დასახლების შექმნისა და გაუქმების, დასახლებისთვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭებისა და შეცვლის, აგრეთვე დასახლების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის წესების დამტკიცების შესახებ

დასახლების შექმნისა და გაუქმების, დასახლებისთვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭებისა და შეცვლის, აგრეთვე დასახლების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის წესების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 307
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250000.10.003.019372
307
01/07/2016
ვებგვერდი, 06/07/2016
010250000.10.003.019372
დასახლების შექმნისა და გაუქმების, დასახლებისთვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭებისა და შეცვლის, აგრეთვე დასახლების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის წესების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №307

2016 წლის 1 ივლისი

   ქ. თბილისი

 

დასახლების შექმნისა და გაუქმების, დასახლებისთვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭებისა და შეცვლის, აგრეთვე დასახლების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის წესების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს დასახლების შექმნის და გაუქმების, დასახლებისთვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭებისა და შეცვლის, აგრეთვე დასახლების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თანდართული წესები.
მუხლი 2
მუნიციპალიტეტების საკრებულოებმა, ამ დადგენილების ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში, უზრუნველყონ ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ წესებთან მუნიციპალიტეტების საკრებულოების რეგლამენტების შესაბამისობაში მოყვანა.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



დასახლების შექმნისა და გაუქმების, დასახლებისთვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭებისა და შეცვლის, აგრეთვე დასახლების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის წესები

მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. დასახლების შექმნის/გაუქმების, დასახლებისთვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭების/შეცვლის, აგრეთვე დასახლების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის წესები (შემდგომში წესი) განსაზღვრავს თვითმმართველი თემის (შემდგომში მუნიციპალიტეტი) ადმინისტრაციულ საზღვრებში დასახლების შექმნის/გაუქმების, დასახლებისთვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭების/შეცვლის, აგრეთვე დასახლების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის პირობებსა და პროცედურას.

2. დასახლების შექმნა/გაუქმება ან მისი ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლა, რაც იწვევს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლას, მუნიციპალიტეტის შექმნას/გაუქმებას, ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით.

მუხლი 2. დასახლების კატეგორიები

დასახლების კატეგორიებს წარმოადგენს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დასახლებები - სოფელი, დაბა, ქალაქი.

მუხლი 3. დასახლების შექმნის/გაუქმების, დასახლებისათვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭების/შეცვლის, აგრეთვე დასახლების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის ინიციატორი სუბიექტები

1. დასახლების შექმნის/გაუქმების, დასახლებისათვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭების/შეცვლის, აგრეთვე დასახლების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ საქართველოს მთავრობისათვის, ამ წესის შესაბამისად, მიმართვის უფლება აქვს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში სამინისტრო) საკუთარი ან მუნიციპალიტეტის ინიციატივით.

2. ამ წესის შესაბამისად, დასახლების შექმნის/გაუქმების, დასახლებისათვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭების/შეცვლის, აგრეთვე დასახლების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ საქართველოს მოქალაქეების წინადადება, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის ინიციატივის შემუშავების მიზნით, წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს.

მუხლი 4. დასახლების შექმნის/გაუქმების საფუძვლები

1. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში დასახლების შექმნის საფუძველია:

ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე 2 ან მეტი ურთიერთმოსაზღვრე დასახლების გაერთიანება;

ბ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე დასახლების 2 ან მეტ დასახლებად გაყოფა;

გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ტერიტორიაზე დასახლების შექმნისა და შესაბამისი კატეგორიის მინიჭების შესახებ ინიციატივა.

2. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში დასახლების გაუქმების საფუძველია:

ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე 2 ან მეტი ურთიერთმოსაზღვრე დასახლების გაერთიანება;

ბ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე დასახლების 2 ან მეტ დასახლებად გაყოფა;

გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე დასახლების გაუქმების შესახებ ინიციატივა;

დ) სამინისტროს საკუთარი ან მუნიციპალიტეტის ინიციატივა იმ დასახლების გაუქმების თაობაზე, რომელშიც ამ წესის ამოქმედებიდან 4 წელი არავინ არ არის რეგისტრირებული;

ე) ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევა.

3. საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრის იმგვარი ცვლილება, რომლის შედეგადაც მუნიციპალიტეტის დასახლება სრულად ექცევა თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში, იწვევს შესაბამისი დასახლების გაუქმებას. აღნიშნულ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ წესით დადგენილი დასახლების გაუქმების პროცედურა.

მუხლი 5. დასახლების შექმნის/გაუქმების წესი

1. დასახლების შექმნის/გაუქმების თაობაზე წინადადების მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარდგენის უფლება აქვს:

ა) არანაკლებ საქართველოს 5 მოქალაქეს;

ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს;

გ) ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში,  დასახლების საერთო კრებას;

დ) მუნიციპალიტეტის გამგებელს;

ე) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილ სხვა სუბიექტს.

2. დასახლების შექმნის/გაუქმების თაობაზე წინადადებას უნდა დაერთოს:

ა) დასახლების შექმნის/გაუქმების მოტივაცია და დასაბუთება;

ბ) ახალი დასახლებ(ებ)ის სავარაუდო სახელწოდება;

გ) დასახლებ(ებ)ის სავარაუდო კატეგორიის შესახებ წინადადება და შესაბამისი დასაბუთება, კატეგორიის საქართველოს ორგანულ კანონთან „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისობის თაობაზე;

დ) დასახლების შექმნის შემთხვევაში, არანაკლებ საქართველოს 5 მოქალაქის თანხმობა იმის შესახებ, რომ გამოხატავენ თანხმობას,  დასახლებაში რეგისტრაციის თაობაზე;

ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დასახლების საერთო კრების ოქმი;

ვ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი სხვა დამატებითი ინფორმაცია.

3. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა  და მე-2 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის საკრებულო ვალდებულია წინადადების განხილვამდე, შესაბამის დასახლებაში/დასახლებებში რეგისტრირებულ მოქალაქეებთან კონსულტაციის გამართვის მიზნით, საკითხი გადაუგზავნოს მუნიციპალიტეტის გამგებელს, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის გამგებელი შესაბამის დასახლებაში/დასახლებებში რეგისტრირებულ მოქალაქეებთან კონსულტაციების გამართვას უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-12 მუხლის მე-6-მე-8 პუნქტების შესაბამისად ან/და იწვევს დასახლების/დასახლებების საერთო კრებას. თუ საკითხი ინიციირებულია დასახლების საერთო კრების მიერ, კონსულტაცია იმართება მხოლოდ იმ დასახლებაში/დასახლებებში, რომელსაც/რომელთაც  შექმნა/გაუქმება ეხება. მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსულტაციის შედეგებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს უგზავნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღისა.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნტის შემთხვევაში, გამგებლის წინადადებას თან ერთვის საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-12 მუხლის მე-6-მე-8 პუნქტების შესაბამისად, დასახლებაში/დასახლებებში რეგისტრირებულ მოქალაქეებთან კონსულტაციის ამსახველი დოკუმენტაცია ან/და შესაბამისი დასახლების/დასახლებების საერთო კრების ოქმი.

6. მუნიციპალიტეტის საკრებულო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, იხილავს ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულ წინადადებას და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) წინადადების მოწონების შესახებ;

ბ) წინადადების მოწონებაზე უარის თქმის შესახებ.

7. მუნიციპალიტეტის საკრებულო ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შექმნილი დასახლებ(ებ)ის სახელდების თაობაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დასკვნის მიღების მიზნით, მიმართავს გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიას (შემდგომში სამთავრობო კომისია).

8. მუნიციპალიტეტი, საქართველოს მთავრობისათვის წარსადგენად, სამთავრობო კომისიისგან მიღებულ ამ მუხლის მე-7 პუნქტში განსაზღვრულ დასკვნას და დასახლებ(ებ)ის შექმნის/გაუქმების თაობაზე შესაბამის შუამდგომლობას წარუდგენს სამინისტროს.

9. სამინისტროსთვის წარსადგენ შუამდგომლობას უნდა დაერთოს:

ა) დასახლებ(ებ)ის შექმნის/გაუქმების საჭიროების მოტივაცია და დასაბუთება;

ბ) არანაკლებ საქართველოს 5 მოქალაქის წერილობითი თანხმობა იმის შესახებ, რომ დასახლებ(ებ)ის შექმნის შემთხვევაში გამოხატავენ თანხმობას დასახლებაში/დასახლებებში რეგისტრაციის თაობაზე;

გ) შესაქმნელი დასახლებ(ებ)ის სახელი, ადმინისტრაციული საზღვრები და სქემატური რუკა. რუკაზე წერტილებითა და ე.წ. პოლიგონით უნდა იყოს აღწერილი დასახლებ(ებ)ის ფორმა და გავრცელების არეალი. საზღვრების გარდატეხის წერტილები, რომელთაც უნდა უნდა ახლდეს X, Y კოორდინატები WGS-84 კოორდინატთა სისტემაში;

დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის ოქმი;

ე) ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ მუხლის მე-3-მე-5 პუნქტების შესაბამისად მოქალაქეებთან კონსულტაციის ამსახველი დოკუმენტაცია.

10. სამინისტრო მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუამდგომლობასა და ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით განსაზღვრულ დოკუმენტაციას წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

11. სამინისტრო ამოწმებს მხოლოდ ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების სისრულეს.

12. ამ მუხლის მე-10 პუნქტში განსაზღვრული დოკუმენტების სისწორეზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტი.

13. დასახლებ(ებ)ის შექმნის/გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება, დასახლებ(ებ)ის სახელწოდებისა და კოორდინატების მითითებით, მიიღება საქართველოს მთავრობის მიერ, განკარგულების სახით.

მუხლი 6. დასახლებისათვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭება/შეცვლა

1. დასახლებისათვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭების/შეცვლის წინადადების მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარდგენის უფლება აქვთ:

ა) დასახლებაში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეთა არანაკლებ 20 პროცენტს;

ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს;

გ) დასახლების საერთო კრებას;

დ) მუნიციპალიტეტის გამგებელს;

ე) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილ სხვა სუბიექტს.

2. დასახლებისათვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭების/შეცვლის თაობაზე წინადადებას უნდა დაერთოს:

ა) დასახლებისათვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭების/შეცვლის მოტივაცია და დასაბუთება, კატეგორიის საქართველოს ორგანულ კანონთან „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისობის თაობაზე;

ბ) დასახლების სახელწოდება;

გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დასახლების საერთო კრების ოქმი;

დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი სხვა ინფორმაცია.

3. მუნიციპალიტეტის საკრებულო ვალდებულია წინადადების განხილვამდე, შესაბამის დასახლებაში/დასახლებებში რეგისტრირებულ მოქალაქეებთან კონსულტაციის გამართვის მიზნით, საკითხი გადაუგზავნოს მუნიციპალიტეტის გამგებელს, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის გამგებელი შესაბამის დასახლებაში/დასახლებებში რეგისტრირებულ მოქალაქეებთან კონსულტაციების გამართვას უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-12 მუხლის მე-6-მე-8 პუნქტების შესაბამისად, ან/და იწვევს დასახლების/დასახლებების საერთო კრებას. თუ საკითხი ინიციირებულია დასახლების საერთო კრების მიერ, კონსულტაცია არ იმართება. მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსულტაციის შედეგებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს უგზავნის თხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 45 დღისა.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში,  გამგებლის წინადადებას თან ერთვის საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-12 მუხლის მე-6-მე-8 პუნქტების შესაბამისად დასახლებაში/დასახლებებში რეგისტრირებულ მოქალაქეებთან კონსულტაციის ამსახველი დოკუმენტაცია ან/და შესაბამისი დასახლების/დასახლებების საერთო კრების ოქმი.

