„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 123
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.016874
123
15/06/2016
ვებგვერდი, 16/06/2016
040030000.22.033.016874
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №123

2016 წლის 15 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით (ვებგვერდი, 110524001, 25.05.2011წ., სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.033.016192) დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი, 11 და 12 ნაწილებით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გააჩეროს პირი და სატრანსპორტო საშუალება, მოსთხოვოს მას პირადობის დამადასტურებელი საბუთი, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთები, მოახდინოს სატრანსპორტო საშუალების ვიზუალური დათვალიერება. შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების გაჩერება ხდება ხელით გამოხატული ჟესტით ან სპეციალური ხმოვანი სიგნალისა და სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს საშუალებით. პროცედურის დაწყების წინ ირთვება ლურჯი ფერის ციმციმა სიგნალი, რომელიც რჩება მუშაობის რეჟიმში პროცედურის დასრულებამდე. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მოქმედება გასაგები უნდა იყოს მძღოლისთვის, ხოლო სიგნალები მიეცეს დროულად, რათა საგზაო მოძრაობის მონაწილეებმა არ მიმართონ იძულებით მანევრირებას და მკვეთრი დამუხრუჭებით დაბრკოლება არ შეუქმნან სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობას. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიმართ უპირატესობის მისაღებად, ლურჯი ფერის ციმციმა სიგნალთან ერთად ჩართოს სპეციალური ხმოვანი სიგნალი (პრიორიტეტით სარგებლობა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც მძღოლი დარწმუნდება, რომ მას გზას უთმობენ). ლურჯი ფერის ციმციმა სიგნალის, სპეციალური ხმოვანი სიგნალის და სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური