებების გამო;

ბ.ბ) სურსათი, გაუწყლოებული (დეჰიდრატირებული) ან კონცენტრირებული, მათ შორის არომატიზატორები (სუნელები, სანელებლები), რომელთა გამოყენება   შედგენილი სურსათის წარმოებაში არომატულ, გემურ ან კვებით თვისებებთან ერთად ხდება  მათი შეფერვის ეფექტის გამო;

ბ.გ) ნივთიერება, რომელიც არ შედის სურსათის შემადგენლობაში, გამოიყენება  სურსათის  საფარის (გარსის) სახით და არ არის გამიზნული სურსათთან ერთად ადამიანის მიერ გამოყენებისათვის;

ბ.დ) პროდუქტი, რომელიც შეიცავს პექტინს და პროდუქტი, რომელიც მიიღება ვაშლის მშრალი გამონაწვილიდან,  ციტრუსის კანიდან, კომშიდან  ან მათი ნარევიდან გაზავებული მჟავის მოქმედებით და შემდგომ  კალიუმის ან ნატრიუმის მარილებით  ნეიტრალიზაციით (თხევადი პექტინი);

ბ.ე) საფუძველი (ფუძე) საღეჭი რეზინისათვის;

ბ.ვ) თეთრი ან ყვითელი დექსტრინი, სახამებელი, თერმულად დამუშავებული დექსტრინიზებული სახამებელი, მჟავით მოდიფიცირებული სახამებელი, ფიზიკურად მოდიფიცირებული სახამებელი ან ამინოლიზური ფერმენტებით დამუშავებული სახამებელი;

ბ.ზ) ამონიუმის ქლორიდი;

ბ.თ) სისხლის პლაზმა, სასურსათო ჟელატინი, ცილის ჰიდროლიზატები და მათი მარილები, რძის ცილა და გლუტენი;

ბ.ი) ამინომჟავები და მათი მარილები, გარდა გლუტამინის მჟავის, გლიცინის, ცისტეინის და ცისტინისა და მათი მარილებისა, რომლებიც არ ასრულებენ არანაირ ტექნოლოგიურ ფუნქციას;

ბ.კ) კაზეინი და კაზეინატი;

ბ.ლ) ინულინი;

) დამხმარე ტექნოლოგიური დანამატი - ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც  უშუალოდ არ მოიხმარება სურსათად, სპეციალურად გამოიყენება  სურსათის  ან მათი  ინგრედიენტების გადამუშავების ან დამუშავებისას განსაზღვრული ტექნოლოგიური მიზნების მისაღწევად და რომლის ნარჩენი რაოდენობა ან  წარმოებულები შესაძლებელია საბოლოო პროდუქტში აღმოჩნდეს არაწინასწარგანსაზღვრული, მაგრამ ტექნიკურად გარდაუვალი რაოდენობით, იმ პირობით, რომ არ წარმოქმნის ადამიანის ჯანმრთელობის რისკს და საბოლოო პროდუქტზე არ მოახდენს არანაირ ტექნოლოგიურ ზეგავლენას;

) გადამტანი (მატარებელი) - ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება საკვებდანამატების ან არომატიზატორების, საკვები ფერმენტების, საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტები) ან/და სხვა ნივთიერებების გახსნის, განზავების, დისპერგირების ან სხვა სახის ფიზიკური ცვლილებისათვის, არ ახდენს არანაირ ტექნოლოგიურ ზემოქმედებას,   სურსათს ემატება კვებითი ან ფიზიოლოგიური მიზნით, მისი ფუნქციის შეცვლის გარეშე, მისი   დამუშავების, გამოყენების ან მოხმარების მიზნით;

) არომატიზატორი - პროდუქტი, რომელიც ჩვეულებრივ არ გამოიყენება სურსათად და რომლის  დამატება ხდება სურსათისათვის არომატის ან/და გემოს მიცემის ან შეცვლის მიზნით. არომატიზატორი მზადდება ან შედგება არომატული ნივთიერებების, არომატული პრეპარატების, თერმული ტექნოლოგიური არომატიზატორების, შესაბოლი არომატიზატორების, გემოს პრეკურსორების ან სხვა არომატიზატორების ან მათი ნარევებისაგან. არომატიზატორებს მიეკუთვნება:

ე.ა) არომატული ნივთიერებები  - განსაზღვრული ქიმიური ნივთიერებები  დამახასიათებელი გემოთი და არომატით;

ე.ბ) ნატურალური (ბუნებრივი) არომატული ნივთიერებები  - არომატული ნივთიერებები, რომლებიც მიიღება შესაბამისი ფიზიკური, ფერმენტული, მიკრობიოლოგიური პროცესებით მცენარეული, ცხოველური და მიკრობიოლოგიური  წარმოშობის მასალისაგან, ნედლი ან გადამუშავებული სახით და გამოიყენება ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი სურსათის ტრადიციული მეთოდებით დამზადებისას. (დაქუცმაცება, მომინანქრება-მოჭირქვა, თერმული დამუშავება, ხარშვა, გამოცხობა, ზეთში შეწვა (2400C-მდე ატმოსფერულ წნევაზე) და ხარშვა ატმოსფერულ წნევაზე - 120 0C-მდე, გაცივება, რექტიფიკაცია, გამოშრობა, აორთქლება, ექსტრაქცია, ფერმენტაცია, ფილტრაცია, დაქუცმაცება, დაყოვნება, მაცერაცია, მიკრობიოლოგიური პროცესები, კანის გაცლა, პერკოლაცია, დაწნეხა, გაყინვა, მოხალვა, დალბობა, გამოწურვა). ნატურალური (ბუნებრივი) არომატული ნივთიერებები  შეესაბამებიან ბუნებაში ბუნებრივად არსებულ ან გამოვლენილ ნივთიერებებს;

ე.გ) არომატული პრეპარატი - პროდუქტი,  გარდა არომატული ნივთიერებებისა, რომლიც ამ პუნქტის „ე.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ერთი ან მეტი ტრადიციული მეთოდის გამოყენებით მიიღება:

ე.გ.ა) სურსათისაგან, შესაბამისი ფიზიკური, ფერმენტული და მიკრობიოლოგიური  პროცესებით  ნედლი  ან გადამუშავებული სახით და გამოიყენება ადამიანის  მოხმარებისათვის  განკუთვნილი  სურსათის დამზადებისას;

ე.გ.ბ) მცენარეული, ცხოველური და მიკრობიოლოგიური წარმოშობის მასალისაგან შესაბამისი ფიზიკური, ფერმენტული და მიკრობიოლოგიური  პროცესებით  ნედლი  ან გადამუშავებული სახით და გამოიყენება ადამიანის  მოხმარებისათვის განკუთვნილი  სურსათის დამზადებისას;

ე.დ) თერმული  ტექნოლოგიური არომატიზატორი - პროდუქტი, რომელიც მიიღება ინგრედიენტების ნარევის თერმული დამუშავების შემდეგ, რომელთაც არ არის აუცილებელი ახასიათებდეს არომატული თვისებები, რომელთაგან სულ მცირე ერთი მაინც შეიცავს აზოტს (ამინო-), ხოლო მეორე აუცილებლად უნდა იყოს რედუცირებული შაქარი. თერმული  ტექნოლოგიური არომატიზატორის ინგრედიენტები შეიძლება იყოს სურსათი ან/და საწყისი ნედლეული; 

ე.ე) შესაბოლი არომატიზატორი - პროდუქტი, რომელიც მიიღება ბოლის კონდენსატის ფრაქციებად დაყოფითა და გაწმენდით, პირველადი შესაბოლი კონდენსატის, ფისების პირველადი ფრაქციის ან/და წარმოებული შესაბოლი არომატიზატორების წარმოქმნით;

ე.ვ) არომატიზატორის პრეკურსორი - პროდუქტი, რომელსაც შესაძლებელია თავისთავად არ ჰქონდეს გემური თვისებები, რომელიც მიზნობრივად ემატება სურსათს გადამუშავების დროს და დესტრუქციის ან სხვა კომპონენტებთან რეაქციის შედეგად   იწვევს გემოს გაძლიერებას.  შესაძლებელია მიღებულ იქნეს სურსათისაგან ან/და საწყისი ნედლეულისაგან;

ე.ზ) სხვა არომატიზატორები -  დანამატები, რომელიც ემატება ან განკუთვნილია სურსათში დასამატებლად გემოს ან/და  სუნის მიცემისთვის და რომლებიც არ მიეკუთვნებიან ამ პუნქტის „ე.ა-ე.ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საშუალებებს;

) რეკლამა - ვაჭრობასთან, ბიზნესთან, უნარებთან (ცოდნა) დაკავშირებული ინფორმაციის ნებისმიერი ფორმით წარდგენა, პროდუქციის, მათ შორის უძრავი ქონების, მომსახურების, უფლებების და მოვალეობების მიწოდების ხელშეწყობისათვის;

) სურსათის შესახებ ინფორმაცია - სურსათთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც საბოლოო მომხმარებელს მიეწოდება ეტიკეტის, სხვა თანმხლები მასალის, ან სხვა ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიური ინსტრუმენტების ან ვერბალური კომუნიკაციის გამოყენებით;

) სურსათის შესახებ სავალდებულო ინფორმაცია - ინფორმაცია, რომელიც უნდა წარედგინოს საბოლოო მომხმარებელს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების  შესაბამისად;

) საზოგადოებრივი კვების ობიექტი - ნებისმიერი დაწესებულება, სატრანსპორტო საშუალებების, სტაციონარული, მობილური ჯიხურის (ფარდული, სავაჭრო დახლი) ჩათვლით, (მაგალითად, რესტორანი, სასადილო, სკოლა, საავადმყოფო და სარესტორნო მომსახურება (სურსათის მომზადებისა და მიწოდების სერვისი)), სადაც სავაჭრო - საწარმოო საქმიანობით ხდება საბოლოო  მომხმარებლისათვის მზა სურსათის დამზადება;

) დაფასოებული  სურსათი - საცალო ვაჭრობის პუნქტში განთავსებამდე წინასწარ ნაწილობრივ ან მთლიანად შეფუთული ერთეული, რომელიც მიეწოდება საბოლოო მომხმარებელს ან/და საზოგადოებრივი კვების ობიექტს, რომელიც შედგება სურსათისა და შესაფუთი მასალისაგან  და რომლის შიგთავსის შეცვლა შეუძლებელია  შეფუთვის  გახსნის ან შეცვლის გარეშე. დაფასოებულ სურსათს არ განეკუთვნება სურსათი, რომლის შეფუთვა ხდება საცალო ვაჭრობის პუნქტში  მომხმარებლის თხოვნით ან წინასწარ დაფასოებულია დაუყონებლივ (უშუალოდ) რეალიზაციის მიზნით;

) ინგრედიენტი - ნებისმიერი ნივთიერება ან პროდუქტი, მათ შორის არომატიზატორი, საკვებდანამატი, საკვები  ფერმენტი და, ასევე, შედგენილი ინგრედიენტის ნებისმიერი შემადგენელი ნაწილი, რომელიც გამოიყენება    სურსათის წარმოებისა და დამზადებისას და  მზა სურსათში არსებობს საწყისი ან/და შეცვლილი ფორმით. ნარჩენები არ მიეკუთვნება ინგრედიენტს;

) წარმოშობის ადგილი - ნებისმიერი ადგილი, საიდანაც გამოდის პროდუქტი და რომელიც არ წარმოადგენს წარმოშობის ქვეყანას. ეტიკეტზე განთავსებული ბიზნესოპერატორის დასახელება, საფირმო სახელწოდება ან მისამართი არ წარმოადგენს წარმოშობის ადგილს ან წარმოშობის ქვეყანას;

) შედგენილი ინგრედიენტი - ინგრედიენტი, რომელიც შედგება ერთზე მეტი ინგრედიენტისაგან;

) ეტიკეტი - სურსათის შეფუთვაზე ან ტარაზე (კონტეინერზე)  ან თანდართულ დოკუმენტში წერილობითი, ბეჭდური, შაბლონის, აღნიშნული ან ამოტვიფრული სახით განთავსებული იარლიყი, თანდართული ან მიმაგრებული ნებისმიერი იარლიყი (ბირკა), სასაქონლო ნიშანი (ბრენდი),  სავაჭრო ნიშანი (მარკა), გრაფიკული ან სხვა აღწერილობითი გამოსახულება;

) ეტიკეტირება - ნებისმიერი სიტყვა, მონაცემი, სავაჭრო ნიშანი, სასაქონლო ნიშანი (ბრენდი), გრაფიკული გამოსახულება, აღწერილობითი გამოსახულება ან სიმბოლო, რომელიც დაკავშირებულია სურსათთან და განთავსებულია სურსათის ნებისმიერ შეფუთვაზე, ეტიკეტზე, ბეჭედზე ან საყელოზე ან მოცემულია თანდართულ დოკუმენტში;

) ხედვის არეალი - შეფუთვის მთელი ზედაპირი, რომელზედაც განთავსებული ინფორმაციის წაკითხვა შესაძლებელია  ხედვის ერთი წერტილიდან;

) ხედვის ძირითადი არეალი - შეფუთვის ზედაპირი, რომლის დანახვა სურსათის შეძენისას  მომხმარებლის მიერ ერთი შეხედვით ყველაზე მეტად არის შესაძლებელი და, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს სწრაფად განსაზღვროს სურსათის მახასიათებლები და საჭიროების შემთხვევაში, სასაქონლო ნიშანი (ბრენდი). თუ შეფუთვას აქვს რამდენიმე მსგავსი ხედვის ძირითადი არეალი, ხედვის ძირითად არეალად მიჩნეული უნდა იქნეს ბიზნესოპერატორის მიერ შერჩეული ხედვის ძირითადი არეალი;

) სიმკვეთრე, მკაფიოდ გამოსახვა - ინფორმაციის ფიზიკური ხილვადობა, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლისათვის ინფორმაციის ვიზუალურად ხელმისაწვდომობას და რომელიც განისაზღვრება შემდეგი ელემენტებით: შრიფტის ზომა, ასოთა შორის მანძილი, ხაზებს (სტრიქონებს) შორის მანძილი, ხაზის (სტრიქონის) სისქე, შრიფტის ფერი, შრიფტი, ასოთა სიმაღლისა და სიგანის თანაფარდობა, მასალის  ზედაპირი, მნიშვნელოვანი კონტრასტი  შრიფტსა და ფონს შორის;

) ოფიციალური დასახელება (სახეობა) - სურსათის სახელწოდება, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით და რომელი დასახელებითაც იგი მიეწოდება საბოლოო მომხმარებელს ან საზოგადოებრივი კვების ობიექტს;

) ჩვეული  დასახელება (სახეობა) - სურსათის სახელწოდება,  რომელსაც მომხმარებელი, სურსათის შეძენისას  აღიქვამს როგორც სურსათის  სახეობას და აღარ საჭიროებს შემდგომ დამატებით ახსნა-განმარტებას; 

) აღწერილობითი დასახელება - სურსათის სახელწოდება, რომელიც აღწერს სურსათს  და საკმარისად გარკვევით უნდა იქნეს წარმოდგენილი იმისათვის, რომ მისი გამოყენებისას, საბოლოო მომხმარებელმა შეძლოს სურსათის ნამდვილი ბუნების გაგება და განასხვაოს იგი სხვა  მსგავსი სურსათისაგან;

მთავარი, ძირითადი ინგრედიენტი -  ინგრედიენტი ან ინგრედიენტები, რომელთა შემცველობა სურსათში 50%-ზე მეტია ან რომელიც, როგორც წესი, მომხმარებლისათვის ასოცირდება სურსათის  დასახელებასთან (სახეობასთან) და   სავალდებულოა მისი  რაოდენობის აღნიშვნა;

) ვარგისიანობის მინიმალური ვადა - ვადა, რომლის განმავლობაში შენახვის სათანადო პირობების დაცვისას სურსათი ინარჩუნებს მისთვის  დამახასიათებელ თვისებებს;

) საკვები ნივთიერება (ნუტრიენტი) - ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ბოჭკოვანი ნივთიერებები (საკვები ბოჭკოები), ნატრიუმი (მარილი), ასევე  ვიტამინები და მინერალები, რომლებიც  განსაზღვრულია ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №12-ის „გამოყენების რეკომენდებული ნორმები“  „ნაწილი „ა“ - ვიტამინებისა და მინერალების სადღეღამისო გამოყენების რეკომენდებული ნორმები ზრდასრული ადამიანისთვის“ პირველი პუნქტით, ასევე ნივთიერებები, რომლებიც მიეკუთვნებიან ერთ რომელიმე კატეგორიას ან წარმოადგენენ  მათ შემადგენელ კომპონენტს;

) ხელოვნური  ნანომასალა - ნებისმიერი ხელოვნურად შექმნილი მასალა, რომლის ზომები 100 ნმ ან ნაკლებია, ან რომელიც შედგება დისკრეტული ფუნქციონალური ნაწილებისგან, რომელთა შიდა ან ზედაპირული ზომები 100 ნმ-ია ან 100 ნმ-ზე ნაკლებია, მათ შორის ისეთი სტრუქტურები, როგორებიცაა აგლომერატები ან აგრეგატები, რომელთა ზომა შესაძლებელია 100 ნმ-ს აღემატებოდეს, მაგრამ ინარჩუნებდეს ნანოშკალისთვის დამახასიათებელ თვისებებს. ეს თვისებებია: თვისებები, რომელიც დაკავშირებულია მასალების დიდ  სპეციფიკურ ზედაპირულ ფართობთან და კონკრეტული ფიზიკურ-ქიმიური თვისებები, რომელიც განასხვავებს მათ ამავე მასალის არანანოფორმის თვისებებისაგან;

) კომუნიკაციის დისტანციური საშუალებები - ნებისმიერი საშუალება, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ხელშეკრულების გაფორმებისათვის ერთდროული ფიზიკური შეხვედრის გარეშე;

) წარმოშობის ქვეყანა - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წარმოშობის ქვეყანა;

