დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 დეკემბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 19 |
დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 30/06/2016 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/07/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.153.016332 |
|
,,მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 დეკემბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისადმცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
,,მცხეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 დეკემბრის №58 დადგენილებაში (სსმ, 04/01/2016; 190020020.35.153.016308) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების პირველ მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
;“ ბ) დადგენილების მე-2 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
;“ გ) დადგენილების მე-7 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯები 9 586,7 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
;“ დ) დადგენილების მე-8 მუხლში და მე-8 მუხლის „ა“ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 5 549,9 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 5 799,9 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
;“ ე) დადგენილების მე-9 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 9. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
;“ ვ) დადგენილების მე-10 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის მთლიანი სალდო (-3 286,3) ათასი ლარის ოდენობით .“. ზ) დადგენილების მე-11 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება (-3 459,7) ათასი ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 3 459,7 ლარის ოდენობით. “. თავი II მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები „მუხლი 16. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები თ) დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის 2.1 ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) 2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მცხეთის მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება და ახალი/მეორე მნიშვნელობის გზების, საყრდენი კედლების, ხიდების და ბოგირების მშენებლობა-რეაბილიტაცია. მიმდინარე წელს დასრულდება შიდა საუბნო გზების მოხრეშვა მუხრანში; 2016 წელს დაგეგმილია სოფ. ხოდაბუნების, მუხათგვერდის, არაშენდის გზების რეაბილიტაცია; სოფ. ქსოვრისის გზის რეაბილიტაციის რეგიონული ინფრაპროექტის თანადაფინანსება; სოფ. კევლიანში ბოგირის მოწყობა; ი) დადგენილების მე-17 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები