კარტოფილის ცისტიანი ნემატოდების კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ

კარტოფილის ცისტიანი ნემატოდების კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 302
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.019367
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
302
01/07/2016
ვებგვერდი, 06/07/2016
340170000.10.003.019367
კარტოფილის ცისტიანი ნემატოდების კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/07/2016 - 29/05/2018)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №302

2016 წლის 1 ივლისი

ქ. თბილისი

 

კარტოფილის ცისტიანი ნემატოდების კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული კარტოფილის ცისტიანი ნემატოდების კონტროლის წესი.        
მუხლი 2
დადგენილება, გარდა ამ დადგენილებით დამტკიცებული „კარტოფილის ცისტიანი ნემატოდების კონტროლის წესის“ მე-9 მუხლის      მე-9 და მე-10 პუნქტების და მე-11 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2017 წლის პირველი სექტემბრიდან.
მუხლი 3
დადგენილებით დამტკიცებული „კარტოფილის ცისტიანი ნემატოდების კონტროლის წესის“ მე-9 მუხლის  მე-9 და მე-10 პუნქტები და მე-11 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2018  წლის 1 სექტემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



კარტოფილის ცისტიანი ნემატოდების კონტროლის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები 

კარტოფილის ცისტიანი ნემატოდების კონტროლის წესი (შემდგომში – წესი) ადგენს საკარანტინო მავნე ორგანიზმების - კარტოფილის ცისტიანი ნემატოდის 2 სახეობის: კარტოფილის მკრთალი ნემატოდის Globodera pallida (Stone) Behrens (ევროპული პოპულაცია)  და  კარტოფილის ოქროსფერი ნემატოდის Globodera rostochiensis (Wollenveber) Behrens (ევროპული პოპულაცია) (შემდგომში - კარტოფილის  ნემატოდები)  ფიტოსანიტარიული კონტროლის წესს და განსაზღვრავს მისი გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებს.

მუხლი 2. მიზანი და გამოყენების სფერო

1. ამ წესის მიზანია კარტოფილის ნემატოდების მიმართ კონტროლის ღონისძიებების გატარება, მისი შემდგომი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით.

2. ეს წესი ვრცელდება სასურსათო და სათესლე კარტოფილის წარმოებასა  და დისტრიბუციაზე.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ  ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ოფიციალური ან ოფიციალურად -  ამ წესის შესაბამისად განსაზღვრული პასუხისმგებელი უწყების მიერ დადგენილი, შეთანხმებული და განხორციელებული ქმედებები;  

ბ) კარტოფილის რეზისტენტული ჯიში - ჯიში, რომელიც ზრდის პროცესში მნიშვნელოვნად აფერხებს  კარტოფილის ნემატოდების კონკრეტული პოპულაციის განვითარებას;

გ) გამოკვლევანაკვეთში  კარტოფილის ნემატოდების არსებობის დასადგენი  მეთოდური პროცედურა;  

დ) შესწავლატერიტორიაზე  კარტოფილის ნემატოდების გავრცელების დადგენის მიზნით, დროის განსაზღვრულ პერიოდში ჩატარებული მეთოდური პროცედურა;

ე) ტერიტორიაკარტოფილის, ფესვიანი მასპინძელი მცენარეების, სხვა ფესვიანი, ტუბერიანი, ბოლქვიანი და ფესურიანი მცენარეების მოსაყვანი არეალი;

ვ) ნაკვეთიმიწის ფართობი, განკუთვნილი კარტოფილის, ფესვიანი მასპინძელი მცენარეების, სხვა ფესვიანი, ტუბერიანი, ბოლქვიანი და ფესურიანი მცენარეების მოსაყვანად;

ზ) ლაბორატორია – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული  ლაბორატორია;

თ) დამუშავება – პროცედურები, მავნე ორგანიზმის განადგურების, ინაქტივაციის, მოშორების, სტერილიზაციის ან დევიტალიზაციის მიზნით;

ი) სააგენტო - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სურსათის ეროვნული სააგენტო.

2. ამ წესის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის,  ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული ტერმინები.

მუხლი 4. ნაკვეთის ფიტოსანიტარიული მდგომარეობის შეფასება

სააგენტო, კარტოფილის ნემატოდების გავრცელების რისკის გათვალისწინებით, ახდენს ნაკვეთის   ფიტოსანიტარიული მდგომარეობის შეფასებას, რომლის დროსაც უნდა გაითვალისწინოს კარტოფილის ნემატოდების მეცნიერული გამოკვლევების შედეგები, სტატისტიკური მონაცემები, ნემატოდების ბიოლოგია, ნაკვეთის  კულტივაცია და ქვეყანაში კარტოფილის ნემატოდების მასპინძელი მცენარეების წარმოების სისტემების თავისებურებანი.

მუხლი 5. გამოვლენა

1. კარტოფილის ნემატოდების გამოვლენის მიზნით, ოფიციალურად გამოკვლეული უნდა იქნეს ის ნაკვეთი, რომელიც განკუთვნილია ამ წესის №1  დანართის - „ფესვიანი მასპინძელი,  სხვა  ფესვიანი,   ბოლქვიანი, ტუბერიანი და  ფესურიანი  მცენარეების ჩამონათვალი“ - პირველ, მე-2 და მე-3  პუნქტებში  მითითებულ  სათესლე მცენარეთა მოსაყვანად ან სათესლე კარტოფილის მოსაყვანად ან შესანახად.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ოფიციალური გამოკვლევა უნდა განხორციელდეს ბოლო მოსავლის აღებასა და  სათესლე კარტოფილის ან ამ წესის №1  დანართის  პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში   მითითებული მცენარეების  დარგვას შორის პერიოდში ან უფრო ადრე, მაგრამ ამ შემთხვევაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს არსებული კვლევის დოკუმენტური მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს კარტოფილის ნემატოდების არარსებობას და იმას, რომ კარტოფილი და ამ წესში მითითებული  სხვა მასპინძელი მცენარეები კვლევის მიმდინარეობის პერიოდში არ  დაფიქსირებულა და  კვლევის შემდგომ არ უწარმოებიათ.

3.  სააგენტოს მიერ  კარტოფილის ნემატოდების გავრცელების რისკის არარსებობის ოფიციალურად დადგენის შემთხვევაში,  ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ნაკვეთის  გამოკვლევა აღარ იქნება საჭირო, თუ:

ა)  ამ წესის №1 დანართის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებული მცენარეები, რომლებიც განკუთვნილია სათესლე და სარგავი მასალის წარმოებისათვის, გამოყენებული იქნება იმავე წარმოების ადგილას, რომელიც მდებარეობს  ოფიციალურად განსაზღვრულ ზონაში;

ბ) სათესლე კარტოფილის წარმოებისთვის განკუთვნილი სათესლე კარტოფილი გამოყენებული იქნება იმავე წარმოების ადგილას, რომელიც მდებარეობს  ოფიციალურად განსაზღვრულ  ზონაში;

გ)  ამ წესის №1  დანართის მე-2  და მე-3 პუნქტებში    მითითებული  მცენარეები, რომლებიც მოყვანილია ნიადაგში და განკუთვნილია მცენარეთა სარგავი მასალის წარმოებისთვის, ექვემდებარება დამუშავებას შესაბამისი მეთოდების გამოყენებით ისე, რომ აღარ არსებობდეს კარტოფილის  ნემატოდების გავრცელების რეალური რისკი ან თუ ნიადაგის მოცილება მოხდება გარეცხვით ან ჯაგრისით ნიადაგის სრულ მოცილებამდე  ისე, რომ აღარ არსებობდეს კარტოფილის ნემატოდების გავრცელების რისკი.

4. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ოფიციალური გამოკვლევის შედეგები  ჩანაწერების სახით უნდა ინახებოდეს  და ხელმისაწვდომი იქნეს სააგენტოსთვის.

მუხლი 6.   ნაკვეთის ოფიციალური  გამოკვლევა

1. კარტოფილის ნემატოდების გამოვლენის მიზნით, ნაკვეთი,  სადაც უნდა განხორციელდეს სათესლე კარტოფილის ან ამ წესის №1 დანართის პირველ პუნქტში  მითითებული  მცენარეების შენახვა და დარგვა, უნდა იქნეს ოფიციალურად გამოკვლეული, რაც გულისხმობს  ნიმუშის აღებას და ნიმუშის შემოწმებას:

ა) ნიმუშისათვის 1 ჰა მიწის ნაკვეთზე სტანდარტული მაჩვენებლით  აღებული  უნდა იქნეს არანაკლებ 100 სინჯისგან შემდგარი სულ მცირე - 1500 მლ მოცულობის ნიადაგი. ნიადაგის ნიმუშის აღება უნდა მოხდეს მართკუთხა ფორმის სიბრტყეზე ბადისებურად. ნიადაგის ნიმუშის აღების წერტილებს შორის მანძილი სიგანეში უნდა იყოს არანაკლებ 5 მეტრი  და  სიგრძეში არაუმეტეს 20 მეტრი.  ნიადაგის ნიმუში მთლიანად უნდა იქნეს გამოყენებული: ცისტების ექსტრაქციისთვის, სახეობების იდენტიფიკაციისა და საჭიროების შემთხვევაში, პათოტიპის/ვირულენტური ჯგუფის  განსაზღვრისათვის;

ბ)  ნიმუშის შემოწმება უნდა მოიცავდეს კარტოფილის ნემატოდების ექსტრაქციას, შესაბამისი ფიტოსანიტარიული პროცედურების ან  ევროპის და ხმელთაშუა ზღვის მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO) დიაგნოსტიკური პროტოკოლის შესაბამისად.

