„შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის N120 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის N120 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 159
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 04/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/07/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 26/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 010210000.08.002.017007
159
04/07/2016
ვებგვერდი, 05/07/2016
010210000.08.002.017007
„შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის N120 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №159

2016 წლის 4 ივლისი

ქ. თბილისი

 

„შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №120 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №120 ბრძანებულებაში (www.matsne.gov.ge, 27/03/2014; 010210000.08.002.016923) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მსჯავრდებულის შეწყალების თხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ინფორმაცია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტს (შემდეგში პენიტენციური დეპარტამენტი) ეგზავნება კომისიის შესაბამისი სხდომის შედეგად მსჯავრდებულის შეწყალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების გამოცემიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, ხოლო ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ასეთი განკარგულების გამოცემისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა. პენიტენციური დეპარტამენტი აღნიშნულ ინფორმაციას არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა ინდივიდუალურად და კონფიდენციალურობის დაცვით აცნობებს თითოეულ მსჯავრდებულს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი