დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 71/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 22/06/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/06/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.017145 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (22/06/2016 - 02/08/2017)
|
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
|
მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 11/09/2013, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.016655) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული წესდების:
1. მე-5 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: ,,21. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მართვის ორგანოებია დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორი.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. უნივერსიტეტის სტრუქტურა შედგება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების − ფაკულტეტებისაგან, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულებისაგან, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისაგან, უნივერსიტეტის ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკისაგან, დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულებისაგან, დამხმარე სამეცნიერო ერთეულებისგან, რექტორის მრჩეველთა საბჭოს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების (ადმინისტრაციის) და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან: რექტორის აპარატისაგან, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატისაგან, წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნოსა და აკადემიური საბჭოს სამდივნოსაგან.“; გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულების მიზანია საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშეწყობა. დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულები ახორციელებენ დამხმარე საგანმანათლებლო საქმიანობას და უფლებამოსილი არიან მონაწილეობა მიიღონ სასწავლო პროცესში. დ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსი ,,41“ და ,,42“ პუნქტები: 41.უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეულების მიზანია სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა, უცხოეთის წამყვან სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან და/ან სხვა საერთაშორისო ფონდებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, თანამედროვე სამეცნიერო-კვლევითი პრობლემატიკის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება. დამხმარე სამეცნიერო ერთეულები ახორციელებენ სამეცნიერო საქმიანობას და შესაძლებელია მონაწილეობდნენ სასწავლო პროცესში. 42. უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო და დამხმარე სამეცნიერო ერთეულები, როგორც წესი, ფინანსდება მხოლოდ ამ ერთეულის ინიციატივით კანონმდებლობით დადგენილი წესით უნივერსიტეტის ბიუჯეტში მოზიდული სახსრებით.“; ე) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესდების 232 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს და შექმნილი უნდა იყოს ამ წესდებით დადგენილი წესით. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულები ახორციელებენ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და უფლებამოსილნი არიან მონაწილეობა მიიღონ სასწავლო პროცესში. 6. ამ მუხლის მე-4, 41, და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულების ავტონომიურობის ფარგლები, სტრუქტურა, მართვისა და საქმიანობის წესი დგინდება ამ სტრუქტურული ერთეულების დებულებებით, რომლებიც მათი წარდგინებით მტკიცდება ამ წესდებით დადგენილი წესით.“. 2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის: ა),,ბ“ და ,,გ“ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ) აკადემიური პერსონალის, სამეცნიერო პერსონალისა და სტუდენტთა აკადემიურ თავისუფლებას; გ) აკადემიური პერსონალის, სამეცნიერო პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღებასა და მათი შესრულების კონტროლის პროცესში;“; ბ),,ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ“ ქვეპუნქტი: ,,ვ) უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობასა და ღიაობას, აკადემიურ თავისუფლებას, უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში, უნივერსიტეტის მართვის გამჭვირვალობას, უმაღლესი განათლების სფეროში ყოველგვარი დისკრიმინაციის აკრძალვას, მათ შორის, აკადემიური, ეთნიკური, სოციალური ან რელიგიური კუთვნილების ან/და შეხედულების, სქესისა და სხვა ნიშნით.“. 3. მე-7 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. აკადემიური საბჭოს წევრები პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩევიან: ა) ფაკულტეტის წარმომადგენელი აკადემიური საბჭოს წევრები – ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ; ბ) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარმომადგენლები – დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების სამეცნიერო პერსონალის ყველა წევრის მიერ.“ ; ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. აკადემიურ საბჭოში თითოეული: ა) ფაკულტეტიდან აირჩევა 3 წარმომადგენელი. არჩეულად ითვლება კენჭისყრის მიხედვით საუკეთესო შედეგის მქონე შესაბამისი რაოდენობის კანდიდატები/კანდიდატი; ბ) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულიდან 1 წარმომადგენელი. არჩეულად ითვლება კენჭისყრის მიხედვით საუკეთესო შედეგის მქონე შესაბამისი რაოდენობის კანდიდატები/კანდიდატი. 5. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა: ა) ფაკულტეტის წარმომადგენელი აკადემიური საბჭოს წევრი – პროფესორი ან/და ასოცირებული პროფესორი; ბ) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულიდან დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარმომადგენელი.“; გ) მე-6 პუნქტის: გ.ა) ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;“; გ.ბ) ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დ) სხვა სამეცნიერო ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური, ადმინისტრაციული ან სამეცნიერო თანამდებობის დაკავება;“; გ.დ) ,,დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ1“ ქვეპუნქტი: ,,დ1) შესაბამისი ფაკულტეტის პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ან შესაბამისი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის თანამშრომლის თანამდებობაზე შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტა;“; დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,7. აკადემიურ საბჭოში არჩეული ფაკულტეტების წარმომადგენლების შემადგენლობა ექვემდებარება ერთი მესამედით განახლებას 2 წლის გასვლის შემდეგ.“ ე) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,71“ პუნქტი: ,,71. აკადემიურ საბჭოში ვადამდე უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის ნაცვლად არჩეული წევრის უფლებამოსილების ვადის განსაზღვრის აუცილებლობის შემთხვევაში, ტარდება წილისწყრა. წილისყრის წესსა და პირობებს განსაზღვრავს აკადემიური საბჭო.“ . 4. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის: ა),,თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ1“ - ,,თ5“ ქვეპუნქტები: ,,თ1) უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორს; თ2) უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარდგინებით განიხილავს და წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებას და უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს; თ3) განიხილავს და წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესს; თ4) უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით განიხილავს და ამტკიცებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესს; თ5) ფაკულტეტის წარდგინებით განიხილავს და ამტკიცებს შესაბამისი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მიერ სტუდენტთა საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების და დისერტაციების შესრულებაში მონაწილეობის, აგრეთვე სტუდენტთა სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში ჩართვის წესს;“; ბ) ,,ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ღ) დადგენილებით იღებს დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულების, დამხმარე სამეცნიერო ერთეულების, უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების დებულებებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;“. 5. მე-10 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა წარმომადგენლობითი საბჭო, რომელიც აირჩევა უნივერსიტეტის ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე სტუდენტებისა და აკადემიურ პერსონალის მიერ ცალ-ცალკე, წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევის მომენტში ფაკულტეტებზე მათი რაოდენობის პროპორციულად. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში საბჭოს წევრის სტატუსით შედის უნივერსიტეტის თითოეული დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის მიერ არჩეული 1 წარმომადგენელი."; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. წარმომადგენლობით საბჭოში შედის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი და უნივერსიტეტის ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი; გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,41“ პუნქტი: ,,41. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა რაოდენობის შეცვლის გადაწყვეტილებას იღებს თავად წარმომადგენლობითი საბჭო კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში წარმომადგენლობითი საბჭოს წევრები აირჩევიან მოქმედი წარმომადგენლობითი საბჭოს წევრების დარჩენილი უფლებამოსილების ვადით.“; დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 5. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია უნივერსიტეტთან მათი, შესაბამისად, აკადემიური ან/და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.“. 6. მე-11 მუხლის: ა) პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დ) ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს ფაკულტეტის დებულებას, აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულების, დამხმარე სამეცნიერო ერთეულების, უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების დებულებებს, ხოლო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით – ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;“ ; ბ) პირველი პუნქტის ,,რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,რ) აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს: რ.ა) აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს; რ.ბ) უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის/ერთეულების სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესს/წესებს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს; რ.გ) უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს;“; 7. მე-14 მუხლის მე-8 პუნქტის: ა),,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ე) ფაკულტეტისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარდგინებით ადგენს აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობების, ხოლო დამხმარე საგანმანათლებლო და დამხმარე სამეცნიერო ერთეულების ხელმძღვანელების წარდგინებით ამ სტრუქტურული ერთეულის პერსონალის ნუსხას და წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს უნივერსიტეტის საშტატო ნუსხის პროექტში შეყვანის მიზნით;“; ბ) ,,ზ“ ქვეპუნტქი ამოღებულ იქნეს; გ) ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ი) ნიშნავს და ათავისუფლებს დამხმარე საგანმანათლებლო და დამხმარე სამეცნიერო ერთეულის ხელმძღვანელს;“; დ) ,,კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,კ) უფლებამოსილია დანიშნოს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი;“ . 8. მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ლ1“ ქვეპუნქტი: ,,ლ1) ხელმძღვანელობს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მიერ საკუთარი ბიუჯეტის პროექტების შედგენას და წარმომადგენლობითი საბჭოსთვის წარდგენას;“. 9. მე-17 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს წარდგინებით. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი მტკიცდება 4 წლის ვადით. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელისათვის წასაყენებელ მოთხოვნებს განსაზღვრავს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,6. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სწავლების ხარისხის მაღალ დონეს სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და სხვა) დანერგვისა და ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებით. უნივერსიტეტი აგრეთვე უზრუნველყოფს კვლევის ხარისხის მაღალ დონეს კვლევის თანამედროვე მეთოდების დანერგვით.“; გ) მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ“ ქვეპუნქტი: ,,ვ) შეიმუშავებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესს და მას დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს. შეფასების წესი უნდა ეყრდნობოდეს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შეფასების საერთაშორისო სტანდარტებს (შეფასების პროცესში უცხოელ შემფასებელთა მონაწილეობა, სამეცნიერო ბიბლიომეტრიკის სხვადასხვა ფორმის გამოყენება და სხვ.).“. 10. მე-18 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. ფაკულტეტის სტრუქტურა განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით და მის შემადგენლობაში შედის სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი (კათედრა, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ლაბორატორია, კლინიკა, პროგრამული მიმართულება და სხვ.), დამხმარე სამეცნიერო და დამხმარე სტრუქტურული ერთეულები, ასევე ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული.“; ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 - მე-9 პუნქტები: ,,6. ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მართვისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ფაკულტეტის საბჭო. 7. ფაკულტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულს უფლება აქვს, უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული წესით: ა) მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში, აგრეთვე სტუდენტთა მიერ საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების და დისერტაციების შესრულებაში; ბ) ჩართოს სტუდენტები სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში. 8. ფაკულტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეულები ახორციელებენ სამეცნიერო საქმიანობას და შესაძლებელია მონაწილეობდნენ სასწავლო პროცესში. 9. ფაკულტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეულები, როგორც წესი, ფინანსდებიან მხოლოდ ამ ერთეულის ინიციატივით კანონმდებლობით დადგენილი წესით უნივერსიტეტის ბიუჯეტში მოზიდული სახსრებით.“. 11. მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. ფაკულტეტის საბჭო არის ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, რომლის შემადგენლობაში შედიან შესაბამისი ფაკულტეტის სტრუქტურული ერთეულებიდან არჩეული აკადემიური პერსონალი, ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირებისა და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები. საბჭოს წევრთა ოდენობა და ფაკულტეტის საბჭოში მათი წარმომადგენლობის ვადა განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით.“. 12. მე-20 მუხლის: ა) ,,ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ1“- ,,ვ4“ ქვეპუნქტები: ,,ვ1) ქმნის სწავლებისა და კვლევის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმს; ვ2) მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის შეიმუშავებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩატარების წესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად; ვ3) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიზნით განსაზღვრავს სპეციალობის/სპეციალობების ჩამონათვალს საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების ფარგლებში; ვ4) სასწავლო წლის დასაწყისში განსაზღვრავს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდისათვის;“; ბ) ,,თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ1“- ,,თ4“ ქვეპუნქტები: ,,თ1) ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორს; თ2) ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარდგინებით ამტკიცებს ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესს; თ3) ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარდგინებით ამტკიცებს ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებას და ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს; თ4) ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესს;“. 