) ინფორმაცია კვებითი ღირებულების შესახებ - ინფორმაცია, რომელშიც განსაზღვრულია:

ძ.ა) ენერგეტიკული ღირებულება;

ძ.ბ) ენერგეტიკული ღირებულება და მხოლოდ ერთი ან მეტი  საკვები ნივთიერება (ნუტრიენტი), როგორიცაა:

ძ.ბ.ა) ცხიმი (ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები, უჯერი ცხიმოვანი მჟავები, პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები);

ძ.ბ.ბ) ნახშირწყლები (შაქრები, პოლიოლი, სახამებელი);

ძ.ბ.გ) მარილი;

ძ.ბ.დ) ბოჭკოვანი ნივთიერებები (საკვები ბოჭკოები);

ძ.ბ.ე) ცილა;

ძ.ბ.ვ) ნებისმიერი ვიტამინი ან მინერალი, რომელიც განსაზღვრულია ამ ტექნიკური რეგლამენტის  დანართი №12-ის   ნაწილი „ა“- ვიტამინებისა და მინერალების სადღეღამისო გამოყენების რეკომენდებული ნორმები ზრდასრული ადამიანისთვის“  პირველ პუნქტში  და წარმოდგენილია ამავე დანართის  ნაწილი „ა“-ს მე-2 პუნქტით განსაზღვრული რაოდენობით;

) ცხიმი - საერთო ლიპიდები, მათ შორის ფოსფოლიპიდები;

) ნაჯერი  ცხიმოვანი მჟავები - ცხიმოვანი მჟავები,  ნახშირბადის მეზობელ ატომებს შორის ორმაგი ბმის გარეშე;

) ტრანსცხიმი -  ცხიმოვანი მჟავა,  ნახშირბადის ატომებს შორის ერთი ან მეტი ორმაგი ბმით ტრანს-იზომერულ კონფიგურაციაში;

) მონოუჯერი  ცხიმოვანი მჟავები - ცხიმოვანი მჟავა ნახშირბადის ატომებს შორის ერთი ორმაგი ბმით ცის-იზომერულ კონფიგურაციაში;

) პოლიუჯერი  ცხიმოვანი მჟავა - ცხიმოვანი მჟავა  ნახშირბადის ატომებს შორის ორი ან მეტი ორმაგი ბმით ცის-იზომერულ კონფიგურაციაში;

1) ნახშირწყალი - ნებისმიერი ნახშირწყალი, პოლიოლის ჩათვლით,  რომელიც მეტაბოლიზმს განიცდის ადამიანის ორგანიზმში;

2) შაქარი - სურსათში არსებული ყველა მონოსაქარიდი და დისაქარიდი, გარდა პოლიოლისა;

3) პოლიოლი -  მრავალატომიანი სპირტი, რომელიც შეიცავს ერთზე მეტ ჰიდროქსილის ჯგუფს;

4) ცილა - ცილის შემცველობა, რომელიც გამოითვლება ფორმულით:

ცილა= საერთო აზოტი (კელდალის მიხედვით) x 6,25;

5) მარილი - მარილის ეკვივალენტური შემცველობა, რომელიც გამოითვლება ფორმულით: მარილი = ნატრიუმი × 2,5;

6) ბოჭკოვანი ნივთიერება (საკვები ბოჭკოები) - ნახშირწყლების პოლიმერები სამი ან მეტი მონომერული ერთეულით, რომელთა აბსორბცია და გადამუშავება ვერ ხდება ადამიანის წვრილ ნაწლავებში. ბოჭკოვანი ნივთიერებების (საკვები ბოჭკოების) კატეგორიებია:

6.ა) საკვები ნახშირწყლების პოლიმერები, რომლებიც ბუნებრივადაა   სურსათში;

6.ბ) საკვები ნახშირწყლების პოლიმერები, რომლებიც მიიღება სასურსათო ნედლეულიდან ფიზიკური, ფერმენტული ან ქიმიური გზით და რომელთა სასარგებლო ფიზიოლოგიური ეფექტიანობა დადასტურებულია აღიარებული სამეცნიერო მტკიცებულებებით;

6.გ) საკვები ნახშირწყლების პოლიმერები, სინთეზური გზით მიღებული,  რომელთა სასარგებლო ფიზიოლოგიური ეფექტიანობა დადასტურებულია აღიარებული სამეცნიერო მტკიცებულებებით;

7) საშუალო მნიშვნელობა  (სიდიდე) - სიდიდე, რომელიც უკეთ წარმოაჩენს სურსათის საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტები) რაოდენობას და ასახავს სავარაუდო სეზონურ ცვლილებებს, გამოყენების ფორმებს და სხვა ფაქტორებს, რომლებმაც შესაძლებელია გამოიწვიოს ფაქტიური  მნიშვნელობის ცვლილება;

8) სასურსათო დანამატი - კვებითი ან ფიზიოლოგიური ეფექტის მქონე ნივთიერება, რომელიც გამოიყენება ჩვეულებრივ დიეტურ კვებაში, როგორც საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტები) ან სხვა ნივთიერებების წყარო ცალ-ცალკე ან კომბინაციაში, ბაზარზე განთავსებულია წამლის ფორმით, კერძოდ კაფსულების, აბების, ამპულების, ფხვნილების, დრაჟეების, ბოთლებში სითხის ან დაფასოებული ფხვნილის და სხვა ანალოგიური სახით, და რომელთა გამოყენება ხდება  განსაზღვრული მცირე რაოდენობით;

9) განსაკუთრებული დიეტური სურსათი -  სურსათი, რომელიც განსაკუთრებული შედგენილობის ან დამზადების პროცესის გამო მკვეთრად განსხვავდება ნორმალური გამოყენებისათვის განკუთვნილი სურსათისგან და შეესაბამება დეკლარირებულ (გაცხადებულ) დიეტური მიზნით გამოყენებას. ბაზარზე განთავსებისას ამგვარი გამოყენების შესახებ მითითებული უნდა იქნეს პროდუქტზე;

10) ნატურალური მინერალური წყალი – დაბინძურებისაგან ბუნებრივად დაცული, მიწისქვეშა წყლის ერთი საბადოდან წარმოებული (ჩამოსხმული) წყალი, რომლისთვისაც დამახასიათებელია სტაბილური ქიმიური შედგენილობა, ტემპერატურა, დებიტი და დამტკიცებული მარაგები, ხოლო მისი დამუშავების დროს გამოყენებულია ისეთი ტექნოლოგია, რომელსაც არ შეუძლია გამოიწვიოს მისი ბუნებრივი მიკრობიოლოგიური და ქიმიური შედგენილობის ცვლილება. ნატურალურ მინერალურ წყალს შეიძლება ჰქონდეს სამკურნალო თვისებები და დადებით ზეგავლენას ახდენდეს ადამიანის ჯანმრთელობაზე;

11) სამაგიდე  (სასუფრე) დამატკბობელი -  ნებადართული დამატკბობელის პრეპარატი, რომელიც შეიძლება შეიცავდეს სხვა საკვებდანამატებს ან/და ინგრედიენტებს და რომელიც განკუთვნილია საბოლოო მომხმარებლისათვის მისაწოდებლად, როგორც შაქრის შემცვლელი.

2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ტერმინები.

 

თავი II. ზოგადი პრინციპები სურსათის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით

მუხლი 3. ზოგადი ამოცანები

1. სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდება უნდა განხორციელდეს  მომხმარებელთა ჯანმრთელობისა და ინტერესების დაცვით, რომელიც უზრუნველყოფს საბოლოო მომხმარებლისათვის ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას  და  უვნებელი სურსათის გამოყენებას ჯანმრთელობის, ეკონომიკური, გარემოსდაცვითი, სოციალური და ეთიკური ფაქტორების  გათვალისწინებით.

2. სურსათის შესახებ ინფორმაციამ უნდა უზრუნველყოს  წარმოებული სურსათის თავისუფალი გადაადგილება, საჭიროების შემთხვევაში,  ბიზნესოპერატორის კანონიერი ინტერესების დაცვა და ხელი შეუწყოს ხარისხიანი და უვნებელი სურსათის წარმოებას.

 

მუხლი 4. სურსათის შესახებ სავალდებულო ინფორმაციის წარდგენის პრინციპები

1. სურსათის შესახებ სავალდებულო ინფორმაცია მოიცავს შემდეგ კატეგორიებს:

ა) სურსათის დასახელებას (სახეობას) და მის შემადგენლობას, თვისებებს ან სხვა მახასიათებლებს;

ბ) მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვასა და სურსათის უვნებელ მოხმარებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, კერძოდ:

ბ.ა)  სურსათის შემადგენლობის დახასიათება, რომელიც შესაძლებელია საზიანო იყოს მომხმარებელთა გარკვეული ჯგუფებისათვის;

ბ.ბ) ვარგისიანობის,  შენახვის და უვნებელი გამოყენების ვადა;

ბ.გ) ჯანმრთელობაზე ზეგავლენა, მათ შორის რისკები და შედეგები, რაც დაკავშირებულია  სურსათის საზიანო და სახიფათო  გამოყენებასთან;

გ) ინფორმაციას კვებითი ღირებულების  შესახებ, რომელიც მომხმარებელს, მათ შორის  განსაკუთრებული კვებითი მოთხოვნების მქონე მომხმარებელს, მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ინფორმირებული არჩევანის შესაძლებლობას მისცემს.

2. სურსათის შესახებ სავალდებულო ინფორმაციის საჭიროების განხილვისას, რაც მომხმარებელს ინფორმირებული არჩევანის შესაძლებლობას მისცემს, გათვალისწინებული უნდა იქნეს მომხმარებელთა ფართო წრეების მოთხოვნა კონკრეტულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

 

თავი III. მოთხოვნები სურსათის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით და ბიზნესოპერატორის პასუხისმგებლობები

მუხლი 5. ძირითადი მოთხოვნები სურსათის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით

ნებისმიერ სურსათს, რომელიც განკუთვნილია საბოლოო მომხმარებლისათვის  ან საზოგადოებრივი კვების ობიექტისათვის მისაწოდებლად, თან უნდა ახლდეს ინფორმაცია ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.

 

მუხლი 6. ზოგადი მოთხოვნები სურსათის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით (სამართლიანი საინფორმაციო პრაქტიკა)

1. სურსათის შესახებ ინფორმაცია არ უნდა იყოს შეცდომაში შემყვანი. მათ შორის:

ა) შეცდომაში შემყვანი არ უნდა იყოს ინფორმაცია სურსათის მახასიათებლების, კერძოდ მისი ბუნების, სახეობის, თვისებების, შემადგენლობის, რაოდენობის, ვარგისიანობის ვადის, წარმოშობის ქვეყნის ან წარმოშობის ადგილის, წარმოების ან დამზადების მეთოდის შესახებ;

ბ) არ უნდა იძლეოდეს ინფორმაციას სურსათის ისეთი თვისებებისა და ზეგავლენის შესახებ,  რაც სურსათს არ ახასიათებს;

გ) არ უნდა მიუთითებდეს, რომ სურსათს ახასიათებს  განსაკუთრებული თვისებები, როდესაც ფაქტობრივად ეს თვისებები სხვა მსგავს სურსათსაც ახასიათებს, განსაკუთრებით, განსაზღვრული ინგრედიენტების ან/და საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტები)  შემცველობის ან არშემცველობის შესახებ;

დ) ვიზუალურად, აღწერით ან გრაფიკული გამოსახულებით არ უნდა მიუთითებდეს სურსათში იმ საკვები ნივთიერების (ნუტრიენტები) ან ინგრედიენტის შემცველობის შესახებ, როდესაც იგი აღნიშნული სურსათის ბუნებრივ კომპონენტს წარმოადგენს, ან ინგრედიენტი, რომელიც ჩვეულებრივ  ამ სურსათში გამოიყენება, შეცვლილია სხვა კომპონენტით ან  სხვა ინგრედიენტით.

2. სურსათის შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი, მკაფიო და მომხმარებლისათვის ადვილად გასაგები.

3. სურსათის შესახებ ინფორმაციაში არ უნდა იყოს არანაირი მინიშნება დაავადების განკურნების ან სურსათის სამკურნალო თვისებების შესახებ, გარდა ბუნებრივ მინერალურ წყლებთან და განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების სურსათთან დაკავშირებული ინფორმაციისა.

4. ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება, ასევე:

ა) რეკლამის მიმართ;

ბ) სურსათის წარდგენის მიმართ, კერძოდ მათი ფორმის, გარეგანი სახის ან შეფუთვის, გამოყენებული შესაფუთი მასალის, მათი განთავსების მეთოდის და ადგილის მიმართ, სადაც მათი წარდგენა ხდება.

 

მუხლი 7. ბიზნესოპერატორის ვალდებულებები და  პასუხისმგებლობები

  1. სურსათის შესახებ ინფორმაციაზე პასუხისმგებელია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ბიზნესოპერატორი, მათ შორის  იმპორტიორი.
  2. ბიზნესოპერატორი, რომელიც პასუხისმგებელია სურსათის შესახებ ინფორმაციის წარდგენაზე, ვალდებულია უზრუნველყოს სურსათის შესახებ ინფორმაციის არსებობა, მისი სიზუსტე და შესაბამისობა ამ ტექნიკური რეგლამენტისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ  სხვა მოთხოვნებთან.
  3. ბიზნესოპერატორმა, რომელიც არ არის დაკავშირებული სურსათის შესახებ ინფორმაციის წარდგენასთან, არ უნდა განათავსოს ბაზარზე ისეთი სურსათი, რომელთა შესახებ  მან იცის, ან პროფესიული ცოდნის საფუძველზე, ვარაუდობს, რომ ასეთი სურსათი არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ  სხვა მოთხოვნებს.
  4. დაუშვებელია ბიზნესოპერატორის მიერ, მისი საქმიანობის ფარგლებში, სურსათის თანმხლები ინფორმაციის შეცვლა, თუ ასეთი ცვლილება შეცდომაში შეიყვანს საბოლოო მომხმარებელს ან სხვაგვარად შეამცირებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის დონეს ან ინფორმირებული არჩევანის შესაძლებლობას. ბიზნესოპერატორი პასუხისმგებელია სურსათის თანმხლები ინფორმაციის ნებისმიერ ცვლილებაზე.
  5. ბიზნესოპერატორი, მისი საქმიანობის ფარგლებში, ამ მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, ვალდებულია  დაიცვას  სურსათის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები  და უზრუნველყოს მისი შესრულების გადამოწმება.
  6. ბიზნესოპერატორი, მისი საქმიანობის ფარგლებში, ვალდებულია სურსათის  მიმღებ ბიზნესოპერატორს მიაწოდოს ინფორმაცია წინასწარ დაუფასოებელი სურსათის შესახებ, რომელიც განკუთვნილია საბოლოო მომხმარებლისათვის ან საზოგადოებრივი კვების ობიექტისათვის, რათა საჭიროების შემთხვევაში სურსათის მიმღები ბიზნესოპერატორის მიერ უზრუნველყოფილ იქნეს საბოლოო მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ სავალდებულო ინფორმაციის წარდგენა.
  7. ბიზნესოპერატორი მისი საქმიანობის ფარგლებში, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ  ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-8 და მე-9 მუხლებით განსაზღვრული სავალდებულო ინფორმაცია მითითებულია სურსათის  შეფუთვაზე, ან მიმაგრებულია ეტიკეტზე ან სურსათთან დაკავშირებულ სხვა კომერციულ დოკუმენტში, იმ შემთხვევაში, როდესაც დარწმუნებულია, რომ ეს დოკუმენტები  თან ახლავს სურსათს, ან გადაცემული იქნება სურსათის მიწოდებამდე ან მიწოდების დროს. კერძოდ, როდესაც:

ა) დაფასოებული სურსათი განკუთვნილია საბოლოო მომხმარებლისათვის, მაგრამ მისი ბაზარზე განთავსება  ხდება  საბოლოო მომხმარებლისათვის მიწოდების ეტაპამდე და ამ ეტაპზე არ ხდება სურსათის მიწოდება საზოგადოებრივი კვების ობიექტისათვის;

ბ) დაფასოებული სურსათი განკუთვნილია საზოგადოებრივი კვების ობიექტისათვის მომზადების, გადამუშავების, დაყოფის (დანაწევრების) ან დაჭრისათვის.

8. ბიზნესოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლის  პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის განთავსება სარეალიზაციოდ წარდგენილი სურსათის გარე შეფუთვაზე.

9. ბიზნესოპერატორი, რომელიც სურსათს აწვდის  სხვა ბიზნესოპერატორს და სურსათი არ მიეწოდება საბოლოო მომხმარებელს ან საზოგადოებრივი კვების ობიექტს,  ვალდებულია სურსათის მიმღებ ბიზნესოპერატორს  მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია, რათა  სურსათის მიმღებმა ბიზნესოპერატორმა, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება.

