დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5567-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 24/06/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/07/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 040150000.05.001.018218 |
|
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2008, მუხ. 298) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) ეკონომიკური საქმიანობა – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დამტკიცებული საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორით გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობის სახეები;“; ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) რეგისტრაცია – ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით;“; გ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „რ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან – ამონაწერი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრიდან, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ან ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან;“. 2. მე-4 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, სამისამართო და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრების ერთობლიობა.“; ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრი არის რეგისტრირებულ ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ, აგრეთვე ეკონომიკური საქმიანობის ადგილის (მისამართის) შესახებ მონაცემების ერთობლიობა.“. 3. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 და 23 პუნქტები: „22. ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან ამონაწერი მზადდება ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრისა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის საფუძველზე და ასახავს სუბიექტის შესახებ ამ რეესტრებში რეგისტრირებულ, ძალაში მყოფ მონაცემებს. 23. ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან ამონაწერი მზადდება ქართულ ენაზე, ხოლო დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში − აგრეთვე ინგლისურ ენაზე. ამ ამონაწერის ინგლისურ ენაზე მომზადების შემთხვევაში სავალდებულოა მისი ქართულ ენაზე მომზადებაც.“. 4. 201 მუხლის მე-6–მე-8 პუნქტები ამოღებულ იქნეს. 5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის IV3 თავი: „თავი IV3. ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრი
მუხლი 203. ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრის წარმოების პრინციპები 1. ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრირდება მონაცემები სუბიექტების ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ, აგრეთვე ეკონომიკური საქმიანობის ადგილის (მისამართის) შესახებ. 2. ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაცია ნებაყოფლობითია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3. თუ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში სავალდებულოა ეკონომიკური საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია, სუბიექტს შესაბამისი ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების უფლება ენიჭება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. 4. თუ სავალდებულო რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციის საფუძველი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით აწვდის ინფორმაციას წარდგენილი მოთხოვნისა და დოკუმენტების შესახებ. ამ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ინფორმაციის ერთმანეთისათვის მიწოდების წესი და პროცედურა განისაზღვრება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციის, მასში ცვლილების ან მისი შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისთვის დადგენილი ვადის გაშვება დადებით გადაწყვეტილებად მიიჩნევა და მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია. 6. ეკონომიკური საქმიანობა რეგისტრირებულად, რეგისტრირებული მონაცემები შეცვლილად და რეგისტრაცია შეწყვეტილად ითვლება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მომენტიდან. 7. ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციის ვადაა 1 წელი რეგისტრაციის მომენტიდან. ამ ვადის გასვლა იწვევს რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების ძალადაკარგულობას, თუ დაინტერესებული პირი არ წარადგენს მოთხოვნას რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შესახებ.“. 6. 29-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებისა და ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებისა, რომლის მიღების წინაპირობა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა, საჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. ამ კანონის 203 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან ერთად, სასამართლოში.“.
მუხლი 2 1. 2016 წლის 2 სექტემბრამდე „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 201 მუხლის მე-6 და 61 პუნქტების შესაბამისად რეგისტრირებული სუბიექტების საქმიანობები მიიჩნევა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრირებულად და მათზე ვრცელდება ამ კანონის პირველი მუხლით დადგენილი წესები. 2. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 203 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი ვადა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტების მიმართ აითვლება 2016 წლის 2 სექტემბრიდან.
მუხლი 3. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2016 წლის 1 აგვისტომდე დაამტკიცოს ეკონომიკური საქმიანობის სახეების კლასიფიკატორის ევროპული სტანდარტების შესაბამისი საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორი.
მუხლი 4 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლები ამოქმედდეს 2016 წლის 2 სექტემბრიდან. |
ქუთაისი, 24 ივნისი 2016 წ. N5567-IIს |
დოკუმენტის კომენტარები