6. მუნიციპალიტეტის საკრებულო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, იხილავს ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულ წინადადებას და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) წინადადების მოწონების შესახებ;

ბ) წინადადების მოწონებაზე უარის თქმის შესახებ.

7. მუნიციპალიტეტი, საქართველოს მთავრობისათვის წარსადგენად, დასახლებისათვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭების/შეცვლის შუამდგომლობას წარუდგენს სამინისტროს.

8. სამინისტროსთვის წარსადგენ შუამდგომლობას უნდა დაერთოს:

ა) დასახლებისათვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭების/შეცვლის საჭიროების მოტივაცია და დასაბუთება, კატეგორიის საქართველოს ორგანულ კანონთან „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისობის თაობაზე;

ბ) ინფორმაცია იმ დასახლებაში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობის შესახებ, რომლის კატეგორიის მინიჭებაც/შეცვლაც უნდა განხორციელდეს;

გ) იმ დასახლების სახელი, რომლის კატეგორიის მინიჭებაც/შეცვლაც უნდა განხორციელდეს, ადმინისტრაციული საზღვრები და სქემატური რუკა; რუკაზე წერტილებით და ე.წ. პოლიგონით უნდა იყოს აღწერილი დასახლების ფორმა და გავრცელების არეალი. საზღვრების გარდატეხის წერტილები, რომელთაც უნდა ახლდეს X, Y კოორდინატები, WGS-84 კოორდინატთა სისტემაში;

დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის ოქმი;

ე) ამ მუხლის მე-3-მე-5 პუნქტების შესაბამისად, იმ დასახლებაში რეგისტრირებულ მოქალაქეებთან კონსულტაციების ამსახველი დოკუმენტაცია, რომლის კატეგორიის მინიჭებაც/შეცვლაც უნდა განხორციელდეს.

9. სამინისტრო მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუამდგომლობასა და ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტაციას წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

10. სამინისტრო ამოწმებს მხოლოდ ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების სისრულეს.

11. ამ მუხლის მე-9 პუნქტში განსაზღვრული დოკუმენტების სისწორეზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტი.

12. დასახლებისათვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭების/შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს მთავრობის მიერ, განკარგულების სახით.

მუხლი 7. დასახლების ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლა

1. დასახლების ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლა მოიცავს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დასახლების დადგენილი ადმინისტრაციული საზღვრის ცვლილებას, ხოლო თუ ადმინისტრაციული საზღვარი დადგენილი არ არის, აგრეთვე, მის დადგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დასახლების ადმინისტრაციული საზღვარი იმავდროულად არის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვარი.

2. დასახლების ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის თაობაზე წინადადების მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარდგენის უფლება აქვთ:

ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეთა არანაკლებ 50-კაციან საინიციატივო ჯგუფს;

ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს;

გ) დასახლების საერთო კრებას;

დ) მუნიციპალიტეტის გამგებელს;

ე) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილ სხვა სუბიექტს.

3. დასახლების ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის თაობაზე წინადადებას უნდა დაერთოს:

ა) დასახლების ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის მოტივაცია და დასაბუთება;

ბ) დასახლების სახელწოდება;

გ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დასახლების საერთო კრების ოქმი;

დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი სხვა ინფორმაცია.

