საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ

საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 230
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/05/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 13, 07/06/1996
სარეგისტრაციო კოდი 150.000.000.05.001.000.138
კონსოლიდირებული პუბლიკაციები

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს ორგანული კანონი 

 

საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ

საქართველოს 1999 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №2146 - სსმ I, №27(34), 06.07.1999 წ., მუხ.142

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული  კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.278

 

თავი 1. ზოგადი დებულებანი

      მუხლი 1

ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილებას, მისი საქმიანობის ძირითად პრინციპებსა და ფორმებს.

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული  კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.278

      მუხლი 2

საქართველოს სახალხო დამცველი ზედამხედველობს საქართველოს ტერიტორიისა და მისი იურისდიქციის ფარგლებში ადამიანის უფლებების დაცვას.

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული  კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.278

საქართველოს 2018 წლის  სექტემბრის ორგანული  კანონი №3371  –  ვებგვერდი, 21.09.2018წ.

      მუხლი 3

1. საქართველოს სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სახელმწიფოებრივი  გარანტიების უზრუნველყოფის მიზნით ზედამხედველობას უწევს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა, საჯარო დაწესებულებათა და თანამდებობის პირთა მხრიდან საქართველოს ტერიტორიის ფარგლებსა და მის იურისდიქციაში მყოფი ყველა პირისთვის სახელმწიფოს მიერ აღიარებულ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვასა და პატივისცემას, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა თუ სხვა გარემოებისა.

1 1. დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველსაყოფად საქართველოს სახალხო დამცველი ამ კანონითა და „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ზედამხედველობას უწევს ადმინისტრაციული, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საჯარო დაწესებულებებისა და თანამდებობის პირების, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობას, ავლენს პირდაპირი დისკრიმინაციის და ირიბი დისკრიმინაციის ფაქტებს და ახორციელებს ღონისძიებებს დისკრიმინაციის შედეგების აღმოსაფხვრელად.

2. საქართველოს სახალხო დამცველი ავლენს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტებს და ხელს უწყობს დარღვეული უფლებებისა და თავისუფლებების აღდგენას.  

3. საქართველოს სახალხო დამცველი ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში.

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული  კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.278

საქართველოს 2014 წლის 2 მაისის ორგანული  კანონი №2395 - ვებგვერდი, 07.05.2014წ.

     მუხლი 31

1. საქართველოს სახალხო დამცველი ასრულებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმით გათვალისწინებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციებს.

2. საქართველოს სახალხო დამცველი უზრუნველყოფილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური რესურსებით.

 3. პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი ვალდებულია ითანამშრომლოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესაბამის ორგანოებთან და მექანიზმებთან, აგრეთვე საერთაშორისო, რეგიონალურ და ეროვნულ ინსტიტუტებთან ან ორგანიზაციებთან, რომელთა საქმიანობის სფეროს განეკუთვნება წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისაგან ან სასჯელისაგან დაკავების, წინასწარი პატიმრობისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში მყოფ პირთა დაცვის უზრუნველყოფა.

4. საქართველოს სახალხო დამცველი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მიერ სავალდებულოდ აღიარებული საერთაშორისო ხელშეკრულებების და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და ევროპის საბჭოს მონიტორინგის ორგანოების რეკომენდაციების შესაბამისად უზრუნველყოფს დისკრიმინაციისაგან პირის ეფექტიან დაცვას.

5. საქართველოს სახალხო დამცველი დისკრიმინაციის საკითხებზე  თანამშრომლობს საერთაშორისო სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის ორგანული კანონი №1462 - სსმ I, №20, 28.07.2009 წ., მუხ.90

საქართველოს 2010 წლის 9 მარტის ორგანული კანონი №2711 - სსმ I, №12, 24.03.2010 წ., მუხ.42

საქართველოს 2014 წლის 2 მაისის ორგანული  კანონი №2395 - ვებგვერდი, 07.05.2014წ.

      მუხლი 4

1. საქართველოს სახალხო დამცველი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით.

2. საქართველოს სახალხო დამცველზე ნებისმიერი ზემოქმედება ან მის საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია და ისჯება კანონით.

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული  კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.278

      მუხლი 5

1. საქართველოს სახალხო დამცველის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო ვალდებულია შუქმნას მას მოღვაწეობისა და ცხოვრების სათანადო პირობები.

2. საქართველოს სახალხო დამცველი ხელშეუხებელია. დაუშვებელია მისი დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა საქართველოს პარლამენტის თანხმობის გარეშე. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს პარლამენტს. თუ საქართველოს პარლამენტი არ მისცემს თანხმობას, საქართველოს სახალხო დამცველი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს. საქართველოს პარლამენტი ამ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს გენერალური პროკურორის მიმართვიდან არაუგვიანეს 14 დღისა.

3. საქართველოს სახალხო დამცველის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემისას მისი უფლებამოსილება შეჩერდება სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. საქართველოს სახალხო დამცველის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის ან მარეაბილიტირებელ საფუძველზე საქმის შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილება აღდგება.

4. საქართველოს სახალხო დამცველს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც საქართველოს სახალხო დამცველს; ეს უფლება მას უნარჩუნდება უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც. არ შეიძლება სახალხო დამცველისათვის განკუთვნილი წერილობითი მასალის დაყადაღება.

5. საქართველოს სახალხო დამცველი პასუხისგებაში არ მიეცემა თავისი მოვალეობის შესრულებისას გამოთქმული აზრებისა და შეხედულებებისათვის.

6. უზრუნველყოფილია საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილებათა შეუფერხებელი განხორციელების პირობები. მისი განცხადების საფუძველზე შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები უზრუნველყოფენ საქართველოს სახალხო დამცველისა და მისი ოჯახის უსაფრთხოებას.

7. საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობისათვის დაბრკოლებათა შექმნა ისჯება კანონით.

საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის ორგანული კანონი №472 - სსმ I, №30, 07.11.2008 წ., მუხ.181

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული  კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.278

საქართველოს 2013 წლის  30 მაისის  ორგანული კანონი №669   – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ.

საქართველოს 2018 წლის  სექტემბრის ორგანული  კანონი №3371  –  ვებგვერდი, 21.09.2018წ.

 

თავი 2.  საქართველოს სახალხო დამცველის არჩევა და მისი უფლებამოსილების შეწყვეტა 

    მუხლი 6

1. საქართველოს სახალხო დამცველად აირჩევა საქართველოს მოქალაქე.

2. საქართველოს სახალხო დამცველს ირჩევს საქართველოს პარლამენტი 6 წლის ვადით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.

3. (ამოღებულია - 06.12.2018, №3905). 

4. (ამოღებულია - 06.12.2018, №3905) .

5.  (ამოღებულია - 06.12.2018, №3905) .

6. (ამოღებულია - 06.12.2018, №3905) .

საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის ორგანული კანონი №1460 - სსმ I, №20, 28.07.2009 წ., მუხ.92

საქართველოს 2013 წლის 18  სექტემბრის ორგანული კანონი №1082 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

საქართველოს 2018 წლის  სექტემბრის ორგანული  კანონი №3371  –  ვებგვერდი, 21.09.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 6   დეკემბრის ორგანული  კანონი №3905  –  ვებგვერდი, 14.12.2018წ.

     მუხლი 7

1. ახლად არჩეული საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილება იწყება თანამდებობაზე მყოფი საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილების ვადის გასვლის მომდევნო დღიდან. თუ იგი არჩეულ იქნა ამ ვადის გასვლამდე, ხოლო არჩევის მომდევნო დღიდან, თუ არჩეულ იქნა ამ ვადის გასვლის შემდეგ, ანდა თუ წინა საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილება ვადამდე იქნა შეწყვეტილი.

2. საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილება წყდება არჩევიდან 6 წლის თავზე ან მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას.

3. საქართველოს სახალხო დამცველად ერთი და იმავე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევა დაუშვებელია.

საქართველოს 2018 წლის  სექტემბრის ორგანული  კანონი №3371  –  ვებგვერდი, 21.09.2018წ.

    მუხლი 8

1. საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობა შეუთავსებელია სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოების წევრობასთან, სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში ნებისმიერ თანამდებობასთან და ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური, საექსპერტო და სახელოვნებო მოღვაწეობისა. არ შეიძლება საქართველოს სახალხო დამცველი იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში. გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც საქართველოს სახალხო დამცველს კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის საფუძველზე თანამდებობრივად ევალება სხვა თანამდებობის შეთავსება.

2. თანამდებობაზე არჩევიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს სახალხო დამცველი ვალდებულია შეწყვიტოს მის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა. თუ საქართველოს სახალხო დამცველი აღნიშნულ დროში არ შეასრულებს დადგენილ მოთხოვნებს, მისი უფლებამოსილება წყდება და პარლამენტი აირჩევს ახალ საქართველოს სახალხო დამცველს. 

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული  კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.278

საქართველოს 2015 წლის 27  ოქტომბრის  ორგანული კანონი  №4391  - ვებგვერდი, 11.11.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 21  დეკემბრის ორგანული კანონი  №171  - ვებგვერდი, 28.12.2016წ.

    მუხლი 9

1. (ამოღებულია - 06.12.2018, №3905) .

2. (ამოღებულია - 06.12.2018, №3905) .

3. საქართველოს ახალი სახალხო დამცველის არჩევამდე მის მოვალეობას ასრულებს საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე. ასეთ შემთხვევაში იგი სარგებლობს საქართველოს სახალხო დამცველისათვის მინიჭებული უფლებებით, სამართლებრივი გარანტიებითა და ხელშეუხებლობით.

