დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 მაისის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 292 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/06/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/07/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240140000.10.003.019357 |
|
„დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 მაისის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 მაისის №206 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/05/2016, 240140000.10.003.019271) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-7 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. პროგრამის ბენეფიციარის დამფუძნებელი ვალდებულია, პროგრამის ბენეფიციარის კაპიტალში განახორციელოს ფულადი შენატანი პროექტის მთლიანი ფულადი ბიუჯეტის არანაკლებ 10%-ის ოდენობით და არამატერიალური აქტივი. 5. პროგრამის ბენეფიციარის კაპიტალში ფონდი არ შეიძლება ფლობდეს 50%-ზე მეტს, ხოლო პროგრამის ბენეფიციარის კაპიტალში მისი დამფუძნებლის მონაწილეობა განისაზღვრება არანაკლებ 50%-ით, რაც გულისხმობს იმას, რომ პროგრამის ბენეფიციარში განმცხადებლის მიერ შესატანი არამატერიალური აქტივის სანაცვლოდ ფონდის პარტნიორი მიიღებს კაპიტალის 45%-ს, თუ პარტნიორების მიერ შეთანხმებული წესით შედგენილი აუდიტორული შეფასებით არამატერიალური აქტივის ღირებულება უფრო დიდი ღირებულებით არ შეფასდება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები