სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1128
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021584
  • Word
1128
13/06/2016
ვებგვერდი, 27/06/2016
000000000.00.003.021584
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1128

2016 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად – 1 (ერთი) ლარად,  გადაეცეთ ამავე დანართში მითითებულ ფიზიკურ პირებს.

2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს საპრივატიზებო შემოსულობის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) თვის ვადაში.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                           გიორგი კვირიკაშვილი