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული  კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.278

საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის ორგანული  კანონი №3016 - ვებგვერდი, 30.12.2014წ.

საქართველოს 2018 წლის 6   დეკემბრის ორგანული  კანონი №3905  –  ვებგვერდი, 14.12.2018წ.

    მუხლი 10

1. საქართველოს სახალხო დამცველს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ:

ა) დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა;

ბ) ზედიზედ ოთხი თვის განმავლობაში ვერ ასრულებდა თავის მოვალეობას;

გ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

დ) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ე) დაიკავა ან უკავია საქართველოს სახალხო დამცველის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას;

ვ) ნებაყოფლობით გადადგა;

ზ) გარდაიცვალა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილება შეწყვეტილად ჩაითვლება აღნიშნული მდგომარეობის დადგენის მომენტიდან, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს პარლამენტს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს სახალხო დამცველს უფლებამოსილება შეუწყდება საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის ორგანული  კანონი №3398 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
საქართველოს 2018 წლის  სექტემბრის ორგანული  კანონი №3371  –  ვებგვერდი, 21.09.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 6   დეკემბრის ორგანული  კანონი №3905  –  ვებგვერდი, 14.12.2018წ.

    მუხლი 11

საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადება არ წყვეტს საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობას და არ ზღუდავს მის უფლებამოსილებას .

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული  კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.278

 

თავი 3. საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილებანი

    მუხლი 12

საქართველოს სახალხო დამცველი დამოუკიდებლად ამოწმებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას , ასევე მათი დარღვევის ფაქტებს როგორც მიღებული განცხადებისა და საჩივრის საფუძველზე , ისე საკუთარი ინიციატივით .

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული  კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.278

    მუხლი 13

საქართველოს სახალხო დამცველი განიხილავს საქართველოს მოქალაქეთა , უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა , აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიულ პირთა , პოლიტიკურ და რელიგიურ გაერთიანებათა განცხადებებსა და საჩივრებს , რომლებიც ეხება სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა , საჯარო დაწესებულებათა და თანამდებობის პირთა ქმედებებს ან აქტებს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ უფლებათა და თავისუფლებათა , აგრეთვე იმ საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებებით დადგენილ უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის შესახებ , რომელთა მონაწილეც არის საქართველო .

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული  კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.278

    მუხლი 14

1. საქართველოს სახალხო დამცველი განიხილავს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის შესახებ განცხადებასა და საჩივარს იმ შემთხვევაში , თუ განმცხადებელი სადავოდ ხდის :

) საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებას ;

) სასამართლო განხილვის პროცესში საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებებისა და თავისუფლებების შელახვას ან დარღვევას ;

) დაკავებული , დაპატიმრებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირისთვის საქართველოს კანონმდებლობით უზრუნველყოფილი უფლებების დარღვევას ;

) ნორმატიული აქტების საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავთან შესაბამისობას ;

) რეფერენდუმისა და არჩევნების მომწესრიგებელი ნორმების და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული ან ჩასატარებელი არჩევნების (რეფერენდუმის ) კონსტიტუციურობას .

2. საქართველოს სახალხო დამცველს უფლება აქვს არ განიხილოს განცხადება ან საჩივარი, რომლის თაობაზეც მას მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება, თუ არ წარმოიქმნა ახალი გარემოებანი.

3. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ განცხადებისა და საჩივრის განხილვამ არ შეიძლება დააბრკოლოს ანალოგიური განცხადების ან საჩივრის განხილვა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციაში. 

    მუხლი 141

1. დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხებზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი.

2. საქართველოს სახალხო დამცველი თავისი ფუნქციების შესასრულებლად:

ა) განიხილავს იმ ფიზიკური ან იურიდიული პირის ან პირთა ჯგუფის განცხადებას და საჩივარს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს;

ბ) შეისწავლის პირდაპირი დისკრიმინაციის და ირიბი დისკრიმინაციის  ფაქტებს როგორც განცხადების ან საჩივრის არსებობისას, ისე საკუთარი ინიციატივით და გამოსცემს შესაბამის რეკომენდაციას;

გ) ამზადებს და შესაბამის დაწესებულებას ან პირს უგზავნის ზოგად წინადადებებს დისკრიმინაციის თავიდან აცილების და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე;

დ) ამ კანონის მიზნებისათვის შეიმუშავებს მოსაზრებებს აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ და მათ საკანონმდებლო წინადადების სახით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს;

ე) აღრიცხავს და აანალიზებს სტატისტიკურ მონაცემებს დისკრიმინაციის ფაქტების შესახებ;

