„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5439-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 010290000.04.001.016177
5439-IIს
22/06/2016
ვებგვერდი, 12/07/2016
010290000.04.001.016177
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 76) 30-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიებზე გასანაწილებლად გამოყოფილი თანხა პარტიებს გადაეცემათ ამ მუხლით დადგენილი წესით. პარტიის დაფინანსების უფლება წარმოიშობა საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გამართვის მომდევნო დღიდან, აგრეთვე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების საერთო არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ყველა ოქმის გამოქვეყნების მომდევნო დღიდან. პარტიის დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, ამ კანონის, საქართველოს პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის, პარტიის მიერ საპარლამენტო ფრაქციის შექმნის შესახებ ინფორმაციისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების საერთო არჩევნების შედეგების საფუძველზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

22 ივნისი 2016 წ.

N5439-IIს