2. ამ წესის მე-5 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ოფიციალური გამოკვლევით უნდა დადასტურდეს, რომ ნაკვეთზე, რომელზეც განთავსებულია ამ წესის №1 დანართის მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებული, დასარგავად გამიზნული სათესლე მცენარეები და რომელიც განკუთვნილია აღნიშნულ მცენარეთა მოსაყვანად და შესანახად, ბოლო  12 წლის მანძილზე ჩატარებული  გამოკვლევისას არ გამოვლენილა კარტოფილის ნემატოდების თუნდაც ერთი შემთხვევა ან არ მოუყვანიათ კარტოფილი და/ან  ამ წესის №1 დანართის პირველ პუნქტში მითითებული  მასპინძელი მცენარეები.  

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გამოსაკვლევი ნიადაგის სტანდარტული ნიმუში შეიძლება შემცირდეს სულ მცირე - 400 მლ/ჰა-მდე, ერთ-ერთი შემდეგი გარემოების შემთხვევაში:

ა) დოკუმენტური მტკიცებულების საფუძველზე, ოფიციალური გამოკვლევის ჩატარებამდე 6  წლით ადრე,  კარტოფილი და ამ  წესის №1 დანართის პირველ პუნქტში მითითებული მცენარეები არ იზრდებოდა და არ მოუყვანიათ ამ ნაკვეთზე;

ბ) უკანასკნელი 2 ოფიციალური გამოკვლევისას,  1500 მლ ნიადაგის/ჰა-ზე ნიმუშებში არ გამოვლენილა კარტოფილის ნემატოდები. პირველი ოფიციალური გამოკვლევის შემდეგ არ მოუყვანიათ  კარტოფილი  და  ამ წესის №1 დანართის პირველ პუნქტში მითითებული მცენარეები,   გარდა  სათესლე კარტოფილის და იმ  მცენარეებისა, რომლებიც ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად საჭიროებენ ოფიციალურ გამოკვლევას და პირველი ოფიციალური გამოკვლევის შემდგომ კვლავ აგრძელებენ ზრდას;         

გ) ბოლო ოფიციალური გამოკვლევისას, კარტოფილის ნემატოდები ან კარტოფილის ნემატოდების  ცისტები ცოცხალი შიგთავსის გარეშე არ იქნა ნაპოვნი სულ მცირე - 1500 მლ ნიადაგი/ჰა-ზე  და ბოლო ოფიციალური გამოკვლევის შემდგომ  კარტოფილი  და/ან ამ წესის №1 დანართის პირველ პუნქტში   მითითებული მცენარეები არ მოუყვანიათ, გარდა  სათესლე კარტოფილის და ამ წესის №1 დანართის პირველ პუნქტში  მითითებული იმ მცენარეებისა,  რომლებიც საჭიროებენ ოფიციალურ გამოკვლევას.

4. ამ მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებში  მითითებული ნიადაგის ნიმუშის სტანდარტული მაჩვენებელი შეიძლება შემცირდეს იმ ნაკვეთებისთვის,  რომელთა ფართობიც აღემატება 8 ჰა-ს და 4 ჰა-ს,  შესაბამისად:

ა) ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ნიადაგის ნიმუშის სტანდარტული მაჩვენებლის შემთხვევაში, პირველ  8 ჰა-ზე ნიადაგის ნიმუშის აღება უნდა მოხდეს მითითებული  სპეციფიკის შესაბამისად, თუმცა დასაშვებია, შემცირდეს ყოველ დამატებით ჰა-ზე სულ მცირე - 400 მლ  ნიადაგით/ჰა-ზე;

ბ) ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ნიადაგის ნიმუშის შემცირებული სტანდარტული მაჩვენებლის შემთხვევაში, პირველ 4 ჰა-ზე ნიმუშის აღება უნდა მოხდეს მითითებული  სპეციფიკის შესაბამისად, მაგრამ შემდგომში დასაშვებია, შემცირდეს ყოველ დამატებით ჰა-ზე სულ მცირე - 200 მლ  ნიადაგით/ჰა-ზე.

