დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5445-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 22/06/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/06/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 200000000.05.001.018173 |
|
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. 184-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) საქართველოში მობილურ ან ფიქსირებულ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების გაწევის მომენტი.“. 3. 185-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) საქართველოში მობილურ ან ფიქსირებულ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების გაწევის შემთხვევაში − ზარის ხანგრძლივობის მიხედვით.“. 4. 188-ე მუხლის: ა) მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 5. 189-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილები ამოღებულ იქნეს. 6. 191-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ამ კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქციზის გადამხდელი;“. 7. 309-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 97-ე ნაწილი: „97. ამ კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განაკვეთი 2017 წლის 1 იანვრამდე არის 8 პროცენტი, ხოლო 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 იანვრამდე − 3 პროცენტი.“. მუხლი 2 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-6 ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-6 ნაწილები ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან. |
ქუთაისი, 22 ივნისი 2016 წ. N5445-IIს |
დოკუმენტის კომენტარები