4. მუნიციპალიტეტის საკრებულო ვალდებულია წინადადების განხილვამდე, შესაბამის დასახლებაში/დასახლებებში რეგისტრირებულ მოქალაქეებთან კონსულტაციის გამართვის მიზნით, საკითხი გადაუგზავნოს მუნიციპალიტეტის გამგებელს, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის გამგებელი შესაბამის დასახლებაში/დასახლებებში რეგისტრირებულ მოქალაქეებთან კონსულტაციების გამართვას უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-12 მუხლის მე-6-მე-8 პუნქტების შესაბამისად ან/და იწვევს დასახლების/დასახლებების საერთო კრებას. თუ საკითხი ინიციირებულია დასახლების საერთო კრების მიერ, კონსულტაცია იმართება მხოლოდ იმ დასახლებაში/დასახლებებში, რომელსაც/რომელთაც  საზღვრის ცვლილება ეხება. მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსულტაციის ამსახველ დოკუმენტაციას მუნიციპალიტეტის საკრებულოს უგზავნის თხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 45 დღისა.

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნტის შემთხვევაში, გამგებლის წინადადებას თან ერთვის საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-12 მუხლის მე-6-მე-8 პუნქტების შესაბამისად, დასახლებაში/დასახლებებში რეგისტრირებულ მოქალაქეებთან კონსულტაციის ამსახველი დოკუმენტაცია ან/და შესაბამისი დასახლების/დასახლებების საერთო კრების ოქმი.

7. მუნიციპალიტეტის საკრებულო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, იხილავს ამ მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრულ წინადადებას და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) წინადადების მოწონების შესახებ;

ბ) წინადადების მოწონებაზე უარის თქმის შესახებ.

8. მუნიციპალიტეტი, საქართველოს მთავრობისათვის წარსადგენად, შესაბამის შუამდგომლობას წარუდგენს სამინისტროს.

9. სამინისტროსთვის წარსადგენ შუამდგომლობას უნდა დაერთოს:

ა) დასახლების ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის საჭიროების მოტივაცია და დასაბუთება;

ბ) იმ დასახლებაში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა, რომლის ადმინისტრაციული საზღვრებიც უნდა შეიცვალოს;

გ) დასახლების სახელი, ადმინისტრაციული საზღვრები და სქემატური რუკა. რუკაზე წერტილებით და ე.წ. პოლიგონით უნდა იყოს აღწერილი დასახლების ფორმა და გავრცელების არეალი. საზღვრების გარდატეხის წერტილები, რომელთაც უნდა ახლდეს X, Y კოორდინატები, WGS-84 კოორდინატთა სისტემაში;

დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის ოქმი;

ე) ამ მუხლის მე-4-მე-6 პუნქტების შესაბამისად, იმ დასახლებაში რეგისტრირებულ მოქალაქეებთან კონსულტაციების ამსახველი დოკუმენტაცია, რომლის ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლაც უნდა განხორციელდეს.

10. სამინისტრო მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუამდგომლობასა და ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტაციას წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

11. სამინისტრო ამოწმებს მხოლოდ ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების სისრულეს.

12. ამ მუხლის მე-10 პუნქტში განსაზღვრული დოკუმენტების სისწორეზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტი.

13. დასახლების ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს მთავრობის მიერ, განკარგულების სახით.

14. თუ დასახლების შესაცვლელი ადმინისტრაციული საზღვარი ამავე დროს არის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვარი, დასახლების ადმინისტრაციული საზღვარი დადგინდება/იცვლება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრული წესით.

მუხლი 8. სამინისტროს ინიციატივა დასახლების შექმნის/გაუქმების, დასახლებისათვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭების/შეცვლის, აგრეთვე დასახლების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ

1. სამინისტრო უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით მიმართოს საქართველოს მთავრობას დასახლების შექმნის/გაუქმების, დასახლებისათვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭების/შეცვლის, აგრეთვე დასახლების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ (შემდგომში ინიციატივა).