5. ამ მუხლის  მე-3 და მე-4  პუნქტებში  მითითებული ნიადაგის ნიმუშის სტანდარტული მაჩვენებლის შემცირება შეიძლება გაგრძელდეს გამოსაკვლევ ნაკვეთზე   კარტოფილის ნემატოდების პირველ გამოვლენამდე.

6. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ნიადაგის ნიმუშის სტანდარტული მაჩვენებელი შეიძლება შემცირდეს სულ მცირე - 200 მლ-მდე  ნიადაგით/ჰა-ზე იმის გათვალისწინებით, რომ ნიადაგი მდებარეობს კარტოფილის ნემატოდებისაგან თავისუფალ ზონაში, რომელიც მონიშნულია, დაცულია და გამოკვლეულია შესაბამისი ფიტოსანიტარიული ზომების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.

7. ყველა  შემთხვევაში, ყოველ ნაკვეთზე ნიადაგის ნიმუშის მინიმალური ოდენობა უნდა იყოს არანაკლებ 100 მლ ნიადაგი.

მუხლი 7.   ნაკვეთის ოფიციალური შესწავლა

1. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ კარტოფილის ნემატოდების გავრცელების დასადგენად,  ოფიციალური შესწავლა ჩატარდეს ნაკვეთზე, რომელიც გამოყენებული იყო კარტოფილის წარმოებისთვის, მათ შორის, სათესლე კარტოფილისა.

2. კარტოფილის ნემატოდების არსებობის დასადგენად, ოფიციალური შესწავლა უნდა მოიცავდეს  ნიმუშის აღებას და ნიმუშის შემოწმებას, ნიმუშის აღება უნდა მოხდეს ერთ-ერთი შემდეგი პირობის დაცვით:

ა) ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული  ნიადაგის ნიმუშის შემცირებით სულ მცირე - 400 მლ ნიადაგით/ჰა-მდე;

ბ) ფესვების ვიზუალური დათვალიერების შემდეგ, უშუალოდ სიმპტომების მქონე ფესვებთან ახლოს, სულ მცირე - 400 მლ ნიადაგის ოდენობით;

გ) 1 ჰა-ზე კარტოფილის მოსავლის აღების შემდგომ, კარტოფილის ტუბერებთან შეხებაში მყოფი სულ მცირე - 400 მლ  ნიადაგის ოდენობით.

3. ნაკვეთზე,  სადაც კარტოფილი მოიყვანეს, ოფიციალურად უნდა იქნეს შესწავლილი  კარტოფილის მოყვანისათვის განკუთვნილი  საერთო ფართობის სულ მცირე - 0,5%, მათ შორის,  სათესლე კარტოფილის წარმოებისათვის განკუთვნილი ფართობისა.

4.  შესწავლა უნდა ჩატარდეს ამ წესის  მე-6 მუხლის  პირველი  პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

5. ნიადაგის ნიმუშები უნდა იქნეს შესწავლილი  ლაბორატორიაში.  ბიზნესოპერატორს ან ოჯახური წარმოების სუბიექტს უფლება აქვს,  საკუთარი ინიციატივით და ფინანსებით განახორციელოს ნიადაგის  ლაბორატორიული შესწავლა.  შესწავლისათვის  გამოყენებული უნდა იქნეს  EPPO  PM 7/119 სტანდარტით დადგენილი  ნემატოდების გამოყოფის მეთოდები.

6. გამოკვლევის ჩამტარებელმა გასული ერთი წლის  პერიოდის ლაბორატორიული შესწავლის შედეგები  წერილობითი ფორმით უნდა აცნობოს სააგენტოს ყოველი წლის  პირველ თებერვლამდე.

მუხლი 8.  ჩანაწერების წარმოება

1. თუ ამ  წესის მე-7 მუხლის  პირველ პუნქტში მითითებული ოფიციალური შესწავლისას არ დადასტურდა კარტოფილის ნემატოდების არსებობა, ლაბორატორიამ უნდა უზრუნველყოს ჩატარებული გამოკვლევის ოფიციალური ჩანაწერების სახით შენახვა.

2. ამ წესის  მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ოფიციალური გამოკვლევისას თუ გამოვლინდა კარტოფილის ნემატოდებით ნაკვეთის დასნებოვნება, ლაბორატორიამ უნდა უზრუნველყოს ჩატარებული გამოკვლევის ოფიციალური ჩანაწერების სახით შენახვა.