13. 22-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე, მისი აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შიდა შეფასების მიზნით, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მუდმივი განვითარებისათვის იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად.“; ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-7 - მე-10 პუნქტები: ,,7. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური შეიმუშავებს ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესს და მას დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს. 8. ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესი უნდა ეყრდნობოდეს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შეფასების საერთაშორისო სტანდარტებს (შეფასების პროცესში უცხოელ შემფასებელთა მონაწილეობა, სამეცნიერო ბიბლიომეტრიკის სხვადასხვა ფორმის გამოყენება და სხვ.). 9. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას აფასებს ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესის საფუძველზე, რომელსაც შეიმუშავებს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური და ამტკიცებს აკადემიური საბჭო. 10. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელისათვის წასაყენებელ მოთხოვნებს განსაზღვრავს უნივერსიტეტი.“. 14. 23-ე მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. ფაკულტეტზე სადისერტაციო საბჭო იქმნება შესაბამისი დარგის/სპეციალობის მიხედვით. სადისერტაციო საბჭოს/საბჭოების შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-4 და მე-5 პუნქტები: ,,4. ფაკულტეტზე სადისერტაციო საბჭოს შედგენისა და მისი თავმჯდომარის არჩევის წესი განისაზღვრება ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებით. 5. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო შედგება ფაკულტეტის შესაბამისი დარგის/სპეციალობის ყველა პროფესორისა და ასოცირებული პროფესორისაგან, აგრეთვე ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის შესაბამისი დარგის/სპეციალობის უფროსი მეცნიერი თანამშრომლისა და მთავარი მეცნიერი თანამშრომლისაგან. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ შესაბამისი დარგის წარმომადგენლები/სპეციალობის მქონე პირების წარმომადგენლები საქართველოდან და უცხოეთიდან, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული კრიტერიუმებისა და წესის შესაბამისად.“. 15. 23-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 231 – 235 მუხლები: ,,მუხლი 231. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული 1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული არის უნივერსიტეტის ან ფაკულტეტის დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და რომელსაც ჰყავს მართვის ორგანოები. 2. დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესდების 232 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს და შექმნილი უნდა იყოს ამ წესდებით დადგენილი წესით. 3. დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულს უფლება აქვს: ა) განახორციელოს ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა; ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობა; გ) უნივერსიტეტის რექტორის წერილობითი თანხმობით ორგანიზება გაუწიოს სამეცნიერო კონფერენციებსა და სხვა სამეცნიერო ღონისძიებებს; დ) ითანამშრომლოს საქართველოს და უცხოეთის სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან უნივერსიტეტის რექტორის წერილობითი თანხმობით; ე) მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში უნივერსიტეტის რექტორის წერილობითი თანხმობით; ვ) უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული წესით მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებასა და განხორციელებაში, აგრეთვე სტუდენტთა მიერ საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების და დისერტაციების შესრულებაში; ზ) უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული წესით სტუდენტები ჩართოს სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში; თ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.”. 4. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ავტონომიურობის ფარგლები, მართვისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით.“ მუხლი 232. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის კრიტერიუმები და მათი შექმნის წესი 1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული იქმნება ამ წესდებით დადგენილი წესით უნივერსიტეტში ან უნივერსიტეტის ფაკულტეტზე, შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. 2. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის შექმნის გადაწყვეტილებას იღებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. 3. ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის შექმნის გადაწყვეტილებას იღებს ფაკულტეტის საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. 4. უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული შესაძლებელია შეიქმნას მხოლოდ სამეცნიერო საქმიანობის ინსტიტუციური გამოცდილების მქონე სუბიექტისგან (ინსტიტუცია – სტრუქტურული ერთეული, დაწესებულება და სხვ.), მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის შესაქმნელად შესაბამისი სუბიექტი უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ მოცემული კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს მაინც: ა) სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად ან ერთეულად არსებობის არანაკლებ 20 წლის გამოცდილება და ამ პერიოდში საშუალოდ წლიურად სამეცნიერო საქმიანობის განმახორციელებელი არანაკლებ 15 თანამშრომელი, სახელმწიფო საბიუჯეტო მიზნობრივი (მათ შორის, პროგრამული) დაფინანსების არსებობა; ბ) სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად ან ერთეულად არსებობის არანაკლებ 20 წლის გამოცდილება და ამ პერიოდში საშუალოდ წლიურად სამეცნიერო საქმიანობის განმახორციელებელი არანაკლებ 15 თანამშრომელი, საქმიანობის ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებულ და საერთაშორისოდ აღიარებულ ბიბლიოგრაფიულ მონაცემთა ბაზებში (,,Scopus“ ან ,,Web of Science” ან ,,ERIH”) ინდექსირებული სამეცნიერო პუბლიკაციების ფარდობითი მაჩვენებელი არანაკლებ 3.0-ისა, რომელიც განისაზღვრება, როგორც ბოლო 5 წლის განმავლობაში ინდექსირებული პუბლიკაციების რაოდენობის შეფარდება ამავე პერიოდში ინსტიტუციაში სამეცნიერო საქმიანობის განმახორციელებელ თანამშრომელთა საშუალო რაოდენობასთან. 6. ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის შესაქმნელად შესაბამისი ინსტიტუცია უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ მოცემული კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს მაინც: ა) სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად ან ერთეულად არსებობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და ამ პერიოდში საშუალოდ წლიურად სამეცნიერო საქმიანობის განმახორციელებელი არანაკლებ 15 თანამშრომელი, სახელმწიფო საბიუჯეტო მიზნობრივი (მათ შორის, პროგრამული) დაფინანსების არსებობა; ბ) სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად ან ერთეულად არსებობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და ამ პერიოდში საშუალოდ წლიურად სამეცნიერო საქმიანობის განმახორციელებელი არანაკლებ 15 თანამშრომელი, საქმიანობის ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებულ და საერთაშორისოდ აღიარებულ ბიბლიოგრაფიულ მონაცემთა ბაზებში (,,Scopus“ ან ,,Web of Science” ან ,,ERIH”) ინდექსირებული სამეცნიერო პუბლიკაციების ფარდობითი მაჩვენებელი არანაკლებ 3.0-ისა, რომელიც განისაზღვრება, როგორც ბოლო 5 წლის განმავლობაში ინდექსირებული პუბლიკაციების რაოდენობის შეფარდება ამავე პერიოდში ინსტიტუციაში სამეცნიერო საქმიანობის განმახორციელებელ თანამშრომელთა საშუალო რაოდენობასთან. 7. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ამ მუხლის მე-5 ან მე-6 პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების დაკმაყოფილების საფუძველზე შექმნისას აუცილებელია არსებობდეს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დეტალური აღწერა (სადაც უნდა განახორციელოს ამ ერთეულმა საქმიანობა), წლიური ბიუჯეტის პროექტი (ყველა აუცილებელი ხარჯის გათვალისწინებით), რითაც საბუთდება ხარჯების მიზანშეწონილობა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული არსებობის მდგრადობა. 8. უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული პერიოდულად შესაძლებელია შემოწმდეს ამ მუხლის მე-5 ან მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ კრიტერიუმებთან და ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილ პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე. 9. ამ მუხლის მე-5 ან მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ კრიტერიუმებთან და მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევითი ერთეული კარგავს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის შესაბამის სტატუსს და სტატუსის დაკარგვიდან არანაკლებ 1 წლის გასვლის შემდეგ აქვს უფლება მოითხოვოს იმავე სტატუსის მიღება ამ წესდებით დადგენილი წესით. 10. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო უფლებამოსილია უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევით ერთეულის შექმნის საკითხის განხილვისას მიიღოს გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კრიტერიუმების ერთდროულად დაკმაყოფილების ვალდებულების შესახებ. ამ შემთხვევაში უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სტატუსის მისაღებად შესაბამისი სუბიექტი, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პირობებისა, უნდა აკმაყოფილებდეს წინამდებარე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ყველა კრიტერიუმს ერთობლივად. 11. უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის საბჭო უფლებამოსილია ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის შექმნის საკითხის განხილვისას მიიღოს გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კრიტერიუმის ერთდროულად დაკმაყოფილების ვალდებულების შესახებ. ამ შემთხვევაში ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სტატუსის მისაღებად შესაბამისი ინსტიტუცია, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პირობებისა, უნდა აკმაყოფილებდეს წინამდებარე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ყველა კრიტერიუმს ერთობლივად. 12. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სტატუსის დაკარგვის შემთხვევაში, შესაბამისი ერთეული შესაძლებელია რეორგანიზებული იქნას ამ წესდებით გათვალისწინებულ სხვა სტრუქტურულ ერთეულად. მუხლი 233. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სტრუქტურა და მართვა 1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სტრუქტურა შეიძლება ითვალისწინებდეს ძირითად და დამხმარე სტრუქტურულ ერთეულებს. 2. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მართვის ორგანოებია დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორი. 3. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო და არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულები, მათი ხელმძღვანელობისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებას ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო, ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებას – ფაკულტეტის საბჭო. 4. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ღია კონკურსის საფუძველზე ირჩევს სამეცნიერო საბჭო და ამტკიცებს დირექტორი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულების შესაბამისად. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელად შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს. თუ პირს არ უკავია დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე სათანადო სამეცნიერო თანამდებობაზე არჩეულად. 5. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არჩევის/დანიშვნის წესი განისაზღვრება დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით. მუხლი 234. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო 1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლები ქმნიან დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს. 2. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო: ა) განიხილავს და წყვეტს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო მართვისა და განვითარების საკითხებს; ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში მონაწილეობს კვლევითი კომპონენტის შესრულების მონიტორინგის პროცესში; გ) ასრულებს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. 3. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს საქმიანობას წარმართავს მისი წევრებისაგან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული თავმჯდომარე. 4. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებები, უფლებამოსილების ვადა, არჩევისა და უფლებამოსილების შეწყვეტის წესი განისაზღვრება დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით. მუხლი 235. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორი 1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის საქმიანობას ხელმძღვანელობს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორი. 2. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის კანდიდატურას 5 წლის ვადით, ღია კონკურსის საფუძველზე შეარჩევს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს/ფაკულტეტის საბჭოს. კანდიდატურის დამტკიცებაზე აკადემიური საბჭოს/ფაკულტეტის საბჭოს დასაბუთებული უარის შემთხვევაში დამოუკიდებელი სამეცნიერო- კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო წარადგენს იმავე კანდიდატს ან შეარჩევს სხვა კანდიდატურას. კანდიდატურის დამტკიცებაზე აკადემიური საბჭოს/ფაკულტეტის საბჭოს განმეორებითი უარის შემთხვევაში უნივერსიტეტის/ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს რექტორი. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო ვალდებულია არაუგვიანეს 6 თვისა შეარჩიოს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის ახალი კანდიდატურა. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ინიშნება აკადემიური საბჭოს/ფაკულტეტის საბჭოს მიერ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის კანდიდატურის დამტკიცებამდე. 3. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს ამ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს და რომლის ასაკი 65 წელს არ აღემატება. თუ პირს არ უკავია დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობის დაკავების შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე არჩეულად. 65 წლის ასაკის მიღწევა არ იწვევს დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტას. 4. ერთმა და იმავე პირმა დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობა ზედიზედ შეიძლება მხოლოდ ორჯერ დაიკავოს. 5. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის კანდიდატურის შერჩევის წესი და დირექტორის უფლებამოსილებები განისაზღვრება დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით.". 16. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 26. უნივერსიტეტის პერსონალი 1. უნივერსიტეტში არსებობს ადმინისტრაციული, აკადემიური, სამეცნიერო, მკვლევართა, მასწავლებელთა და დამხმარე თანამდებობები. 2. უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ, აკადემიურ, სამეცნიერო, მკვლევართა და დამხმარე თანამდებობებზე პირი მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით შესაძლებელია დასაქმებულ იქნეს არაუმეტეს 12 თვის ვადით, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“ . 17. 29-ე მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, განსაკუთრებული პროფესიული ან/და სამეცნიერო მიღწევები და მნიშვნელოვანი პუბლიკაციები. პირი პროფესორის თანამდებობაზე უვადოდ აირჩევა. 2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, 7 წლის ვადით, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.” ბ) 51 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,, 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პირობებით აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი განისაზღვრება აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესით.“. 18. 29-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 291 მუხლი: ,,მუხლი 291. პროფესორის ატესტაცია 1. პროფესორი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ატესტაციის გავლას. ატესტაცია ტარდება ამისათვის რექტორის ბრძანებით შექმნილი შესაბამისი კომისიის/კომისიების მიერ. 2. ატესტაცია ტარდება 2 ეტაპად – განხორციელებული აკადემიური საქმიანობის შეფასება და გასაუბრება. პროფესორის აკადემიური საქმიანობის შეფასება ეფუძნება აკადემიური პერსონალის მიერ შესასრულებელი საქმიანობისათვის უნივერსიტეტის მიერ დადგენილი პირობების შემცველ სამართლებრივ აქტს. 3. ატესტაციის შედეგად შესაბამისი კომისია თითოეულ პროფესორზე ადგენს დასკვნას და აკადემიური საბჭოს წინაშე, ატესტაციის შედეგებზე დაყრდნობით შუამდგომლობს, პროფესორი დარჩეს თუ გათავისუფლდეს მის მიერ დაკავებული თანამდებობიდან. 4. ატესტაციის ჩატარების ერთიან წესსა და პირობებს შეიმუშავებს რექტორი, ფაკულტეტებთან შეთანხმებით და განსახილველად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს. 5. ატესტაციის ჩატარების ერთიან წესსა და პირობებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. 19. 32-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 321 – 324 მუხლები: მუხლი 321. უნივერსიტეტის სამეცნიერო პერსონალი 1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალი შეიძლება შედგებოდეს მეცნიერებისა და პოსტდოქტორანტებისაგან. 2. მეცნიერები არიან შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების მქონე პირები: მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი და მეცნიერი თანამშრომელი. 3. პოსტდოქტორანტია პირი, რომელსაც კონკრეტული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის განსახორციელებლად არაუმეტეს 2 წლის ვადით, კონკურსის საფუძველზე ირჩევს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო ფაკულტეტზე ან დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული წესით. პოსტდოქტორანტად პირი შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ. მუხლი 322. სამეცნიერო თანამდებობის დაკავების წესი 1. სამეცნიერო თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის საფუძველზე, რომელიც უნდა ჩატარდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების შესაბამისად. 2. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები და მნიშვნელოვანი პუბლიკაციები. პირი მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას უვადოდ იკავებს. 3. მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ატესტაციის გავლას. ატესტაცია ტარდება რექტორის ბრძანებით შექმნილი შესაბამისი კომისიის/კომისიების მიერ. ატესტაცია ტარდება 2 ეტაპად - განხორციელებული სამეცნიერო საქმიანობის შეფასება და გასაუბრება. კომისიის მიერ სამეცნიერო საქმიანობის შეფასება ეფუძნება მინიმალურ სამეცნიერო მოთხოვნებს (კრიტერიუმებს), რომლებიც აისახება ატესტაციის ჩატარების ერთიანი წესისა და პირობების დამდგენ სამართლებრივ აქტში. ატესტაციის შედეგად შესაბამისი კომისია თითოეულ მეცნიერზე ადგენს დასკვნას. კომისია აკადემიური საბჭოს წინაშე და ატესტაციის შედეგებზე დაყრდნობით შუამდგომლობს, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი დარჩეს თუ გათავისუფლდეს მის მიერ დაკავებული თანამდებობიდან. ატესტაციის ჩატარების ერთიან წესსა და პირობებს შეიმუშავებს რექტორი, დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულების წარდგინებით და განსახილველად გადასცემს აკადემიურ საბჭოს. ატესტაციის ჩატარების ერთიან წესსა და პირობებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. 4. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. პირი უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას იკავებს 7 წლის ვადით. 5. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. პირი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას იკავებს 4 წლის ვადით. 6. სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების თარიღი და დამატებითი პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობითა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით გათვალისწინებული წესით, შესაბამისი საბუთების მიღებამდე 1 თვით ადრე. 7. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს და უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს შეიმუშავებს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო და განსახილველად წარუდგენს უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს, რომელიც აღნიშნულ წესსა და დამატებით პირობებს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს. 8. ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესს და ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს შეიმუშავებს ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს. 9. უნივერსიტეტი უფლებამოსილია დაადგინოს უფროსი მეცნიერი თანამშრომლისა და მეცნიერი თანამშრომლისათვის დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის პროცედურის გავლის ვალდებულება, მათი არჩევიდან არანაკლებ ნახევარი ვადის გასვლის შემდგომ არაუმეტეს ერთხელ. აღნიშნული პროცედურა ტარდება რექტორის ბრძანებით შექმნილი შესაბამისი კომისიის/კომისიების მიერ, 2 ეტაპად - განხორციელებული სამეცნიერო საქმიანობის შეფასება და გასაუბრება. კომისიის მიერ სამეცნიერო საქმიანობის შეფასება ეფუძნება უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს და უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს. დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის პროცედურის შედეგად, კომისია თითოეულ მეცნიერზე ადგენს დასკვნას და აკადემიური საბჭოს წინაშე შუამდგომლობს, უფროსი ან მეცნიერი თანამშრომელი დარჩეს თუ გათავისუფლდეს მის მიერ დაკავებული თანამდებობიდან. 