დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 230 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 16/05/1996 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 13, 07/06/1996 |
სარეგისტრაციო კოდი | 150.000.000.05.001.000.138 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (18/09/2013 - 13/12/2013)
საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ
საქართველოს 1999 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №2146ა - სსმ I, №27(34), 06.07.1999 წ., მუხ.142
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.278
ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილებას, მისი საქმიანობის ძირითად პრინციპებსა და ფორმებს.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.278
საქართველოს სახალხო დამცველი ზედამხედველობას უწევს საქართველოს ტერიტორიისა და მისი იურისდიქციის ფარგლებში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.278
1. საქართველოს სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სახელმწიფოებრივი გარანტიების უზრუნველყოფის მიზნით ზედამხედველობას უწევს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა, საჯარო დაწესებულებათა და თანამდებობის პირთა მხრიდან საქართველოს ტერიტორიის ფარგლებსა და მის იურისდიქციაში მყოფი ყველა პირისთვის სახელმწიფოს მიერ აღიარებულ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვასა და პატივისცემას, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა თუ სხვა გარემოებისა.
2. საქართველოს სახალხო დამცველი ავლენს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტებს და ხელს უწყობს დარღვეული უფლებებისა და თავისუფლებების აღდგენას.
3. საქართველოს სახალხო დამცველი ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.278
1. საქართველოს სახალხო დამცველი ასრულებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმით გათვალისწინებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციებს.
2. საქართველოს სახალხო დამცველი უზრუნველყოფილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური რესურსებით.
3. პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი ვალდებულია ითანამშრომლოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესაბამის ორგანოებთან და მექანიზმებთან, აგრეთვე საერთაშორისო, რეგიონალურ და ეროვნულ ინსტიტუტებთან ან ორგანიზაციებთან, რომელთა საქმიანობის სფეროს განეკუთვნება წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისაგან ან სასჯელისაგან დაკავების, წინასწარი პატიმრობისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში მყოფ პირთა დაცვის უზრუნველყოფა.
საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის ორგანული კანონი №1462 - სსმ I, №20, 28.07.2009 წ., მუხ.90
საქართველოს 2010 წლის 9 მარტის ორგანული კანონი №2711 - სსმ I, №12, 24.03.2010 წ., მუხ.42
1. საქართველოს სახალხო დამცველი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით.
2. საქართველოს სახალხო დამცველზე ნებისმიერი ზემოქმედება ან მის საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია და ისჯება კანონით.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.278
1. საქართველოს სახალხო დამცველის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო ვალდებულია შუქმნას მას მოღვაწეობისა და ცხოვრების სათანადო პირობები.
2. საქართველოს სახალხო დამცველი ხელშეუხებელია. დაუშვებელია მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა საქართველოს პარლამენტის თანხმობის გარეშე. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს პარლამენტს. თუ იგი არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული საქართველოს სახალხო დამცველი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს. საქართველოს პარლამენტი ამ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავარი პროკურორის მიმართვიდან არაუგვიანეს 14 დღისა.
3. საქართველოს სახალხო დამცველის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაკავების ან დაპატიმრების შესახებ თანხმობისას მისი უფლებამოსილება შეჩერდება სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. საქართველოს სახალხო დამცველის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის ან მარეაბილიტირებელ საფუძველზე საქმის შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილება აღდგება.
4. საქართველოს სახალხო დამცველს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც საქართველოს სახალხო დამცველს; ეს უფლება მას უნარჩუნდება უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც. არ შეიძლება სახალხო დამცველისათვის განკუთვნილი წერილობითი მასალის დაყადაღება.
5. საქართველოს სახალხო დამცველი პასუხისგებაში არ მიეცემა თავისი მოვალეობის შესრულებისას გამოთქმული აზრებისა და შეხედულებებისათვის.
6. უზრუნველყოფილია საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილებათა შეუფერხებელი განხორციელების პირობები. მისი განცხადების საფუძველზე შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები უზრუნველყოფენ საქართველოს სახალხო დამცველისა და მისი ოჯახის უსაფრთხოებას.
7. საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობისათვის დაბრკოლებათა შექმნა ისჯება კანონით.
საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის ორგანული კანონი №472 - სსმ I, №30, 07.11.2008 წ., მუხ.181
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.278
საქართველოს 2013 წლის 30 მაისის ორგანული კანონი № 6 69 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ.
თავი 2. საქართველოს სახალხო დამცველის არჩევა და მისი უფლებამოსილების შეწყვეტა
1. საქართველოს სახალხო დამცველად აირჩევა საქართველოს მოქალაქე.
2. საქართველოს სახალხო დამცველს 5 წლის ვადით ირჩევს საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის ხმების უმრავლესობით. კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის წევრთა სულ ცოტა ექვსკაციან ჯგუფს, რომლებიც არ შედიან არცერთ ფრაქციაში.
3. კენჭისყრის წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტს აცნობებს კანდიდატთა სიას და მათ წერილობით თანხმობას საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე არჩევის შესახებ. ყოველ ასარჩევ კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე. კენჭისყრა ფარულია.
4. კენჭისყრის შედეგად არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს, მაგრამ არანაკლებ საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმებისა. თუ არჩევისათვის საკმარისი ხმები ერთზე მეტმა კანდიდატმა მიიღო, მაგრამ მიღებულ ხმათა რაოდენობის ტოლობის გამო არჩეული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატურებს ერთად ეყრებათ კენჭი და არჩეულად ჩაითვლება ის, ვინც მეტ ხმას მიიღებს, მაგრამ არანაკლებ საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმებისა. მიღებულ ხმათა ტოლობის შემთხვევაში კენჭისყრის პროცედურა გრძელდება სახალხო დამცველის გამოვლენამდე.
5. თუ არჩევისათვის საკმარისი ხმები ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო, კენჭისყრიდან არა უადრეს 7 და არა უგვიანეს 14 დღისა ტარდება ხელახალი არჩევნები. ხელახალი არჩევნებისას კანდიდატურების წარდგენა და არჩეულის გამოვლენა ხდება ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი წესით.
6. არჩევნების ერთ ციკლში ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.
საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის ორგანული კანონი №1460 - სსმ I, №20, 28.07.2009 წ., მუხ.92
საქართველოს 2013 წლის 18
სექტემბრის
ორგანული
კანონი №1082 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.
1. ახლად არჩეული საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილება იწყება თანამდებობაზე მყოფი საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილების ვადის გასვლის მომდევნო დღიდან. თუ იგი არჩეულ იქნა ამ ვადის გასვლამდე, ხოლო არჩევის მომდევნო დღიდან, თუ არჩეულ იქნა ამ ვადის გასვლის შემდეგ, ანდა თუ წინა საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილება ვადამდე იქნა შეწყვეტილი.
2. საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილება წყდება არჩევიდან 5 წლის თავზე ან მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას.
3. ერთი და იგივე პირი საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
1. საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობა შეუთავსებელია სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების წევრობასთან , სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერ თანამდებობასთან და ანაზღაურებად საქმიანობასთან , გარდა სამეცნიერო , პედაგოგიური და სახელოვნებო მოღვაწეობისა . არ შეიძლება საქართველოს სახალხო დამცველი იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში . გამონაკლისია შემთხვევა , როდესაც საქართველოს სახალხო დამცველს კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის საფუძველზე თანამდებობრივად ევალება სხვა თანამდებობის შეთავსება .
2. თანამდებობაზე არჩევიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს სახალხო დამცველი ვალდებულია შეწყვიტოს მის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა. თუ საქართველოს სახალხო დამცველი აღნიშნულ დროში არ შეასრულებს დადგენილ მოთხოვნებს, მისი უფლებამოსილება წყდება და პარლამენტი აირჩევს ახალ საქართველოს სახალხო დამცველს.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.278
1. საქართველოს სახალხო დამცველს საქართველოს პარლამენტი ირჩევს თანამდებობაზე მყოფი საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უადრეს 60 და ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 30 დღისა.
2. საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი საქართველოს ახალ სახალხო დამცველს ირჩევს საქართველოს მოქმედი სახალხო დამცველის უფლებამოსილების შეწყვეტიდან არა უგვიანეს 30 დღისა . საქართველოს ახალი სახალხო დამცველის არჩევამდე მის მოვალეობას ასრულებს საქართველოს მოქმედი სახალხო დამცველის მოადგილე . ასეთ შემთხვევაში იგი სარგებლობს საქართველოს სახალხო დამცველისათვის მინიჭებული უფლებებით , სამართლებრივი გარანტიებითა და ხელშეუხებლობით .
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.278
1. საქართველოს სახალხო დამცველს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ:
ა) დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა;
ბ) ზედიზედ ოთხი თვის განმავლობაში ვერ ასრულებდა თავის მოვალეობას;
გ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
დ) სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ. უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად;
ე) დაიკავა ან უკავია საქართველოს სახალხო დამცველის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას;
ვ) ნებაყოფლობით გადადგა;
ზ) გარდაიცვალა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილება შეწყვეტილად ჩაითვლება აღნიშნული მდგომარეობის დადგენის მომენტიდან, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს პარლამენტს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ბ) და ე) ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს სახალხო დამცველს უფლებამოსილება შეუწყდება საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღება საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის ხმების უმრავლესობით.
საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადება არ წყვეტს საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობას და არ ზღუდავს მის უფლებამოსილებას .
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.278
თავი 3. საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილებანი
საქართველოს სახალხო დამცველი დამოუკიდებლად ამოწმებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას , ასევე მათი დარღვევის ფაქტებს როგორც მიღებული განცხადებისა და საჩივრის საფუძველზე , ისე საკუთარი ინიციატივით .
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.278
საქართველოს სახალხო დამცველი განიხილავს საქართველოს მოქალაქეთა , უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა , აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიულ პირთა , პოლიტიკურ და რელიგიურ გაერთიანებათა განცხადებებსა და საჩივრებს , რომლებიც ეხება სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა , საჯარო დაწესებულებათა და თანამდებობის პირთა ქმედებებს ან აქტებს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ უფლებათა და თავისუფლებათა , აგრეთვე იმ საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებებით დადგენილ უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის შესახებ , რომელთა მონაწილეც არის საქართველო .
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.278
1. საქართველოს სახალხო დამცველი განიხილავს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის შესახებ განცხადებასა და საჩივარს იმ შემთხვევაში , თუ განმცხადებელი სადავოდ ხდის :
ა ) საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებას ;
ბ ) სასამართლო განხილვის პროცესში საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებებისა და თავისუფლებების შელახვას ან დარღვევას ;
გ ) დაკავებული , დაპატიმრებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირისთვის საქართველოს კანონმდებლობით უზრუნველყოფილი უფლებების დარღვევას ;
დ ) ნორმატიული აქტების საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავთან შესაბამისობას ;
ე ) რეფერენდუმისა და არჩევნების მომწესრიგებელი ნორმების და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული ან ჩასატარებელი არჩევნების (რეფერენდუმის ) კონსტიტუციურობას .
2. საქართველოს სახალხო დამცველს უფლება აქვს არ განიხილოს განცხადება ან საჩივარი, რომლის თაობაზეც მას მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება, თუ არ წარმოიქმნა ახალი გარემოებანი.
3. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ განცხადებისა და საჩივრის განხილვამ არ შეიძლება დააბრკოლოს ანალოგიური განცხადების ან საჩივრის განხილვა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციაში.
პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში , დაკავების და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში მყოფ პირთა მიერ საქართველოს სახალხო დამცველისათვის გაგზავნილი განცხადებები , საჩივრები და წერილები კონფიდენციალურია . მათი გახსნა და ცენზურა აკრძალულია ; ისინი დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს საქართველოს სახალხო დამცველს .
საქართველოს 2010 წლის 9 მარტის ორგანული კანონი №2711 - სსმ I, №12, 24.03.2010 წ., მუხ.42
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.278
1. განცხადება და საჩივარი არ იბეგრება სახელმწიფო გადასახადით.
2. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ დაინტერესებული პირისათვის გაწეული სამსახური უფასოა.