3. ამ წესის  მე-7 მუხლის პირველი პუნქტით  განსაზღვრული ოფიციალური შესწავლისას  თუ გამოვლინდა კარტოფილის ნემატოდებით  ნაკვეთის დასნებოვნება, ლაბორატორიამ უნდა უზრუნველყოს აღნიშნული ინფორმაციის ოფიციალური ჩანაწერების სახით შენახვა.

4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ოფიციალური ჩანაწერებიდან გამომდინარე, თუ კარტოფილი ან/და ამ წესის №1 დანართის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში  მითითებული   მცენარეები, რომლებიც კარტოფილის ნემატოდებით დასნებოვნებულ ნაკვეთზეა მოყვანილი ან რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ კარტოფილის ნემატოდებით დასნებოვნებულ ნიადაგთან, ოფიციალურად უნდა იქნეს მიჩნეული დასნებოვნებულად.

მუხლი 9.  კონტროლის ზომები

1. სააგენტოს მიერ გათვალისწინებული უნდა  იქნეს, რომ ნაკვეთზე, რომელიც ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად ჩანაწერებში დაფიქსირებულია დასნებოვნებულად:

ა) არ უნდა იქნეს დარგული სათესლედ  განკუთვნილი კარტოფილი;

ბ) არ უნდა იქნეს დარგული ან შენახული ამ წესის №1 დანართის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული გადარგვისთვის განკუთვნილი მცენარეები; 

გ) ამ წესის №1 დანართის მე-2 და მე-3 პუნქტებით  განსაზღვრული მცენარეები შეიძლება დარგულ იქნეს იმ პირობით, თუ ეს მცენარეები ოფიციალურად ექვემდებარებიან ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილ ზომებს და თუ არ არსებობს კარტოფილის  ნემატოდების გავრცელების იდენტიფიცირებული რისკი.   

2. თუ ნაკვეთი, რომელზეც უნდა დაირგოს კარტოფილი, გარდა სათესლე კარტოფილისა,  ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, ოფიციალურად აღიარებულია კარტოფილის ნემატოდებით დასნებოვნებულად,  სააგენტოს მიერ ჩართულ უნდა იქნეს სახელმწიფო    პროგრამაში, რომელიც მიზნად ისახავს კარტოფილის ნემატოდების  გავრცელებისგან ნაკვეთის  დაცვას.    

3. სახელმწიფო პროგრამაში გათვალისწინებული უნდა იქნეს:

ა) კარტოფილის ნემატოდების მასპინძელი მცენარეების  კონკრეტული პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის სისტემები;

ბ) კარტოფილის ნემატოდების  არსებული პოპულაციის მახასიათებლები;

გ) კარტოფილის ნემატოდებისადმი   რეზისტენტული კარტოფილის ჯიშები, რომელთა რეზისტენტობის  ხარისხი რაოდენობრივად უნდა იქნეს გამოთვლილი  ამ წესის №2 დანართის - „კარტოფილის ნემატოდებისადმი რეზისტენტობის ხარისხის  შეფასება და რეზისტენტობის შემოწმების პროტოკოლის“ პირველ ნაწილში მითითებული რეზისტენტობის ხარისხის შეფასების სტანდარტული  სისტემის მიხედვით.

4. კარტოფილის ნემატოდებისადმი რეზისტენტობაზე კარტოფილის გამოცდა უნდა განხორციელდეს ამ წესის №2 დანართის მე-2 ნაწილში მითითებული რეზისტენტობის შემოწმების პროტოკოლის მიხედვით.

5. სააგენტოს მიერ  განსაზღვრული უნდა იქნეს კარტოფილის და  ამ წესის  №1 დანართის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებული მცენარეების  ჩამონათვალი, რომლებიც ამ წესის მე-8 მუხლის  მე-4 პუნქტის  შესაბამისად მიჩნეულია დასნებოვნებულად.

6. სათესლე კარტოფილი და ამ წესის №1 დანართის პირველ პუნქტში მითითებული მცენარეები არ უნდა იქნეს დარგული დამუშავების  შესაბამისი მეთოდის გამოყენების   გარეშე, რაც უნდა განხორციელდეს სააგენტოს ოფიციალური ზედამხედველობის ქვეშ და ეფუძნებოდეს სამეცნიერო მტკიცებულებას.

7. კარტოფილის ნემატოდებით დასნებოვნებული ტუბერები უნდა დამუშავდეს ან გადამუშავდეს, გადამამუშავებელი ან დამახარისხებელი საწარმოს მიერ ნარჩენები უნდა განადგურდეს.  დასნებოვნებულ მინდორში დარჩენილი  სტოლონები და ღერო-ფოჩები უნდა შეგროვდეს, ჩაიყაროს ორმოში, დაიფაროს ნიადაგის ფენით ან დაიწვას, რაც გამორიცხავს კარტოფილის ნემატოდების გავრცელების რისკს. 