10. პოსტდოქტორანტად აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული წესით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი. მუხლი 323. სამეცნიერო პერსონალის შრომითი ურთიერთობები 1. სამეცნიერო პერსონალთან იდება წერილობითი შრომითი ხელშეკრულება. 2. სამეცნიერო პერსონალთან დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა; გ) დისციპლინური ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა; დ) შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დარღვევა; ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები. მუხლი 324. მეცნიერის უფლებები და მოვალეობები 1. მეცნიერის უფლებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით ან/და შრომითი ხელშეკრულებით. 2. მეცნიერს უფლება აქვს: ა) გარე ჩარევის გარეშე განახორციელოს სამეცნიერო კვლევა და შეუზღუდავად გამოაქვეყნოს კვლევის შედეგები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი შეზღუდვა შრომითი ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული ან ისინი შეიცავენ სახელმწიფო საიდუმლოებას; ბ) დამოუკიდებლად განსაზღვროს სამეცნიერო კვლევის შინაარსი, კვლევის მეთოდები და საშუალებები; გ) მონაწილეობა მიიღოს საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო და კვლევითი კომპონენტების შესრულებაში; დ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებასთან ერთად მონაწილეობა მიიღოს საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებელ კონკურსებში, აგრეთვე ისარგებლოს ინდივიდუალური გრანტის/გრანტების დაფინანსებით და მიიღოს დამატებითი დაფინანსება; ე) განახორციელოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი. 3. მეცნიერი ვალდებულია: ა) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობითა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით დადგენილი მოთხოვნები; ბ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ყოველწლიურად წარადგინოს შესრულებული სამუშაოს ანგარიში. 4. უნივერსიტეტი/ფაკულტეტი და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული უზრუნველყოფენ სამეცნიერო პერსონალის სამეცნიერო კვლევის თავისუფლებას.“. 20. 33-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი და მისი მოადგილე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე, ფაკულტეტების დეკანები და მათი მოადგილეები, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორები და მათი მოადგილეები, ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსები.“; ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-5 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: ,,51. მკვლევართა თანამდებობებს მიეკუთვნება უნივერსიტეტის მიერ დამხმარე სამეცნიერო ერთეულში განსაზღვრული მკვლევართა თანამდებობები.“ 21. 34-ე მუხლის ,,დ“ ქეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;“ 22. 36-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. უნივერსიტეტის სტუდენტი არის პირი, რომელიც ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უნივერსიტეტში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად, აგრეთვე პირი, რომელიც ჩარიცხულია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელიც ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ასრულებს სასწავლო კომპონენტის ან/და კვლევითი კომპონენტის ნაწილს უნივერსიტეტში ან/და დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში“. |
მუხლი 2 |
1. წინამდებარე ბრძანების ამოქმედების დროისთვის უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების დირექტორები, სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები, მთავარი მეცნიერი თანამშრომლები, უფროსი მეცნიერი თანამშრომლები და მეცნიერი თანამშრომლები ჩაითვალონ სამსახურში მიღებულად ამ წესდების 232 მუხლით დადგენილი წესით დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების შექმნამდე.
2. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების სამეცნიერო პერსონალის პირველი ატესტაცია ჩატარდეს არაუგვიანეს 2017 წლის პირველი იანვრისა. 3. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების უნივერსიტეტის წესდებით დადგენილ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენის პირველი პროცედურის ჩატარება უზრუნველყოს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი წლის ვადაში. |
მუხლი 3 |
ეს ბრძანება, გარდა მისი პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული –
სსიპ –
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა, მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
მუხლი 4 |
წინამდებარე ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული –
სსიპ –
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი, მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი და მე-5 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2016 წლის 1 ივლისიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები