წიაღის შესახებ

წიაღის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 242
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/05/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 16, 17/05/1996
სარეგისტრაციო კოდი 380.000.000.05.001.000.140
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
242
17/05/1996
პარლამენტის უწყებანი, 16, 17/05/1996
380.000.000.05.001.000.140
წიაღის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (22/12/2018 - 15/07/2020)

საქართველოს კანონი

 

წიაღის შესახებ

 

1. საქართველოს სახმელეთო ტერიტორიაზე, მის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში არსებული წიაღი საქართველოს ეროვნული სიმდიდრეა და მას სახელმწიფო იცავს.

2. წიაღი არის დედამიწის ქერქის ნაწილი, რომელიც გაშიშვლებულია მიწის ზედაპირზე ან მდებარეობს ნიადაგის ფენებსა და წყალსატევში, აგრეთვე ნიადაგის ფენისა და წყალსატევის ფსკერის ქვეშ და ხელმისაწვდომია შესწავლისა და ათვისებისათვის.

3. წიაღისეული არის წიაღში არსებული ბუნებრივი ან ტექნოგენური წარმონაქმნები ან/და მათი ერთობლიობა.

4. წიაღისეული, რომლის მოპოვება და გადამუშავება შესაძლებელია მეცნიერულ -ტექნიკური განვითარების თანამედროვე დონეზე, ეკონომიკურად მიზანშეწონილია და ეკოლოგიურად მისაღებია, წარმოადგენს სასარგებლო წიაღისეულს, რომელშიც მისი დანიშნულებისა და გამოყენების სფეროების მიხედვით გამოიყოფა სათბობ-ენერგეტიკული, მადნეულის (შავი და ფერადი ლითონების მადნები), სამშენებლო მასალების, სამთო-ქიმიური ნედლეულის, მიწისქვეშა წყლებისა და არასაწვავი აირების და სხვა არამადნეული წიაღისეულის სახეობანი. მადნეულ სასარგებლო წიაღისეულში შეიძლება გამოიყოს ძირითადი და თანმდევი სასარგებლო წიაღისეული. ასეთ შემთხვევაში მადნეული სასარგებლო წიაღისეულის სახეობა განისაზღვრება მასში არსებული ძირითადი სასარგებლო წიაღისეულის მიხედვით. ძირითადი სასარგებლო წიაღისეული წარმოადგენს მადნეულ წიაღისეულში არსებულ იმ ძირითად სასარგებლო კომპონენტს, რომლის მოპოვების მიზნითაც ხდება საბადოს დამუშავება. მადანში არსებული ის კომპონენტები, რომელთა მოპოვება და გამოყენება ხდება ძირითად სასარგებლო წიაღისეულთან ერთად, წარმოადგენს თანმდევ სასარგებლო წიაღისეულს. ძირითადი და თანმდევი სასარგებლო წიაღისეული განისაზღვრება ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად.

5. სასარგებლო წიაღისეულის საბადო არის წიაღის გარკვეულ ფარგლებში ბუნებრივად ან ტექნოგენურადკონცენტრირებული სასარგებლო წიაღისეული.

ამ კანონის მიზანია უზრუნველყოს წიაღისა და სასარგებლო წიაღისეულის რესურსების რაციონალური გამოყენება ბუნებრივი კანონზომიერებისა და გარემოს პოტენციური შესაძლებლობების, დღევანდელი და მომავალი თაობების ინტერესებისა და მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით.

6. ბუნებრივი საბადო არის წიაღის უბანი მასში ბუნებრივად კონცენტრირებული სასარგებლო წიაღისეულით, რომლის დამუშავებაც ხელსაყრელია მისი მარაგების, სამთო-ტექნიკური პირობების, ოდენობის, ხარისხისა და სხვა პარამეტრების გამო.

7. ტექნოგენური საბადო არის სანაყაროთი, ტერიკონით, სალექარით, კუდსაცავით, სპეციალური საწყობებით, ბუნებრივი და ხელოვნური წყალსატევებით ან სხვა აკუმულაციური ფორმებით შექმნილი წიაღის უბანი, სადაც დაგროვილია სამთომომპოვებელი ან/და მეტალურგიული საწარმოების შედეგად წარმოქმნილი ტექნოლოგიური ან სხვა სახის, მათ შორის, ბუნებრივ და ხელოვნურ წყალსაცავებში დალექილი ნარჩენები, აგრეთვე წყალსაცავებში აკუმულირებული ჩამონატანი, სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირებისას დანაკარგის სახით დარჩენილი მინერალური რესურსები, რომელთა ოდენობა, შემადგენლობა, თვისებები და სხვა პარამეტრები ხელსაყრელია მათი უშუალოდ მოპოვების ან/და გადამუშავების შემდეგ გამოყენებისათვის.

8. წიაღის უბანი არის წიაღის გეომეტრიზებული, სივრცობრივად როგორც მის სიღრმეში, ასევე ზედაპირზე, მთლიანად ან ნაწილობრივ შემოსაზღვრული ბლოკი, რომელიც მასში არსებული ბუნებრივი და ტექნოგენური წარმონაქმნებით სამთო ურთიერთობებში წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრების ობიექტს.

9. საბადოს დამუშავება არის სამთომოპოვებით და მასთან დაკავშირებულ სამუშაოთა ერთობლიობა, რომლითაც ხორციელდება სასარგებლო წიაღისეულის წიაღიდან ამოღების ტექნოლოგიური ციკლი.

10. წიაღის მოპოვება არის უშუალოდ ლიცენზიის მფლობელის ან დაქირავებული სუბიექტის მიერ ლიცენზიის მფლობელის სახსრებით განხორციელებული საბადოს დამუშავების შედეგად გარკვეული ოდენობის წიაღისეულის მოხმარება მისი პირდაპირი ან გადამუშავების შემდეგ რეალიზაციის მიზნით, საბადოს დამუშავების ხარჯების გაღებით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახდელების გადახდით.

საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1319 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ., მუხ.33  

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი №1409 - სსმ I, №22, 18.05.2005 წ., მუხ.153

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

 

თავი პირველი. ზოგადი დებულებანი

 

    მუხლი 1. საქართველოს კანონმდებლობა წიაღის შესახებ

1. საქართველოს კანონმდებლობა წიაღის შესახებ მოიცავს ამ კანონს და მისგან გამომდინარე სხვა საკანონმდებლო აქტებს, რომლებიც არეგულირებენ წიაღის, ნებისმიერი სახის სასარგებლო წიაღისეულის, მიწისქვეშა ბუნებრივი სიცარიელეების შესწავლასა და გამოყენებას, მომპოვებელ და გადამამუშავებელ წარმოებათა ნარჩენების (მათ შორის გადასახსნელი ქანების) გამოყენების, შენახვისა და დაცვის, აგრეთვე, მიწისქვეშა ნაგებობების მშენებლობის და ექსპლუატაციის პროცესში წარმოქმნილ ურთიერთობებს.

2. საქართველოში ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებულ ოპერაციებს არეგულირებს საქართველოს კანონი „ნავთობისა და გაზის შესახებ.“, ხოლო მე-2-3 პუნქტები შესაბამისად ჩაითვალოს მე-3-4 პუნქტებად.

3. წიაღით სარგებლობის დროს ატმოსფერული ჰაერის, ზედაპირული წყლის და ცხოველთა სამყაროს გამოყენებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს არეგულირებს საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობა, ხოლო მიწის გამოყენებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, მათ შორის, ტყით და სხვა მცენარეული საფარით დაფარული ფართობების წიაღით სარგებლობისათვის გამოყენების საკითხებს, არეგულირებს ეს კანონი და საქართველოს ტყის კოდექსი. წიაღით სარგებლობის პროცესში ტყისა და სხვა მცენარეული საფარის რესურსის გამოყენების პირობები დგინდება შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით.

4. ეს კანონი მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

საქართველოს 1999 წლის 16 აპრილის კანონი №1894 - სსმ I, №13(20), 01.05.1999 წ., მუხ.50

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი №1409 - სსმ I, №22, 18.05.2005 წ., მუხ.153

    მუხლი 2. საქართველოს წიაღის სტატუსი

1. საქართველოს წიაღი სახელმწიფო საკუთრებაა. აკრძალულია ყოველგვარი ქმედება, რომელიც პირდაპირ თუ ფარულად ხელყოფს წიაღზე სახელმწიფო საკუთრების უფლებას, ასეთი გარიგება კი ბათილია. მიწაზე საკუთრების უფლება არ ნიშნავს და არ იძლევა წიაღზე საკუთრების უფლებას.

2. წიაღის ის უბნები, რომლებიც გაცემულია ან შეიძლება გაიცეს სარგებლობისათვის, წარმოადგენენ წიაღით სარგებლობის ობიექტებს.

3. საქართველოში წიაღით სარგებლობა ფასიანია.

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი №1409 - სსმ I, №22, 18.05.2005 წ., მუხ.153

 

მუხლი 3. წიაღის შესახებ ერთიანი სახელმწიფო ფონდი

1. წიაღის შესახებ ერთიან სახელმწიფო ფონდს შეადგენს საქართველოს ტერიტორიაზე, მის კონტინენტურ შელფზე, ტერიტორიულ წყლებსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში არსებული წიაღი, მიუხედავად იმისა, ხდებოდა, ხდება თუ მოხდება წიაღით სარგებლობა.

 2. წიაღის შესახებ ერთიანი სახელმწიფო ფონდის მართვის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

    მუხლი 4. წიაღისეულის ჯგუფები

ეკონომიკური მნიშვნელობის გათვალისწინებით, წიაღისეული იყოფა განსაკუთრებული სახელმწიფო, სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის ჯგუფებად, რომელთა განსაზღვრის წესსა და ნუსხას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

საქართველოს 2004 წლის 16 სექტემბრის კანონი №447 - სსმ I, №28, 07.10.2004 წ., მუხ.132

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი №1409 - სსმ I, №22, 18.05.2005 წ., მუხ.153

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

     მუხლი  5 (ამოღებულია )

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

 

თავი მეორე. წიაღით სარგებლობა

    მუხლი 6. წიაღით სარგებლობა

1. წიაღით სარგებლობა მოიცავს:

ა) წიაღის შესწავლას;

ბ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას;

1) სასარგებლო წიაღისეულის საბადოს დამუშავებას ან სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავებას;

გ) სამთომომპოვებელ საწარმოთა ნარჩენების გამოყენებას;

დ) მიწისქვეშა ბუნებრივი სიცარიელეების გამოყენებას, აგრეთვე სხვადასხვა დანიშნულების ისეთ მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობასა და ექსპლუატაციას (მათ შორის ნავთობის, გაზის, წარმოების ნარჩენების შესანახად და ჩამდინარე წყლების ჩასაშვებად), რომლებიც დაკავშირებული არ არის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან;

ე) გეოლოგიური, მინერალოგიური, პალეონტოლოგიური კოლექციებისა და სამუზეუმო ექსპონატების შეგროვებას.

2. წიაღი სარგებლობაში გაიცემა მხოლოდ სათანადო ნებართვის (ლიცენზიის) საფუძველზე, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში აღნიშნული შემთხვევებისა.

3. ლიცენზიას არ საჭიროებს რეგიონალურიგეოლოგიური და გეოფიზიკურიგეოლოგიური აგეგმვისსამეცნიერო-კვლევითი და სხვა სამუშაოების შესრულებარომლებიც გამიზნულია წიაღის საერთო შესწავლისმიწისძვრის პროგნოზირებისა და ვულკანური პროცესების კვლევისგარემოს მდგომარეობის მონიტორინგის შექმნისა და გაძღოლისმიწისქვეშა წყლების რეჟიმის კონტროლისათვისაგრეთვე ყველა სხვა საქმიანობარომლებიც არ იწვევს წიაღის მთლიანობის არსებით დარღვევასწიაღით ასეთი სახის სარგებლობა ექვემდებარება ამ კანონის 23- მუხლის შესაბამისად აღრიცხვას.

4. ლიცენზია საჭირო არ არის კერძო მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფარგლებში მოსარგებლის მიერ საყოფაცხოვრებო დანიშნულებით ადგილობრივი მნიშვნელობის წიაღისეულის მოპოვებისათვის, მიწისქვეშა ნაგებობების მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის.

საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1319 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ., მუხ.33

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

     მუხლი 7. სამთო და გეოლოგიური მინაკუთვნი

1. წიაღის უბანი სარგებლობისათვის გადაეცემა სამთო ან გეოლოგიური მინაკუთვნის სახით.

2. სამთო მინაკუთვნი არის ლიცენზიით სივრცობრივად განსაზღვრული წიაღის უბანირომლის ფარგლებშიც წიაღით მოსარგებლეს ეძლევა წიაღით სარგებლობის უფლებასამთო მინაკუთვნი ლიცენზიის განუყოფელი ნაწილია და ავტომატურად მასთან ერთად გაიცემა

3. გეოლოგიური მინაკუთვნი წარმოადგენს მხოლოდ შესწავლისათვის გადაცემულ წიაღის უბანს.

4. წიაღის უბანი გაიცემა სამთო მინაკუთვნის სახით, თუ ლიცენზია ანიჭებს მის მფლობელს სასარგებლო წიაღისეულის საბადოს დამუშავების, მიწისქვეშა ბუნებრივი სიცარიელეების გამოყენების და ისეთ მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისა და ექსპლუატაციის უფლებას, რომლებიც არ არის დაკავშირებული სასარგებლო წიაღისეულის საბადოს დამუშავებასთან, აგრეთვე წიაღის იმ ობიექტების შექმნის უფლებას, რომლებიც საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას. წიაღის უბანი სამთო მინაკუთვნის სახით გაიცემა აგრეთვე საბადოს დასამუშავებლად წიაღის ერთდროული შესწავლით.

5. აკრძალულია წიაღით სარგებლობა სამთო ან გეოლოგიური მინაკუთვნის ფარგლების გარეთ. 

6. სამთო მინაკუთვნის საზღვრების დადგენისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს არა მარტო უბნის სიდიდე (სიგრძე, სიგანე, სიღრმე), არამედ სამუშაოს ტექნოლოგიური გავლენის ზონები, რაც დაკავშირებულია წიაღის გამოყენებასთან (მისასვლელი და საექსპლუატაციო სამთო გვირაბები, დამცავი მთელანები და სხვა. სამთო მინაკუთვნს უნდა ჰქონდეს შეზღუდვა სიღრმეში). თუ წიაღის უბანი გადაცემულია მიწისქვეშა წყლების საბადოს დასამუშავებლად, სამთო მინაკუთვნის საზღვრები წიაღში მოიცავს წყალშემცველ ჰორიზონტს და მიწის ზედა­პირზე წარმოადგენს სანიტარიული დაცვის მკაცრი რეჟიმის ზონას. ამ შემთხვევაში მიწის ზედა­პირზე სამთო და შესაბამისი მიწის მინაკუთვნის საზღვრები უნდა გადიოდეს მიწისქვეშა წყლების ბუნებრივი და ხელოვნური გამოსავლებიდან არანაკლებ 15 მეტრში. სამთო და მიწის მინაკუთვნების ზუსტი საზღვრების დადგენა ხორციელდება ლიცენზირების პროცესში, კონკრეტული სამთო-ტექნიკური პირობების გათვალისწინებით.

7. სამთო და გეოლოგიური მინაკუთვნების საზღვრებს ადგენს შესაბამისი ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო.

საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1319 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ., მუხ.33

საქართველოს 2004 წლის 16 სექტემბრის კანონი №447 - სსმ I, №28, 07.10.2004 წ., მუხ.132

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

     მუხლი 8. მიწის მინაკუთვნი

1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწებზე განთავსებულ წიაღით სარგებლობის ობიექტებს წიაღით სარგებლობის სახეობების მიხედვით უწესდებათ მიწის მინაკუთვნი, რომელიც გამოიყოფა წიაღით სარგებლობის უზრუნველყოფის მიზნით. მიწის მინაკუთვნი მოიცავს დასამუშავებელ საბადოს, მასთან დაკავშირებული წიაღისეულის საწყობებს, ფუჭი ქანის სანაყაროებს, აგრეთვე კუდებისა თუ სხვა ნარჩენების განთავსების ადგილებს და იგი განეკუთვნება სარეკულტივაციო მიწებს. კონკრეტული გეოლოგიური და სამთო-ტექნიკური პირობების გათვალისწინებით მიწის მინაკუთვნის დაწესების და მისი ზომების განსაზღვრის საკითხს განიხილავს შესაბამისი ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო. დაწესებული მიწის მინაკუთვნი შეიტანება წიაღის შესახებ ერთიან სახელმწიფო ფონდში წიაღის შესახებ ერთიანი სახელმწიფო ფონდის მართვის წესის შესაბამისად, როგორც წიაღის ფონდის მიწები, რის შემდგომაც ხდება მათი აღრიცხვა საჯარო რეესტრში. წიაღის ფონდის მიწებზე შეიძლება წარმოებდეს ან დროებით არ წარმოებდეს წიაღით სარგებლობა. ამ კანონის 39-ე მუხლის თანახმად, დასაშვებია ტექნოგენური საბადოთი დაფარული მიწის ფართობების განაშენიანება, ხოლო წიაღით სარგებლობის სხვა ობიექტის დროებითი განაშენიანება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დროის მოცემულ მონაკვეთში იგი არ გამოიყენება წიაღით სარგებლობისათვის. ისეთ შემთხვევაში, როცა რომელიმე ობიექტზე ან ობიექტის ნაწილზე ჯერ არ დაწყებულა წიაღით სარგებლობა, შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო მიზნით მიწის შესაბამისი ფართობით სარგებლობა 1 წლამდე ვადით, ამ კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით. აკრძალულია წიაღის ფონდის მიწების საკუთრების უფლებით, იჯარით ან სხვა ფორმით გაცემა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − წიაღის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე, ხოლო ლიცენზირებული ობიექტის შემთხვევაში – აგრეთვე ლიცენზიის მფლობელთან შეთანხმების გარეშე.

2. მიწის მინაკუთვნის ზომებს და მისი გამოყენების პირობებს კონკრეტული გეოლოგიური და სამთო-ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით განსაზღვრავს შესაბამისი ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო.

3. (ამოღებულია – 25.03.2013, №495).

4. (ამოღებულია).

5. წიაღით სარგებლობის დასრულებისას ან წიაღით სარგებლობის სხვა მიზეზით შეწყვეტისას, თუ არ არსებობს წიაღით შემდგომი სარგებლობის პერსპექტივასარეკულტივაციო სამუშაოების  ჩატარება ეკისრება წიაღით მოსარგებლესგარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1319 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ., მუხ.33

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი №1409 - სსმ I, №22, 18.05.2005 წ., მუხ.153

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1765 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.237

საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3890 - სსმ I, №72, 22.12.2010 წ.,მუხ.432

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1676   ვებგვერდი, 14.12.2017წ.

     მუხლი 9. წიაღით სარგებლობის ლიცენზირება

1. წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული ლიცენზირების საკითხები რეგულირდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით,  ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

2. (ამოღებულია – 25.03.2013, №495).

3. (ამოღებულია – 25.03.2013, №495).

4. (ამოღებულია – 25.03.2013, №495).

5. (ამოღებულია – 25.03.2013, №495).

6. (ამოღებულია – 25.03.2013, №495).

7. (ამოღებულია – 25.03.2013, №495).

8. ნებადართულია ერთდროულად წიაღით სხვადასხვა სახის სარგებლობის (შესწავლა, დამუშავება, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება-გადამუშავება, სამთამადნო და მასთან დაკავშირებული მრეწველობის ნარჩენების გადამუშავება და ა. შ.) ლიცენზიის გაცემა.

9. (ამოღებულია – 25.03.2013, №495).

10. (ამოღებულია – 25.03.2013, №495).

11. სასარგებლო წიაღისეულის ერთი საბადო წიაღით რამდენიმე მოსარგებლემ უნდა დაამუშაოს შეთანხმებული ტექნოლოგიური სქემით, რომელიც გამორიცხავს მის არარაციონალურ გამოყენებას. აღნიშნული პირობები ლიცენზიის გამცემის მიერ ფიქსირდება ლიცენზიაში და არის სალიცენზიო პირობა. თუ დადგენილი წესით ლიცენზიის ნაწილის გადაცემისას ან წიაღით სარგებლობისას გამოვლინდება ერთიანი ტექნოლოგიური სქემით წიაღით სარგებლობის აუცილებლობა, ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელს განუსაზღვროს შეთანხმებული ტექნოლოგიური სქემის გონივრულ ვადაში წარმოდგენის ვალდებულება. ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია ტექნოლოგიური სქემის არსებობისას წიაღით მოსარგებლეთა კოორდინაცია ან ტექნოლოგიური სქემით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, მათი შეთანხმების საფუძველზე, დააკისროს ლიცენზიის მფლობელებს ან ერთ-ერთ მფლობელს.

12. ერთი და იგივე გეოლოგიური მინაკუთვნის საზღვრებში შეიძლება ჩატარდეს წიაღის შესწავლის სამუშაოები შესწავლის სხვადასხვა მიმართულების ლიცენზიებით გეოლოგიური მინაკუთვნის მფლობელთან შეთანხმებით. გეოლოგიურ მინაკუთვნში არ ჩაირთვება მის გაცემამდე დაძიებული საბადოები და მათი დამუშავებისათვის ცალკე ლიცენზიით გაიცემა სამთო მინაკუთვნები შესაბამისი უფლებებით სხვადასხვა ლიცენზიით.

13. სამთო მინაკუთვნის ფარგლებში წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული საქმიანობა სხვა პირებმა შეიძლება განახორციელონ მხოლოდ ლიცენზიის მფლობელის თანხმობით მათ შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

14. (ამოღებულია – 25.03.2013, №495).

15. (ამოღებულია – 25.03.2013, №495).

16. (ამოღებულია – 25.03.2013, №495).

17. აკრძალულია მდინარეთა კალაპოტებიდან ინერტული სამშენებლო მასალების მოპოვება ან მათ მოპოვებაზე წიაღით სარგებლობის ლიცენზიის გაცემა ზღვის სანაპირო დაცვის ზოლის საზღვრებში და იმ შემთხვევაში, როდესაც ინერტული მასალის მოპოვება დაარღვევს მდინარის კალაპოტისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობების (კაშხალი, ხიდი, საყრდენი კედელი და ა.შ.) მდგრადობას, აგრეთვე კაშხლებიდან იმ მონაკვეთამდე, სადაც მდინარეს არ გააჩნია სათანადო რაოდენობის მყარი ნატანით მკვებავი დამატებითი შენაკადი. აკრძალულია აგრეთვე წიაღით სარგებლობა ამ მონაკვეთების მიმდებარე ჭალისზედა ტერასებზე მდინარის კალაპოტიდან 50 მეტრის ფარგლებში. მდინარის სხვა მონაკვეთებზე და მდინარეზე მოწყობილი წყალსაცავებიდან ინერტული სამშენებლო მასალების მოპოვება არ იკრძალება.

საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1319 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ., მუხ.33

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

     მუხლი 10. წიაღით სარგებლობის ვადები

1. (ამოღებულია – 25.03.2013, №495).

2. ლიცენზიის ვადები განისაზღვრება წიაღით სარგებლობის სახეების მიხედვით:

ა) ენერგეტიკული დანიშნულების წიაღისეულისათვის – 45 წლამდე;

ბ) შავი და ფერადი ლითონების მადნებისათვის – 40 წლამდე;

გ) სამშენებლო მასალებისათვის – 30 წლამდე;

დ) სხვა არამადნეული წიაღისეულისათვის – 30 წლამდე;

ე) მიწისქვეშა წყლებისათვის და ბუნებრივი არასაწვავი აირებისათვის – 25 წლამდე;

ვ) წიაღისეულის მოპოვებასთან დაუკავშირებელი ნაგებობების  მშენებლობისათვის – 45 წლამდე;

ზ) წიაღის შესწავლისათვის – 5 წლამდე.

3. (ამოღებულია – 25.03.2013, №495).

4. (ამოღებულია).

5. (ამოღებულია).

6. (ამოღებულია – 25.03.2013, №495).

საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1319 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ., მუხ.33

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი №1409 - სსმ I, №22, 18.05.2005 წ., მუხ.153

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2148 - სსმ I, №51, 06.12.2005 წ., მუხ.338

საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2114 - სსმ I, №36, 20.112009 წ., მუხ.274

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

     მუხლი 11. წიაღით მოსარგებლე

1. წიაღით მოსარგებლე შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი.

2. წიაღით მოსარგებლენი სარგებლობენ ლიცენზიაში ჩამოთვლილი ყველა უფლებით და პასუხს აგებენ მისი პირობების დაცვაზე.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

    მუხლი 12. წიაღით მოსარგებლის უფლებები

1. წიაღით მოსარგებლეს უფლება აქვს:

ა) ისარგებლოს წიაღისეულით ლიცენზიის შესაბამისად მისთვის გამოყოფილი სამთო მინაკუთვნის ფარგლებში;

ბ) გამოყოფილი მიწის მინაკუთვნის ფარგლებში ლიცენზიით განსაზღვრული მიზნებისათვის აწარმოოს მეურნეობა მისთვის სასურველი ფორმით, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას;

გ) (ამოღებულია – 25.03.2013, №495);

დ) ისარგებლოს მოპოვებული წიაღისეულის და მასთან დაკავშირებული გადამამუშავებელი წარმოების ნარჩენებით, თუ ასეთი რამ შეზღუდული არ არის ლიცენზიით;

ე) მისთვის ლიცენზიით გამოყოფილი სამთო მინაკუთვნის ფარგლებში საკუთარი სახსრებით შეისწავლოს წიაღი დამატებითი ლიცენზიის გარეშე;

ვ) მიმართოს ლიცენზიის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს ლიცენზიით განსაზღვრული პირობების შესაცვლელად, თუ წარმოიქმნა არსებითად განსხვავებული მდგომარეობა.

2. (ამოღებულია – 25.03.2013, №495).

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2148 - სსმ I, №51, 06.12.2005 წ., მუხ.338

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

    მუხლი 13. წიაღით მოსარგებლის მოვალეობები

1. წიაღით მოსარგებლე ვალდებულია:

ა) ისარგებლოს წიაღით მხოლოდ ლიცენზიით განსაზღვრული მიზნებისათვის;

ბ) უზრუნველყოს წიაღისეული რესურსების რაციონალური და კომპლექსური გამოყენება, გარემოსა და წიაღის დაცვა;

გ) განუხრელად დაიცვას სამუშაოთა წარმოების უსაფრთხოების წესები;

დ) უზრუნველყოს წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოთა წარმოებისას წიაღის, ატმოსფერული ჰაერის, წყლის, მიწის, ტყის, დაცული ტერიტორიების, ისტორიისა და კულტურის ძეგლებისა და სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების მავნე ზემოქმედებისაგან დაცვა დადგენილი ნორმების მიხედვით;

ე) შეისწავლოს წიაღი კომპლექსურად, უზრუნველყოს შესაბამისი გეოლოგიური, სამარკშეიდერო და სხვა დოკუმენტაციის წარმოება და შენახვა;

ვ) წიაღის შესახებ ერთიან სახელმწიფო ფონდს წარუდგინოს ნებისმიერი დოკუმენტი დაძიებული, მოპოვებული და წიაღში დარჩენილი მარაგების, წიაღისეულში არსებული კომპონენტების, აგრეთვე წიაღით სარგებლობის სხვა ობიექტების შესახებ;

ზ) უზრუნველყოს საძიებო სამთო გვირაბებისა და ჭაბურღილების ისეთ მდგომარეობაში შენარჩუნება (კონსერვაცია), რომ შესაძლებელი იყოს მომავალში მათი გამოყენება, გამოყენებისათვის უვარგისი კი გაანადგუროს დადგენილი წესით;

თ) შეაჩეროს სამუშაოები წიაღით სარგებლობისას იშვიათი მეცნიერული ან ესთეტიკური ფასეულობის ობიექტების აღმოჩენის შემთხვევაში და დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს;

ი) დაიცვას და საჭიროების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიყვანოს წიაღით სარგებლობის შედეგად დაზიანებული მიწის ნაკვეთები უსაფრთხო და გამოსადეგ მდგომარეობაში;

კ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

2. თუ ლიცენზიის გაცემის შემდეგ აღმოჩნდა სასარგებლო წიაღისეულისა და მისი თანმხლები ძვირფასი კომპონენტების ახალი სახეობები ან სხვაობა სასარგებლო წიაღისეულის დამტკიცებულ და რეალურად არსებულ მარაგებს შორის, ან შეიცვალა წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული სხვა პირობები, სასარგებლო წიაღისეულის საბადოების მარაგები ექვემდებარება ხელახალ დამტკიცებას. 

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. 

    მუხლი 14. წიაღით სარგებლობის უფლების ძალადაკარგულად მიჩნევა

1.  წიაღით სარგებლობის უფლება ძალადაკარგულად შეიძლება იქნეს მიჩნეული:

ა) აუქციონის პირობების უხეში დარღვევისას;

ბ) ლიცენზიასთან დაკავშირებული გადასახდელების გადახდაზე უარის თქმისას;

გ) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევისას;

დ) სალიცენზიო პირობების უკანონო ლიბერალიზაციისა და გადასახდელების შემცირების მიზნით გარიგების ფაქტის დადგენისას;

ე) რომელიმე პრეტენდენტისათვის უკანონო შეღავათების მინიჭებისას;

ვ) სამთომომპოვებელი საწარმოს კონსერვაციისას ან სამთომომპოვებელი საწარმოსა და ჭაბურღილების კონსერვაციის პირობების დარღვევისას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სასარგებლო წიაღისეულის საბადოს დაზიანება;

ზ) თუ წიაღით სარგებლობის შედეგად წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოთა მოქმედების ზონაში მომუშავე ან მცხოვრები ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეიძლება საფრთხე შეექმნას;

თ) თუ წიაღით მოსარგებლე არ შეუდგა წიაღით სარგებლობას ლიცენზიით დადგენილ ვადებში და დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლების არსებობისას.

2. წიაღით სარგებლობის უფლების შეწყვეტისას, საჭიროების შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი საწარმოს ან სხვა დანიშნულების მიწისქვეშა ნაგებობის სრული ან ნაწილობრივი კონსერვაცია დადგენილი წესით. ამ მიზნით ლიცენზიის გამცემი ლიცენზიის მფლობელს იმავდროულად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, ხოლო ლიკვიდაციის ან კონსერვაციის ხარჯები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება წიაღით მოსარგებლეს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში აღნიშნული გარემოება არ არის გამოწვეული წიაღით მოსარგებლის მიერ, წიაღით სარგებლობის უფლების შეწყვეტისას სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი საწარმოს ან სხვა დანიშნულების მიწისქვეშა ნაგებობის სრული ან ნაწილობრივი კონსერვაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი საწარმოს ან სხვა დანიშნულების მიწისქვეშა ნაგებობის ლიკვიდაციის ან კონსერვაციის დროს გეოლოგიური, სამარკშეიდერო ან სხვა დოკუმენტაცია, რომელიც ასახავს სამუშაოთა დამთავრების მომენტში არსებულ სიტუაციას, წიაღის  შესახებ ერთიან სახელმწიფო ფონდში ასახვის მიზნით გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს.

5. კონსერვაციის დრო შედის ლიცენზიის მოქმედების საერთო ვადაში.

6. ობიექტური გარემოებების არსებობისას ლიცენზიის მფლობელს შეუძლია დროებით შეაჩეროს სამუშაოები და დადგენილი დროით დააკონსერვოს სამთომომპოვებელი საწარმო ან განახორციელოს მისი ლიკვიდაცია ლიცენზიის გამცემის თანხმობის შემთხვევაში. კონსერვაციის დრო შედის ლიცენზიის მოქმედების საერთო ვადაში.

7. ლიცენზიის გაუქმება ავტომატურად იწვევს სამთო, გეოლოგიურ და მიწის მინაკუთვნებზე ლიცენზიის მფლობელის უფლებათა გაუქმებას. წიაღით ყოფილ მოსარგებლეს უფლება აქვს, სამთო, გეოლოგიურ და მიწის მინაკუთვნებზე განთავსებული ის მიწისზედა და მიწისქვეშა ნაგებობები, რომელთა მოშლაც საფრთხეს არ უქმნის წიაღის დაცვას, დადგენილ ვადებში გაასხვისოს წიაღით ახალ მოსარგებლეზე ან განახორციელოს მათი დემონტაჟი, ხოლო თუ მიწისზედა და მიწისქვეშა ნაგებობების დემონტაჟი საფრთხეს უქმნის წიაღის დაცვას – განახორციელოს მათი ფინანსური და ფიზიკური ლიკვიდაცია არსებული წესებისა და ნორმების შესაბამისად. ნებისმიერი სხვა ქმედება ჩაითვლება წიაღზე სახელმწიფო საკუთრების უფლების ხელყოფად და გამოიწვევს წიაღით ყოფილი მოსარგებლის პასუხისმგებლობას. წიაღით ყოფილ მოსარგებლეს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ იგი ფინანსურად ლიკვიდირებულ ნაგებობას ფიზიკური ლიკვიდაციის გარეშე სახელმწიფოს თანხმობით უსასყიდლოდ გადასცემს სახელმწიფოს. ამ წესით სახელმწიფო საკუთრებაში გადასული ობიექტებით სარგებლობის უფლება წიაღით ახალ მოსარგებლეზე გაიცემა ლიცენზიით, სამთო და მიწის მინაკუთვნების გამოყოფასთან ერთად.

საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6154 - ვებგვერდი, 25.05.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

საქართველოს 2014  წლის 21  მარტის კანონი №2162 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.

 

    მუხლი 15(ამოღებულია)

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495   – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

 

     მუხლი 16. (ამოღებულია)

საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1319 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ., მუხ.33

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

    მუხლი 17. ლიცენზიის გაცემის წესი

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია გაიცემა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1765 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.237

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.  

 

    მუხლი 18. (ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №859 - სსმ I, №6, 19.01.2005 წ., მუხ.30

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

 

    მუხლი 19. (ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 16 სექტემბრის კანონი №447 - სსმ I, №28, 07.10.2004 წ., მუხ.132

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1765 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.237

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

    მუხლი 20. ლიცენზიის ფორმა

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ფორმას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი (შემდგომ – მინისტრი).

საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1319 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ., მუხ.33

საქართველოს 2004 წლის 16 სექტემბრის კანონი №447 - სსმ I, №28, 07.10.2004 წ., მუხ.132

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1765 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.237

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1676   ვებგვერდი, 14.12.2017წ.

 

თავი მესამე. სახელმწიფო მართვა

    მუხლი 21. წიაღით სარგებლობის სახელმწიფო მართვა

1. წიაღით სარგებლობის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიზნით საქართველოში მოქმედებს წიაღით სარგებლობის მართვის ერთიანი სახელმწიფო სისტემა, რომლის მიზანია:

ა) წიაღით რაციონალური სარგებლობის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა;

ბ) ყველა იურიდიული და ფიზიკური პირისათვის წიაღით სარგებლობის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა;

გ) თავისუფალი ეკონომიკური კავშირების განვითარება, წიაღით სარგებლობის სფეროში კონკურენციის პოლიტიკის განხორციელება;

დ) წიაღით მოსარგებლეთა, მათ შორის, უცხოელების, აუცილებელი გარანტიებით უზრუნველყოფა და წიაღით სარგებლობაზე მათი უფლებების დაცვა.

2. საქართველოში წიაღით სარგებლობის სახელმწიფო მართვას ახორციელებენ სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი შესაბამისი დაწესებულებები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.

3. საქართველოში წიაღით სარგებლობის სახელმწიფო მართვა ხორციელდება წიაღით სარგებლობის აღრიცხვის, ლიცენზირების, კონტროლისა და ზედამხედველობის მეშვეობით.

საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1319 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ., მუხ.33

საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6154 - ვებგვერდი, 25.05.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

     მუხლი 22. წიაღით სარგებლობის სახელმწიფო მართვის ამოცანები

1. წიაღით სარგებლობის სახელმწიფო მართვის ამოცანას წარმოადგენს წიაღის კომპლექსური და რაციონალური გამოყენება, წიაღისა და გარემოს დაცვა, აგრეთვე, წიაღით სარგებლობის პროცესში წარმოშობილი ურთიერთობების სახელმწიფო რეგულირება, სასარგებლო წიაღისეულის ბაზის შექმნა.

2. წიაღით სარგებლობის სახელმწიფო მართვის ამოცანათა შესრულების მიზნით ხდება:

სასარგებლო წიაღისეულის სახეობების მოპოვების დასაშვები ოდენობის დადგენა;

სასარგებლო წიაღისეულის ნედლეულის ბაზის განვითარება;

ისეთი უბნების განსაზღვრა, რომელთა გამოყენება შესაძლებელია წიაღისეულის მოპოვებისაგან განსხვავებული მიზნებისათვის;

წიაღით სარგებლობის ეკონომიკური საფუძვლების განსაზღვრა;

წიაღის შესწავლისა და დაცვის, მისი რესურსების კომპლექსურად და რაციონალურად გამოყენების, წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოთა უსაფრთხო წარმოების სფეროში სტანდარტებისა და ნორმების დადგენა და მათი შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა.

    მუხლი 23. აღრიცხვის სახელმწიფო სისტემა

1.  წიაღის შესწავლის სამუშაოები, წიაღისეულის საბადოები, მისი მარაგები და რესურსები, მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობა და ექსპლუატაცია, აგრეთვე წიაღის უბნების გამოყენება, რაც არ არის დაკავშირებული წიაღისეულის მოპოვებასთან, ექვემდებარება წიაღის შესახებ ერთიან სახელმწიფო ფონდში აღრიცხვას.

2. წიაღის შესახებ ერთიანი სახელმწიფო ფონდი აწარმოებს წიაღით სარგებლობის ყველა ობიექტის კადასტრს და სასარგებლო წიაღისეულის ბალანსს.

3. წიაღით ყველა მოსარგებლე ვალდებულია წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია გადასცეს ლიცენზიის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. იმავდროულად, წიაღით ყველა მოსარგებლე ვალდებულია წიაღის შესახებ მათ ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაცია უსასყიდლოდ გადასცეს წიაღის შესახებ ერთიან სახელმწიფო ფონდს.

4. წიაღით სარგებლობის პროექტების, საბადოთა დამუშავების ტექნოლოგიური სქემებისა და სამთო სამუშაოთა განვითარების გეგმების შედგენის წესს ამტკიცებს მინისტრი.

საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1319 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ., მუხ.33  

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

    მუხლი 24. წიაღის სახელმწიფო კადასტრი

წიაღის სახელმწიფო კადასტრი უნდა შეიცავდეს სამთო-ტექნიკურ, ჰიდროგეოლოგიურ, ეკოლოგიურ, გეოლოგიურ, ეკონომიკურ და სხვა სახის მონაცემებს სასარგებლო წიაღისეულის საბადოებისა თუ ყველა ცალკეული გამოვლინების შესახებ, აგრეთვე, წიაღის იმ უბნების შესახებ, რომელთა გამოყენება შესაძლებელია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისაგან განსხვავებული მიზნებისათვის და აგრეთვე წიაღით სარგებლობის ყველა სხვა ობიექტის შესახებ.

    მუხლი 25. სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო ბალანსი

სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო ბალანსი უნდა შეიცავდეს მონაცემებს საბადოებზე ყველა სახის წიაღისეულის მარაგების ოდენობის, ხარისხისა და შესწავლის, სამრეწველო ათვისების დონის, მისი განლაგების, მოპოვების, დანაკარგებისა და დადგენილი მარაგების, აგრეთვე გამოკვლეული მარაგით მრეწველობის უზრუნველყოფის შესახებ.

    მუხლი 26. სასარგებლო წიაღისეულის კონდიციები

სასარგებლო წიაღისეულის კონდიციები წარმოადგენს წიაღის დამუშავებისათვის აუცილებელ ტექნიკურ-ეკონომიკურად დასაბუთებულ მოთხოვნათა ერთობლიობას.

კონდიციებში გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც ძირითადი, ისე მისი თანმდევი სასარგებლო წიაღისეულის კომპლექსური გამოყენება.

    მუხლი 27. სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცება

1. შესწავლილი სასარგებლო წიაღისეულის საბადოების, აგრეთვე მათი დამუშავების პროცესში დამატებით გამოვლენილი სასარგებლო წიაღისეულის მარაგებს ამტკიცებს სამინისტროსთან არსებული მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისია. სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის დებულებასა და შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

2. სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცებისათვის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორის კომისიას წარედგინება საბადოს განლაგების პირობები და შესწავლის შედეგები, სასარგებლო წიაღისეულის გამოკვლეული მარაგის ხარისხისა და რაოდენობის დამადასტურებელი სარწმუნო მონაცემები, საბადოს ტექნიკურ-ეკონომიკური მახასიათებლები, მისი კონდიციები, ცნობები სამრეწველო ათვისებისათვის წიაღისეულის ეკონომიკური მნიშვნელობის შესახებ.

3. მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის დასკვნა სასარგებლო წიაღისეულის მოძიებული მარაგების სახელმწიფო ბალანსზე აყვანის ერთადერთი საფუძველია.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

საქართველოს 2013 წლის  6  სექტემბრის   კანონი  №1032 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

    მუხლი 28. სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო ბალანსიდან ჩამოწერა

სასარგებლო წიაღისეულის საბადოზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის რაოდენობა, აგრეთვე სასარგებლო წიაღისეულის მარაგი, რომელმაც დაკარგა სამრეწველო მნიშვნელობა ან რომელიც არ დადასტურდა შემდგომი გეოლოგიურ-სადაზვერვო სამუშაოების ან საბადოს დამუშავების დროს, უნდა ჩამოიწეროს წიაღისეულის სახელმწიფო ბალანსიდან. მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის დასკვნა სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო ბალანსიდან ჩამოწერის ერთადერთი საფუძველია.

საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1319 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ., მუხ.33  

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

    მუხლი 29. საკუთრება წიაღის შესახებ ინფორმაციაზე

ინფორმაცია წიაღის გეოლოგიური აგებულების, წიაღისეულის მარაგებისა და რესურსების, საბადოს დამუშავების სამთო-ტექნიკური პირობებისა და სხვა თვისებების ან პარამეტრების შესახებ, წარმოადგენს იმ სუბიექტის საკუთრებას, რომლის სახსრებითაც არის მოპოვებული ეს ინფორმაცია.

შეიძლება წიაღისა და წიაღისეულის შესახებ გეოლოგიური ან სხვა სახის ინფორმაციის გაყიდვა ან შესყიდვა.

საქართველოს კანონმდებლობა იცავს საკუთრების უფლებას წიაღისა და წიაღისეულის შესახებ გეოლოგიურ ან სხვა ინფორმაციაზე.

დაუშვებელია სახელმწიფო საინფორმაციო ფონდებში შეტანილი ინფორმაციის გაცემა სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირზე ინფორმაციის მესაკუთრის თანხმობის გარეშე.

 

      მუხლი 30. (ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 16 სექტემბრის კანონი №447 - სსმ I, №28, 07.10.2004 წ., მუხ.132

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

    მუხლი 31. სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი წიაღით სარგებლობაზე

1. წიაღზე, მის მდგომარეობასა და სარგებლობაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის ძირითადი მიზანია დაადგინონ, როგორ ასრულებენ წიაღით მოსარგებლენი წიაღის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნებს და გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად მიიღონ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.

2. წიაღით სარგებლობის სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას ექვემდებარება:

ა) ნებისმიერი წიაღით მოსარგებლის მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია წიაღით სარგებლობასთან;

ბ) წიაღის შესწავლის ნებისმიერი სტადია, ჰიდროგეოლოგიური, საინჟინრო-გეოლოგიური, გეოფიზიკური, გეოქიმიური, გეოეკოლოგიური და სხვა სამუშაოები, წიაღის შესწავლის სამუშაოთა მიმართულება, მეთოდიკა, კომპლექსურობა და ხარისხი;

გ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება და გადამუშავება როგორც ბუნებრივი, ასევე ტექნოგენური წარმოშობის საბადოებიდან;

დ) წიაღის გამოყენება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისაგან განსხვავებული მიზნებით;

ე) წიაღის დაცვა და მისი რესურსების რაციონალური და კომპლექსური დამუშავება, ძირითადი და თანმდევი სასარგებლო წიაღისეულის გამოყენების მიმართულება, მეთოდიკა, კომპლექსურობა და ხარისხი, აგრეთვე წიაღით სარგებლობის პროცესში წარმოქმნილი დანაკარგების ოდენობა და მათი შესაბამისობა მოქმედ სტანდარტებთან, ნორმებთან და წესებთან;

ვ) წიაღის და წიაღით სარგებლობის სამუშაოთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ზ) წიაღით სარგებლობის ობიექტების კონსერვაცია და ლიკვიდაცია;

თ) წიაღით სარგებლობის კანონიერების და ლიცენზიით გათვალისწინებული პირობების დაცვა;

ი) წიაღით სარგებლობის ნებისმიერ სტადიაში წიაღით სარგებლობის სტანდარტების, ნორმებისა და წესების მოთხოვნათა შესრულება;

კ) წიაღის შესწავლის მიმართულება, მეთოდიკა, კომპლექსურობა და ხარისხი;

ლ) წიაღით სარგებლობის დროს სამუშაოთა უსაფრთხო წარმოების წესებისა და ნორმების დაცვა;

მ) იმ ღონისძიებათა სისწორე და დროულობა, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსახლეობის უსაფრთხოებას, ბუნებრივი გარემოს, ისტორიისა და კულტურის ძეგლების, შენობებისა და ნაგებობების, მოქმედი და დაკონსერვებული სამთო გვირაბებისა და ჭაბურღილების დაცვას წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოთა მავნე გავლენისაგან;

ნ) სამთო გვირაბებში, მიწის ზედაპირზე და წყლის ობიექტებში ნავთობის, გაზისა და მიწისქვეშ დასაცავად შენახული სხვა ნივთიერებისა და მასალების, წიაღში ჩაშვებული ჩამდინარე წყლების, წიაღში ჩამარხული მავნე ნივთიერებებისა და წარმოების ნარჩენების გაჟონვის თავიდან აცილება;

ო) სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა ექსპლუატაციის დროს გეოლოგიურ და სამარკშეიდერო სამუშაოთა წარმოების წესების დაცვა.

3. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულებას აკონტროლებს სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − წიაღის ეროვნული სააგენტო.

31. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების შემოწმებისას სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესს ადგენს საქართველოს მთავრობა.

4. წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოთა უსაფრთხოებაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოები.

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი №1409 - სსმ I, №22, 18.05.2005 წ., მუხ.153

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1676   ვებგვერდი, 14.12.2017წ.

 

მუხლი 32(ამოღებულია)

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

    მუხლი 321. საქართველოს კონტინენტურ შელფზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიით რეგულირებულ ურთიერთობათა სტაბილურობა

1. სახელმწიფო უზრუნველყოფს საქართველოს კონტინენტურ შელფზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მფლობელი პირის უფლებების დაცვას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები, თუ ისინი გააუარესებს საინვესტიციო პირობებს ან/და უარყოფით გავლენას მოახდენს ლიცენზიის მფლობელი პირის ლიცენზიით განსაზღვრულ უფლებებსა და ინტერესებზე, არ შეეხება საქართველოს კონტინენტურ შელფზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტი გავრცელდება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტებზედაც, თუ ეს აქტები შეზღუდავს ლიცენზიის მფლობელი პირის მიერ ლიცენზიის შესაბამისად შეძენილ და განხორციელებულ ქონებრივ უფლებებს.

3. სახელმწიფო ორგანოებსა და თანამდებობის პირებს უფლება არა აქვთ, ლიცენზიის მფლობელს შეუქმნან რაიმე წინააღმდეგობა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიით მინიჭებული უფლებების რეალიზაციის დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი არღვევს საქართველოს კანონმდებლობას ან ლიცენზიის პირობებს.

4. ეს მუხლი არ ვრცელდება „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებულ ურთიერთობებზე.

საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2114 - სსმ I, №36, 20.112009 წ., მუხ.274

 

მუხლი 33. წიაღით სარგებლობის სფეროში კონკურენციის პოლიტიკის მოთხოვნები 

1. აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ნებისმიერი ქმედება, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს კონკურენციას წიაღით სარგებლობის სფეროში.

2. აკრძალულია წიაღით მოსარგებლეთა ინფრასტრუქტურით სარგებლობის შეზღუდვა.

3. წიაღით სარგებლობის სფეროში კონკურენციის საკითხები რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით.

საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6154 - ვებგვერდი, 25.05.2012წ.

საქართველოს 2014  წლის 21  მარტის კანონი №2162 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.

 

თავი მეოთხე. (ამოღებულია)

 

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

 

მუხლი 34(ამოღებულია)

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

 

მუხლი 35(ამოღებულია)

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

 

    მუხლი 36(ამოღებულია)

საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1319 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ., მუხ.33

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

 

მუხლი 37(ამოღებულია)

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

 

თავი მეხუთე. წიაღის დაცვა და წიაღით სარგებლობის უსაფრთხოების მოთხოვნები

    მუხლი 38. წიაღით რაციონალურად სარგებლობისა და მისი დაცვის ძირითადი მოთხოვნები

წიაღის დაცვის ძირითადი მოთხოვნებია:

ა) არ დაუშვან წიაღით თვითნებური სარგებლობა;

ბ) დაიცვან განსაკუთრებული სამეცნიერო და კულტურული მნიშვნელობის წიაღის ობიექტები ან უბნები;

გ) დაიცვან სასარგებლო წიაღისეულის საბადოები მათი განლაგების ფართობების განაშენიანებისაგან, წყალსაცავებით დატბორვისაგან და სხვა;

დ) რაციონალურად ისარგებლონ სასარგებლო წიაღისეულით და გამოიყენონ სამთომომპოვებელი მრეწველობის ნარჩენები;

ე) დაიცვან წიაღის ის უბნები, რომლებიც გამოიყენება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან დაკავშირებული საინჟინრო ნაგებობების, მიწისქვეშა საცავების, ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ნაგავსაყრელების, ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტებისა და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოსაწყობად;

ვ) დაიცვან სარგებლობისათვის წიაღის გადაცემის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესები და არ დაუშვან წიაღით თვითნებურად (ულიცენზიოდ ან ლიცენზიით გამოყოფილი სამთო ნაკვეთის ფარგლებს გარეთ) სარგებლობა;

ზ) უზრუნველყონ წიაღის სრული და კომპლექსური შესწავლა და წიაღის დაცვისა და მისი რესურსების რაციონალური, კომპლექსური გამოყენება;

თ) წინასწარ შეისწავლონ წიაღი იმისათვის, რომ მიღებულ იქნეს სარწმუნო მონაცემები სასარგებლო წიაღისეულის მარაგების შეფასებისა და წიაღით სარგებლობის სხვა ობიექტების მახასიათებლების დასადგენად;

აღრიცხონ სასარგებლო წიაღისეულის მარაგები და წიაღით სარგებლობის ობიექტებზე გაცემული წიაღის უბნები

კ) შესაძლებელი სისრულით ამოიღონ წიაღიდან როგორც ძირითადი, ასევე თანმდევი სასარგებლო წიაღისეული და უზრუნველყონ მათი აღრიცხვა, აგრეთვე უზრუნველყონ დანაკარგების შესაბამისობა მოქმედ სტანდარტებთან, ნორმებთან და წესებთან და განახორციელონ ღონისძიებები მათ შესამცირებლად;

ლ) დაიცვან სასარგებლო წიაღისეულის საბადოები დატბორვისაგან, გაწყლიანებისაგან, დაბინძურებისაგან, ხანძრის, დაშრეტისა და სხვა ფაქტორებისაგან, რომლებიც აუარესებენ წიაღისეულის ხარისხს, ამცირებენ საბადოს სამრეწველო ღირებულებას ან ართულებენ მის ათვისებას;

მ) თავიდან აიცილონ წიაღზე მავნე ზემოქმედება გაზისა და სხვა ნივთიერებების წიაღში შენახვის, მავნე ნივთიერებებისა და წარმოების ნარჩენების ჩამარხვის, ჩამდინარე წყლების ჩაშვების დროს;

ნ) დაიცვან სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელ წარმოებათა და იმ მიწისქვეშა ნაგებობების კონსერვაციისა და ლიკვიდაციის დადგენილი წესები, რომლებიც დაკავშირებული არ არიან წიაღისეულის მოპოვებასთან;

ო) აღკვეთონ წიაღით სარგებლობის ობიექტების განლაგების ფართობზე თვითნებური განაშენიანება;

პ) არ დაუშვან სასმელი წყლითა და ტექნიკური წყლით მომარაგების სათავო ნაგებობებთან ახლოს და მათი წყალშემკვრელი ფართობების ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნარჩენების განთავსება;

ჟ) უზრუნველყონ გარემოს მდგომარეობაზე წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული სამუშაოების გავლენის სარწმუნო პროგნოზირება და შეფასება, განახორციელონ აუცილებელი ზომები გარემოსა და მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად.

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი №1409 - სსმ I, №22, 18.05.2005 წ., მუხ.153

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის კანონი №3006  – ვებგვერდი, 12.01.2015წ.

    მუხლი 39. სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა ფართობის განაშენიანების წესი

1. აკრძალულია დასახლებული პუნქტების, სამრეწველო კომპლექსების, კომუნიკაციების, სამეურნეო და სხვა ობიექტების დაპროექტება და მშენებლობა, სანამ არ დადასტურდება, რომ მომავალი განაშენიანების ფართობზე არ არსებობს სასარგებლო წიაღისეულის საბადო (ტექნოგენური საბადოს გარდა) ან გამოვლინება. სასარგებლო წიაღისეულის საბადოს ფართობების განაშენიანება დასაშვებია, თუ განაშენიანების მსურველი წიაღისეულის მესაკუთრეს კომპენსაციის სახით გადაუხდის სასარგებლო წიაღისეულის იმ სახეობის საფასურს (შესაბამისი წიაღისეულით სარგებლობისათვის „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოსაკრებლის ოდენობით), რომლით სარგებლობასაც იგი ზღუდავს ან აფერხებს დაგეგმილი განაშენიანებით. თუ განაშენიანება ხორციელდება ლიცენზიით გათვალისწინებულ ფართობზე, ამ შემთხვევაში აუცილებელია ლიცენზიის მფლობელის თანხმობა.

2. წიაღით უნებართვოდ სარგებლობისა და წიაღისეულის საბადოთა ფართობების (წიაღის ფონდის მიწების) თვითნებური განაშენიანება წყდება გაწეული ხარჯების აუნაზღაურებლად. თუ წიაღისეულის საბადოთა ფართობებზე (წიაღის ფონდის მიწებზე) არსებული განაშენიანება არსებითად ზღუდავს ან აფერხებს წიაღით სარგებლობის შესაძლებლობას, მაშინ გამოიყენება ამ კანონითა და „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესები და პროცედურები.

3. დასახლებული პუნქტების, სამრეწველო კომპლექსების, სხვა სამეურნეო და საყოფაცხოვრებო ობიექტების დაპროექტება და მშენებლობა დასაშვებია მხოლოდ იმ ფართობზე, სადაც სასარგებლო წიაღისეულის საბადო (ტექნოგენური საბადოს გარდა) არ არსებობს, რაც დასტურდება სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს დასკვნით.

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი №1409 - სსმ I, №22, 18.05.2005 წ., მუხ.153

საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3890 - სსმ I, №72, 22.12.2010 წ.,მუხ.432

საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1676   ვებგვერდი, 14.12.2017წ.

    მუხლი 40. წიაღის მეცნიერული, ისტორიული, ესთეტიკური ან სხვა კულტურული მნიშვნელობის მქონე უბნების დაცვა

1. იშვიათი (უნიკალური) გეოლოგიური, პალეონტოლოგიური, არქეოლოგიური ობიექტების, მინერალური წარმონაქმნების, მეტეორიტების განლაგების ადგილებს, აგრეთვე წიაღის ისეთ უბნებს, რომელთაც აქვთ მეცნიერული, ისტორიული, ესთეტიკური ან სხვა კულტურული მნიშვნელობა, შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიეკუთვნოს დაცული ტერიტორიების შესაბამისი კატეგორია.

2. აკრძალულია დაცული ტერიტორიის ფარგლებში ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის გათვალისწინებული დაცვის რეჟიმით.

3. წიაღით სარგებლობისას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ობიექტის აღმოჩენის შემთხვევაში წიაღით მოსარგებლე ვალდებულია შეაჩეროს სამუშაოები შესაბამის უბნებზე და ამის შესახებ აცნობოს ლიცენზიის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

    მუხლი 41. წიაღის შესწავლის ძირითადი მოთხოვნები

იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებიც სწავლობენ წიაღს, ვალდებულნი არიან უზრუნველყონ:

წიაღის ეფექტური შესწავლა;

სასარგებლო წიაღისეულის საბადოების დამუშავების, აგრეთვე, სხვადასხვა დანიშნულების მიწისქვეშა ნაგებობების მშენებლობისა და ექსპლუატაციის გეოლოგიური, სამთო-ტექნიკური, ჰიდროგეოლოგიური და სხვა პირობების დადგენა;

წიაღით სარგებლობა ლიცენზიით გამოყოფილი სამთო მინაკუთვნის ფარგლებში;

ლიცენზიით გათვალისწინებული წიაღის შესასწავლი სამუშაოების სრულფასოვანი ჩატარება და შესწავლის შედეგების უტყუარობა;

ძირითადი და მისი თანმდევი სასარგებლო წიაღისეულის, აგრეთვე, გარემომცველი ქანების შემადგენელი კომპონენტების მარაგების ხარისხისა და რაოდენობის განსაზღვრის ობიექტურობა, გარემოსა და წიაღის დაცვის მოთხოვნათა შესრულება;

წიაღის შესწავლისას ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო და გარემოსათვის უვნებელი ისეთი მეთოდებისა და ხერხების გამოყენება, რომლებიც არ გამოიწვევენ წიაღისეულის გაუმართლებელ დანაკარგებსა და ხარისხის გაუარესებას;

წიაღიდან ამოღებული ქანების ისეთი განთავსება, რომელიც გამორიცხავს ან შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას;

საბადოს დამუშავებისა და ეროვნული მეურნეობის მიზნებისათვის საძიებო სამთო გვირაბებისა და ჭაბურღილების შენარჩუნება, ხოლო შემდგომი გამოყენებისათვის უვარგისის ლიკვიდაცია;

გეოლოგიური და ტექნიკური დოკუმენტაცის, ქანების, მადნების ნიმუშების, კერნისა და სინჯების დუბლიკატების შენახვა წიაღის შემდგომი შესწავლის, საბადოს დაზვერვისა და დამუშავების, აგრეთვე წიაღით სხვა სახით სარგებლობისას მათი შესაძლო გამოყენებისათვის.

     მუხლი 42. სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავების ძირითადი მოთხოვნები

1. სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავებისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები:

ა) ზუსტად აღირიცხოს ძირითადი და თანმდევი სასარგებლო წიაღისეულის მარაგების მდგომარეობა, მათი დინამიკა, რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებები და დანაკარგები;

ბ) უზრუნველყოფილ იქნეს საბადოს დამუშავება შესაბამისი დონის გეოლოგიურ-სამარკშეიდერო სამუშაოების ჩატარებითა და საჭირო ტექნიკური და სხვა დოკუმენტაციის წარმოებით;

გ) საბადოს დამუშავებამ არ უნდა გამოიწვიოს სხვა საბადოების დაზიანება;

დ) შენარჩუნებულ იქნეს საბადოს დამუშავებისას წიაღში დარჩენილი მარაგი და მოხდეს გზადაგზა მოპოვებული, მაგრამ დროებით გამოუყენებელი წიაღისეულის შენახვა და აღრიცხვა;

ე) რაციონალურად იქნეს ათვისებული ქანები და ოპტიმალურად განთავსდეს ისინი მომავალში გამოსაყენებლად;

ვ) სამუშაოთა წარმოებისას უზრუნველყოფილ იქნეს მუშაკთა და მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოება;

ზ) დაიცვან წიაღი და გარემოს სხვადასხვა ობიექტები, შენობები და ნაგებობები;

თ) გაითვალისწინონ შესაძლო ავარიები და შეიმუშაონ მათი ლიკვიდაციის გეგმები;

ი) შეინარჩუნონ ეკოლოგიური წონასწორობა;

კ) აწარმოონ მყარი სასარგებლო წიაღისეულის, ნავთობის, გაზის, აგრეთვე მიწისქვეშა წყლების საბადოთა დამუშავება მომპოვებელ საწარმოთა დამტკიცებული პროექტების, სამთო სამუშაოების გეგმებისა და ტექნოლოგიური სქემების შესაბამისად.

2. (ამოღებულია – 25.03.2013, №495).

საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1319 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ., მუხ.33

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი №1409 - სსმ I, №22, 18.05.2005 წ., მუხ.153

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

 

მუხლი 43(ამოღებულია)

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

    მუხლი 44. სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავების ძირითადი მოთხოვნები

სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავებისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს:

ა) ისეთი ტექნოლოგიური სქემის გამოყენება, რომელიც უზრუნველყოფს სასარგებლო წიაღისეულის კომპლექსურ და რაციონალურ გამოყენებას, წიაღით სარგებლობის პროცესში წარმოქმნილი დანაკარგების მაქსიმალურად შემცირებას;

ბ) გადამუშავების სხვადასხვა სტადიაზე წიაღისეულიდან მიღებული სასარგებლო კომპონენტების რაოდენობის, ხარისხისა და დანაკარგების აღრიცხვა და კონტროლი;

გ) გადამუშავების ტექნოლოგიის შემდგომი სრულყოფის მიზნით წიაღისეულის სამთო-ქიმიური თვისებებისა და შემადგენლობის რეგულარული შესწავლა და საცდელი ტექნოლოგიური შემოწმების ჩატარება;

დ) გადამუშავების შედეგად მიღებული ნარჩენების (ლამი, კუდები, მტვერი, ჩამდინარე წყლები და სხვა) მაქსიმალური სისრულით გამოყენება;

ე) ჩამდინარე წყლების გაწმენდა მათი მეორადი გამოყენების მიზნით;

ვ) სასარგებლო კომპონენტების შემცველი, მაგრამ დროებით გამოუყენებელი ნარჩენების დასაწყობება, აღრიცხვა და შენახვა;

ზ) პროდუქციის ისეთი სახით გამოშვება, რომ მისი ტრანსპორტირებისას, შენახვისა და მოხმარებისას დაცული იყოს ეკოლოგიური უსაფრთხოების პირობები.

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი №1409 - სსმ I, №22, 18.05.2005 წ., მუხ.153

    მუხლი 45. მოთხოვნები წიაღში ნარჩენების განთავსებისა და ჩამდინარე წყლების ჩაშვებისადმი

წიაღში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნარჩენების განთავსება და ჩამდინარე წყლების ჩაშვება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაცულია შემდეგი მოთხოვნები:

ა) ნარჩენების მართვა განხორციელდება მკაცრად დადგენილ საზღვრებში, იმ პირობით, რომ ავარიული სიტუაციის შექმნისას თავიდან იქნება აცილებული მათი სამთო გვირაბებში, დედამიწის ზედაპირზე და წყლის ობიექტებში მოხვედრა;

ბ) ნარჩენების განთავსება და ჩამდინარე წყლების ჩაშვება განხორციელდება ეკოლოგიურად უსაფრთხო მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლებიც უზრუნველყოფს წიაღისა და გარემოს სხვა კომპონენტების მავნე ზემოქმედებისაგან დაცვას;

გ) უზრუნველყოფილი იქნება ნარჩენების განთავსების ობიექტებისა და გარემოს მდგომარეობის კონტროლის მუდმივი სისტემის არსებობა, აგრეთვე ავარიის შემთხვევაში მიღებული იქნება ეფექტიანი ზომები მოსახლეობის დაცვის და მისთვის ავარიის შესახებ დროული შეტყობინების მიზნით.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის კანონი №3006  – ვებგვერდი, 12.01.2015წ.

    მუხლი 46. წიაღით სარგებლობის ობიექტების დაპროექტების, მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და საექსპლუატაციოდ გადაცემის მოთხოვნები

1. წიაღით სარგებლობის ობიექტების დაპროექტება წარმოებს სავარაუდო მშენებლობის უბანზე წიაღის გეოლოგიური აგებულების და სხვა პირობების გათვალისწინებით.

წიაღის შესწავლა და გამოყენება სასარგებლო წიაღისეულის საბადოების დამუშავების, მიწისქვეშა ნაგებობებისა და ობიექტების განლაგების, საწარმოო ნარჩენების, მავნე ნივთიერებათა ჩამარხვისა და სხვა მიზნებისათვის ხორციელდება დამუშავებული და დამტკიცებული პროექტების (ტექნოლოგიური სქემების) საფუძველზე. პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს ამ კანონის მოთხოვნები.

2. იმ მიწისქვეშა ნაგებობების დაპროექტების, მშენებლობისა და საექსპლუატაციოდ გადაცემისას, რომლებიც დაკავშირებული არ არის წიაღისეულის მოპოვებასთან (მავნე ნივთიერებებისა და ნარჩენების ჩამარხვა, ჩამდინარე წყლის ჩაშვება, მიწისქვეშა გაზსაცავების მოწყობა და სხვა), უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ობიექტების გარემომცველი ქანების, პირველ რიგში კი წყალშემცველი ჰორიზონტების საიმედო იზოლაცია.

3. (ამოღებულია – 25.03.2013, №495).

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. 

    მუხლი 47. წიაღით სარგებლობის უსაფრთხოების მოთხოვნები

1. ნებადართულია წიაღით სარგებლობა მხოლოდ მოსახლეობის, განსაკუთრებით დასაქმებულ მუშაკთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობით.

2. წიაღით მოსარგებლე თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულია უზრუნველყოს წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული სამუშაოების უსაფრთხო წარმოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულება.

3. წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოთა უსაფრთხოდ ჩატარების უზრუნველყოფის მოთხოვნებია:

სამუშაოზე მხოლოდ შესაბამისი სპეციალური მომზადებისა და კვალიფიკაციის მუშაკების დაშვება;

სამთო და ბურღვით სამუშაოებზე დასაქმებულთა უზრუნველყოფა სპეციალური ტანსაცმლით, დაცვის ინდივიდუალური და კოლექტიური საშუალებებით;

ისეთი მეთოდების, მასალების, ტექნოლოგიური და ტექნიკური საშუალებების გამოყენება, რომლებიც აკმაყოფილებენ უსაფრთხოების დადგენილ წესებს;

სამუშაოთა ნორმალური ტექნოლოგიური ციკლისა და საშიში სიტუაციების პროგნოზირებისათვის აუცილებელი გეოლოგიური, სამარკშეიდერო და სხვა სახის დაკვირვებათა ჩატარება;

სისტემატური კონტროლი სამთო გვირაბებში მტვრის, ფეთქებადსაშიში აირებისა და ჟანგბადის შემცველობაზე;

წიაღით სარგებლობისას გარემოზე ყველა სახის მავნე ზემოქმედების თავიდან ასაცილებელი და დასაშვებ ნორმამდე შემამცირებელი ღონისძიებების დამუშავება და გატარება;

საშიში და ავარიული სიტუაციების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის გეგმების შედგენა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

მუშაკთა მიერ სამუშაოთა უსაფრთხოების წესების შესწავლა და შესრულება, აგრეთვე, ავარიების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება;

სამუშაოთა შეჩერება მუშაკთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში, ადამიანების გამოყვანა უსაფრთხო ადგილზე და საფრთხის ლიკვიდაციისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელება;

სამუშაოთა ჩატარებისას მხოლოდ ისეთი მანქანების, მოწყობილობებისა და მასალების გამოყენება, რომლებიც აკმაყოფილებენ უსაფრთხოების წესების ნორმების მოთხოვნებს;

ფეთქებად ნივთიერებათა და ასაფეთქებელ საშუალებათა აღრიცხვა, სათანადო შენახვა და ხარჯვა, აგრეთვე მათი უსაფრთხო, სწორი გამოყენება;

უსაფრთხოების წესებით გათვალისწინებული ტექნიკური დოკუმენტაციის, მათ შორის სამთო სამუშაოთა გეგმების დროულად შევსება მონაცემებით, რომლებიც ასახავენ სამუშაოთა უსაფრთხო წარმოების საზღვრებსა და ავარიის ლიკვიდაციის ზომებს.

4. წიაღით მოსარგებლეთა მიერ უსაფრთხოების წესების და ნორმების დაცვის უზრუნველყოფისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ სათანადო საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა ხელმძღვანელებს. ისინი განსაზღვრავენ იმ პირთა წრეს, რომლებიც კონტროლს გაუწევენ საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა სტრუქტურულ ქვედანაყოფებში უსაფრთხოების აღნიშნული წესების დაცვას.

5. წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოთა ხელმძღვანელებისაამისოდ უფლებამოსილი სხვა თანამდებობის პირები ვალდებული არიანწარმოებაში დასაქმებულ მუშაკთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უშუალო საფრთხის შექმნისას დაუყოვნებლივ შეაჩერონ სამუშაოები და უზრუნველყონ მათი უსაფრთხო ევაკუაციათუ საფრთხე ემუქრებათ წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოთა გავლენის ზონაში მცხოვრებლებსშესაბამისი წიაღით მოსარგებლეები ვალდებული არიან,  შექმნილი საფრთხის შესახებ შეატყობინონ სათანადო უფლებამოსილ ორგანოებს.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

    მუხლი 48. სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი საწარმოს ან იმ მიწისქვეშა ნაგებობის ლიკვიდაცია და კონსერვაცია, რომელიც არ არის დაკავშირებული წიაღისეულის მოპოვებასთან

1. პროექტით გათვალისწინებული სისრულით საბადოს დამუშავების შემდეგ ან იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკურ-ეკონომიკურ გაანგარიშებათა ან სხვა დასაბუთებათა საფუძველზე საბადოს ან მისი ნაწილის შემდგომი დამუშავება შეუძლებლად არის მიჩნეული, უნდა განხორციელდეს სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი საწარმოს ლიკვიდაცია ან კონსერვაცია. ეს წესი ვრცელდება იმ მიწისქვეშა ნაგებობაზე, რომელიც არ არის დაკავშირებული წიაღისეულის მოპოვებასთან, მისი შემდგომი ექსპლუატაციის შეუძლებლობის, აგრეთვე ლიცენზიის ვადის გასვლის ან გაუქმების შემთხვევაში.

2. საწარმოს ლიკვიდაციისას განხილული უნდა იქნეს სამთო გვირაბებისა და ჭაბურღილების სხვა მიზნებისათვის შემდგომი გამოყენების შესაძლებლობის საკითხი. მისი დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში გვირაბები და ჭაბურღილები მოყვანილი უნდა იქნეს ისეთ მდგომარეობაში, რომ მომავალში უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობის უსაფრთხოება, ეკოლოგიური პირობების, შენობებისა და ნაგებობების დაცვა, ხოლო საწარმოს კონსერვაციისას ისინი უნდა შენარჩუნდეს სამუშაო მდგომარეობაში კონსერვაციის მთელი პერიოდის განმავლობაში.

3. სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი საწარმოს, აგრეთვე იმ მიწისქვეშა ნაგებობის ლიკვიდაციის ან კონსერვაციის შემთხვევაში, რომელიც არ არის დაკავშირებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან, გეოლოგიური, სამარკშეიდერო და სხვა დოკუმენტაცია უნდა წარმოებდეს სამუშაოთა დამთავრების მომენტამდე და უნდა ინახებოდეს წიაღის შესახებ ერთიან სახელმწიფო ფონდში.

4. სალიკვიდაციო ან საკონსერვაციო ობიექტების მოსაზღვრე რაიონებში უნდა განხორციელდეს ღონისძიებები მომავალში სამთო სამუშაოთა უსაფრთხო წარმოების უზრუნველსაყოფად.

5. ლიკვიდაციის ან კონსერვაციის დამთავრებამდე წიაღით მოსარგებლეს ეკისრება ამ კანონით გათვალისწინებული სრული პასუხისმგებლობა.

6. ამ მუხლში აღნიშნული ობიექტების ლიკვიდაციის ან კონსერვაციის დამთავრების შემდეგ წიაღით მოსარგებლე ვალდებულია ამის თაობაზე ინფორმაცია დადგენილი წესით წარუდგინოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს (ორგანოებს). ობიექტების ლიკვიდაცია ან კონსერვაცია დამთავრებულად ითვლება ინფორმაციის ადგილზე გადამოწმების შემდეგ უფლებამოსილი ორგანოს მიერ შესაბამისი აქტის შედგენით, რომელიც შემდგომ დადგენილი წესით აისახება წიაღის შესახებ ერთიან სახელმწიფო ფონდში.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

    მუხლი 49. მიწისქვეშა საძიებო-სამაშველო დანაყოფი (სამთო მაშველი) და წიაღით მოსარგებლის ვალდებულებები ავარიის ლიკვიდაციის დროს

წიაღით მოსარგებლე ვალდებულია, დადგენილი წესის შესაბამისად, შექმნას კერძო მიწისქვეშა საძიებო-სამაშველო დანაყოფი (სამთო მაშველი) ან ხელშეკრულების საფუძველზე ისარგებლოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს სპეციალიზებული სამთო-სამაშველო დანაყოფის (სამთო მაშველის) მომსახურებით სამთო გვირაბებზე ავარიების, მათ შორის, ნავთობისა და გაზის ჭაბურღილებზე ღია შადრევნების გაჩენის, თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციისათვის.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495   – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

საქართველოს 2018 წლის 27   ივნისის  კანონი №2613  –  ვებგვერდი, 06.06.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4096 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.

 

თავი მეექვსე. პასუხისმგებლობა წიაღის კანონის დარღვევისათვის

    მუხლი 50. პასუხისმგებლობა წიაღის კანონის დარღვევისათვის

1. გარიგება, რომელიც აშკარად თუ ფარულად არღვევს ამ კანონს, ბათილია.

2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხისმგებლობა დაეკისრებათ პირებს, რომლებმაც:

ა) დადეს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გარიგება, აგრეთვე მათ, ვინც წიაღით თვითნებურად ისარგებლა;

ბ) დაარღვიეს წიაღით სარგებლობის ნორმები, აგრეთვე წიაღით სარგებლობის უსაფრთხოების წესები და ნორმები;

გ) განახორციელეს წიაღით სარგებლობის ობიექტების განლაგების ფართობების თვითნებური განაშენიანება;

დ) დაარღვიეს წიაღის დაცვის, აგრეთვე წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოთა მავნე ზეგავლენისაგან ბუნებრივი გარემოს, შენობებისა და ნაგებობების დაცვის მოთხოვნები;

ე) ხელყვეს ისტორიისა და კულტურის ძეგლები, მათი ტერიტორიები და დაცვითი ზონები;

ვ) დაარღვიეს გეოლოგიური ინფორმაციის საკუთრების უფლება;

ზ) მოსპეს ან დააზიანეს მიწისქვეშა წყლებზე დაკვირვების სარეჟიმო ჭაბურღილები, აგრეთვე სამარკშეიდერო და გეოდეზიური ნიშნები;

თ) დაარღვიეს სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი საწარმოს სხვადასხვა დანიშნულების მიწისქვეშა ნაგებობების ლიკვიდაციისა და კონსერვაციის წესები და ნორმები;

ი) დაარღვიეს მიწის მინაკუთვნის ფარგლებში ნიადაგის რეკულტივაციის წესები და ნორმები;

კ) ლიცენზიის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს შეგნებულად მიაწოდეს დაგვიანებული ან ცრუ ინფორმაცია წიაღის შესახებ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.  

     მუხლი 51.  (ამოღებულია )

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

    მუხლი 52. ზიანის ანაზღაურება

1. წიაღით მოსარგებლენი ვალდებული არიან, აანაზღაურონ ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით გამოწვეული ზიანი.

2. წიაღით თვითნებური სარგებლობა და წიაღით სარგებლობის ობიექტების განლაგების ფართობების თვითნებური განაშენიანება აღიკვეთება გაწეული ხარჯების აუნაზღაურებლად.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

 

თავი მეშვიდე. საერთაშორისო ხელშეკრულებები

    მუხლი 53. საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები

თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით და შეთანხმებით დადგენილია ამ კანონისაგან განსხვავებული წესი და იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, მაშინ გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულების და შეთანხმების წესი.

 

თავი მერვე. გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 54. გარდამავალი დებულებანი

 

1. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ლიცენზირების შემოღებამდე წიაღით სარგებლობის მიზნით გაცემული ყველა დოკუმენტი, რომლებიც ადასტურებს მიწის გამოყოფის, სამთო ან გეოლოგიური მინაკუთვნით სარგებლობის უფლებას, თუ იგი საქართველოს კანონმდებლობის თანახმად არ არის დამაგრებული წიაღით სარგებლობის ლიცენზიით (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ კანონის ამოქმედებამდე განხორციელდა მიწის მინაკუთვნის პრივატიზება და ასეთი მინაკუთვნის მფლობელს მის სარეგისტრაციოდ უკვე წარდგენილი აქვს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაცია), ხოლო ამ მინაკუთვნის ფარგლებში განთავსებული მიწისქვეშა და მათთან დაკავშირებული მიწისზედა ნაგებობები (ჭაურის, გვირაბებისა და ჭაბურღილების პირები, საკაპტაჟე და ზედა საკაპტაჟე ნაგებობები), აგრეთვე ლიკვიდირებული და დაკონსერვებული ასეთი ნაგებობები  წიაღის უბნის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევა და მათი განკარგვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ( ამოღებულია – 25.03.2013, №495).

3. ( ამოღებულია – 25.03.2013, №495).

4. ( ამოღებულია – 25.03.2013, №495).

5. ამ კანონის მე-9 მუხლის მე-17 პუნქტი ამოქმედდეს 2002 წლის 1 ოქტომბრიდან.

6. 2002 წლის 1 ოქტომბრიდან გაუქმდეს წიაღით სარგებლობის ყველა ის ლიცენზია, რომელიც ეწინააღმდეგება ამ კანონის მე-9 მუხლის მე-17 პუნქტის მოთხოვნას.

7. ( ამოღებულია – 25.03.2013, №495).

8. ( ამოღებულია – 25.03.2013, №495).

9. ( ამოღებულია – 25.03.2013, №495).

საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1319 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ., მუხ.33

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი №1409 - სსმ I, №22, 18.05.2005 წ., მუხ.153

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

 

თბილისი,

1996 წლის 17 მაისი.

№242–IIს

19. 16/12/2021 - საქართველოს კანონი - 1146-VIმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/12/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 18. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6899-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 17. 22/12/2018 - საქართველოს კანონი - 4096-რს - ვებგვერდი, 28/12/2018 16. 27/06/2018 - საქართველოს კანონი - 2613-IIს - ვებგვერდი, 06/07/2018 15. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1676-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 14. 26/12/2014 - საქართველოს კანონი - 3006-რს - ვებგვერდი, 12/01/2015 13. 21/03/2014 - საქართველოს კანონი - 2162-IIს - ვებგვერდი, 27/03/2014 12. 06/09/2013 - საქართველოს კანონი - 1032-Iს - ვებგვერდი, 23/09/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 11. 25/03/2013 - საქართველოს კანონი - 495-რს - ვებგვერდი, 05/04/2013 10. 08/05/2012 - საქართველოს კანონი - 6154-Iს - ვებგვერდი, 25/05/2012 9. 07/12/2010 - საქართველოს კანონი - 3890-IIს - სსმ, 72, 22/12/2010 8. 20/11/2009 - საქართველოს კანონი - 2114 - სსმ, 36, 20/11/2009 7. 25/11/2005 - საქართველოს კანონი - 2148 - სსმ, 51, 06/12/2005 6. 23/06/2005 - საქართველოს კანონი - 1765 - სსმ, 36, 11/07/2005 5. 22/04/2005 - საქართველოს კანონი - 1409 - სსმ, 22, 18/05/2005 4. 29/12/2004 - საქართველოს კანონი - 859 - სსმ, 6, 19/01/2005 3. 16/09/2004 - საქართველოს კანონი - 447 - სსმ, 28, 07/10/2004 2. 01/03/2002 - საქართველოს კანონი - 1319 - სსმ, 5, 21/03/2002 1. 16/04/1999 - საქართველოს კანონი - 1894 - სსმ, 13(20), 01/05/1999