დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5373-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 08/06/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/06/2016 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 02/04/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 140060000.05.001.018168 |
5373-IIს
08/06/2016
ვებგვერდი, 24/06/2016
140060000.05.001.018168
„სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
|
„სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 61) 24-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სახანძრო უსაფრთხოების წესების სავალდებულო სწავლებას ბავშვებისათვის, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების აღსაზრდელებისა და სასწავლო დაწესებულებების მოსწავლეებისათვის ახორციელებენ შესაბამისი უწყებები სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურთან შეთანხმებული პროგრამებით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 აპრილიდან. |
ქუთაისი, 8 ივნისი 2016 წ. N5373-IIს |
დოკუმენტის კომენტარები