2. სამინისტროს მიერ საქართველოს მთავრობისათვის წარდგენილ ინიციატივას თან უნდა დაერთოს:

ა) დასახლებ(ებ)ის შექმნის/გაუქმების, დასახლებისათვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭების/შეცვლის, დასახლების ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის საჭიროების მოტივაცია და დასაბუთება;

ბ) ინფორმაცია იმ დასახლებაში/დასახლებებში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობის შესახებ, რომლის გაუქმება, კატეგორიის მინიჭება/შეცვლა ან ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლა უნდა განხორციელდეს;

გ) დასახლებ(ებ)ის შექმნის შემთხვევაში, არანაკლებ 5 საქართველოს მოქალაქის წერილობითი განცხადება, რომლითაც ისინი გამოხატავენ თანხმობას, დასახლებ(ებ)ის შექმნის შემთხვევაში მასში რეგისტრაციის თაობაზე;

დ) იმ დასახლებ(ებ)ის სახელი, რომლის/რომელთა  შექმნა/გაუქმება, კატეგორიის მინიჭება/შეცვლა, ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლაც უნდა განხორციელდეს, ადმინისტრაციული საზღვრები და სქემატური რუკა; რუკაზე წერტილებით და ე.წ. პოლიგონით უნდა იყოს აღწერილი დასახლების ფორმა და გავრცელების არეალი; საზღვრების გარდატეხის წერტილები, რომელთაც უნდა ახლდეს X, Y კოორდინატები WGS-84 კოორდინატთა სისტემაში;

ე) მუნიციპალიტეტთან კონსულტაციის ამსახველი დოკუმენტაცია.

3. მუნიციპალიტეტთან კონსულტაცია ხორციელდება მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და იმ დასახლებაში/დასახლებებში რეგისტრირებულ მოქალაქეებთან კონსულტაციების ფორმით, რომლის/რომელთა შექმნა/გაუქმება, კატეგორიის მინიჭება/შეცვლა და ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლა უნდა განხორციელდეს.

4. სამინისტრო მოქალაქეებთან კონსულტაციის გამართვის მიზნით, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებში განსაზღვრულ დოკუმენტაციას უგზავნის შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელს.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელი უფლებამოსილია მოიწვიოს დასახლების საერთო კრება ან/და მოქალაქეებთან კონსულტაცია გამართოს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-12 მუხლის მე-6-მე-8 პუნქტების შესაბამისად.

6. მუნიციპალიტეტის გამგებელი, ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მოქალაქეებთან კონსულტაციის ამსახველ დოკუმენტაციას სამინისტროს მიმართვიდან 45 დღის ვადაში უგზავნის სამინისტროს. აღნიშნულ ვადაში მუნიციპალიტეტის გამგებლის პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში,  შესაბამისი დასახლების/დასახლებების მოსახლეობასთან კონსულტაციას სამინისტრო მართავს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-12 მუხლის მე-6-მე-8 პუნქტების შესაბამისად.

 7. სამინისტრო მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან კონსულტაციის გამართვის მიზნით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უგზავნის ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებში განსაზღვრულ დოკუმენტაციას. მუნიციპალიტეტის საკრებულო ვალდებულია საკრებულოს სხდომაზე განიხილოს აღნიშნული დოკუმენტაცია და სამინისტროს თავისი მოსაზრება წერილობით წარუდგინოს დოკუმენტაციის მიღებიდან არაუგვიანეს 45 დღისა. აღნიშნულ ვადაში მუნიციპალიტეტის საკრებულოსგან პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში, კონსულტაცია გამართულად ითვლება.

8. დასახლებ(ებ)ის შექმნის შემთხვევაში სამინისტრო ვალდებულია, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, საქართველოს მთავრობას წარუდგინოს სამთავრობო კომისიის დასკვნა,  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შექმნილი დასახლებ(ებ)ის სახელდების თაობაზე.

9. საქართველოს მთავრობის მიერ ინიციატივაზე გადაწყვეტილება მიიღება ამ წესის მე-5 მუხლის მე-13 პუნქტის, მე-6 მუხლის მე-12 პუნქტისა და მე-7 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად.

მუხლი 9. ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება

ამ წესის მე-5 მუხლის მე-13 პუნქტით, მე-6 მუხლის მე-12 პუნქტით, მე-7 მუხლის მე-13 პუნქტითა და მე-8 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილებები, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში ეგზავნება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს საქსტატს და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.