1. განცხადებისა და საჩივრის მიღების შემდეგ საქართველოს სახალხო დამცველი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას შემოწმების დაწყების თაობაზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი აცნობებს განმცხადებელს .
3. საქართველოს სახალხო დამცველი ვალდებულია აცნობოს განმცხადებელს საჩივრის შემოწმების შედეგები კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.278
საქართველოს სახალხო დამცველს უფლება აქვს , შემოწმების ჩატარებისას :
ა ) დაუბრკოლებლად შევიდეს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ნებისმიერ ორგანოში , საწარმოში , ორგანიზაციასა და დაწესებულებაში , მათ შორის , სამხედრო ქვედანაყოფში , პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში , დაკავების და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში ;
ბ ) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს , საჯარო დაწესებულებებსა და თანამდებობის პირებს მოსთხოვოს და დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა მიიღოს შემოწმებისათვის აუცილებელი ყველა ცნობა , დოკუმენტი და სხვა მასალა ;
გ ) ნებისმიერ თანამდებობის პირს , მოხელეს , მასთან გათანაბრებულ პირს მოსთხოვოს და მიიღოს წერილობითი ახსნა -განმარტება გამოსაკვლევ საკითხებზე ;
დ ) სახელმწიფო ან /და არასახელმწიფო დაწესებულებების მეშვეობით ჩაატაროს საექსპერტო გამოკვლევები ან /და მოამზადოს დასკვნები ; მოიწვიოს სპეციალისტები /ექსპერტები საექსპერტო ან /და საკონსულტაციო სამუშაოთა შესასრულებლად ;
ე) გაეცნოს სისხლის სამართლის , სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებს , რომლებზე მიღებული გადაწყვეტილებებიც კანონიერ ძალაშია შესული .
საქართველოს 2010 წლის 9 მარტის ორგანული კანონი №2711 - სსმ I, №12, 24.03.2010 წ., მუხ.42
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.278
1. საქართველოს სახალხო დამცველი ან სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი ამოწმებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში, დაკავებისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში, აგრეთვე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში , მოხუცთა თავშესაფრებ სა და ბავშვთა სახლებში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას; პირადად ხვდება და ესაუბრება დაკავებულებს, პატიმრობაში მყოფთ და მსჯავრდებულებს; ამოწმებს აღნიშნულ დაწესებულებებში მათი ყოფნის დამადასტურებელ დოკუმენტაციას.
2. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში, დაკავებისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში, აგრეთვე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში , მოხუცთა თავშესაფრებ სა და ბავშვთა სახლებში მოთავსებულ პირთა ქცევის რეგულარული შემოწმების, ასევე წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისაგან ან სასჯელისაგან მათი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს სახალხო დამცველი/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი:
ა) მოწმის გარეშე, პირადად ან თარჯიმნის მეშვეობით ხვდება და ესაუბრება დაკავებულებს, პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირებსა და მსჯავრდებულებს, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში , მოხუცთა თავშესაფრებ სა და ბავშვთა სახლებში მოთავსებულ პირებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც შეუძლიათ აღნიშნულ პირთა უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
ბ) ამოწმებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში, დაკავებისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში, აგრეთვე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში , მოხუცთა თავშესაფრებ სა და ბავშვთა სახლებში მოთავსებულ პირთა იქ ყოფნის დამადასტურებელ დოკუმენტაციას.
3. საქართველოს სახალხო დამცველის/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის შეხვედრა დაკავებულებთან, პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირებთან და მსჯავრდებულებთან, აგრეთვე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში , მოხუცთა თავშესაფრებ სა და ბავშვთა სახლებში მოთავსებულ პირებთან კონფიდენციალურია. რაიმე სახის მიყურადება ან თვალთვალი დაუშვებელია.
საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის ორგანული კანონი №1462 - სსმ I, №20, 28.07.2009 წ., მუხ.90
საქართველოს 2010 წლის 9 მარტის ორგანული კანონი №2711 - სსმ I, №12, 24.03.2010 წ., მუხ.42
საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის ორგანული კანონი №5264 - ვებგვერდი, 24.11.2011წ.
1. პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციების შესრულების მიზნით საქართველოს სახალხო დამცველთან იქმნება სპეციალური პრევენციული ჯგუფი, რომელიც რეგულარულად ამოწმებს დაკავებულ, პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირთა და მსჯავრდებულთა, აგრეთვე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში , მოხუცთა თავშესაფრებ სა და ბავშვთა სახლებში მოთავსებულ პირთა მდგომარეობას და მათდამი მოპყრობას წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისაგან ან სასჯელისაგან დაცვის მიზნით.
2. სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს სათანადო განათლება, პროფესიული გამოცდილება და საქმიანი და მორალური თვისებებით შეუძლია შეასრულოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციები.
3. სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.
4. პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციების შესრულებისას სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები მოქმედებენ საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური რწმუნების საფუძველზე და ანგარიშვალდებული არიან მხოლოდ საქართველოს სახალხო დამცველის წინაშე.
5. სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს უფლება აქვთ, არ მისცენ ჩვენება იმ ფაქტის გამო, რომელიც მათ გაანდეს პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციების შესრულებისას. მათ ეს უფლება უნარჩუნდებათ სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც.
6. არ შეიძლება სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრისთვის განკუთვნილ საფოსტო-სატელეგრაფო კორესპონდენციაზე, საფოსტო გზავნილზე ყადაღის დადება, მათი შემოწმება და ამოღება.
საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის ორგანული კანონი №1462 - სსმ I, №20, 28.07.2009 წ., მუხ.90
საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის ორგანული კანონი №5264 - ვებგვერდი, 24.11.2011წ.
1. სახელმწიფო, კომერციული ან კანონით დაცული სხვა საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია საქართველოს სახალხო დამცველს გადაეცემა კანონით დადგენილი წესით.
2. საქართველოს სახალხო დამცველი და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი ვალდებული არიან, არ გაამჟღავნონ საიდუმლო და კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაცია, აგრეთვე, პირის მკაფიოდ გამოხატული თანხმობის გარეშე, – მისი წამებისა და მის მიმართ სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ ინფორმაცია.
საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის ორგანული კანონი №1462 - სსმ I, №20, 28.07.2009 წ., მუხ.90
საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილია შემოწმების შედეგების მიხედვით :
ა ) ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის უზრუნველყოფის , დაკავებულთა , პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირთა და მსჯავრდებულთა პირობებისა და მათ მიმართ მოპყრობის გაუმჯობესების , აგრეთვე წამებისა და სხვა სასტიკი , არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის თავიდან აცილების მიზნით საქართველოს კანონმდებლობასთან და კანონპროექტებთან დაკავშირებით წინადადებები , შენიშვნები და რეკომენდაციები წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს ან სხვა შესაბამის ორგანოს ;
ბ ) ადამიანის დარღვეულ უფლებათა და თავისუფლებათა აღსადგენად წინადადებები და რეკომენდაციები გაუგზავნოს იმ სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს , საჯარო დაწესებულებებსა და თანამდებობის პირებს , რომელთა მოქმედებამაც გამოიწვია სახელმწიფოს მიერ გარანტირებულ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევა ;
გ ) წინადადებით მიმართოს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით, თუ საქმის განხილვის შედეგად მივა დასკვნამდე, რომ არსებობს დანაშაულის ნიშნები;
დ ) შესაბამის ორგანოებში შეიტანოს წინადადებები იმ პირთა დისციპლინური ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ , რომელთა მოქმედებამაც გამოიწვია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევა ;
ე) ცალკეულ შემთხვევებში შეასრულოს სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) ფუნქცია საერთო სასამართლოებსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ;
ვ ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს აცნობოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევასთან დაკავშირებით ჩატარებული შემოწმების შედეგები ;
ზ ) მიღებული გადაწყვეტილებები შეიტანოს ყოველწლიურ და სპეციალურ ანგარიშებში ;
თ) წერილობით მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, თუ მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის განკარგულებაში არსებული რეაგირების საშუალებები არასაკმარისია;
ი ) საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს კონსტიტუციური სარჩელით რეფერენდუმისა და არჩევნების მომწესრიგებელი ნორმების და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული ან ჩასატარებელი არჩევნების (რეფერენდუმის ) კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით , ან თუ ნორმატიული აქტით ან მისი ცალკეული ნორმებით დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში აღიარებული ადამიანის უფლებანი და თავისუფლებანი ;
კ ) განსაკუთრებულ შემთხვევაში მიმართოს საქართველოს პარლამენტს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისა და პარლამენტის მიერ საკითხის განხილვის მოთხოვნით .