 

თავი IV.  სურსათის შესახებ სავალდებულო ინფორმაციის წარდგენა

მუხლი 8. სავალდებულო მონაცემების  ჩამონათვალი

1. სურსათის შესახებ ინფორმაცია უნდა აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-9-28-ე მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და უნდა მოიცავდეს შემდეგ სავალდებულო მონაცემებს:

ა) სურსათის  დასახელება (სახეობა);

ბ) ინგრედიენტების ჩამონათვალი;

გ) ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №1-ით „ალერგიის გამომწვევი ან მომეტებული მგრძნობელობის მქონე ნივთიერებები ან პროდუქტები“  განსაზღვრული ნებისმიერი ინგრედიენტი, ან დამხმარე ტექნოლოგიური დანამატი, ან მათი წარმოებულები, რომლებიც იწვევს ალერგიას ან მომეტებულ მგრძნობელობას, გამოიყენება სურსათის წარმოებისა და მომზადებისას და რჩება მზა სურსათში საწყისი ან შეცვლილი ფორმით;

დ) გამოყენებული ინგრედიენტის ან ინგრედიენტების კატეგორიების რაოდენობა;

ე) სურსათის ნეტო (სუფთა)  წონა;

ვ) ვარგისიანობის მინიმალური ვადის გასვლის ან „გამოიყენება ...მდე“ თარიღი;

ზ) შენახვის ან გამოყენების ნებისმიერი განსაკუთრებული პირობები;

თ) ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბიზნესოპერატორის დასახელება და მისამართი;

 ი) სურსათის  წარმოშობის ქვეყანა ან წარმოშობის ადგილი  ტექნიკური რეგლამენტის   25-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;

 კ) სურსათის გამოყენების ინსტრუქცია, თუ ინსტრუქციის გარეშე ვერ ხდება სურსათის შესაბამისად გამოყენება;

 ლ) სპირტის ფაქტობრივი კონცენტრაცია სასმელისათვის, რომლის მოცულობითი სპირტშემცველობა აღემატება 1,2%-ს;

 მ) ინფორმაცია  კვებითი ღირებულების შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მონაცემები მითითებული უნდა იქნეს როგორც სიტყვიერად, ასევე ციფრებით. ამ ტექნიკური რეგლამენტის 28-ე მუხლის 24-ე პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნათა გათვალისწინებით. შესაძლებელია მათი გამოსახვა დამატებით პიქტოგრამების ან სიმბოლოების სახით.

3. დასაშვებია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სურსათის შესახებ ინფორმაცია სრულად ან ნაწილობრივ გამოსახული იქნეს მხოლოდ პიქტოგრამის ან სიმბოლოების სახით, ნაცვლად სიტყვებისა და ციფრებისა, იმ პირობით, რომ უზრუნველყოფილი იქნება ინფორმირებულობის იგივე ხარისხი, რაც გამოსახულია სიტყვებით ან ციფრებით.

 

მუხლი 9. დამატებითი სავალდებულო  მონაცემები ცალკეული  სახეობების ან კატეგორიის  სურსათისათვის

ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მონაცემების გარდა, ცალკეული სახეობის ან კატეგორიის სურსათისათვის დამატებითი სავალდებულო მონაცემების ჩამონათვალი განსაზღვრულია დანართი №2-ით  „სურსათი, რომლის ეტიკეტზე განთავსებული უნდა იქნეს ერთი ან რამდენიმე დამატებითი მონაცემი“.   

 

მუხლი 10. წონისა და ზომის ერთეულები

გარდა ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნებისა, სურსათის შესახებ ინფორმაცია შეიძლება  მოიცავდეს წონასა და ზომასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს.

 

მუხლი 11. სურსათის შესახებ სავალდებულო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და განთავსება

1. სურსათის შესახებ სავალდებულო ინფორმაცია ადვილად უნდა იქნეს ხელმისაწვდომი და წარდგენილი უნდა იყოს ყველა სახეობის სურსათისათვის ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.

2. დაფასოებული სურსათის შემთხვევაში, სურსათის შესახებ სავალდებულო ინფორმაცია თვალსაჩინოდ უნდა იქნეს განთავსებული უშუალოდ შეფუთვაზე ან მასზე მიმაგრებულ  ეტიკეტზე.

3. დაუფასოებელი სურსათის შესახებ სავალდებულო ინფორმაციის განთავსება უნდა განხორციელდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის 31-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

 

მუხლი 12. სავალდებულო მონაცემების წარდგენა

1. სურსათის შესახებ სავალდებულო ინფორმაცია წარდგენილი უნდა იქნეს გამოსაჩენ (შესამჩნევ) ადგილზე, გარკვევით, უნდა იყოს მკაფიო, შეუძლებელი უნდა იყოს მისი წაშლა.  ინფორმაცია  სრულად ან ნაწილობრივ არ უნდა იყოს გადაფარული სხვა ნებისმიერი წარწერით, გრაფიკული გამოსახულებით ან სხვა მასალით, რომელიც შეუძლებელს გახდის ინფორმაციის აღქმას.

2. სურსათის კონკრეტული სახეობისათვის, ამ ტექნიკური რეგლამენტის    მე-8 მუხლის პირველი პუნქტით და  საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული  სურსათის შესახებ სავალდებულო მონაცემები განთავსებული უნდა იქნეს შეფუთვაზე ან მასზე მიმაგრებულ ეტიკეტზე. შეფუთვაზე და ეტიკეტზე ინფორმაცია განთავსებული უნდა  იყოს მკაფიოდ, გარკვევით იკითხებოდეს და გამოყენებული შრიფტის ზომა უნდა იყოს დანართი №3-ის „x - სიმაღლის განსაზღვრა“ შესაბამისად, უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1,2 მმ-ს.

3. შეფუთული ან ტარაში მოთავსებული სურსათისათვის, რომლის ყველაზე  დიდი ზედაპირის ფართობი 80 სმ2 -ზე ნაკლებია, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სავალდებულო ინფორმაციის განთავსებისას შრიფტის x სიმაღლე  უნდა შეადგენდეს  არანაკლებ 0,9 მმ-ს.

4. ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ე“ და „ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები განთავსებული უნდა იქნეს ხედვის ერთ არეალში.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება  ტექნიკური რეგლამენტის მე-15 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებზე.

       

მუხლი 13. დისტანციური  რეალიზაცია

1. დისტანციური რეალიზაციისას, როდესაც ხდება დაფასოებული სურსათის შეთავაზება დისტანციური კომუნიკაციის საშუალებით, სავალდებულო მონაცემების  ჩამონათვალი უნდა შეესაბამებოდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ამასთან:

ა) სურსათის შესახებ სავალდებულო ინფორმაცია, გარდა ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემისა, ხელმისაწვდომი უნდა იყოს შესყიდვის განხორციელებამდე და ასახული უნდა იქნეს დისტანციური რეალიზაციის თანმხლებ მასალაში ან ბიზნესოპერატორის მიერ მკაფიოდ განსაზღვრული სხვა შესაბამისი საშუალებებით. სხვა შესაბამისი საშუალებების გამოყენებისას, ბიზნესოპერატორის მიერ სურსათის შესახებ სავალდებულო ინფორმაციის მიწოდება უნდა განხორციელდეს მომხმარებლისათვის დამატებითი დანახარჯების დაკისრების გარეშე;

ბ) სურსათის შესახებ სავალდებულო ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იქნეს სურსათის გადაცემის (მიწოდების) დროს.

2. დაუფასოებელი სურსათის დისტანციური რეალიზაციისას, როდესაც ხდება შეთავაზება დისტანციური კომუნიკაციის საშუალებით, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების მიწოდება უნდა განხორციელდეს  ტექნიკური რეგლამენტის 31-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება სურსათზე, რომლის რეალიზაცია ხდება სავაჭრო გასაყიდი ავტომატიდან ან  ავტომატური სავაჭრო სათავსიდან.

 

მუხლი 14. მოთხოვნები ენის მიმართ

1. ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, სურსათის შესახებ სავალდებულო ინფორმაცია წარდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე.

2. დასაშვებია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნასთან ერთად სავალდებულო ინფორმაცია წარდგენილი იქნეს ევროკავშირის ოფიციალური ენებიდან ერთ-ერთ ენაზე.

3. ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები არ გამორიცხავს მონაცემების წარდგენას რამდენიმე ენაზე.

 

მუხლი 15. გამონაკლისები სურსათის შესახებ სავალდებულო ინფორმაციის წარდგენასთან დაკავშირებით

1. მინის ბოთლებზე, რომლებიც განკუთვნილია განმეორებითი გამოყენებისათვის, რომლებზეც შეუძლებელია ინფორმაციის წაშლა და, შესაბამისად, არ აქვთ ეტიკეტი, რგოლი ან საყელო, განთავსებული უნდა იქნეს მხოლოდ  ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „ე“, „ვ“ და „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემები.

2. შეფუთულ ან ტარაში  მოთავსებულ სურსათის შეფუთვაზე ან ეტიკეტზე, თუ მისი ყველაზე დიდი ზედაპირის ფართობი 10 სმ2-ზე ნაკლებია, სავალდებულოა წარდგენილ  იქნეს მხოლოდ ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „ე“ და  „ვ“  ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემები.  ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემების წარდგენა უნდა მოხდეს სხვა საშუალებებით ან მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე.

3. ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემი არ არის სავალდებულო დანართი №4-ით - „სურსათი, რომელთათვისაც არ არის სავალდებულო კვებითი ღირებულების შესახებ ინფორმაციის წარდგენა“  განსაზღვრული  სურსათისათვის.

4. ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემები არ არის სავალდებულო სასმელისათვის, რომლის მოცულობითი სპირტშემცველობა 1,2%-ს აღემატება.

 

მუხლი 16. სურსათის დასახელება (სახეობა)

1. სურსათის სახელწოდება  არის მისი ოფიციალური დასახელება (სახეობა). ამგვარი სახელწოდების არქონის შემთხვევაში სურსათის  სახელწოდებად  ჩაითვლება მისი ჩვეული დასახელება (სახეობა). თუ არ არსებობს ან არ გამოიყენება სურსათის ჩვეული დასახელება (სახეობა), სურსათის სახელწოდებად  უნდა ჩაითვალოს მისი  აღწერითი დასახელება (სახეობა).

2. დასაშვებია სურსათის იმ დასახელების გამოყენება, რომლითაც იგი იწარმოება ევროკავშირის ქვეყნებში კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების მიუხედავად, მომხმარებლის მიერ ვერ ხდება სურსათის ნამდვილი ბუნების დადგენა ან მსგავსი სურსათისაგან განსხვავება, სურსათის დასახელებას თან უნდა დაერთოს აღწერილობითი ინფორმაცია, რომელიც განთავსებული იქნება უშუალოდ სურსათის დასახელებასთან ახლოს.

3. თუ  მწარმოებელ ქვეყანაში  სურსათის დასახელება, მისი წარმოების მეთოდისა და შედგენილობის მიხედვით განსხვავებულია და ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მომხმარებელმა მიიღოს სურსათის შესახებ სწორი ინფორმაცია, დაუშვებელია სურსათის იმ დასახელების გამოყენება, რომლითაც იგი იწარმოება მწარმოებელ ქვეყანაში.

4. სურსათის დასახელება არ უნდა იქნეს შეცვლილი სახელწოდებით, რომელიც დაცულია როგორც ინტელექტუალური საკუთრება, სავაჭრო ნიშანი ან  წარმოსახვითი სახელი (ფანტაზიის ნაყოფი).

5. სურსათის დასახელებასა და სპეციფიურ თანმხლებ მონაცემებთან დაკავშირებული კონკრეტული მოთხოვნები განსაზღვრულია ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №5-ით - „სურსათის დასახელება და სპეციალური თანმხლები მონაცემები“.

 

მუხლი 17. ინგრედიენტების ჩამონათვალი

1. ინგრედიენტების ჩამონათვალი წარმოდგენილი უნდა იქნეს საერთო სათაურის „ინგრედიენტების“ შემდეგ. ჩამონათვალი უნდა მოიცავდეს სურსათის წარმოებაში გამოყენებულ ყველა ინგრედიენტს, რომელთა მითითება უნდა მოხდეს წონის კლებადობის მიხედვით, წარმოებაში გამოყენებისას.

2. ინგრედიენტები მითითებული უნდა იქნეს  სპეციალური (კონკრეტული) დასახელებით ტექნიკური რეგლამენტის მე-16 მუხლით და დანართი №5-ით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით.

3. თუ ინგრედიენტად გამოყენებულია ხელოვნური ნანომასალა, აუცილებელია მისი მითითება ინგრედიენტების ჩამონათვალში და მის დასახელებასთან ერთად ბრჭყალებში მითითებული უნდა იქნეს სიტყვა „ნანო“.

4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები  უნდა განხორციელდეს დანართი №6-ით „ინგრედიენტების აღნიშვნა და მითითება“ განსაზღვრულ მოთხოვნათა  შესაბამისად.                    

         

მუხლი 18. გამონაკლისი ინგრედიენტის ჩამონათვალთან დაკავშირებით

ინგრედიენტების ჩამონათვალი არ არის სავალდებულო შემდეგი სურსათისათვის:

ა) ახალი ხილი და ბოსტნეული, მათ შორის კარტოფილი, რომელიც არ არის გაფცქვნილი, დაჭრილი ან მსგავსად გადამუშავებული;

ბ) გაზირებული წყალი, თუ მის სახელწოდებაში მითითებულია, რომ იგი გაჯერებულია ნახშირორჟანგით;

გ) ძმარი, რომელიც მიღებულია მხოლოდ ერთი ძირითადი პროდუქტის ფერმენტაციით და არ არის გამოყენებული არცერთი სხვა ინგრედიენტი;

დ) ყველი, კარაქი, ფერმენტირებული რძე (რძემჟავა პროდუქტი)  და ნაღები, რომელსაც არ აქვს დამატებული არცერთი ინგრედიენტი, გარდა რძის კომპონენტებისა, საკვები ფერმენტებისა და შესაბამისი მიკროორგანიზმებისა, რომელიც აუცილებელია მათი წარმოებისათვის, ხოლო ყველის შემთხვევაში, გარდა მოუმწიფებელი  და მდნარი ყველისა (გადამუშავებული ყველისა), მარილი, რომელიც გამოიყენება მათ დასამზადებლად;

ე) სურსათი, რომელიც შედგება მხოლოდ ერთი ინგრედიენტისაგან, თუ:

ე.ა) სურსათის დასახელება  ინგრედიენტის დასახელების იდენტურია;

ე.ბ) სურსათის დასახელება შესაძლებლობას იძლევა გარკვევით განისაზღვროს ინგრედიენტი.

 

მუხლი 19. სურსათის შემადგენელი კომპონენტების გამოტოვება ინგრედიენტების ჩამონათვალიდან

ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-20 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, ინგრედიენტების ჩამონათვალში შესაძლებელია არ იყოს შეტანილი სურსათის შემდეგი კომპონენტები:

ა) ინგრედიენტის კომპონენტები, რომლებიც წარმოების პროცესში დროებით მოსცილდა სურსათს და შემდგომში დაემატა  მას არაუმეტეს საწყისი რაოდენობით;

ბ) საკვებდანამატები და საკვები ფერმენტები ერთ-ერთი პირობის გათვალისწინებით:

ბ.ა) თუ მათი არსებობა სურსათში გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ  სურსათის ერთი ან რამდენიმე ინგრედიენტი შეიცავდა მათ როგორც გადამტანს (მატარებელს) და  მზა სურსათში ისინი არანაირ ტექნოლოგიურ ფუნქციას არ ასრულებენ;

ბ.ბ) რომლებიც გამოიყენება დამხმარე ტექნოლოგიური დანამატის სახით;

გ) გადამტანები (მატარებლები) და ნივთიერებები, რომლებიც არ წარმოადგენენ საკვებდანამატებს, მაგრამ მათი გამოყენება ხდება იმავე მიზნით, როგორც გადამტანების (მატარებლები) და მხოლოდ იმ რაოდენობით, რაც ამ მიზნისათვის აუცილებელია;

დ) ნივთიერებები, რომლებიც არ წარმოადგენენ საკვებდანამატებს, მაგრამ მათი გამოყენება ხდება იმავე სახით და მიზნით, როგორც დამხმარე ტექნოლოგიური დანამატები და მზა სურსათში გვხვდება საწყისი ან შეცვლილი ფორმით;

ე) წყალი:

ე.ა) როდესაც მისი გამოყენება წარმოების პროცესში ხდება გაუწყლოებული (დეჰიდრირებული) ან კონცენტრირებული ინგრედიენტის აღდგენისათვის;

ე.ბ) იგი წარმოადგენს თხევად არეს, რომელიც, როგორც წესი, სურსათად  არ მოიხმარება.

 

მუხლი 20. ალერგიის ან მომეტებული მგრძნობელობის გამომწვევი ზოგიერთი ნივთიერებების ან პროდუქტების ეტიკეტირება

ამ ტექნიკური რეგლამენტის 31-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) მათი მითითება ინგრედიენტების ჩამონათვალში უნდა მოხდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად და სადაც გარკვევით, ზუსტად იქნება მითითებული დანართი №1-ით განსაზღვრული ნივთიერებების ან პროდუქტების დასახელებები;

ბ) დანართი №1-ით განსაზღვრული ნივთიერებების ან პროდუქტების დასახელებები გამოყოფილი უნდა იყოს ტიპოგრაფიულად ისე, რომ მკვეთრად  განსხვავდებოდეს ინგრედიენტების სხვა ჩამონათვალისაგან (მაგალითად,  შრიფტის ან  ფონის სტილითა და ფერით). ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს:

ბ.ა) თუ არ არის ინგრედიენტების ჩამონათვალი, ამ ტექნიკური რეგლამენტის  მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემების მითითებისას გამოყენებული უნდა იქნეს სიტყვა „შეიცავს“ და შემდეგ, იმ ნივთიერების ან პროდუქტის დასახელება, რომელიც მოცემულია დანართი №1-ში;  

ბ.ბ) თუ დანართი №1-ით განსაზღვრული ერთი ნივთიერებიდან ან პროდუქტიდან მიღებულია სურსათის რამდენიმე ინგრედიენტი ან დამხმარე  ტექნოლოგიური დანამატი, ეტიკეტზე გარკვევით უნდა იქნეს მითითებული თითოეული ინგრედიენტი ან დამხმარე ტექნოლოგიური დანამატი;

ბ.გ) ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემების მითითება არ არის სავალდებულო, თუ სურსათის დასახელება აშკარად მიუთითებს დანართი №1-ით განსაზღვრული ნივთიერების ან პროდუქტის შემცველობაზე.

 

მუხლი 21. ინგრედიენტების რაოდენობის მითითება

1. სურსათის წარმოების ან დამზადების დროს გამოყენებული ინგრედიენტის ან ინგრედიენტების კატეგორიების რაოდენობის მითითება სავალდებულოა, თუ:

ა) ინგრედიენტი ან ინგრედიენტების კატეგორია მოცემულია სურსათის დასახელებაში ან მომხმარებლისათვის მათი დასახელება გაიგივებულია სურსათის  დასახელებასთან;

ბ) ინგრედიენტი ან ინგრედიენტების კატეგორია მკაფიოდ გამოყოფილია ეტიკეტზე სიტყვით,  ნახატით ან გრაფიკული გამოსახულებით;

გ) ინგრედიენტის ან ინგრედიენტების კატეგორია აღწერს სურსათს, რაც საშუალებას იძლევა მომხმარებელმა განასხვავოს დასახელებითა და გარეგნული ფორმით მსგავსი სხვა სურსათისაგან.

2. სურსათზე ინგრედიენტების რაოდენობის მითითება უნდა განხორციელდეს  დანართი №7-ით „ინგრედიენტების რაოდენობის აღნიშვნით“  განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

 

მუხლი 22. სურსათის  ნეტო (სუფთაწონა

1. სურსათის ნეტო (სუფთა) წონა, საჭიროების მიხედვით გამოსახული უნდა იქნეს:

ა) ზომის ერთეულებით - ლიტრის, სანტილიტრის, მილილიტრის, კილოგრამის ან გრამის  საშუალებით, საჭიროების მიხედვით;

ბ) მოცულობის ერთეულებით - თხევადი პროდუქტების შემთხვევაში;

გ) მასის ერთეულებით - სხვა პროდუქტებისათვის.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების განხორციელება, იმ შემთხვევების გათვალისწინებით, როდესაც არ არის სავალდებულო სურსათის „ნეტო“ (სუფთა)  წონის მითითება,  დადგენილია დანართი №8-ით „ნეტო (სუფთა) წონის მითითება“.

 

მუხლი 23. ვარგისიანობის მინიმალური ვადა, „გამოიყენება ... მდე“  ვადა  და გაყინვის  თარიღი

1. სურსათი, რომელიც მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით განსაკუთრებით მალფუჭებადია და  შესაძლოა ხანმოკლე პერიოდში  წარმოქმნას ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები, „ვარგისიანობის მინიმალური ვადა“  უნდა შეიცვალოს „გამოიყენება ... მდე“ ვადით,  რომლის გასვლის შემდეგ სურსათი მიიჩნევა მავნედ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად.

2. შესაბამისი თარიღი მითითებული უნდა იქნეს დანართი №9-ით „ვარგისიანობის მინიმალური ვადა,  „გამოიყენება ... მდე“ ვადა  და გაყინვის თარიღი“ განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

 

მუხლი 24. შენახვის პირობები ან  გამოყენების პირობები

1. თუ სურსათის შენახვის ან/და გამოყენებისათვის საჭიროა განსაკუთრებული პირობები, ეს პირობები უნდა იქნეს მითითებული.

2. შეფუთვის გახსნის შემდეგ სურსათის სათანადო შენახვისა და გამოყენების უზრუნველყოფისათვის, მითითებული უნდა იქნეს  გახსნის შემდეგ შენახვის პირობები ან/და საჭიროების შემთხვევაში, მოხმარების  ვადა.

 

მუხლი 25. წარმოშობის ქვეყანა და წარმოშობის ადგილი

1. სურსათის ეტიკეტზე წარმოშობის ქვეყნის დასახელება უნდა განხორციელდეს  საქართველოს კანონმდებლობით  განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით.

2. წარმოშობის ქვეყნის ან წარმოშობის ადგილის მითითება სავალდებულოა:

ა)  როდესაც  აღნიშნულის არ მითითებამ, სურსათის წარმოშობის ქვეყანასთან ან წარმოშობის ადგილთან დაკავშირებით, შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი. კერძოდ, როდესაც  სურსათის თანმხლები ინფორმაციის ან ეტიკეტის თანახმად,  სურსათი სხვა წარმოშობის ქვეყნიდან ან წარმოშობის ადგილიდანაა;

ბ) ხორცისათვის, რომელიც განსაზღვრულია (სეს ესნ) კოდით (კომბინირებული ნომენკლატურის 2010)   დანართი №10-ის - „ხორცის სახეობები, რომელთათვისაც სავალდებულოა წარმოშობის ადგილის ან წარმოშობის ქვეყნის აღნიშვნა“ შესაბამისად.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც  მითითებულია სურსათის წარმოშობის ქვეყანა ან წარმოშობის ადგილი, რომელიც განსხვავდება მისი მთავარი, ძირითადი ინგრედიენტის წარმოშობის ქვეყნის ან წარმოშობის ადგილისაგან, აუცილებელია მითითებულ იქნეს ერთ-ერთი:

ა) მთავარი, ძირითადი ინგრედიენტის  წარმოშობის ქვეყანა ან წარმოშობის ადგილი;

ბ) ძირითადი ინგრედიენტის  წარმოშობის ქვეყანა ან წარმოშობის ადგილი სურსათის წარმოშობის ქვეყნის ან წარმოშობის ადგილისგან განსხვავებულად.

 

მუხლი 26. გამოყენების ინსტრუქცია

სურსათის გამოყენების ინსტრუქცია მითითებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ შესაძლებელ იქნეს სურსათის  სათანადოდ გამოყენება.

 

მუხლი 27. სპირტშემცველობა (სიმაგრე)

სპირტის  ფაქტობრივი კონცენტრაცია სასმელში, რომლის მოცულობითი სპირტშემცველობა 1,2%-ზე მეტია, გარდა სეს ესნ კოდით (C№) 2204  კლასიფიცირებული სასმელებისა, მითითებული უნდა იქნეს დანართი №11-ის- „სპირტშემცველობის“  შესაბამისად.

 

მუხლი 28. ინფორმაცია კვებითი ღირებულების შესახებ

1. სავალდებულოა კვებითი ღირებულების  შესახებ ეტიკეტზე მითითებულ იქნეს:

ა) ენერგეტიკული ღირებულება;

ბ) ცხიმების, ნაჯერი ცხიმოვანი მჟავების, ნახშირწყლების, შაქრის, ცილისა და მარილის რაოდენობა. საჭიროების შემთხვევაში, მონაცემები იმის შესახებ, რომ მარილის შემცველობა განპირობებულია ბუნებრივი წარმოშობის ნატრიუმის შემცველობით, განთავსებული უნდა იქნეს კვებითი ღირებულების შესახებ ინფორმაციის  გვერდით.

2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კვებითი ღირებულების შესახებ სავალდებულო ინფორმაციისა, დასაშვებია მითითებულ იქნეს, ასევე, ერთი ან რამდენიმე კომპონენტების რაოდენობა. ეს კომპონენტებია:

ა) მონოუჯერი  ცხიმოვანი მჟავები;

ბ) პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები;

გ) პოლიოლები;

დ) სახამებელი;

ე) ბოჭკოვანი ნივთიერებები (საკვები ბოჭკოები);

ვ) ნებისმიერი ვიტამინი ან მინერალი, რომელიც განსაზღვრულია დანართი №12-ის  ნაწილი „ა-ს“- ვიტამინებისა და მინერალების სადღეღამისო გამოყენების რეკომენდებული ნორმები ზრდასრული ადამიანისთვის“ პირველ პუნქტში და წარმოდგენილია იმავე ნაწილის მეორე  პუნქტით განსაზღვრული რაოდენობით.

3. თუ დაფასოებულ სურსათზე  განთავსებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სავალდებულო ინფორმაცია კვებითი ღირებულების შესახებ, შესაძლებელია ეტიკეტზე განმეორებით მითითებულ იქნეს:

ა) ენერგეტიკული ღირებულება;

ბ) ენერგეტიკული ღირებულება  ცხიმის, ნაჯერი ცხიმოვანი მჟავების, შაქრისა და მარილის რაოდენობასთან ერთად.

4. თუ ტექნიკური რეგლამენტის  მე-15 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სურსათის ეტიკეტზე მითითებულია ინფორმაცია კვებითი ღირებულების შესახებ, დასაშვებია ეს ინფორმაცია წარმოდგენილი იქნეს მხოლოდ ენერგეტიკული ღირებულებით.

5. სურსათზე, რომელიც საბოლოო მომხმარებელს ან საზოგადოებრივი კვების ობიექტებს გასაყიდად წარედგინება დაფასოების გარეშე, ან როდესაც სურსათის დაფასოება ხდება საცალო ვაჭრობის პუნქტში  მომხმარებლის თხოვნით ან წინასწარ დაფასოებულია დაუყონებლივ (უშუალოდ) რეალიზაციის მიზნით, კვებითი ღირებულების აღნიშვნა შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მხოლოდ ენერგეტიკული ღირებულებით ან ენერგეტიკული ღირებულება ცხიმის, ნაჯერი ცხიმოვანი მჟავების, შაქრისა საკვები და მარილის რაოდენობასთან ერთად.

6. სურსათის ეტიკეტზე ტრანსცხიმების შემცველობის აღნიშვნა ნებაყოფლობითია.

7. სურსათის ენერგეტიკული ღირებულების გამოთვლა ხდება დანართი №13-ის „გადაანგარიშების კოეფიციენტი ენერგეტიკული ღირებულების გამოთვლისათვის“ - შესაბამისად.

8. სურსათის  რეალიზაციისას ამ მუხლის პირველი-მე-5 პუნქტებით განსაზღვრული სურსათის ენერგეტიკული ღირებულება და საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტები) რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ეს ინფორმაცია შეესაბამებოდეს სურსათის მომზადების შემდეგ მონაცემებს, იმ პირობით,  თუ ეტიკეტზე დეტალურადაა მითითებული სურსათის მომზადების ინსტრუქცია და მითითებულია, რომ ენერგეტიკული ღირებულება და საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტების) რაოდენობა შეესაბამება მომზადების შემდეგ მზა სურსათის  მონაცემებს.

9. დეკლარირებული მნიშვნელობები, ცალკეულ შემთხვევებში, არის საშუალო მნიშვნელობა (სიდიდე), რომელიც ეფუძნება:

ა) ბიზნესოპერატორის მიერ  ჩატარებულ ანალიზს;

ბ) გამოყენებული ინგრედიენტების ცნობილი ან ფაქტობრივი საშუალო სიდიდიდან  გამოანგარიშებას;

გ) საყოველთაოდ დადასტურებულ და აღიარებულ მონაცემებიდან გამოანგარიშებას.

10. ამ მუხლის პირველი-მე-5 პუნქტებით განსაზღვრული სურსათის ენერგეტიკული ღირებულება და საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტების) რაოდენობა  გამოსახული უნდა იქნეს  დანართი №14-ის „კვებითი ღირებულების გამოსახვა და ინფორმაციის  წარდგენა“ განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

11. ამ მუხლის პირველი-მე-5 პუნქტებით განსაზღვრული სურსათის ენერგეტიკული ღირებულება და საკვები ნივთირებების (ნუტრიენტების) რაოდენობა  გამოსახული უნდა იქნეს ყოველ 100 გ-ზე  ან 100 მლ-ზე გადაანგარიშებით.

12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებთან ერთად, დამატებითი ინფორმაცია ვიტამინებისა და მინერალების შესახებ, გამოსახული უნდა იქნეს  დანართი №12-ის  ნაწილი „ა“-ს პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, და კვების რეკომენდებულ რაციონში მათი პროცენტული რაოდენობის  შესაბამისად  ყოველ 100 გ ან 100 მლ-ზე.

13. ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული გამოსახვის ფორმის გარდა, ამ მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებში მითითებული ენერგეტიკული ღირებულება და საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტების) რაოდენობა, შესაბამის შემთხვევაში, შესაძლებელია გამოსახულ იქნეს დანართი №12-ის   „ნაწილი „ბ“-ს ზრდასრული ადამიანისთვის სადღეღამისო გამოყენების რეკომენდებული ნორმები ენერგეტიკული ღირებულებისათვის  და ცალკეული საკვები ნივთიერებებისათვის (ნუტრიენტისათვის),  გარდა ვიტამინებისა და მინერალებისა“ განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, კვების რეკომენდებულ რაციონში მათი პროცენტული შემცველობის შესაბამისად  ყოველ 100 გ ან 100 მლ -ზე.

14. თუ ინფორმაცია წარმოდგენილია ამ მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, მასთან ახლოს მითითებული უნდა იქნეს დამატებითი  ინფორმაცია  - „ზრდასრული ადამიანისათვის რეკომენდებულია მიიღოს ( 8 400 კჯ/2000კკალ)“ - მსგავსი ფორმით.

15. ამ მუხლის პირველი-მე-5 პუნქტებით განსაზღვრული სურსათის ენერგეტიკული ღირებულება და საკვები ნივთირებების (ნუტრიენტების) რაოდენობა  შესაძლებელია გამოხატული იქნეს  მომხმარებლისათვის ადვილად გასაგებად, ერთ პორციაზე და/ან გამოყენებულ ერთეულზე გადაანგარიშებით, იმ პირობით, თუ ეტიკეტზე მითითებულია  პორციის ან გამოყენებული ერთეულის რაოდენობა და შეფუთვაში პორციების ან გამოყენების ერთეულის რაოდენობა:

ა) დამატებით ყოველ 100გ ან 100 მლ-ზე გადაანგარიშებით ამ მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად;

ბ) დამატებით ვიტამინებისა და მინერალების რაოდენობა 100გ ან 100 მლ-ზე გადაანგარიშებით ამ მუხლის  მე-12 პუნქტის შესაბამისად;

გ) დამატებით 100გ ან 100 მლ-ზე გადაანგარიშებით ან ამ ფორმით გამოსახვის ნაცვლად ამ მუხლის  მე-13 პუნქტის შესაბამისად. 

16. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტების) რაოდენობა ან/და დანართი №12-ის  ნაწილით „ბ“-ით განსაზღვრული გამოყენების რეკომენდებული ნორმის პროცენტული წილი, შესაძლებელია გამოსახულ იქნეს მხოლოდ ერთ პორციაზე ან გამოყენების ერთეულზე გადაანგარიშებით. ამ შემთხვევაში ენერგეტიკული ღირებულება გამოსახული უნდა იქნეს ყოველ 100 გ-ზე ან 100 მლ-ზე და პორციაზე ან გამოყენების ერთეულზე გადაანგარიშებით.

17. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში ენერგეტიკული ღირებულება და საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტების) რაოდენობა და/ან ამ  დანართი №12-ის „ნაწილი „ბ-ზრდასრული ადამიანისთვის სადღეღამისო გამოყენების რეკომენდებული ნორმები ენერგეტიკული ღირებულებისათვის  და ცალკეული საკვები ნივთიერებებისათვის (ნუტრიენტისათვის), გარდა ვიტამინებისა და მინერალებისა“ განსაზღვრული გამოყენების  რეკომენდებული  ნორმის პროცენტული წილი შესაძლებელია გამოსახული იქნეს მხოლოდ ერთ პორციაზე ან გამოყენების ერთეულზე გადაანგარიშებით.

18. პორციის ან გამოყენების ერთეულის რაოდენობა (ზომა) მითითებული უნდა იქნეს კვებითი ღირებულების შესახებ ინფორმაციასთან ახლოს.

19. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები კვებითი ღირებულების შესახებ  განთავსებული უნდა იქნეს ხედვის ერთ არეალში, ერთად და საჭიროების შემთხვევაში დანართი №14-ით განსაზღვრული თანმიმდევრობით.

20. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები კვებითი ღირებულების შესახებ, თუ ზედაპირის ფართობი საშუალებას იძლევა, გამოსახული უნდა იქნეს ცხრილის სახით და ციფრები სვეტის სახით. სხვა შემთხვევაში, როდესაც ზედაპირის ფართობი საშუალებას არ იძლევა, საკვები ნივთიერებები (ნუტრიენტები) გამოსახული უნდა იქნეს  სწორხაზოვნად.

21. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები გამოსახული უნდა იქნეს:

ა) ხედვის ძირითად არეალში;

ბ) ტექნიკური რეგლამენტის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შრიფტთან დაკავშირებული მოთხოვნების შესაბამისად;

22. ამ მუხლის მე-3-მე-5 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები შესაძლებელია გამოსახულ იქნეს ამ მუხლის მე-20 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებისგან განსხვავებული ფორმით.

23. თუ სურსათის ენერგეტიკული ღირებულება და მასში საკვები ნივთიერებ(ებ)ის (ნუტრიენტების) შემცველობა უმნიშვნელოა, დასაშვებია ინფორმაცია წარმოდგენილი იქნეს შემდეგი სახით „შეიცავს უმნიშვნელო რაოდენობით....“ და მითითებული უნდა იქნეს კვებითი ღირებულების  შესახებ ინფორმაციასთან ახლოს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

24. ამ მუხლის მე-11 მე-13, მე-15, მე-16, მე-17 და მე-18 პუნქტებით  განსაზღვრული გამოსახვის ფორმისა, და ამ მუხლის მე-20 პუნქტით განსაზღვრული წარდგენის ფორმასთან ერთად, ამ მუხლის პირველი-მე-5 პუნქტებით განსაზღვრული ენერგეტიკული ღირებულების და საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტების) რაოდენობის შესახებ ინფორმაცია, შესაძლებელია მითითებულ იქნეს გამოსახვის ან/და წარდგენის სხვა ფორმით, გრაფიკული გამოსახულებით ან სიმბოლოებით, სიტყვიერ და ციფრობრივ გამოსახულებასთან ერთად, იმ პირობით, რომ დაცული იქნება შემდეგი მოთხოვნები:   

ა) ეს ფორმები დამყარებულია საფუძვლიან მეცნიერულ კვლევებზე,  მომხმარებელი არ შეჰყავს შეცდომაში და აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

 ბ) ამ ფორმების შექმნა განხორციელდა დაინტერესებული მხარეების ფართო წრეებთან კონსულტაციების შედეგად;

გ) ამ ფორმების გამოყენება მიზნად ისახავს  მომხმარებელთა დახმარებას, კვების რაციონში განსაზღვრონ ენერგეტიკული ღირებულებისა და საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტების) რაოდენობის მნიშვნელობა გარკვეულ სურსათთან  დაკავშირებით;  

დ) ეს ფორმა გამყარებულია მეცნიერული საფუძვლებით იმისათვის, რომ მომხმარებელმა უკეთ აღიქვას (გაიგოს) გამოსახვისა ან წარდგენის ეს ფორმა;

ე) გამოსახვის ან წარდგენის სხვა ფორმის გამოყენებისას, იგი უნდა ეფუძნებოდეს დანართი №12 განსაზღვრულ გამოყენების რეკომენდებულ ნორმებს, ან ასეთის არ არსებობის შემთხვევაში, საყოველთაოდ აღიარებულ მეცნიერულ რეკომენდაციებს ენერგეტიკული ღირებულებისა და საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტების) გამოყენების შესახებ;

ვ) ფორმები არის ობიექტური და არადისკრიმინაციული;

ზ) მათი გამოყენება არ ქმნის ბარიერებს ბაზარზე სურსათის თავისუფალი მიმოქცევისათვის.

25. ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები, ასევე  ვრცელდება განსაკუთრებული დიეტური სურსათის მიმართაც.

26. ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება სასურსათო დანამატებზე და ნატურალურ მინერალურ წყლებზე.

 

თავი V. სურსათის შესახებ დამატებითი ინფორმაცია

მუხლი 29. სურსათის შესახებ ნებაყოფლობითი ინფორმაცია

1. ტექნიკური რეგლამენტის მე-8 და მე-9 მუხლებით განსაზღვრული ინფორმაციის ნებაყოფლობით წარდგენისას დაკმაყოფილებული უნდა იქნეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-16-28-ე  მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნები.

2. ნებაყოფლობით წარდგენილი ინფორმაცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად შეცდომაში არ უნდა შეჰყავდეს მომხმარებელი;

ბ) არ უნდა იყოს მომხმარებლისთვის ორაზროვანი და წინააღმდეგობრივი;

გ) საჭიროების შემთხვევაში უნდა ეფუძნებოდეს არსებულ მეცნიერულ  მონაცემებს.

3. სურსათის შესახებ ნებაყოფლობითი ინფორმაცია არ უნდა განთავსდეს სავალდებულო ინფორმაციისათვის განკუთვნილი  სივრცის შეზღუდვის ხარჯზე.

           

მუხლი 30. დამატებითი  სავალდებულო ინფორმაცია

ამ ტექნიკური რეგლამენტის  მე-8 მუხლის პირველი პუნქტით და მე-9 მუხლით განსაზღვრული სავალდებულო ინფორმაციის გარდა, დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით განისაზღვროს ცალკეული დასახელების ან კატეგორიის სურსათისათვის დამატებითი სავალდებულო ინფორმაციის წარდგენა, რომელიც  დასაბუთებულად უნდა ეფუძნებოდეს:

ა) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვას;

ბ) მომხმარებელთა დაცვას;

გ) თაღლითობისა და შეცდომაში შეყვანის აღკვეთას;

დ) საწარმოო და კომერციული უფლებების დაცვას, რეგისტრირებული გეოგრაფიული ადგილწარმოშობის აღნიშვნას და არაჯანსაღი კონკურენციის აღკვეთას.

 

მუხლი 31.  დაუფასოებელ სურსათთან დაკავშირებული ინფორმაცია

თუ სურსათი საბოლოო მომხმარებელს ან საზოგადოებრივი კვების ობიექტს მიეწოდება შეფუთვის გარეშე, ან მათი დაფასოება ხდება რეალიზაციის ადგილებში მომხმარებლის თხოვნის საფუძველზე, ან დაუყოვნებლივ გაყიდვის მიზნით:

ა) სავალდებულოა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემების  წარდგენა;

ბ) ამ ტექნიკური რეგლამენტის  მე-8 და მე-9 მუხლებით განსაზღვრული სხვა მონაცემების წარდგენა არ არის სავალდებულო, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა მოთხოვნები არ არის განსაზღვრული.

 


დანართი №1

 

ალერგიის გამომწვევი ან მომეტებული მგრძნობელობის მქონე ნივთიერებები ან პროდუქტები

1. გლუტენის (წებოგვარა) შემცველი მარცვლოვნები, კერძოდ: ხორბალი (სპელტა - Triticum spelta და  ხოროსანი/კამუტი - Triticum turanicum)  ჭვავი, ქერი, შვრია,  მათი ჰიბრიდული შტამები და მათგან მიღებული პროდუქტები, გარდა:

ა) გლუკოზის სიროფისა ხორბლის საფუძველზე (ფუძეზე), მათ შორის დექსტროზა;

ბ) მალტოდექსტრინებისა ხორბლის საფუძველზე (ფუძეზე);

გ) გლუკოზის  სიროფისა ქერის საფუძველზე (ფუძეზე);

დ) მარცვლოვნებისა, რომლებიც გამოიყენება სპირტის დისტილატის, მათ შორის -  სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტის დამზადებისათვის.

2. კიბოსნაირები და კიბისნაირების პროდუქტები.

3. კვერცხი და კვერცხის პროდუქტები.

4. თევზი და თევზის პროდუქტები, გარდა:

ა) თევზის ჟელატინისა, რომელიც გამოიყენება გადამტანის (მატარებელის) სახით ვიტამინებისა და კაროტინოიდული პრეპარეტებისათვის;

ბ) თევზის ჟელატინის ან თევზის წებოსი, რომელიც გამოიყენება ღვინისა და ლუდის დაწმენდისათვის.

5. მიწის თხილი (არაქისი) და მიწის თხილის(არაქისის) პროდუქტები.

6. სოია და სოიას პროდუქტები, გარდა:

ა) სრულად  რაფინირებული სოიას ზეთისა და ცხიმისა;

ბ) სოიას მარცვლის ნატურალური შერეული ტოკოფეროლის (E306), ნატურალური D-ალფა ტოკოფეროლის, ნატურალური D-ალფა ტოკოფეროლის აცეტატის და ნატურალური D-ალფა ტოკოფეროლის სუქცინატისა;

გ) სოიას მარცვლის მცენარეული ცხიმისგან მიღებული ფიტოსტერინებისა და ფიტოსტერინების ეთერებისა;

დ) სოიოს მარცვლის მცენარეული ცხიმის სტეროლებისგან წარმოებული სტანოლების მცენარეული ეთერებისა.

7. რძე და რძის ნაწარმი, გარდა:

ა) შრატისა, რომელიც გამოიყენება სპირტის დისტილატის, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტის დამზადებისათვის;

ბ) ლაქტიტოლისა.

8. კაკლოვანები, კერძოდ: ნუში (Amygdalus communis L.), თხილი (Corylus avellana L.), ჩვეულებრივი კაკალი (Juglans regia L.), აკაჟუ (კაჟუ, ინდური თხილი - Anacardium occidentale L.), პეკანი ჩვეულებრივი (Carya illinoinensis (Wangenh.) K. Koch), ბრაზილიური კაკალი (Bertholletia excelsa Humb ),  ფსტა (Pistacia vera L.), მაკადამია ან კინდალი (ავსტრალიური კაკალი) (Macadamia ternifolia), მათგან მიღებული პროდუქტები, გარდა კაკლოვანებისა, რომლებიც გამოიყენება სპირტის დისტილატის, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტის დამზადებისათვის.

9. ნიახური და ნიახურის პროდუქტები.

10. მდოგვი და მდოგვის პროდუქტები.

11. შირბახტის თესლი  (ქუნჟუტი -  Sesamum indicum L .) და შირბახტის თესლის პროდუქტები.

12. გოგირდის დიოქსიდი და სულფიტები, კონცენტრაციით, რომელიც SO2 -ის საერთო რაოდენობაში აღემატება  10 მგ/კგ ან 10 მგ/ლ-ს  და რომლის შემცველობა გამოიანგარიშება გამოყენებისათვის მზა სურსათში ან ბიზნესოპერატორის ინსტრუქციის შესაბამისად აღდგენილ სურსათში.

13. ხანჭკოლა (Lupinus)  და ხანჭკოლას პროდუქტები.

14. მოლუსკები და მოლუსკების პროდუქტები.

15. ამ დანართის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“  ქვეპუნქტებით და მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პროდუქტები და მათი პროდუქტები იმ შემთხვევაში, თუ პროცესი, რომელსაც ისინი დაექვემდებარნენ, შესაბამისი ორგანოს შეფასების თანახმად, სავარაუდოდ არ გამოიწვევს ალერგიულობის დონის მატებას, იმ პროდუქტებში, საიდანაც მოხდა მათი წარმოება.

 

დანართი №2

სურსათი, რომლის ეტიკეტზე განთავსებული  უნდა იქნეს ერთი ან რამდენიმე დამატებითი მონაცემი

სურსათის სახეობა ან კატეგორია

მონაცემი

1. სურსათი, შეფუთული განსაზღვრული აირების გამოყენებით

 1.1. სურსათი, რომლის ვარგისიანობის მინიმალური ვადა გაზრდილია შეფუთვისას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აირების გამოყენებით

„ შეფუთულია დამცავი ატმოსფეროს გამოყენებით“

2. სურსათი,  რომელიც შეიცავს დამატკბობელ ნივთიერებებს

 2.1. სურსათი,  რომელიც შეიცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ  დამატკბობელ ნივთიერებას ან ნივთიერებებს

სურსათის დასახელებას თან უნდა ახლდეს  წარწერა „შეიცავს დამატკბობელ ნივთიერებას“ ან შეიცავს „დამატკბობელ ნივთიერებებს“

2.2. სურსათი,  რომელიც შეიცავს როგორც შაქარ(ებ)ს, ასევე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ  დამატკბობელ ნივთიერებას ან ნივთიერებებს

სურსათის დასახელებას თან უნდა ახლდეს  წარწერა „შეიცავს შაქარ(ებ)ს და  დამატკბობელ ნივთიერებას(ებს)“

2.3. სურსათი,  რომელიც შეიცავს  საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ასპარტამს/ასპარტამ-აცესულფამის მარილს

„შეიცავს ასპარტამს (ფენილალანინის წყაროს)“ - ასეთი წარწერა მოცემული უნდა იქნეს ეტიკეტზე იმ შემთხვევაში, როდესაც ასპარტამი/ასპარტამ-აცესულფამის მარილი მითითებულია ინგრედიენტების ჩამონათვალში მხოლოდ „E” ლიტერით.

„შეიცავს ფენილალანინის წყაროს“ ასეთი წარწერა მოცემული უნდა იქნეს ეტიკეტზე იმ შემთხვევაში, როდესაც ასპარტამი/ასპარტამ-აცესულფამის მარილი მითითებულია ინგრედიენტების ჩამონათვალში სპეციალური დასახელებით

     2.4. სურსათი,  რომელიც 10 %-ზე მეტი რაოდენობით შეიცავს   საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პოლიოლებს

„ჭარბმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს დიარეული ეფექტი“

3. სურსათი, რომელიც შეიცავს გლიცირიზინის მჟავას ან გლიცირიზინის მჟავის ამონიუმის მარილებს

 3.1.  საკონდიტრო ნაწარმი ან სასმელები, რომელიც შეიცავს გლიცირიზინის მჟავას ან მის ამონიუმის მარილებს, მათი უშუალოდ დამატებით ან მცენარე ძირტკბილას (Glycyrrhiza glabra) დამატებით კონცენტრაციით 100 მგ/კგ ან 10 მგ/ლ და მეტი

„შეიცავს ძირტკბილას“ - ასეთი წარწერა უნდა დაემატოს უშუალოდ ინგრდიენტების ჩამოთვლის შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ ტერმინი „ძირტკბილა“ უკვე არ არის გამოყენებული ინგრედიენტების ჩამონათვალში ან სურსათის დასახელებაში.

ასეთი წარწერა განთავსებული უნდა იქნეს  სურსათის დასახელებასთან ერთად,  თუ ეტიკეტზე არ არის ინგრედიენტების ჩამონათვალი

 3.2. საკონდიტრო ნაწარმი ან სასმელი, რომელიც შეიცავს გლიცირიზინის მჟავას ან მის ამონიუმის მარილებს, მათი უშუალო, ან მცენარე ძირტკბილას (Glycyrrhiza glabra) დამატებით კონცენტრაციით 4 გ/კგ და მეტი

„შეიცავს ძირტკბილას - ჰიპერტენზიის მქონე პირები  მოერიდონ ჭარბ მიღებას“ - ასეთი წარწერა უნდა დაემატოს უშუალოდ ინგრედიენტების ჩამოთვლის შემდეგ.

ასეთი წარწერა განთავსებული უნდა იქნეს  სურსათის დასახელებასთან ერთად,  თუ ეტიკეტზე არ არის ინგრედიენტების ჩამონათვალი

 3.3 სასმელი, რომელიც შეიცავს გლიცირიზინის მჟავას ან მის ამონიუმის მარილებს, მათი უშუალო, ან მცენარე ძირტკბილას (Glycyrrhiza glabra) დამატებით კონცენტრაციით 50 მგ/კგ და მეტი ან 300 მგ/ლ და მეტი, სასმელებისათვის, რომელთა მოცულობითი სპირტშემცველობა 1,2%-ს აღემატება (1)

„შეიცავს ძირტკბილას - ჰიპერტენზიის მქონე პირები  მოერიდონ ჭარბ მიღებას“ - ასეთი წარწერა უნდა დაემატოს უშუალოდ ინგრედიენტების ჩამოთვლის შემდეგ.

ასეთი წარწერა განთავსებული უნდა იქნეს  სურსათის დასახელებასთან ერთად,  თუ ეტიკეტზე არ არის ინგრედიენტების ჩამონათვალი

4. სასმელი, კოფეინის მაღალი შემცველობით ან სურსათი, რომელსაც დამატებული აქვს კოფეინი

 4.1.  სასმელი, გარდა ყავის, ჩაის, ან ჩაის ან ყავის ექსტრაქტის საფუძველზე წარმოებული სასმელისა, რომლის დასახელებაში გამოიყენება სიტყვები  „ყავა“ ან „ჩაი“, რომლებიც:

 - განკუთვნილია გამოსაყენებლად ცვლილების გარეშე და შეიცავს კოფეინს ნებისმიერი წყაროდან 150 მგ/ლ -ზე მაღალი კონცენტრაციით, ან

-    კონცენტრირებულია ან მშრალი სახითაა და აღდგენის შემდეგ შეიცავს კოფეინს ნებისმიერი წყაროდან 150 მგ/ლ -ზე მაღალი კონცენტრაციით

„ კოფეინის მაღალი შემცველობით - არ არის რეკომენდებული ბავშვების, ორსულებისა და მეძუძური ქალებისათვის“ - წარწერა განთავსებული უნდა იქნეს სასმელის დასახელების ხედვის  არეალში,  შემდეგ ფრჩხილებში ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მითითებული უნდა იქნეს კოფეინის შემცველობა გამოსახული  მგ-ში, 100 მლ-ზე

4.2. სურსათი, გარდა სასმელებისა, რომელშიც კოფეინი დამატებული ფიზიოლოგიური მიზნებისათვის

„ კოფეინის მაღალი შემცველობით - არ არის რეკომენდებული ბავშვების და ორსულებისათვის“ - წარწერა განთავსებული უნდა იქნეს სასმელის დასახელების ხედვის  არეალში,  შემდეგ ფრჩხილებში ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მითითებული უნდა იქნეს კოფეინის შემცველობა გამოსახული  მგ-ში, 100 მლ-ზე.  სასურსათო დანამატებისათვის კოფეინის შემცველობა ეტიკეტზე გამოსახული უნდა იქნეს სადღეღამისო რეკომენდებულ პორციაზე გადაანგარიშებით

5. სურსათი, რომელსაც დამატებული აქვს ფიტოსტეროლი, ფიტოსტეროლების ეთერები, ფიტოსტანოლები ან ფიტოსტანოლების ეთერები

5.1.  სურსათი, ან სურსათის ინგრედიენტები, რომელსაც დამატებული აქვს ფიტოსტეროლი, ფიტოსტეროლების ეთერები, ფიტოსტანოლები ან ფიტოსტანოლების ეთერები

1. „დამატებული აქვს მცენარეული სტეროლები“ ან „დამატებული აქვს მცენარეული სტენოლები“ - წარწერა განთავსებული უნდა იქნეს სურსათის დასახელების ხედვის  არეალში;

2. დამატებული  ფიტოსტეროლის, ფიტოსტეროლების ეთერების, ფიტოსტანოლების ან ფიტოსტანოლების ეთერების რაოდენობა (გამოსახული100 გ ან 100 მლ სურსათში თავისუფალი მცენარეული სტეროლების/მცენარეული სტენოლებისა  %-ით ან გრამებით) მითითებული უნდა იქნეს ინგრედიენტების ჩამონათვალში;

3. მითითება, რომ სურსათი არ არის განკუთვნილი პირთათვის, რომელთაც არ ესაჭიროებათ სისხლში ქოლესტერინის კონტროლი;

4.მითითება, რომ პაციენტებმა, რომლებიც ღებულობენ სისხლში ქოლესტერინის დამწევ წამლებს, ასეთი სურსათი უნდა მოიხმარონ ექიმის მეთვალყურეობით;

5.ადვილად შესამჩნევი მითითება, რომ სურსათი შესაძლებელია არ იყოს სასარგებლო ორსული ან მეძუძური ქალებისა და 5 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის;

6.რჩევა, რომ  ამგვარი სურსათი გამოყენებული უნდა იქნეს   სხვადასხვა ბალანსირებულ და მრავალფეროვან დიეტაში, ხილისა და ბოსტნეულის  რეგულარული გამოყენებით, რაც ხელს უწყობს ორგანიზმში კაროტინოიდების დონის შენარჩუნებას;

7. ამ დანართის მე-3 პუნქტის ხედვის არეალში მითითებული უნდა იქნეს, რომ თავიდან იქნეს აცილებული დღე-ღამეში 3 გ-ზე მეტი დამატებული მცენარეული სტეროლების/მცენარეული სტენოლების მოხმარება;

8.განსაზღვრული უნდა იქნეს შესაბამისი სურსათის ან სურსათის ინგრედიენტის პორციის რაოდენობა  (სასურველია გ-ში ან მლ-ში), თითოეულ პორციაში მცენარეული სტეროლების/   მცენარეული სტენოლების რაოდენობის მითითებით.

 6. გაყინული ხორცი, ხორცის ნახევარფაბრიკატები(დამზადებული ხორცი) და გაყინული, გადაუმუშავებელი თევზჭერის პროდუქტები

 6.1. გაყინული ხორცი, ხორცის ნახევარფაბრიკატები (დამზადებული ხორცი) და გაყინული, გადაუმუშავებელი თევზჭერის პროდუქტები

გაყინვის თარიღი ან პირველადი გაყინვის თარიღი, როდესაც პროდუქტი ერთზე მეტად დაექვემდებარა გაყინვას დანართი №9-ის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის შესაბამისად.

 (1) ეს მნიშვნელობა გამოიყენება მოხმარებისათვის მზა სურსათისათვის ან სურსათისათვის, რომელიც დაექვემდებარა აღდგენას ბიზნესოპერატორის მიერ მითითებული ინსტრუქციის შესაბამისად.

 

 

დანართი №3

 

x - სიმაღლის განსაზღვრა

         x- სიმაღლე

წარწერა

1

სიმბოლოს სტრიქონზედა  ხაზი

2

მთავრული ასოს ზედა   ხაზი

3

ნუსხური („პატარა“) ასოს ზედა ხაზი

4

ფუძის ხაზი

5

 სიმბოლოს სტრიქონქვედა ხაზი

6

ნუსხური („პატარა“) ასოს  სიმაღლე

7

შრიფტის ზომა

 

 

დანართი №4

 

სურსათი, რომელთათვისაც არ არის სავალდებულო კვებითი ღირებულების შესახებ ინფორმაციის წარდგენა

კვებითი ღირებულების შესახებ ინფორმაციის წარდგენა არ არის სავალდებულო შემდეგი დასახელების სურსათისათვის:

1. გადაუმუშავებელი სურსათი, რომელიც შეიცავს მხოლოდ ერთ ინგრედიენტს, ან  ერთი კატეგორიის  ინგრედიენტებს;

2. გადამუშავებული სურსათი, რომელიც დაექვემდებარა მხოლოდ მომწიფებას და შეიცავს მხოლოდ ერთ ინგრედიენტს, ან  ერთი კატეგორიის ინგრედიენტებს;

3. წყალი, რომელიც განკუთვნილია ადამიანის მიერ უშუალოდ გამოყენებისათვის, მათ შორის წყლის ის სახეობები, რომელსაც დამატებული აქვს მხოლოდ ნახშირორჟანგი და/ან არომატიზატორები;

4. ბალახოვანი მცენარეები (მწვანილი), სუნელ/სანელებლები ან მათი ნარევები;

5. მარილი და მარილის შემცვლელები;

6. სამაგიდე (სასუფრე)  დამატკბობლები;

7. ყავისა და ვარდკაჭაჭას ექსტრაქტი, ყავის მარცვლები ან დაფქვილი ყავა, ყავის მარცვლები ან დაფქვილი ყავა კოფეინის გარეშე;

8. ბალახოვანი მცენარეები (მწვანილი),  და ხილის ნაყენები, ჩაი, ჩაი კოფეინის გარეშე, ხსნადი ჩაი ან ჩაის ექსტრაქტი, ხსნადი ჩაი ან ჩაის ექსტრაქტი კოფეინის გარეშე, რომლებიც არ შეიცავენ სხვა ინგრედიენტებს, გარდა არომატიზატორებისა, რომლებიც არ ცვლიან ჩაის კვებით ღირებულებას;

9. ფერმენტირებული ძმარი ან ძმრის შემცვლელი, რომელსაც ინგრედიენტის სახით დამატებული აქვს მხოლოდ არომატიზატორი;

10. არომატიზატორები;

11. საკვებდანამატები;

12. დამხმარე ტექნოლოგიური დანამატები;

13. საკვები ფერმენტები;

14. ჟელატინი;

15. ლაბის(ჟელეს) წარმომქმნელი კომპონენტები;

16. საფუვრები;

17. საღეჭი რეზინი;

18. შეფუთული ან ტარაში (კონტეინერი) მოთავსებული სურსათი, რომლის ზედაპირის მაქსიმალური ფართობი ნაკლებია  25 სმ2 ;

19. სურსათი, უშუალოდ ხელით მომზადებული სურსათის ჩათვლით, რომელიც მცირე რაოდენობით მიეწოდება მწარმოებლიდან უშუალოდ მომხმარებელს. სურსათი, რომელიც მიეწოდება ადგილობრივ საცალო ვაჭრობის პუნქტს და  უშუალოდ მიეწოდება  საბოლოო მომხმარებელს.

 

 

დანართი №5

სურსათის დასახელება  და სპეციალური თანმხლები მონაცემები

 

 ნაწილი  „ა“  - სავალდებულო მონაცემები, რომელიც მითითებული უნდა იქნეს უშუალოდ სურსათის დასახელების გვერდით

  1. სურსათის დასახელება უნდა მოიცავდეს მონაცემებს სურსათის ფიზიკური მდგომარეობის ან  სპეციალური დამუშავების შესახებ, რომელსაც იგი დაექვემდებარა (მაგალითად, დაფქვა,  ხელმეორედ გაყინვა, მშრალად გაყინვა, სწრაფად გაყინვა, კონცენტრირება, შებოლვა). ეს მონაცემები განთავსებული უნდა იქნეს სურსათის დასახელების გვერდით ყველა შემთხვევაში, როდესაც ამ მონაცემის მითითების გარეშე  შესაძლოა მომხმარებელი შეცდომაში იქნეს შეყვანილი.
  2. სურსათისათვის, რომელიც გაყინულ იქნა რეალიზაციამდე და რეალიზაცია ხდება გამლღვალ მდგომარეობაში, სურსათის დასახელების გვერდით მითითებული უნდა იქნეს „გამლღვალი“ („გალღობილი“). ეს მოთხოვნა არ ვრცელდება:

ა) საბოლოო პროდუქტში არსებულ ინგრედიენტებზე;

ბ) სურსათზე, რომლისთვისაც, ტექნოლოგიური თვალსაზრისით,  გაყინვა წარმოადგენს წარმოების პროცესის აუცილებელ  ეტაპს;

გ) სურსათზე, რომლის გალღობა უარყოფითად არ მოქმედებს მის უვნებლობასა და ხარისხზე.

  1. ამ დანართის ნაწილი „ა“-ს  მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებზეც.
  2. სურსათზე, რომელიც დაექვემდებარა მაიონიზებელი სხივებით დამუშავებას, მითითებული უნდა იყოს აღნიშვნა: „დასხივებული“ ან „დამუშავებულია მაიონიზებელი გამოსხივებით, ან დასაშვებია დასხივების საერთაშორისო სიმბოლოს გამოყენება.
  3. თუ სურსათის შემადგენელი კომპონენტი ან ინგრედიენტი, რომელიც მომხმარებლის მოლოდინის შესაბამისად, გამოიყენება ან ბუნებრივად არის სურსათის შემადგენლობაში, შეცვლილია სხვა კომპონენტით ან ინგრედიენტით, ეტიკეტზე, ინგრედიენტების ჩამონათვალთან ერთად, თვალსაჩინოდ უნდა იქნეს მითითებული ეს კომპონენტი ან ინგრედიენტი, რომელიც გამოყენებულ იქნა სრული ან ნაწილობრივად ჩანაცვლების მიზნით, უშუალოდ სურსათის დასახელებასთან ახლოს და ისეთი ზომის შრიფტის გამოყენებით, რომლის x-სიმაღლე, სურსათის დასახელების x-სიმაღლის  არანაკლებ 75 %-ს შეადგენს და რომლის ზომა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ უმცირეს ზომაზე ნაკლები არ არის.
  4. ხორცის პროდუქტები, ხორცის ნახევარფაბრიკატები (დამზადებული ხორცი) და თევზჭერის პროდუქტები, რომელთა შემადგენლობაში დამატებულია  ცხოველური წარმოშობის სხვა ცილა, ჰიდროლიზირებული ცილის ჩათვლით, სურსათის დასახელებაში მითითებული უნდა იქნეს ამ ცილებისა და მათი წარმოშობის შესახებ.
  5. ხორცის პროდუქტების, ხორცის ნახევარფაბრიკატების (დამზადებული ხორცი), რომელიც წარმოდგენილია ნაჭრების, საკლავის დაჩეხილი ნაწილების, ნაკუწების, ხორცის ან ტანხორცის ნაწილებით, დასახელებაში მითითებული უნდა იქნეს დამატებული წყლის რაოდენობის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ დამატებული წყალის რაოდენობა მზა პროდუქტის წონის 5%-ს აღემატება. ეს მოთხოვნა ვრცელდება თევზჭერის პროდუქტების და თევზჭერის  მზა პროდუქტების  მიმართაც, თუ ისინი წარმოდგენილია ნაჭრების, ნაკუწების, ნაწილების, პორციის,  ფილეს ან მთლიანი თევზჭერის პროდუქტების სახით.
  6. ხორცის პროდუქტები, ხორცის ნახევარფაბრიკატები (დამზადებული ხორცი) და თევზჭერის პროდუქტები, რომელიც შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს თევზის ან ხორცის მთლიან ნაჭრად, მაგრამ  წარმოადგენს მცირე ზომის ნაჭრებს, რომლებიც შეკავშირებულია სხვა ინგრედიენტებით, მათ შორის საკვებდანამატებით და საკვები ფერმენტებით ან სხვა საშუალებებით, ეტიკეტზე აღნიშნული უნდა იქნეს როგორც: „ფორმირებული ხორცი“ და „ფორმირებული თევზი“.

ნაწილი „ბ“  განსაკუთრებული მოთხოვნები  „გატარებული ხორცის“ აღნიშვნის მიმართ

  1. სადღეღამისო  გამოყენების საფუძველზე შემოწმებული შემადგენლობის კრიტერიუმები

 

სურსათის დასახელება

ცხიმის შემცველობა

კოლაგენისა და ხორცის ცილის თანაფარდობა (1)

მჭლე, უცხიმო  გატარებული ხორცი

≤   7 %

≤ 12 %

საქონლის ხორცი, გატარებული

≤   20 %

≤ 15 %

გატარებული ხორცი, რომელსაც შერეული აქვს ღორის ხორცი

≤   30 %

≤ 18 %

სხვადასხვა სახეობის  გატარებული ხორცი

≤   25 %

≤ 15 %

  1. კოლაგენისა და ხორცის ცილის თანაფარდობა გამოსახულია ხორცის ცილაში კოლაგენის პროცენტული შემცველობის მიხედვით.

კოლაგენის შემცველობა  = ჰიდროქსიპროლინის რაოდენობა x  8

 

  1. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ერთად ეტიკეტზე მითითებული უნდა იქნეს:

ა) „ცხიმის შემცველობა არაუმეტეს .........“;

ბ) „კოლაგენისა და ხორცის ცილის თანაფარდობა არაუმეტეს........“.

 

 ნაწილი „გ“ - განსაკუთრებული მოთხოვნები ძეხვის გარსის აღნიშვნისათვის

თუ ძეხვეულის (ძეხვი, სოსისი, სარდელი) გარსი  არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საკვებად, ამის შესახებ უნდა იქნეს მითითებული.

 

 

დანართი №6

 

ინგრედიენტების აღნიშვნა და მითითება

 

ნაწილი „ა“ - განსაკუთრებული მოთხოვნები ინგრედიენტების მითითებისათვის  წონის კლებადობის შესაბამისად

ინგრედიენტის კატეგორია

წონის შესაბამისად აღნიშვნა

  1. დამატებული წყალი და  არამდგრადი (აქროლადი) პროდუქტები

      ჩამოთვლა ხდება საბოლოო პროდუქტში მათი წონის  მიხედვით. წყლის რაოდენობა, რომელიც სურსათს ემატება ინგრედიენტის სახით, გამოითვლება საბოლოო პროდუქტის წონიდან სხვა გამოყენებული ინგრედიენტების ჯამის გამოკლებით.  თუ ეს რაოდენობა საბოლოო პროდუქტის წონის 5%-ზე ნაკლებია, მისი აღნიშვნა არ არის სავალდებულო. ეს გამონაკლისი არ ვრცელდება ხორცის, ხორცის ნახევარფაბრიკატებზე (დამზადებული ხორცი),  გადაუმუშავებელ თევზჭერის პროდუქტებსა და გადაუმუშავებელ ორსაგდულიან მოლუსკებზე.

  1. ინგრედიენტები, რომლებიც გამოიყენება კონცენტრირებული  ან გაუწყლოებული (დეჰიდრირებული) სახით და  მათი აღდგენა ხდება წარმოების პროცესში

       შესაძლებელია გამოსახულ იქნეს  გაუწყლოებამდე  ან კონცენტრირებამდე მათი  წონის შესაბამისად

3. ინგრედიენტები, რომლებიც გამოიყენება კონცენტრირებულ  ან გაუწყლოებულ (დეჰიდრირებული) სურსათში რომელთა აღდგენა  უნდა მოხდეს  წყლის დამატებით

     შესაძლებელია ჩამოთვლილი იქნეს აღდგენილ პროდუქტში მათი წილის შესაბამისად, იმ პირობით, რომ ინგრედიენტების ჩამონათვალს თან ახლავს მინიშნება „აღდგენილი პროდუქტის ინგრედიენტები“ ან „გამოყენებისათვის მზა პროდუქტის ინგრედიენტები“

 4. ხილი, ბოსტნეული ან სოკო, რომელთაგან არცერთს არა აქვს უპირატესი  წონითი შემცველობა, რომლებიც გამოიყენება სურსათის ინგრედიენტად ცვალებადი პროპორციით  ნარევის სახით

      ინგრედიენტების ჩამონათვალში   შესაძლებელია დაჯგუფდნენ  დასახელებით „ხილი“, „ბოსტნეული“ ან „სოკოები“ დამატებული ფრაზით : „ცვალებადი პროპორციით“, შემდეგ  ხილის, ბოსტნეულისა და სოკოების ჩამონათვალი. ამ შემთხვევაში ნარევი მოცემული უნდა იქნეს  ინგრედიენტების  ჩამონათვალში ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  ხილის, ბოსტნეულისა და სოკოების საერთო წონის მიხედვით

5. ბალახოვანი მცენარეების (მწვანილის) ან სანელებლების ნარევები, რომელთაგან არცერთს არა აქვს უპირატესი წონითი შემცველობა

შესაძლებელია ჩამოთვლილ იქნეს განსხვავებული წესით, იმ პირობით,  რომ ინგრედიენტების ჩამონათვალს თან  ახლავს მითითება „ ცვალებადი პროპორციით“

   6. ინგრედიენტები, რომელთა შემცველობა  საბოლოო პროდუქტის წონის 2%-ზე ნაკლებია

    შესაძლებელია ჩამოთვლილ იქნეს განსხვავებული წესით ყველა სხვა ინგრედიენტის ჩამოთვლის შემდეგ

  1. ანალოგიური  ან ურთიერთშემცვლელი  ინგრედიენტები, რომლებიც უმეტესად გამოიყენება სურსათის  წარმოების ან დამზადების პროცესში მათი შემადგენლობის, ბუნების ან  სარგებლიანობის შეუცვლელად მანამ, სანამ მათი შემცველობა საბოლოო პროდუქტის შემცველობის 2%-ზე ნაკლებია

      შესაძლებელია მოხსენებულ იქნეს ინგრედიენტების ჩამონათვალში შემდეგი სახით:  „ შეიცავს..... ან/და......“, როდესაც საბოლოო პროდუქტი ორიდან  ერთი ინგრედიენტს მაინც  შეიცავს. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება ამ დანართის „გ“ ნაწილით განსაზღვრულ საკვებდანამტებზე ან ინგრედიენტებზე, ასევე   დანართი N1-ით განსაზღვრულ ნივთიერებებსა და პროდუქტებზე, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიები და ახასიათებთ მომეტებული მგრძნობელობა

  1. მცენარეული წარმოშობის რაფინირებული ზეთები

         ინგრედიენტების ჩამონათვალში   შესაძლებელია დაჯგუფდნენ  დასახელებით „მცენარეული ზეთები“, რომლის შემდეგ ჩამოთვლილი უნდა იქნეს ცალკეული ის მცენარე,  საიდანაც იქნა მიღებული ეს ზეთები. შესაძლებელია დამატებული იქნას ფრაზა „ცვალებადი პროპორციით“. ამ შემთხვევაში ნარევი მოცემული უნდა იქნეს  ინგრედიენტების  ჩამონათვალში ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ,მცენარეული ზეთების საერთო წონის მიხედვით.

         „სრულად ჰიდროგენიზებული“ ან „ნაწილობრივ ჰიდროგენიზებული“, საჭიროების მიხედვით გამოიყენება ჰიდროგენიზებული ზეთების  აღნიშნვისათვის.

  1. მცენარეული წარმოშობის რაფინირებული ცხიმები

ინგრედიენტების ჩამონათვალში   შესაძლებელია დაჯგუფდნენ  დასახელებით „მცენარეული ცხიმები“, რომლის შემდეგ ჩამოთვლილი უნდა იქნეს ცალკეული ის მცენარე,  საიდანაც იქნა მიღებული ეს ცხიმები. შესაძლებელია დამატებული იქნას ფრაზა „ცვალებადი პროპორციით“. ამ შემთხვევაში ნარევი მოცემული უნდა იქნეს  ინგრედიენტების  ჩამონათვალში ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ,მცენარეული ცხიმების საერთო წონის მიხედვით.

         „სრულად ჰიდროგენიზებული“ ან „ნაწილობრივ ჰიდროგენიზებული“, საჭიროების მიხედვით გამოიყენება ჰიდროგენიზებული ცხიმებისათვის.