8.  ამ წესის №1  დანართის მე-2 პუნქტში მითითებული მცენარეები  არ უნდა დაირგოს  ამ წესის მე-5 მუხლის  მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი ოფიციალური ღონისძიებების განხორციელებამდე.

9. ქვეყნის ტერიტორიაზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ კარტოფილის ნემატოდებისადმი რეზისტენტული ჯიშების მედეგობის დაკარგვის სავარაუდო ან დადასტურებული შემთხვევების შესახებ უნდა ეცნობოს სააგენტოს. 

10.  ლაბორატორიის მიერ კარტოფილის ნემატოდების სახეობების  და პათოტიპების ან ვირულენტური ჯგუფების გამოკვლევისა და  სათანადო მეთოდებით დადასტურებული შედეგების  შესახებ ინფორმაცია უნდა ეცნობოს სააგენტოს.

11.  მომხმარებლის ინფორმირების მიზნით, ყოველი წლის ბოლოს,  სააგენტოს მიერ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიეწოდება წერილობითი ინფორმაცია:

ა) კარტოფილის ყველა იმ ახალი ჯიშის შესახებ, რომელიც ოფიციალური კვლევების დროს რეზისტენტული აღმოჩნდა კარტოფილის ნემატოდების მიმართ;

ბ) იმ  სახეობების, პათოტიპების, ვირულენტური ჯგუფების ან პოპულაციების შესახებ, რომელთა მიმართ რეზისტენტულია კარტოფილის ჯიში;

გ) კარტოფილის რეზისტენტობის ხარისხის და მათი გამოკვლევის ჩატარების თარიღის თაობაზე.

12. დასნებოვნებული ნაკვეთიდან  ნიმუში განმეორებით უნდა იქნეს აღებული და  ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ერთ-ერთი მეთოდით შემოწმებული, კარტოფილის ნემატოდების არსებობის დადასტურებიდან ან კარტოფილის ბოლო მოყვანიდან სულ მცირე - 6 წლის შემდეგ.

13. შესაბამისი, ოფიციალურად დამტკიცებული კონტროლის ღონისძიებების გატარების შემდეგ ეს პერიოდი შეიძლება შემცირდეს სულ მცირე - 3 წლამდე.

14. კარტოფილის ნემატოდების არარსებობის დადასტურების შემთხვევაში,  უნდა მოხდეს  ამ წესის მე-5 მუხლის  მე-4 პუნქტითა და მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ჩანაწერების განახლება და დაწესებული ნებისმიერი შეზღუდვის გაუქმება.

15. კარტოფილის ნემატოდების გავრცელების პრევენციის მიზნით:

ა) კარტოფილისა და ამ წესის №1 დანართში მითითებული მცენარეების მწარმოებლები  გაფრთხილებულნი უნდა  იყვნენ კარტოფილის ნემატოდებით დაბინძურებული ტექნიკის გადაადგილების რისკების შესახებ. მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს სხვადასხვა მწარმოებლის მიერ საერთო ტექნიკის გამოყენება ან უკიდურეს შემთხვევაში, ტექნიკის გადაადგილება გარეცხვის, გაწმენდისა და დეზინფექციის გარეშე;

ბ) ნაკვეთში წინასწარი შემოწმების გარეშე დაუშვებელია იმ  ნიადაგის მიმოფანტვა, რომელიც შესაძლოა დაინვაზირებული იყოს კარტოფილის ნემატოდებით;

გ) დაცულ  იქნეს თესლბრუნვა;

დ) გამოყენებულ  იქნეს ბიოლოგიური კონტროლის აგენტები;

ე) გამოყენებულ  იქნეს სოლარიზაცია;

ვ) გამოყენებულ იქნეს ქიმიური კონტროლი (ნემატიციდები), რომელიც ეფექტურია იმ ნაკვეთზე, სადაც კარტოფილის ნემატოდებისადმი რეზისტენტული ჯიშის კარტოფილია დარგული, ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს  სხვა მეთოდებთან კომბინაციაში.


დანართი N1

ფესვიანი მასპინძელი,  სხვა  ფესვიანი,   ბოლქვიანი, ტუბერიანი და  ფესურიანი  მცენარეების ჩამონათვალი

1. ფესვიანი მასპინძელი მცენარეები:

ა) წიწაკა-Capsicum spp;

ბ) პომიდორი - Solanum licopersicum L;

გ) ბადრიჯანი - Solanum melongena L.

2.  სხვა  ფესვიანი მცენარეები:

ა) პრასა -Allium porrum L;

ბ) სუფრის ჭარხალი-Beta vulgaris L;

გ) კომბოსტო-Brassica spp;

დ) მარწყვი-Fragaria L;

ე) ბაღის სატაცური-Asparagus  officinalis L. 

3.  ბოლქვიანი, ტუბერიანი და  ფესურიანი  მცენარეები:

ა) ჭკვალი - Allium ascalonicum L;

ბ) ხახვი - Allium cepa L;

გ) გეორგინა - Dahlia spp;

დ) ხმალა - Gladiolus Tourn. Ex L;

ე) სუმბული - Hyacinthus spp; 

ვ) ზამბახი - Iris spp;

ზ) შროშანი -Lilium spp;

თ) ნარგიზი - Narcissus  L;

ი) ტიტა -  Tulipa L.

4. ბოლქვები, ტუბერები და  ფესურები, რომელთა მიმართაც არ ყოფილა გამოყენებული ამ წესის მე-5 მუხლის  მე-3 პუნქტის „გ“, „გ.ა“, „გ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზომები,  გამოყვანილია ნიადაგში და განკუთვნილია დარგვისთვის,   იმათგან განსხვავებით, რომლებიც უნდა შეიფუთოს  ან ჩაუტარდეს სხვა პროცედურა იმ  საბოლოო მომხმარებელზე მიყიდვამდე, რომლებიც არ ახორციელებენ პროფესიონალურ საქმიანობას მემცენარეობასა და მეყვავილეობაში.

დანართი №2

კარტოფილის ნემატოდებისადმი რეზისტენტობის ხარისხის  შეფასება და რეზისტენტობის შემოწმების პროტოკოლი

ნაწილი  I - რეზისტენტობის ხარისხის შეფასება

 ქულა 9 აღნიშნავს რეზისტენტობის უმაღლეს დონეს.

ფარდობითი მიმღებიანობა

შეფასება

< 1

9

1,1 - 3

8

3,1 - 5

7

5,1 – 10

6

10,1 – 15

5

15,1 – 25

4

25,1 – 50

3

50,1 – 100

2

> 100

1

ნაწილი II -  რეზისტენტობის შემოწმების პროტოკოლი

1. გამოცდა უნდა ჩატარდეს  საკარანტინო ზონაში  გარეთ   სათბურებში, ან კლიმატურ კამერებში.

2. გამოცდა უნდა ჩატარდეს სულ მცირე 1 ლიტრი ნიადაგის ( ან შესაბამისი სუბსტრატი) შემცველ ქოთნებში.

3. გამოცდის განმავლობაში ნიადაგის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 25 0C და უნდა ხდებოდეს მისი ჯეროვანი მორწყვა.

4. ყოველი საგამოცდო ან საკონტროლო ჯიშის  კარტოფილის  დარგვისას უნდა გამოყენებულ იქნეს ერთი ჯიშის კარტოფილის თვალაკის ამონაჭერი. რეკომენდებულია ყველა ღეროს მოცილება გარდა ერთისა.

5.  ყოველი გამოცდისას უნდა გამოყენებულ იქნეს კარტოფილის სტანდარტული მიმღებიანი საკონტროლო ჯიში ‘Désirée’. შიდა შემოწმების მიზნით შეიძლება დამატებით გამოყენებულ იქნეს ადგილობრივი  მნიშვნელობის აბსოლუტურად მიმღებიანი ჯიშები, რომლებიც პასუხობენ ამგვარი გამოკვლევებისადმი წაყენებულ ყველა მოთხოვნებს. სტანდარტული მიმღებიანი საკონტროლო ჯიში შეიძლება შეიცვალოს თუ გამოკვლევისას გამოვლინდება უფრო მეტად მიმღებიანი ჯიშ(ებ)ი.

6.      Ro1, Ro5, Pa1 da Pa3 პათოტიპებთან უნდა გამოყენებულ იქნეს    კარტოფილის ნემატოდების შემდეგი სტანდარტული პოპულაციები:

Ro1: პოპულაცია Ecosse

Ro5: პოპულაცია Harmerz  

 Pa1: პოპულაცია Scotish

Pa3: პოპულაცია Chavornay

შეიძლება დაემატოს კარტოფილის ნემატოდების ადგილობრივი მნიშვნელობის   პოპულაციები.

7. გამოყენებული სტანდარტული პოპულაციის იდენტურობა უნდა შემოწმდეს შესაბამისი მეთოდების გამოყენებით. საგამოცდო ექსპერიმენტში  რეკომენდებულია გამოყენებულ იქნეს დადგენილი რეზისტენტობის  მქონე   სულ მცირე ორი რეზისტენტული ჯიში ან ორი განსხვავებული სტანდარტული კლონი.

8. კარტოფილის ნემატოდების ინოკულუმი (Pi) საბოლოო ჯამში უნდა შეიცავდეს ხუთ  დაინფიცირებულ კვერცხს და ლარვას  ნიადაგის  ყოველ 1 მლ-ზე. რეკომენდებულია, რომ კარტოფილის ნემატოდების  ინოკულუმის რაოდენობა განისაზღვროს ნიადაგის ყოველ მლ-ში.  კარტოფილის  ნემატოდები  შესაძლებელია შეტანილ იქნეს  ცისტების სახით ან შერეულ იქნეს   კვერცხების და ლარვების ნარევის სახით.

9. კარტოფილის ნემატოდების ცისტების, როგორც ინოკულუმის წყაროს, სიცოცხლისუნარიანობა უნდა იყოს არა ნაკლებ 70%. რეკომენდებულია, რომ ცისტები იყოს 6 – 24 თვის ხნოვანების და უშუალოდ გამოყენებამდე მათი შენახვა  მოხდეს  სულ მცირე ოთხი თვის მანძილზე  4 0 С ტემპერატურაზე.

10.   უნდა იყოს კარტოფილის ნემატოდების პოპულაციისა და კარტოფილის ჯიშის  გამოცდის თითო კომბინაციის სულ მცირე 4 გამეორება (ქოთანი). რეკომენდებულია სტანდარტული მიმღებიანი ჯიშის სულ მცირე 10 გამეორების გამოყენება.

11.  გამოცდის ხანგრძლივობა  უნდა გაგრძელდეს სულ მცირე სამი თვე და ექსპერიმენტის შეწყვეტამდე უნდა შემოწმდეს განვითარებადი მდედრების ზრდასრულობა (სიმწიფე).

12.  კარტოფილის ნემატოდების ცისტები ოთხი გამეორებიდან თითოეული ქოთნისათვის ცალკ-ცალკე უნდა იქნეს გამოყოფილი  და დათვლილი. 

13.   რეზისტენტობის გამოცდის ბოლოს,  სტანდარტულ მიმღებიან საკონტროლო ჯიშზე საბოლოო პოპულაციის (Pf)  დადგენა უნდა მოხდეს, ყველა გამეორებიდან ყველა ცისტის  და სულ მცირე ოთხი  გამეორებიდან კვერცხისა და ლარვის დათვლით.

14.  მიღწეული უნდა იქნეს სულ მცირე 20 X ( Pf/Pi) კოეფიციენტის გამრავლების ხარისხი სტანდარტულ მიმღებიან საკონტოლო ჯიშზე.

15.  სტანდარტული მიმღებიანი საკონტოლო ჯიშის  ცვალებადობის კოეფიციენტი  (CV)   არ უნდა აღემატებოდეს 35%-ს.

16. სტანდარტულ მიმღებიან საკონტროლო ჯიშთან მიმართებაში გამოცდილი კარტოფილის  ჯიშის ფარდებითი მიმღებიანობა  უნდა დადგინდეს და გამოისახოს პროცენტებში შემდეგი ფორმულის მიხედვით:

Pf  გამოცდილი  კარტოფილის ჯიში

                                    ------------------------------------------------------------          X    100%

Pf  სტანდარტული მიმღებიანი საკონტროლო ჯიში

17.  თუ კარტოფილის გამოცდილი  ჯიშის ფარდობითი მიმღებიანობა 3%-ზე მეტია, საკმარისია ჩატარდეს კარტოფილის ნემატოდების ცისტების დათვლა. თუ ფარდობითი მიმღებიანობა 3%-ზე ნაკლებია, ცისტების გარდა უნდა დათვლილი იქნეს კვერცხებიც და ლარვებიც.

18.  თუ პირველი წლის გამოკვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ჯიში აბსოლუტურად მიმღებიანია პათოტიპის მიმართ, აღარ არის საჭირო აღნიშნული გამოკვლევის გამეორება მომდევნო წელს.

19.  გამოცდის შედეგები უნდა დადასტურდეს მომდევნო წელს სულ მცირე ერთი სხვა გამოცდით. სტანდარტული შეფასების ინდექსის თნახმად, შეფასების გამოსათვლელად უნდა გამოყენებულ იქნეს ორი წლის განმავლობაში ფარდობითი მიმღებიანობის საშუალო არითმეტიკული.