საქართველოს 1999 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №2146ა - სსმ I, №27(34), 06.07.1999 წ., მუხ.142
საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №1343 - სსმ I, №19, 28.04.2005 წ., მუხ.115
საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის ორგანული კანონი №1462 - სსმ I, №20, 28.07.2009 წ., მუხ.90
საქართველოს 2010 წლის 9 მარტის ორგანული კანონი №2711 - სსმ I, №12, 24.03.2010 წ., მუხ.42
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.278
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის ორგანული კანონი №3621 - სსმ I, №52, 30.09.2010 წ., მუხ.335
საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის ორგანული კანონი №5264 - ვებგვერდი, 24.11.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 18 სექტემბრის ორგანული კანონი №1082 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.
1. საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის ორ კანდიდატს.
2. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად შექმნილი საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატთაგან. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შერჩეული კანდიდატების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას ხელს აწერს საქართველოს სახალხო დამცველი.
3. საქართველოს პარლამენტი კანდიდატურების წარდგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ცალ-ცალკე ირჩევს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ კანდიდატებს.
4. თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი ხმები, საქართველოს სახალხო დამცველი 10 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენს საქართველოს პარლამენტს ახალ კანდიდატურას.
5. საქართველოს სახალხო დამცველს შეუძლია საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს სამი კანდიდატურა საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატთაგან. შესაძლებელია ერთი და იმავე კანდიდატურის ორჯერ წარდგენა.
6. თუ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარდგენილმა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი ხმები, არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელმაც დააგროვა ყველაზე მეტი ხმა, მაგრამ არანაკლებ საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ერთი მესამედის ხმებისა.
7. თუ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარდგენილმა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის ხმები, იმართება ხელახალი კონკურსი.
საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის ორგანული კანონი № 835 – ვებგვერდი, 25 .07.2013წ.
1. საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს წელიწადში ერთხელ , კალენდარული წლის მარტში წარუდგენს ანგარიშს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ .
2. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში უნდა მიეთითოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ის ორგანოები და თანამდებობის პირები , რომლებიც არღვევდნენ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს , არ ითვალისწინებდნენ საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ამ უფლებათა აღდგენის ღონისძიებების შესახებ .
3. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში უნდა შეიცავდეს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ ზოგად შეფასებებს , დასკვნებსა და რეკომენდაციებს .
4. საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს საგაზაფხულო სესიაზე ყოველწლიურ ანგარიშთან დაკავშირებით წარუდგენს მოხსენებას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ .
5. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში ქვეყნდება პარლამენტის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში . სპეციალური ანგარიში შეიძლება გამოქვეყნდეს საქართველოს სახალხო დამცველის გადაწყვეტილებით .
საქართველოს 1999 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №2146ა - სსმ I, №27(34), 06.07.1999 წ., მუხ.142
საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის ორგანული კანონი №1462 - სსმ I, №20, 28.07.2009 წ., მუხ.90
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.278
თავი 4. საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილების განხორციელების სამართლებრივი გარანტიები
1. ყველა სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, თანამდებობის თუ იურიდიული პირი ვალდებულია ყოველმხრივ დაეხმაროს საქართველოს სახალხო დამცველს, დაუყოვნებლივ წარუდგინოს მასალები, საბუთები და სხვა ინფორმაცია, რომელიც ესაჭიროება საქართველოს სახალხო დამცველს თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად.
2. შემოწმების პროცესში ან საქართველოს სახალხო დამცველის მოთხოვნის საფუძველზე ის სახელმწიფო ორგანო, თანამდებობის ან იურიდიული პირი, რომლის მოქმედება ან გადაწყვეტილება მოწმდება, ან გასაჩივრებულია, ვალდებულია საქართველოს სახალხო დამცველს წარუდგინოს ახსნა-განმარტება გამოსაკვლევ საკითხზე.
3. მასალა , საბუთი , სხვა ინფორმაცია და ახსნა -განმარტება საქართველოს სახალხო დამცველს უნდა გადაეცეს მოთხოვნის მიღებისთანავე , გარდა იმ შემთხვევისა , როდესაც მასალა , საბუთი და სხვა ინფორმაცია მოთხოვნილია წერილობითი მიმართვის საფუძველზე . ასეთ შემთხვევაში საბუთი და სხვა ინფორმაცია საქართველოს სახალხო დამცველს უნდა გადაეცეს 10 დღის ვადაში .
4. სათანადო მასალები , გარდა ამ კანონის მე -20 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციისა , მოთხოვნის შემთხვევაში უნდა გაეცნოს განმცხადებელს .
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.278
სახელმწიფო ხელისუფლების , ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო , საჯარო დაწესებულება , თანამდებობის პირი , რომელიც მიიღებს საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ან წინადადებებს , ვალდებულია განიხილოს ისინი და 20 დღის განმავლობაში წერილობით აცნობოს საქართველოს სახალხო დამცველს მათი განხილვის შედეგები .
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.278
1. ამ კანონით დადგენილი მოვალეობების შეუსრულებლობა , აგრეთვე საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობისთვის ნებისმიერი ფორმით დაბრკოლების შექმნა ისჯება კანონით , აისახება საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში და საქართველოს პარლამენტის განსაკუთრებული მსჯელობის საგანი გახდება .
2. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან , იმ ოდენობით , რომელიც უზრუნველყოფს მისი ფუნქციების ჯეროვნად შესრულებას .
3. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების მუხლის მოცულობის შემცირება წინა წლის შესაბამის მოცულობასთან შედარებით შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს სახალხო დამცველის წინასწარი თანხმობით .
4. საქართველოს სახალხო დამცველს ეძლევა თანამდებობრივი სარგო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
საქართველოს 1999 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №2146ა - სსმ I, №27(34), 06.07.1999 წ., მუხ.142
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.278
საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის ორგანული კანონი №5264 - ვებგვერდი, 24.11.2011წ.
თავი 5. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შემადგენლობა და მისი სტრუქტურა
1. საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობის უზრუნველსაყოფად იქმნება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი , რომლის სტრუქტურას , მუშაობის წესს და ორგანიზებას განსაზღვრავს საქართველოს სახალხო დამცველი აპარატის დებულებით . საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მოქმედებს საქართველოს სახალხო დამცველის სახელით და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებით .
2. საქართველოს სახალხო დამცველის სამუშაო აპარატს ხელმძღვანელობს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს სახალხო დამცველი.
3. საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილეზე ვრცელდება საქართველოს სახალხო დამცველისათვის ამ კანონით დადგენილი თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნები.
4. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან შეიძლება შეიქმნას სპეციალიზებული ცენტრები , რომელთა სტრუქტურას , ორგანიზებას , საქმიანობის მიმართულებებს , მუშაობის წესს და სხვა საკითხებს განსაზღვრავს საქართველოს სახალხო დამცველი .
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.278
1. საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე და აპარატის თანამშრომლები, ასევე სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები ამ კანონის მე-18 და მე-19 მუხლებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას ან მის ნაწილს ახორციელებენ საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური რწმუნებით.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებისას სპეციალური რწმუნების მქონე პირს იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, უფლება აქვს ჩვენება მისცეს მხოლოდ საქართველოს სახალხო დამცველის თანხმობით. ეს უფლება ზემოთ დასახელებულ პირს უნარჩუნდება მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც. ამ საკითხთან დაკავშირებული წერილობითი მასალის დაყადაღება შეიძლება მხოლოდ საქართველოს სახალხო დამცველის თანხმობით.
საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის ორგანული კანონი №1462 - სსმ I, №20, 28.07.2009 წ., მუხ.90
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე.
თბილისი,
1996 წლის 16 მაისი
№230-IIს
დოკუმენტის კომენტარები