 

 ნაწილი „ბ“  - ზოგიერთი ინგრედიენტის აღნიშვნა და მითითება კატეგორიისა და არა მათი სპეციალური დასახელების მიხედვით

ტექნიკური რეგლამენტის მე-20 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, ინგრედიენტი, რომელიც მიეკუთვნება ქვემოთ ჩამოთვლილ სურსათის კატეგორიას და წარმოადგენს  სხვა სურსათის შემადგენელ ინგრედიენტს, შესაძლებელია აღნიშნული იქნეს ამ კატეგორიის დასახელებით  და არა კონკრეტული დასახელებით.

სურსათის კატეგორია

აღნიშვნა

1. ცხოველური წარმოშობის რაფინირებული ზეთები (ქონი)

„ზეთი“(ქონი) - ზეთსართავი სახელით „ცხოველური“ ან ცხოველის კონკრეტული სახეობის მითითებით.

ჰიდროგენიზებული ზეთების (ქონის) აღნიშვნა უნდა იყოს საჭიროების შესაბამისად, „სრულად ჰიდროგენიზებული“ ან „ნაწილობრივ ჰიდროგენიზებული“.

2. ცხოველური წარმოშობის რაფინირებული ცხიმები

„ზეთი“(ქონი)  - ზეთსართავი სახელით „ცხოველური“ ან ცხოველის კონკრეტული სახეობის მითითებით.

ჰიდროგენიზებული ზეთების (ქონი,ცხიმი) აღნიშვნა უნდა იყოს საჭიროების შესაბამისად, „სრულად ჰიდროგენიზებული“ ან „ნაწილობრივ ჰიდროგენიზებული“.

3. ორი ან მეტი სახეობის მარცვლოვნებისგან მიღებული ფქვილის ნარევი

„ფქვილი“ და იმ მარცვლოვანი მცენარეების სახეობები, საიდანაც იქნა ფქვილი მიღებული, წონის კლების მიხედვით

4. სახამებელი და ფიზიკური საშუალებით ან ფერმენტების გამოყენებით მოდიფიცირებული სახამებელი

„სახამებელი“

5. თევზის  ყველა სახეობა, თუ თევზი წარმოადგენს სხვა სურსათის შემადგენელ ინგრედიენტს, იმ პირობით, რომ ასეთი სურსათის დასახელება და წარდგენა არ არის დაკავშირებული თევზის ცალკეულ სახეობასთან

„თევზი“

6. ყველის  ყველა სახეობა,   თუ ყველი ან მათი ნარევი   წარმოადგენს სხვა სურსათის შემადგენელ ინგრედიენტს, იმ პირობით, რომ ასეთი სურსათის დასახელება და წარდგენა არ არის დაკავშირებული  ყველის ცალკეულ  სახეობასთან

„ყველი“

7. ყველა სახეობის  სანელებელი, რომელთა წონა არ აღემატება სურსათის წონის 2%-ს

„სანელებელი (სანელებლები)“ ან „სანელებლების ნარევი“

8. ბალახოვანი მცენარეები (მწვანილი), ან მათი ნაწილები, რომელთა წონა არ აღემატება სურსათის წონის 2%-ს

„ბალახოვანი მცენარეები“ (მწვანილი), ან „ბალახოვანი მცენარეების (მწვანილი) ნარევი“

9. საღეჭი პროდუქტის საფუძველის (ფუძის) ყველა ტიპი,  რომელიც გამოიყენება  საჭეღი რეზინის დამზადებისათვის

„რეზინის საფუძველი (ფუძე)“

10. მარცვლოვნებისგან  დამზადებული ყველა სახის გამომცხვარი პროდუქტი დაფხვილი (დანამცეცებული)

„საფანელი“ ან „ორცხობილა“ - საჭიროების შესაბამისად

 11. ყველა სახის საქაროზა

„შაქარი“

12. გაუწყლოებული დექსტროზა ან გასუფთავებული გლუკოზა (დექსტროზის მონოჰიდრატი)

„დექსტროზა“

13. გლუკოზის სიროფი და გლუკოზის გაუწყლოებული სიროფი

„გლუკოზის სიროფი“

 14. რძის ცილის ყველა სახეობა (კაზეინი, კაზეინატები და რძის შრატის ცილა) და მათი ნარევები

„რძის ცილები“

 15. კაკაოს ცხიმი დაწნეხილი, გამოწურული ან რაფინირებული

„კაკაოს ცხიმი“

16. - ღვინო;

-ახალგაზრდა ღვინო ფერმენტაციის პროცესში - მაჭარი;

- ლიქიორული ღვინო;

- შუშხუნა ღვინო - ცქრიალია ღვინო;

-  ხარისხიანი შუშხუნა ღვინო-ხარისხიანი ცქრიალა ღვინო;

- ხარისხიანი შუშხუნა ღვინო არომატიზებული -ხარისხიანი ცქრიალა ღვინო არომატიზებული;

- შუშხუნა ღვინო(ცქრიალა ღვინო) გაზირებული;

-  ნახევრად შუშხუნა(ნახევრად ცქრიალა)  ღვინო;

-  ნახევრად შუშხუნა (ნახევრად ცქრიალა) ღვინო  გაზირებული;

-  ყურძნის ტკბილი;

- ყურძნის ტკბილი ნაწილობრივ ფერმენტირებული;

- ყურძნის ტკბილი   ფერმენტირებული, მიღებული ნაწილობრივ გამომშრალი ყურძნის მარცვლისგან;

- ყურძნის ტკბილი კონცენტრირებული;

- კონცენტრირებული ყურძნის ტკბილი რექტიფიცირებული;

 - ღვინო, ნაწილობრივ გამომშრალი ყურძნის მარცვლისგან;

- ღვინო, გადამწიფებული  ყურძნის მარცვლისგან;

 -ღვინის ძმარი;

„ღვინო“

17. ადამიანის გამოყენებისათვის განკუთვნილი ძუძუმწოვარი ცხოველის და ფრინველის  ჩონჩხის კუნთები (2), ბუნებრივად ჩართული ან თანმხლები ქსოვილებით, თუ ცხიმისა და შემაერთებელი ქსოვილების  საერთო შემცველობა  არ აღემატება ქვემოთ მითითებულ მაჩვენებლებს და ხორცი წარმოადგენს სხვა სურსათის ინგრედიენტს.

 

ცხიმის და შემაერთებელი ქსოვლის მაქსიმალური შემცველობა ინგრედიენტებისათვის, რომელიც აღნიშნულია ტერმინით „ხორცი“

 

 

„ხორცი“  ცხოველის (ცხოველების) სახეობის (სახეობების)  დასახელების (დასახელებების) მითითებით

სახეობა

ცხიმის შემცველობა

კოლაგენისა და ხორცის ცილის თანაფარდობა(1),

-ძუძუმწოვრები (გარდა ბიცვერისა და ღორისა) და ნარევი სახეობებისა, რომელშიც უპირატესი შემცველობა აქვს ძუძუმწოვრებს,

- ღორი

- ფრინველი და ბოცვერი

 25 %

 

 

 

30 %

15 %

    25 %

 

 

 

25 %

  1.  

   (1 ) კოლაგენისა და ხორცის ცილის თანაფარდობა გამოისახება ხორცის ცილაში კოლაგენის პროცენტული შემცველობის მიხედვით. კოლაგენის შემცველობა  = ჰიდროქსიპროლინის რაოდენობა x  8

  (2)  დიაფრაგმა და საღეჭი კუნთები მიეკუთვნება ჩონჩხის კუნთებს. გული, ენა, თავის კუნთები (გარდა საღეჭი კუნთებისა), წინა და უკანა ტერფის, ასევე კუდის კუნთები არ მიეკუთვნება ჩონჩხის კუნთებს

იმ შემთხვევაში, თუ მაქსიმალური ზღვარი გადაჭარბებულია და „ხორცის“, როგორც ინგრედიენტის სხვა კრიტერიუმები დაკმაყოფილებულია, „ხორცის“ შემცველობა უნდა გასწორდეს კლებადობის მიხედვით, და შესაბამისად, ინგრედიენტების ჩამონათვალში ტერმინი „ხორცთან“ ერთად მითითებული უნდა იქნეს ცხიმისა და/ან შემაერთებელი ქსოვილის არსებობა.

 

ეს მოთხოვნა არ ვრცელდება „მექანიკურად განცალკევებულ ხორცზე“

18.“მექანიკურად განცალკევებული ხორცი“ -ს განმარტებით განსაზღვრული ყველა ხორცის ყველა სახეობა

„მექანიკურად განცალკევებული ხორცი“ ცხოველის სახეობ(ებ)ის მითითებით

 

ნაწილი „გ“ - ზოგიერთი ინგრედიენტის აღნიშვნა და მითითება კატეგორიის დასახელებისა  და მათი სპეციალური დასახელებასთან ან E  ნომერთან  ერთად

ტექნიკური რეგლამენტი მე-20 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, საკვებდანამატები და საკვები ფერმენტები, გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საკვებდანამატებისა და საკვები ფერმენტებისა, ამ ნაწილით განსაზღვრული საკვებდანამატები და საკვები ფერმენტები შესაძლებელია აღნიშნულ იქნეს  კატეგორიის,  შემდეგ სპეციალური დასახელების,  და თუ შესაძლებელია E ნომრის გამოყენებით. თუ ინგრედიენტი მიეკუთვნება ერთზე მეტ კატეგორიას, მითითებული უნდა იქნეს ის კატეგორია, რომელიც ყველაზე უკეთ გამოხატავს სურსათში ინგრედიენტის ძირითად ფუნქციას, კერძოდ:

 ა) მჟავა;

 ბ) მჟავიანობის რეგულატორი;

 გ) შეწებების (შეკოშტვის)  საწინააღმდეგო აგენტი;

 დ) აქაფების საწინააღმდეგო აგენტი;

 ე) ანტიოქსიდანტი;

 ვ) მოცულობის ზრდის აგენტი;

 ზ) საღებავი;

 თ) ემულგატორი;

 ი) მაემულგირებელი მარილი (1);

 კ) გამამკვრივებელი აგენტი;

 ლ) გემოს და არომატის გამაძლიერებელი;

 მ) ფქვილის დასამუშავებელი აგენტი;

 ნ) ქაფის წარმომქმნელი აგენტი;

 ო) ჟელეს(ლაბის)  წარმომქმნელი აგენტი;

 პ) გამაპრიალებელი აგენტი(მათ შორის ლუბრიკანტი);

 ჟ) დამატენიანებელი (ტენის შემაკავებელი);

 რ) მოდიფიცირებული სახამებელი (2);

 ს) კონსერვანტი;

 ტ) პროპელენტი;

 უ)  შესაფუთი აირი, გარდა ჰაერისა;

 ფ) გამაფხვიერებელი(გამაფუებელი) აგენტი;

 ქ) სეკვესტრანტი(კომპლექსწარმომქმნელი);

 ღ) სტაბილიზატორი;

 ყ) დამატკბობელი;

 შ) შემასქელებელი;

 ჩ) კონტრასტის გამაძლიერებელი.

(1) გამოიყენება მხოლოდ მდნარი ყველისათვის და მდნარი ყველისგან მიღებული პროდუქტებისათვის.

 (2) არ არის სავალდებულო სპეციალური დასახელების ან E ნომრის აღნიშვნა.

 ნაწილი „დ“ - ინგრედიენტების ჩამონათვალში არომატიზატორების აღნიშვნა და მითითება

  1. არომატიზატორების აღნიშვნა ხდება სპეციალური ტერმინის გამოყენებით
  • „არომატიზატორი“ ან სპეციალური დასახელებით ან არომატიზატორის აღწერით, თუ  ეს კომპონენტი წარმოადგენს ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ  არომატიზატორებს.
  1. არომატიზატორებთან დაკავშირებით ტერმინი „ნატურალური“ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს:

ა) „ნატურალური არომატიზატორი“  - თუ კომპონენტი წარმოდგენილია მხოლოდ არომატული პრეპარატებით ან/და  ნატურალური (ბუნებრივი) არომატული ნივთიერებებით;

ბ)  „ნატურალური (ბუნებრივი) არომატული ნივთიერება“  - არომატიზატორისათვის, რომელშიც  არომატიზატორის კომპონენტი წარმოდგენილია მხოლოდ  ნატურალური (ბუნებრივი) არომატული ნივთიერებებით;

გ)  „ნატურალური (ბუნებრივი)“- სურსათზე, სურსათის კატეგორიაზე ან მცენარეული ან ცხოველური წარმოშობის არომატულ საწყის მასალაზე, თუ არომატული კომპონენტი მიღებულ იქნა მხოლოდ, ან სულ მცირე 95% წონითი თანაფარდობით საწყისი მასალისაგან. აღწერა უნდა იყოს შემდეგი სახით: „ნატურალური სურსათი“ ან „სურსათის კატეგორია“ ან „საწყისი არომატული მასალა“;

დ)   „ნატურალური სურსათი ან სურსათის კატეგორია ან საწყისი მასალა სხვა არომატული დანამატებით“ -  მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არომატული კომპონენტი  ნაწილობრივ მიღებულია აღნიშნული საწყისი მასალისაგან და  რომლის გემო (სუნი) ადვილად ამოცნობადია (აღსაქმელია);

ე)  „ნატურალური არომატიზატორი“ - თუ არომატული კომპონენტი მიღებულია სხვა საწყისი მასალისაგან და მათზე მინიშნება არ მოახდენს გავლენას სურსათის სუნისა და გემოს აღქმაზე (ამოცნობაზე).

3. ქინინი და კოფეინი, რომლებიც გამოიყენება როგორც არომატიზატორი სურსათის წარმოებაში ან დამზადების დროს, მითითებული უნდა იქნეს ინგრედიენტების ჩამონათვალში შესაბამისი დასახელებით ტერმინი „არომატიზატორ(ებ)ის“ გვერდით.

 ნაწილი „ე“ - შედგენილი  ინგრედიენტის აღნიშვნა

  1.  შედგენილი ინგრედიენტი შესაძლებელია ინგრედიენტების ჩამონათვალში  აღნიშნულ იქნეს თავისი დასახელებით, საერთო წონით და  შემდეგ უშუალოდ  მითითებულ იქნეს შედგენილი ინგრედიენტის შემადგენელი ინგრედიენტები.
  2. ტექნიკური რეგლამენტის მე-20 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, შედეგნილ ინგრედიენტში ინგრედიენტების აღნიშვნა არ არის სავალდებულო:

ა) თუ ასეთი ინგრედიენტის შემცველობა სურსათში მისი საერთო წონის 2%-ზე ნაკლებია, გარდა ტექნიკური რეგლამენტის  მე-19 მუხლის  „ა-დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საკვებდანამატებისა;

ბ) შედგენილი ინგრედიენტებისათვის, რომელიც წარმოადგენს სანელებლების და/ან ბალახოვანი მცენარეების (მწვანილის) ნარევს და რომელთა შემცველობა სურსათში მისი საერთო წონის 2%-ზე ნაკლებია, გარდა ტექნიკური რეგლამენტის  მე-19 მუხლის  „ა-დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საკვებდანამატებისა.

 

 

დანართი №7

 

ინგრედიენტების რაოდენობის აღნიშვნა

1. ინგრედიენტების რაოდენობა არ არის სავალდებულო აღნიშნულ იქნეს:

ა) შემდეგი ინგრედიენტების და ინგრედიენტების კატეგორიისათვის:

ა.ა.) მშრალი წონა, რომლის ნეტო მითითებულია დანართი №8-ის მე-5 პუნქტის შესაბამისად;

ა.ბ) რომელთა რაოდენობის აღნიშვნა განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით;

ა.გ) რომელიც გამოიყენება მცირე რაოდენობით არომატიზაციისათვის;

ა.დ) რომლებიც, თუ ისინი მითითებულია სურსათის დასახელებაში, გავლენას ვერ მოახდენენ მომხმარებლის არჩევანზე, რამდენადაც მათი რაოდენობრივი ცვლილება არ არის მნიშვნელოვანი ამ სურსათის დახასიათებისათვის ან ვერ გამოარჩევს ამ სურსათს სხვა მსგავსი სურსათისაგან;

  ბ) დანართი N6-ის ნაწილი „ა“-ს განსაკუთრებული მოთხოვნები ინგრედიენტების მითითებისათვის  წონის კლებადობის“ შესაბამისად მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა.

2. ტექნიკური რეგლამენტის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება:

ა) ნებისმიერ  ინგრედიენტზე ან ინგრედიენტის კატეგორიაზე, რომელიც  განსაზღვრულია როგორც „შეიცავს დამატკბობელს“ ან „შეიცავს შაქარს და დამატკბობელს“ , თუ ეს ფრაზა განთავსებულია სურსათის დასახელების გვერდით დანართი №2-ის შესაბამისად;

ბ) ნებისმიერ დამატებულ ვიტამინზე და მინერალზე, თუ მათთან დაკავშირებით აუცილებელია კვებითი ღირებულების აღნიშვნა.

3. ინგრედიენტი  ან ინგრედიენტის კატეგორია:

ა) აღინიშნება პროცენტულად, რომელიც შეესაბამება გამოყენებისას მის რაოდენობას;

ბ) განთავსებული უნდა იქნეს ან სურსათის დასახელების გვერდით ან ინგრედიენტების ჩამონათვალში განსაზღვრულ ინგრედიენტთან და ინგრედიენტების კატეგორიასთან.

4. ამ დანართის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების გარდა, დაშვებულია:

 ა) სურსათში, რომელმაც თერმული ან სხვაგვარი დამუშავების გამო დაკარგა სინესტე, ინგრედიენტების რაოდენობა  გამოსახული უნდა იქნეს პროცენტულად და უნდა შეესაბამებოდეს მზა სურსათში გამოყენებულ ინგრედიენტების რაოდენობას, თუ აღნიშნული რაოდენობა ან ეტიკეტზე აღნიშნული ინგრედიენტების საერთო რაოდენობა არ აღემატება 100%. ამ შემთხვევაში რაოდენობა მითითებული უნდა იქნეს მზა სურსათის 100 გ-ის მომზადებისათვის გამოყენებული ინგრედიენტების  წონის მიხედვით;

ბ) აქროლადი ინგრედიენტების რაოდენობა მითითებულ იქნეს მზა სურსათის შემადგენლობაში მათი წონის შესაბამისად;

გ) კონცენტრირებული ან გაუწყლოებული (დეჰიდრირებული) ინგრედიენტების რაოდენობა, რომელიც წარმოების პროცესში დაექვემდებარა აღდგენას, მითითებულ იქნეს მზა სურსათის შემადგენლობაში მათი წონის შესაბამისად, რომელიც მითითებული იქნა მათ გაუწყლოებამდე ან კონცენტრირებამდე;

დ) კონცენტრირებული ან გაუწყლოებული (დეჰიდრირებული) სურსათისათვის, რომელთა აღდგენა ხდება წყლის დამატებით, ინგრედიენტების რაოდენობა მითითებულ იქნეს აღდგენილი სურსათის შემადგენლობაში მათი წონის შესაბამისად.

 

 

დანართი №8

 

„ნეტო“  (სუფთა) წონის მითითება

1. „ნეტო“ (სუფთა) წონის მითითება არ არის სავალდებულო სურსათისათვის:

ა) რომელიც წონას ან მოცულობას კარგავს და მათი რეალიზაცია ხდება ცალობით ან  უშუალოდ მომხმარებლის თანდასწრებით იწონება;

ბ) რომლის ნეტო (სუფთა) წონა 5 გ-ზე ან 5 მლ-ზე ნაკლებია. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება სანელებლებზე და ბალახოვან მცენარეებზე (მწვანილზე);

გ) რომლებიც, როგორც წესი, იყიდება ცალობით, იმ პირობით, რომ სურსათის ერთეული რაოდენობა ადვილად შეიძლება დაითვალოს გარედან, ან თუ ეს არ არის შესაძლებელი, რაოდენობა მითითებულია ეტიკეტზე.

2. თუ დაფასოებული სურსათი შედგება  ორი ან მეტი ინდივიდუალურად შეფუთული ერთეულისაგან, რომელიც შეიცავს ერთი და იმავე დასახელების სურსათის ერთნაირ რაოდენობას, „ნეტო“ (სუფთა) წონის მითითება ხდება ცალკეულ შეფუთვაში“ ნეტოს“ და შეფუთული ერთეულების საერთო რაოდენობის შესაბამისად. ამ მონაცემების მითითება არ არის სავალდებულო, თუ შეფუთული ერთეულების რაოდენობა თვალით აღქმადია და შეფუთვის დარღვევის გარეშე, ადვილად არის შესაძლებელი მათი დათვლა და ამასთან, გარედან, სულ მცირე ერთ შეფუთულ ერთეულზე მაინც წაკითხვადია „ნეტო“ (სუფთა) წონა ისე, რომ არ მოხდეს შეფუთვის დარღვევა.

3. თუ დაფასოებული სურსათი შედგება ორი ან მეტი ინდივიდუალურად შეფუთული ერთეულისაგან, რომლებიც  არ განიხილება გასაყიდ ერთეულად, ნეტო (სუფთა) წონა მითითებული უნდა იქნეს ინდივიდუალურად შეფუთული  ერთეულების რაოდენობის და საერთო ნეტო წონის მიხედვით.

4. თუ მყარი კონსისტენციის სურსათი მოთავსებულია თხევად არეში, მითითებული უნდა იქნეს სურსათის მშრალი წონის „ნეტო“ (სუფთა) წონა. თუ სურსათი გარედან დაფარულია მინანქრით, ნეტო (სუფთა) წონა არ მოიცავს მინანქრის წონას.

5. ამ დანართის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ  შემთხვევაში „თხევადი არე“  არის პროდუქტი, რომელიც შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს ნარევის სახით და იყოს გაყინული ან სწრაფად გაყინული იმ პირობით, რომ სითხე წარმოადგენს მხოლოდ  დამხმარე საშუალებას და შესაბამისად სურსათის რეალიზაციისას არ წარმოადგენს გადამწყვეტ ფაქტორს. „თხევად არეს“ მიეკუთვნება წყალი, მარილის წყალხსნარი, საკვები მჟავების წყალხსნარი, ძმარი, შაქრების წყალხსნარი, სხვა დამატკბობელი ნივთიერებების წყალხსნარი, ხილისა და ბოსტნეულის წვენები ხილისა და ბოსტეულისთვის.

 

 

დანართი №9

 

ვარგისიანობის მინიმალური ვადა,  „გამოიყენება  .... მდე“  ვადა და გაყინვის  თარიღი

1. ვარგისიანობის მინიმალური ვადა მითითებული უნდა იქნეს შემდეგი სახით:

ა) თარიღს წინ უნდა უსწრებდეს შემდეგი სიტყვები:

ა.ა.) „უმჯობესია გამოყენებულ იქნეს...... მდე...“, თუ  თარიღი  მოიცავს კონკრეტულ  დღეს და ეს დღე უნდა იქნეს მითითებული;

ა.ბ) თუ კონკრეტული დღე არ არის განსაზღვრული, მითითებული უნდა იქნეს მხოლოდ „უმჯობესია გამოყენებულ იქნეს...... მდე...“;

 ბ) ამ დანართის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სიტყვები უნდა მოიცავდეს ერთ-ერთს:

ბ.ა) უშუალოდ თარიღს;

ბ.ბ) ეტიკეტზე მინიშნებას, თუ სად არის განთავსებული  თარიღი;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში, მითითებული უნდა იქნეს შენახვის პირობები, თუ ამ პირობების დაცვა აუცილებელია იმისათვის, რომ სურსათი შენახულ იქნეს განსაზღვრული დროის განმავლობაში;

დ) თარიღი მოიცავს რიცხვს, თვეს და წელს ამავე თანმიმდევრობით და არაკოდირებული ფორმით. ამასთან, სურსათზე, რომელიც:

დ.ა) არ შეიძლება შენახულ იქნეს 3 (სამ) თვეზე მეტი ვადით, საკმარისია მითითებულ იქნეს მხოლოდ რიცხვი და თვე;

დ.ბ) ინახება 3 (სამ) თვეზე ნაკლები ვადით, მაგრამ არაუმეტეს 18 (თვრამეტი) თვის განმავლობაში, საკმარისია მითითებულ იქნეს მხოლოდ თვე და წელი;

დ.გ) ინახება 18 (თვრამეტ) თვეზე მეტი ვადით,  საკმარისია მითითებულ იქნეს მხოლოდ წელი;

ე) ვარგისიანობის მინიმალური ვადის განსაზღვრა არ არის სავალდებულო:

ე.ა) ახალი ხილისა და ბოსტნეულისათვის, მათ შორის  კარტოფილისათვის, რომელიც არ დაექვემდებარა გაფცქვნას, დაჭრას ან სხვა მსგავსი სახით დამუშავებას; ეს გამონაკლისი არ ვრცელდება გაღივებულ  თესლსა და სხვა მსგავს პროდუქტებზე (პარკოსნების ღივი);

ე.ბ) ღვინის, შემაგრებული ღვინის, შუშხუნა (ცქრიალა) ღვინისა, არომატიზებულ ღვინისა და სხვა მსგავსი პროდუქტებისათვის, რომელიც წარმოებულია ხილისაგან, გარდა ყურძნისა და სასმელებისა, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის  (სეს ესნ) 2206 00 კოდის  შესაბამისად  და წარმოებულია  ყურძნისაგან ან ყურძნის ტკბილისაგან;

ე.გ) სასმელებისათვის, რომელთა მოცულობითი სპირტშემცველობა 10% ან მეტს შეადგენს,  პურფუნთუშეულისა და ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმისათვის, რომლებიც მათი შემადგენლობის გათვალისწინებით, მოიხმარება წარმოებიდან 24 საათის განმავლობაში;

ე.დ) ძმრისათვის;

ე.ე) სუფრის მარილისათვის;

ე.ვ) მყარი შაქრისათვის;

ე.ზ) საკონდიტრო ნაწარმისათვის, რომლებიც პრაქტიკულად სრულად შედგებიან არომატიზებული ან/და შეღებილი შაქრებისაგან;

ე.თ)საღეჭი რეზინისა და სხვა მსგავსი პროდუქტებისათვის.

2. „გამოიყენება.... მდე“ ვადის მითითება ხდება  შემდეგი სახით:

ა) მას წინ უნდა უსწრებდეს სიტყვები  „გამოიყენება...... მდე“;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფრაზას თან უნდა ახლდეს:

ბ.ა) უშუალოდ თარიღი;

ბ.ბ) ეტიკეტზე მინიშნება, თუ სად არის განთავსებული თარიღი;

გ) მითითებული უნდა იქნეს შენახვის პირობები;

დ) თარიღი მოიცავს რიცხვს, თვეს და შესაძლებელია წელს ამავე თანმიმდევრობით და არაკოდირებული ფორმით;

ე) „გამოიყენება......მდე“ ვადა მითითებული უნდა იქნეს ყველა ინდივიდუალურად დაფასოებულ პორციაზე.

3. გაყინვის ან პირველადი გაყინვის თარიღი დანართი №2-ის მე-6 პუნქტის თანახმად მითითებული უნდა იქნეს შემდეგი სახით:

ა) წინ უნდა უსწრებდეს სიტყვები  „გაყინულია.........“;

 ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სიტყვებს თან უნდა ახლდეს:

ბ.ა) უშუალოდ თარიღი;

ბ.ბ) მინიშნება, თუ სად არის განთავსებული ეტიკეტზე თარიღი;

გ) თარიღი მოიცავს რიცხვს, თვეს და შესაძლებელია წელს ამავე თანმიმდევრობით და არაკოდირებული ფორმით.

 

 

დანართი №10

 

ხორცის სახეობები, რომელთათვისაც სავალდებულოა წარმოშობის ადგილის ან წარმოშობის ქვეყნის აღნიშვნა

 

(სეს ესნ) კოდის (კომბინირებული ნომენკლატურის 2010) 

აღწერა

0203

ღორის ხორცი, ახალი, გაცივებული ან გაყინული

0204

ცხვრის ან თხის ხორცი, ახალი, გაცივებული ან გაყინული

Ex 0207

ფრინველის ხორცი ჯგუფი 0105, ახალი, გაცივებული ან გაყინული

 

 

დანართი №11

სპირტშემცველობა

1. სასმელებში, რომელთა მოცულობითი სპირტშემცველობა 1,2%-ს აღემატება, სპირტშემცველობის ფაქტობრივი სიდიდე გამოსახული უნდა იქნეს  ციფრებით, მძიმის შემდეგ არაუმეტეს ათობითი მნიშვნელობით. ამ ციფრის შემდეგ უნდა განთავსდეს სიმბოლო „%. Vol.“ ამ სიმბოლოს წინ შესაძლებელია განთავსდეს სიტყვა „alk” .

2. სპირტშემცელობის განსაზღვრა უნდა მოხდეს 20 0 C ტემპერატურაზე.

3. სპირტშემცველობის მითითებისას დაშვებული ცდომილებების (გადახრის) მნიშვნელობები მოცემულია ცხრილში. ეს ცდომილება გამოიყენება სპირტშემცველობის განსაზღვრისას ანალიზის მეთოდის  ცდომილებასთან ერთად.

 

სასმელის აღწერა

დადებითი და უარყოფითი ცდომილება (გადახრა)

1.  ლუდი, (სეს ესნ) კოდით 2203 00, მოცულობითი სპირტშემცველობით არაუმეტეს 5,5%  vol.  ყურძნისგან მიღებული არაგაზირებული სასმელები, (სეს ესნ) კოდით 2206 00

0,5 % vol.

2.  ლუდი, სპირტშემცველობით არაუმეტეს 5,5%  vol., გაზირებული სასმელები (სეს ესნ) კოდით 2206 00 მიღებული ყურძნისაგან, სიდრი, მსხლის სიდრი, ხილის ღვინოები და მსგავსი პროდუქტები, გარდა ყურძნისაგან მიღებულისა, არაგაზირებული, ნახევრადგაზირებული ან გაზირებული, თაფლის სასმელი

1,0 % vol.

3. სასმელი, რომელიც შეიცავს მცენარეების ნაწილებს ან მაცერაციით დამუშავებულ ხილს

1,5 % vol.

4. სხვა ნებისმნიერი სასმელი, რომელთა მოცულობითი სპირტშემცველობა აღემატება 1,2%-ს

0,3 % vol.

 

 

 

დანართი №12

გამოყენების რეკომენდებული ნორმები

 ნაწილი „ა“- ვიტამინებისა და მინერალების სადღეღამისო გამოყენების რეკომენდებული ნორმები   ზრდასრული ადამიანისთვის

 

1. ვიტამინები და მინერალები, რომელიც შესაძლებელია მითითებულ იქნეს და მათი სადღეღამისო  გამოყენების რეკომენდებული  ნორმები:

დასახელება

ერთეული

სადღეღამისო გამოყენების რეკომენდებული ნორმა

ვიტამინი  A 

მკგ

800

ვიტამინი D    

მკგ

5

ვიტამინი E

მგ

12

ვიტამინი  K  

მკგ

75

ვიტამინი C

მგ

80

თიამინი

მგ

1,1

რიბოფლავინი

მგ

1,4

ნიაცინი

მგ

16

ვიტამინი B6    

მგ

1,4

ფოლიუმის მჟავა

მკგ

200

ვიტამინი B12   

მკგ

2,5

ბიოტინი 

მკგ

50

პანტოტეინის მჟავა

მგ

6

კალიუმი  

მგ

2 000

ქლორიდი

მგ

800

კალციუმი

მგ

800

ფოსფორი

მგ

700

მაგნიუმი

მგ

375

რკინა

მგ

14

თუთია

მგ

10

სპილენძი

მგ

1

მანგანუმი

მგ

2

ფტორიდი

მგ

3,5

 სელენი

მკგ

55

ქრომი 

მკგ

40

მოლიბდენი

მკგ

50

იოდი

მკგ

150

 

2. ვიტამინებისა და მინერალების აუცილებელი(საჭირო) რაოდენობის  დადგენისათვის გათვალისწინებული უნდა იქნეს:

ა) ამ დანართის პირველი პუნქტით განსაზღვრული  საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტის) რეკომენდებული ნორმის 15 % ,100 გ ან 100 მლ სურსათისათვის, გარდა სასმელებისა;

ბ) ამ დანართის პირველი პუნქტით განსაზღვრული  საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტის) რეკომენდებული ნორმის 7,5% ,  100 მლ სასმელისათვის;

გ) ამ ნაწილი „ა-ს“ პირველი პუნქტით განსაზღვრული  საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტის) რეკომენდებული ნორმის 15%, ერთი პორციისათვის, თუ შეფუთვაში მხოლოდ ერთი  პორციაა.

 

ნაწილი „ბ“  -ზრდასრული ადამიანისთვის სადღეღამისო გამოყენების რეკომენდებული ნორმები ენერგეტიკული ღირებულებისათვის  და ცალკეული საკვები ნივთიერებებისათვის (ნუტრიენტისათვის),  გარდა ვიტამინებისა და მინერალებისა 

 

ენერგეტიკული ღირებულება ან საკვები ნივთიერება (ნუტრიენტი)

გამოყენების რეკომენდებული ნორმა

ენერგეტიკული ღირებულება

8400 კჯ/2000 კკა

ცხიმის საერთო რაოდენობა

70 გ

ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები

20 გ

ნახშირწყლები

260 გ

შაქრები

90 გ

ცილა

50 გ

მარილი

6 გ

 

 

 დანართი №13

გადაანგარიშების კოეფიციენტი

გადაანგარიშების კოეფიციენტი ენერგეტიკული ღირებულების გამოთვლისათვის

          ენერგეტიკული ღირებულების გამოთვლა ხდება შემდეგი  გადაანგარიშების კოეფიციენტების გამოყენებით:

        ნახშირწყლები (გარდა პოლიოლებისა)

17 კჯ/გ - 4 კკალ/გ

პოლიოლები

10 კჯ/გ - 2, 4 კკალ/გ

ცილა

17 კჯ/გ - 4 კკალ/გ

ცხიმი

37 კჯ/გ - 9 კკალ/გ

სალატრიმი (აცილტრიგლიცერიდების მოლეკულების მოკლე და გრძელი ჯაჭვები  (Short and long chain acyl triglyceride molecule)

25 კჯ/გ - 6 კკალ/გ

სპირტი (ეთანოლი)

29 კჯ/გ - 7 კკალ/გ

ორგანული მჟავები

13 კჯ/გ - 3 კკალ/გ

ბოჭკოვანი ნივთიერებები (საკვები ბოჭკოები)

8 კჯ/გ - 2 კკალ/გ

ერითრიტოლი (მრავალატომიანი სპირტი)

0 კჯ/გ - 0 კკალ/გ

 

 

დანართი №14

კვებითი ღირებულების გამოსახვა და ინფორმაციის  წარდგენა

კვებითი ღირებულების შესახებ ინფორმაციის წარდგენისათვის გამოიყენება შემდეგი ერთეულები:  - ენერგეტიკული ღირებულებისათვის კილოჯოული (კჯ) და კილოკალორია (კკალ), მასისთვის - გრამი (გ), მილიგრამი (მგ), ან მიკროგრამი (მკგ) და მდგომარეობის შესაბამისად, ინფორმაციის მიწოდება ხდება ინფორმაციის  შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

ენერგეტიკული ღირებულება

კჯ/კკალ

ცხიმი,  მათ შორის:

 ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები

 მონოუჯერი ცხიმოვანი მჟავები

 პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები

ნახშირწყლები, მათ შორის:

 შაქრები

 პოლიოლები

 სახამებელი

ბოჭკოვანი ნივთიერებები (საკვები ბოჭკოები)

ცილა

მარილი

ვიტამინები და მინერალები

დანართი №12-ის ნაწილი „ა“-ს პირველი პუნქტით განსაზღვრული ერთეულები