სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5568-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/07/2016
ძალაში შესვლის თარიღი 02/09/2016
სარეგისტრაციო კოდი 240110000.05.001.018217
5568-IIს
24/06/2016
ვებგვერდი, 13/07/2016
240110000.05.001.018217
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი: 240110000.05.001.016709) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-13 მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბიზნესოპერატორი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.“;

ბ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1ნაწილი:       

„11. ბიზნესოპერატორი ვალდებულია საქმიანობის დაწყების, შეწყვეტის ან/და საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი რეგისტრირებული მონაცემის ცვლილების შემთხვევაში, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში ცვლილების შეტანის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.“;

გ) მე-3  და მე-4  ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სავალდებულოა იმ ბიზნესოპერატორის აღიარება, რომლის საქმიანობა  დაკავშირებულია:

ა) ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებასთან ან/და გადამუშავებასთან, გარდა იმ ბიზნესოპერატორისა, რომელიც:

ა.ა) ახორციელებს ოჯახურ წარმოებას;

ა.ბ) ახორციელებს პირველად წარ­მოებას;

ა.გ) ტრადიციული მეთოდების გამოყენებით ახორციელებს ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას ან/და გადამუშავებას;

ა.დ) მაღალმთიან რეგიონში ახორციელებს ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას ან/და გა­და­­მუ­შავებას;

ა.ე) ახორციელებს პირველადი  პროდუქტის პირდაპირ მიწოდებას საბოლოო მომხმარებლისათვის ან საცალო ვაჭრობის პუნქტისათვის, რომელიც უშუალოდ ამარაგებს საბოლოო მომხმარებელს და რომელსაც ამ კოდექსის შესაბამისად აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი;

ა.ვ) ახორციელებს ფერმაში დაკლული ფრინველის და ბოცვრისნაირების ხორცის, ნანადირევი გარეული ცხოველისა და ფრინველის ან ნანადირევის ხორცის პირდაპირ მიწოდებას საბოლოო მომხმარებლისათვის ან საცალო ვაჭრობის პუნქტისათვის, რომელიც უშუალოდ ამარაგებს საბოლოო მომხმარებელს და რომელსაც ამ კოდექსის შესაბამისად აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი;

ა.ზ) ახორციელებს ისეთი ცხოველური წარმოშობის სურსათის შენახვას, რომელიც არ საჭიროებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ტემპერატურის კონტროლს;

ა.თ) ახორციელებს საცალო ვაჭრობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საცალო ვაჭრობა ხორციელდება ცხოველური წარმოშობის სურსათის სხვა საწარმოსთვის მიწოდების მიზნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც:

ა.თ.ა) საქმიანობა მოიცავს მხოლოდ ცხოველური წარმოშობის სურსათის შენახვას ან ტრანსპორტირებას; 

ა.თ.ბ) ცხოველური წარმოშობის სურსათი მხოლოდ ერთი საცალო ვაჭრობის პუნქტიდან მეორე საცალო ვაჭრობის პუნქტს მიეწოდება ადგილობრივად;

ბ) იმ ცხოველის საკვების წარმოებასთან ან/და გადამუშავებასთან, რომელიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

4. ბიზნესოპერატორის აღიარებას ახორციელებს სააგენტო ინსპექტირების შედეგების მიხედვით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.“;

დ) მე-5 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი:

„6. სააგენტო უფლებამოსილია, ბიზნესოპერატორის მოთხოვნის შემთხვევაში, აღიაროს ისეთი საქმიანობა, რომელიც ამ კოდექსის შესაბამისად არ ექვემდებარება სავალდებულო აღიარებას.“.

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21და 212 მუხლები:

„მუხლი 211. სააგენტოს სამართლებრივი სტატუსი

1. სააგენტო არის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს  სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლს, ვეტერინარულ სახელმწიფო კონტროლს და ფიტოსანიტარიულ სახელმწიფო კონტროლს.

2. სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

3. სააგენტოს სტრუქტურა, ფუნქციები და უფლებამოსილებანი განისაზღვრება მისი დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი.

4. სააგენტოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის წარდგინებით.

მუხლი 212. სააგენტოს დაფინანსება

1. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;

ბ) სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასური;

გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადა და საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

3. 64-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 64. პირის საქმიანობა ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის ან/და ბიზნესოპერატორად აღიარების გარეშე

1. პირის საქმიანობა ამ კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რეგისტრაციის გარეშე –

გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით და საქმიანობის შეჩერებას, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და საქმიანობის შეჩერებას.

2. პირის საქმიანობა ამ კოდექსის მე-13 მუხლის 11 ნაწილის მოთხოვნის დარღვევით –

გამოიწვევს პირის გაფრთხილებას, ხოლო დარღვევის განმეორება – პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

3. პირის საქმიანობა ამ კოდექსის მე-13 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული აღიარების გარეშე –

გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და საქმიანობის შეჩერებას.“.

4. 75-ე მუხლის:

ა) 31 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ კოდექსის მე-13 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ან/და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბიზნესოპერატორის საქმიანობა აღიარების გარეშე 2017 წლის 1 იანვრამდე არ გამოიწვევს ამ კოდექსის 64-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დაჯარიმებას.“.

5. 76-ე მუხლის:

ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. 2020 წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსით გათვალისწინებული სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის კონტროლი და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა  არ გავრცელდეს ამ კოდექსის მე-2 მუხლის „ყ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფიზიკური პირის, გარდა ინდივიდუალური მეწარმისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, საქმიანობაზე.“; 

ბ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 4ნაწილი:

„41.  2020 წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსის მე-13 მუხლის პირველი და 1ნაწილების მოთხოვნები და მათთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა არ გავრცელდეს ამ კოდექსის მე-2 მუხლის „ყ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფიზიკური პირის, გარდა ინდივიდუალური მეწარმისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, საქმიანობაზე.“. 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის 2 სექტემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

24 ივნისი 2016 წ.

N5568-IIს