2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 4 იანვრის №1/2016 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 31/2016
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 10/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 010240060.15.008.016270
31/2016
10/06/2016
ვებგვერდი, 13/06/2016
010240060.15.008.016270
2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 4 იანვრის №1/2016 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №31/2016

2016 წლის 10 ივნისი

ქ. თბილისი

2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 4 იანვრის №1/2016 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 4 იანვრის №1/2016 დადგენილებით (სსმ ვებგვერდი 05/01/2016 010240060.15.008.016240) დამტკიცებულ დანართში შევიდეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან  2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი

დანართი

პროგრამული კოდი ხარჯთაღრიცხვა  სულ
(ლარი) 
06 02 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია      38,136,230
  ხარჯები           37,312,530
  შრომის ანაზღაურება           21,027,522
  საქონელი და მომსახურება             7,520,641
  სხვა ხარჯები             8,764,367
  არაფინანსური აქტივების ზრდა                823,700
06 02 01 არჩევნების ჩატარების ღონისძიებები      30,888,046
  ხარჯები           30,064,346
  შრომის ანაზღაურება           20,707,739
  საქონელი და მომსახურება             6,763,841
  სხვა ხარჯები             2,592,767
  არაფინანსური აქტივების ზრდა                823,700
06 02 02 არჩევნებისთვის მოხელეთა მომზადება-გადამზადება        1,076,583
  ხარჯები             1,076,583
  შრომის ანაზღაურება                319,783
  საქონელი და მომსახურება                756,800
06 02 03 საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯები        1,981,100
  ხარჯები             1,981,100
  სხვა ხარჯები             1,981,100
06 02 04 საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დაფინანსება        4,190,500
  ხარჯები             4,190,500
  სხვა ხარჯები             4,190,500