ვ) იწვევს დისკრიმინაციის მსხვერპლს და სავარაუდო დისკრიმინაციული ქმედების განმახორციელებელ პირს და ცდილობს საქმე მხარეთა მორიგებით დაასრულოს;

ზ) დისკრიმინაციის მსხვერპლის უფლებების აღსადგენად რეკომენდაციით მიმართავს შესაბამის დაწესებულებას ან პირს, თუ საქმის მორიგებით დასრულება შეუძლებელი აღმოჩნდება და არსებობს საკმარისი მასალები, რომლებიც დისკრიმინაციას ადასტურებს;

თ) უფლებამოსილია, როგორც დაინტერესებულმა პირმა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან ქმედების განხორციელება, თუ ადმინისტრაციულმა ორგანომ მის რეკომენდაციას არ უპასუხა ან ეს რეკომენდაცია არ გაიზიარა და არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციას ადასტურებს;

ი) ახორციელებს ღონისძიებებს დისკრიმინაციის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად.

საქართველოს 2014 წლის 2 მაისის ორგანული  კანონი №2395 - ვებგვერდი, 07.05.2014წ.

 

მუხლი 15 

პენიტენციურ დაწესებულებებში, დაკავებისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში მოთავსებულ პირთა მიერ საქართველოს სახალხო დამცველისათვის გაგზავნილი განცხადებები, საჩივრები და წერილები კონფიდენციალურია. მათი გახსნა და ცენზურა აკრძალულია. ისინი დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს საქართველოს სახალხო დამცველს.

საქართველოს 2010 წლის 9 მარტის ორგანული კანონი №2711 - სსმ I, №12, 24.03.2010 წ., მუხ.42

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული  კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.278

საქართველოს 2015 წლის 1  მაისის   ორგანული კანონი  №3560  - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

     მუხლი 16

1. განცხადება და საჩივარი არ იბეგრება სახელმწიფო გადასახადით.

2. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ დაინტერესებული პირისათვის გაწეული სამსახური უფასოა.

    მუხლი 17

1. განცხადებისა და საჩივრის მიღების შემდეგ საქართველოს სახალხო დამცველი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას შემოწმების დაწყების თაობაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი აცნობებს განმცხადებელს .

3. საქართველოს სახალხო დამცველი ვალდებულია აცნობოს განმცხადებელს საჩივრის შემოწმების შედეგები კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული  კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.278

    მუხლი 18

საქართველოს სახალხო დამცველს უფლება აქვს , შემოწმების ჩატარებისას :

ა) დაუბრკოლებლად შევიდეს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ნებისმიერ ორგანოში, საწარმოში, ორგანიზაციასა და დაწესებულებაში, მათ შორის, სამხედრო ქვედანაყოფში, პენიტენციურ დაწესებულებაში, დაკავებისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში;

) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს , საჯარო დაწესებულებებსა და თანამდებობის პირებს მოსთხოვოს და დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა მიიღოს შემოწმებისათვის აუცილებელი ყველა ცნობა , დოკუმენტი და სხვა მასალა ; 

) ნებისმიერ თანამდებობის პირს , მოხელეს , მასთან გათანაბრებულ პირს მოსთხოვოს და მიიღოს წერილობითი ახსნა -განმარტება გამოსაკვლევ საკითხებზე ;

) სახელმწიფო ან /და არასახელმწიფო დაწესებულებების მეშვეობით ჩაატაროს საექსპერტო გამოკვლევები ან /და მოამზადოს დასკვნები ; მოიწვიოს სპეციალისტები /ექსპერტები საექსპერტო ან /და საკონსულტაციო სამუშაოთა შესასრულებლად ;

) გაეცნოს სისხლის სამართლის , სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებს , რომლებზე მიღებული გადაწყვეტილებებიც კანონიერ ძალაშია შესული .

საქართველოს 2010 წლის 9 მარტის ორგანული კანონი №2711 - სსმ I, №12, 24.03.2010 წ., მუხ.42

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული  კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.278

საქართველოს 2015 წლის 1  მაისის   ორგანული კანონი  №3560  - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

    მუხლი 19

1. საქართველოს სახალხო დამცველი/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი ამოწმებს პენიტენციურ დაწესებულებებში, დაკავებისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში, აგრეთვე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას; პირადად ხვდება და ესაუბრება დაკავებულებს, პატიმრობაში მყოფთ და მსჯავრდებულებს; ამოწმებს მათი აღნიშნულ დაწესებულებებში ყოფნის დამადასტურებელ დოკუმენტაციას.

2. პენიტენციურ დაწესებულებებში, დაკავებისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში, აგრეთვე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში მოთავსებულ პირთა ქცევის რეგულარული შემოწმების, აგრეთვე წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისაგან ან სასჯელისაგან მათი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს სახალხო დამცველი/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი:

ა) მოწმის გარეშე, პირადად ან თარჯიმნის მეშვეობით ხვდება და ესაუბრება დაკავებულებს, პატიმრობაში მყოფთ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირებსა და მსჯავრდებულებს, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში მოთავსებულ პირებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც შეუძლიათ აღნიშნულ პირთა უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

ბ) ამოწმებს პენიტენციურ დაწესებულებებში, დაკავებისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში, აგრეთვე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში მოთავსებულ პირთა იქ ყოფნის დამადასტურებელ დოკუმენტაციას.

3. საქართველოს სახალხო დამცველის/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის შეხვედრა დაკავებულებთან, პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირებთან და მსჯავრდებულებთან, აგრეთვე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში , მოხუცთა თავშესაფრებ სა და ბავშვთა სახლებში მოთავსებულ პირებთან კონფიდენციალურია. რაიმე სახის მიყურადება ან თვალთვალი დაუშვებელია. 

საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის ორგანული კანონი №1462 - სსმ I, №20, 28.07.2009 წ., მუხ.90

საქართველოს 2010 წლის 9 მარტის ორგანული კანონი №2711 - სსმ I, №12, 24.03.2010 წ., მუხ.42

საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის ორგანული კანონი №5264 - ვებგვერდი, 24.11.2011წ.

საქართველოს 2015 წლის 1  მაისის   ორგანული კანონი  №3560  - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

     მუხლი 191

1. პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციების შესრულების მიზნით საქართველოს სახალხო დამცველთან იქმნება სპეციალური პრევენციული ჯგუფი, რომელიც რეგულარულად ამოწმებს დაკავებულ, პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირთა და მსჯავრდებულთა, აგრეთვე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში , მოხუცთა თავშესაფრებ სა და ბავშვთა სახლებში მოთავსებულ პირთა მდგომარეობას და მათდამი მოპყრობას წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისაგან ან სასჯელისაგან დაცვის მიზნით.

2. სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს სათანადო განათლება, პროფესიული გამოცდილება და საქმიანი და მორალური თვისებებით შეუძლია შეასრულოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციები.

3. სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.

4. პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციების შესრულებისას სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები მოქმედებენ საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური რწმუნების საფუძველზე და ანგარიშვალდებული არიან მხოლოდ საქართველოს სახალხო დამცველის წინაშე.

5. სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს უფლება აქვთ, არ მისცენ ჩვენება იმ ფაქტის გამო, რომელიც მათ გაანდეს პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციების შესრულებისას. მათ ეს უფლება უნარჩუნდებათ სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც.

6. არ შეიძლება სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრისთვის განკუთვნილ საფოსტო-სატელეგრაფო კორესპონდენციაზე, საფოსტო გზავნილზე ყადაღის დადება, მათი შემოწმება და ამოღება.

საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის ორგანული კანონი №1462 - სსმ I, №20, 28.07.2009 წ., მუხ.90

საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის ორგანული კანონი №5264 - ვებგვერდი, 24.11.2011წ.

     მუხლი 20

1. სახელმწიფო, კომერციული ან კანონით დაცული სხვა საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია საქართველოს სახალხო დამცველს გადაეცემა კანონით დადგენილი წესით.

2. საქართველოს სახალხო დამცველი და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი ვალდებული არიან, არ გაამჟღავნონ საიდუმლო და კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაცია, აგრეთვე, პირის მკაფიოდ გამოხატული თანხმობის გარეშე, – მისი წამებისა და მის მიმართ სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ ინფორმაცია.

საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის ორგანული კანონი №1462 - სსმ I, №20, 28.07.2009 წ., მუხ.90   

    მუხლი 201

განცხადების/საჩივრის განხილვის შედეგად დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი გამოსცემს რეკომენდაციას, რომლითაც დისკრიმინაციული ქმედების განმახორციელებელ პირს, სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს სთავაზობს დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად და მის შედეგად დარღვეული თანასწორობის აღსადგენად ღონისძიებების განხორციელებას მესამე პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შეულახავად.

საქართველოს 2014 წლის 2 მაისის ორგანული  კანონი №2395 - ვებგვერდი, 07.05.2014წ.

    მუხლი 21

საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილია შემოწმების შედეგების მიხედვით :

) ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის უზრუნველყოფის , დაკავებულთა , პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირთა და მსჯავრდებულთა პირობებისა და მათ მიმართ მოპყრობის გაუმჯობესების , აგრეთვე წამებისა და სხვა სასტიკი , არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის თავიდან აცილების მიზნით საქართველოს კანონმდებლობასთან და კანონპროექტებთან დაკავშირებით წინადადებები , შენიშვნები და რეკომენდაციები წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს ან სხვა შესაბამის ორგანოს ;

) ადამიანის დარღვეულ უფლებათა და თავისუფლებათა აღსადგენად წინადადებები და რეკომენდაციები გაუგზავნოს იმ სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს , საჯარო დაწესებულებებსა და თანამდებობის პირებს , რომელთა მოქმედებამაც გამოიწვია სახელმწიფოს მიერ გარანტირებულ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევა ;

) წინადადებით მიმართოს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით, თუ საქმის განხილვის შედეგად მივა დასკვნამდე, რომ არსებობს დანაშაულის ნიშნები;

) შესაბამის ორგანოებში შეიტანოს წინადადებები იმ პირთა დისციპლინური ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ , რომელთა მოქმედებამაც გამოიწვია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევა ;

ე) ცალკეულ შემთხვევებში შეასრულოს სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) ფუნქცია საერთო სასამართლოებსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ;

) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს აცნობოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევასთან დაკავშირებით ჩატარებული შემოწმების შედეგები ;

) მიღებული გადაწყვეტილებები შეიტანოს ყოველწლიურ და სპეციალურ ანგარიშებში ;

თ) წერილობით მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, თუ მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის განკარგულებაში არსებული რეაგირების საშუალებები არასაკმარისია;

) საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს კონსტიტუციური სარჩელით რეფერენდუმისა და არჩევნების მომწესრიგებელი ნორმების და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული ან ჩასატარებელი არჩევნების (რეფერენდუმის ) კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით , ან თუ ნორმატიული აქტით ან მისი ცალკეული ნორმებით დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში აღიარებული ადამიანის უფლებანი და თავისუფლებანი ;

) განსაკუთრებულ შემთხვევაში მიმართოს საქართველოს პარლამენტს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისა და პარლამენტის მიერ საკითხის განხილვის მოთხოვნით .

საქართველოს 1999 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №2146 - სსმ I, №27(34), 06.07.1999 წ., მუხ.142

საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №1343 - სსმ I, №19, 28.04.2005 წ., მუხ.115

საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის ორგანული კანონი №1462 - სსმ I, №20, 28.07.2009 წ., მუხ.90

საქართველოს 2010 წლის 9 მარტის ორგანული კანონი №2711 - სსმ I, №12, 24.03.2010 წ., მუხ.42

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.278

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის ორგანული კანონი №3621 - სსმ I, №52, 30.09.2010 წ., მუხ.335

საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის ორგანული კანონი №5264 - ვებგვერდი, 24.11.2011წ.  

საქართველოს 2013 წლის 18  სექტემბრის ორგანული კანონი №1082 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

   მუხლი 211

1. საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს  წევრობის ორ კანდიდატს.

2. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად შექმნილი საკონკურსო  კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატთაგან. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შერჩეული კანდიდატების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას ხელს აწერს საქართველოს სახალხო დამცველი.

3. საქართველოს პარლამენტი კანდიდატურების წარდგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ცალ-ცალკე ირჩევს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ კანდიდატებს.

4. თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი ხმები, საქართველოს სახალხო დამცველი 10 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენს საქართველოს პარლამენტს ახალ კანდიდატურას.

5. საქართველოს სახალხო დამცველს შეუძლია საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს სამი კანდიდატურა საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატთაგან. შესაძლებელია ერთი და იმავე კანდიდატურის ორჯერ წარდგენა. 

6. თუ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარდგენილმა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი ხმები, არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელმაც დააგროვა ყველაზე მეტი ხმა, მაგრამ არანაკლებ საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ერთი მესამედის ხმებისა.

7. თუ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარდგენილმა  ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის ხმები, იმართება ხელახალი კონკურსი.

საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის ორგანული კანონი № 835 – ვებგვერდი, 25 .07.2013წ.

    მუხლი 22

1. საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს წელიწადში ერთხელ , კალენდარული წლის მარტში წარუდგენს ანგარიშს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ .

2. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში უნდა მიეთითოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ის ორგანოები და თანამდებობის პირები , რომლებიც არღვევდნენ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს , არ ითვალისწინებდნენ საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ამ უფლებათა აღდგენის ღონისძიებების შესახებ .

3. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში უნდა შეიცავდეს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ ზოგად შეფასებებს , დასკვნებსა და რეკომენდაციებს .

4. საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს საგაზაფხულო სესიაზე ყოველწლიურ ანგარიშთან დაკავშირებით წარუდგენს მოხსენებას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ .

5. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში ქვეყნდება პარლამენტის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში . სპეციალური ანგარიში შეიძლება გამოქვეყნდეს საქართველოს სახალხო დამცველის გადაწყვეტილებით .

საქართველოს 1999 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №2146 - სსმ I, №27(34), 06.07.1999 წ., მუხ.142

საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის ორგანული კანონი №1462 - სსმ I, №20, 28.07.2009 წ., მუხ.90

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული  კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.278     

   მუხლი 221

1. საქართველოს სახალხო დამცველი, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, იურიდიული დახმარების საბჭოში წარადგენს 3 წევრს.

2. იურიდიული დახმარების საბჭოს 1 წევრის კანდიდატურას თავისი აპარატის შემადგენლობიდან ასახელებს საქართველოს სახალხო დამცველი, ხოლო 2 წევრი ღია კონკურსის წესით შეირჩევა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლებისა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებისაგან, ამავე ორგანიზაციების ხელმძღვანელი ორგანოების რეკომენდაციების საფუძველზე.

3. იურიდიული დახმარების საბჭოს წევრად ღია კონკურსის შედეგად შეიძლება შეირჩეს საზოგადოებრივი აღიარებისა და მაღალი რეპუტაციის მქონე პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის ან/და პედაგოგიური/სამეცნიერო საქმიანობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. ღია კონკურსის წესით შერჩეული იურიდიული დახმარების საბჭოს წევრი არ შეიძლება ახორციელებდეს საადვოკატო საქმიანობას.

4. იურიდიული დახმარების საბჭოს 2 წევრის შესარჩევად საქართველოს სახალხო დამცველი ქმნის საკონკურსო კომისიას არანაკლებ 9 წევრის შემადგენლობით. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში შედიან: საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 1 წევრი, მასმედიის, სახელმწიფო ორგანოებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლები.

5. იურიდიული დახმარების საბჭოს წევრთა შესარჩევად საკონკურსო პირობებსა და საკონკურსო კომისიის დებულებას ამტკიცებს საქართველოს სახალხო დამცველი.

საქართველოს 2013 წლის  13  დეკემბრის ორგანული კანონი №1800 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.

 

თავი 4. საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილების განხორციელების სამართლებრივი გარანტიები

     მუხლი 23

1. ყველა სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, თანამდებობის თუ იურიდიული პირი ვალდებულია ყოველმხრივ დაეხმაროს საქართველოს სახალხო დამცველს, დაუყოვნებლივ წარუდგინოს მასალები, საბუთები და სხვა ინფორმაცია, რომელიც ესაჭიროება საქართველოს სახალხო დამცველს თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად.

2. შემოწმების პროცესში ან საქართველოს სახალხო დამცველის მოთხოვნის საფუძველზე ის სახელმწიფო ორგანო, თანამდებობის ან იურიდიული პირი, რომლის მოქმედება ან გადაწყვეტილება მოწმდება, ან გასაჩივრებულია, ვალდებულია საქართველოს სახალხო დამცველს წარუდგინოს ახსნა-განმარტება გამოსაკვლევ საკითხზე.

3. მასალა , საბუთი , სხვა ინფორმაცია და ახსნა -განმარტება საქართველოს სახალხო დამცველს უნდა გადაეცეს მოთხოვნის მიღებისთანავე , გარდა იმ შემთხვევისა , როდესაც მასალა , საბუთი და სხვა ინფორმაცია მოთხოვნილია წერილობითი მიმართვის საფუძველზე . ასეთ შემთხვევაში საბუთი და სხვა ინფორმაცია საქართველოს სახალხო დამცველს უნდა გადაეცეს 10 დღის ვადაში .

4. სათანადო მასალები , გარდა ამ კანონის მე -20 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციისა , მოთხოვნის შემთხვევაში უნდა გაეცნოს განმცხადებელს .

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული  კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.278

     მუხლი 24

სახელმწიფო ხელისუფლების , ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო , საჯარო დაწესებულება , თანამდებობის პირი , რომელიც მიიღებს საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ან წინადადებებს , ვალდებულია განიხილოს ისინი და 20 დღის განმავლობაში წერილობით აცნობოს საქართველოს სახალხო დამცველს მათი განხილვის შედეგები .

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული  კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.278

    მუხლი 25

1. ამ კანონით დადგენილი მოვალეობების შეუსრულებლობა , აგრეთვე საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობისთვის ნებისმიერი ფორმით დაბრკოლების შექმნა ისჯება კანონით , აისახება საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში და საქართველოს პარლამენტის განსაკუთრებული მსჯელობის საგანი გახდება .

2. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან , იმ ოდენობით , რომელიც უზრუნველყოფს მისი ფუნქციების ჯეროვნად შესრულებას .

3. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალის წინებული შრომის ანაზღაურების მუხლის მოცულობის შემცირება წინა წლის შესაბამის მოცულობასთან შედარებით შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს სახალხო დამცველის წინასწარი თანხმობით .

4. საქართველოს სახალხო დამცველს ეძლევა თანამდებობრივი სარგო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

საქართველოს 1999 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №2146 - სსმ I, №27(34), 06.07.1999 წ., მუხ.142

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული  კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.278

საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის ორგანული კანონი №5264 - ვებგვერდი, 24.11.2011წ.

 

თავი 5. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შემადგენლობა და მისი სტრუქტურა

    მუხლი 26

1. საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობის უზრუნველსაყოფად იქმნება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, რომლის სტრუქტურას, მუშაობის წესს და ორგანიზებას განსაზღვრავს საქართველოს სახალხო დამცველი აპარატის დებულებით. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მოქმედებს საქართველოს სახალხო დამცველის სახელით და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებით.

2. საქართველოს სახალხო დამცველს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები. საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილეთა რაოდენობა და უფლებამოსილებანი განისაზღვრება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის დებულებით. საქართველოს სახალხო დამცველის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს საქართველოს სახალხო დამცველი.

3. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს ხელმძღვანელობს საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე. საქართველოს სახალხო დამცველის გადაწყვეტილებით, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილეები კოორდინაციას უწევენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის დებულებით განსაზღვრულ საქმიანობის მიმართულებებს.

4. საქართველოს სახალხო დამცველის პირველ მოადგილესა და მოადგილეებზე ვრცელდება საქართველოს სახალხო დამცველისათვის ამ კანონით დადგენილი თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნები.

5. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან შეიძლება შეიქმნას საზოგადოებრივი საბჭოები და სპეციალიზებული ცენტრები, რომელთა სტრუქტურას, ორგანიზებას, საქმიანობის მიმართულებებს, მუშაობის წესს და სხვა საკითხებს განსაზღვრავს საქართველოს სახალხო დამცველი.

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული  კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.278

საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის ორგანული  კანონი №3016 - ვებგვერდი, 30.12.2014წ.

    მუხლი 27

1. საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე, მოადგილეები და აპარატის თანამშრომლები, აგრეთვე სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები ამ კანონის მე-18 და მე-19 მუხლებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ან მათ ნაწილს ახორციელებენ საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური რწმუნებით.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებისას სპეციალური რწმუნების მქონე პირს იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, უფლება აქვს ჩვენება მისცეს მხოლოდ საქართველოს სახალხო დამცველის თანხმობით. ეს უფლება ზემოთ დასახელებულ პირს უნარჩუნდება მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც. ამ საკითხთან დაკავშირებული წერილობითი მასალის დაყადაღება შეიძლება მხოლოდ საქართველოს სახალხო დამცველის თანხმობით.

საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის ორგანული კანონი №1462 - სსმ I, №20, 28.07.2009 წ., მუხ.90

საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის ორგანული  კანონი №3016 - ვებგვერდი, 30.12.2014წ.

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე.

თბილისი,

1996 წლის 16 მაისი

№230-IIს

21. 06/12/2018 - საქართველოს ორგანული კანონი - 3905-რს - ვებგვერდი, 14/12/2018 20. 05/09/2018 - საქართველოს ორგანული კანონი - 3371-Iს - ვებგვერდი, 21/09/2018 19. 21/12/2016 - საქართველოს ორგანული კანონი - 171-რს - ვებგვერდი, 28/12/2016 18. 27/10/2015 - საქართველოს ორგანული კანონი - 4391-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 17. 01/05/2015 - საქართველოს ორგანული კანონი - 3560-IIს - ვებგვერდი, 18/05/2015 16. 20/03/2015 - საქართველოს ორგანული კანონი - 3398-IIს - ვებგვერდი, 31/03/2015 15. 26/12/2014 - საქართველოს ორგანული კანონი - 3016-რს - ვებგვერდი, 30/12/2014 14. 02/05/2014 - საქართველოს ორგანული კანონი - 2395-IIს - ვებგვერდი, 07/05/2014 13. 13/12/2013 - საქართველოს ორგანული კანონი - 1800-Iს - ვებგვერდი, 28/12/2013 12. 18/09/2013 - საქართველოს ორგანული კანონი - 1082-Iს - ვებგვერდი, 23/09/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 11. 12/07/2013 - საქართველოს ორგანული კანონი - 835-რს - ვებგვერდი, 25/07/2013 10. 30/05/2013 - საქართველოს ორგანული კანონი - 669-IIს - ვებგვერდი, 24/06/2013 9. 11/11/2011 - საქართველოს ორგანული კანონი - 5264-IIს - ვებგვერდი, 111124016, 24/11/2011 8. 24/09/2010 - საქართველოს ორგანული კანონი - 3621 - სსმ, 52, 30/09/2010 7. 21/07/2010 - საქართველოს ორგანული კანონი - 3565 - სსმ, 46, 04/08/2010 6. 09/03/2010 - საქართველოს ორგანული კანონი - 2711 - სსმ, 12, 24/03/2010 5. 16/07/2009 - საქართველოს ორგანული კანონი - 1460 - სსმ, 20, 28/07/2009 4. 16/07/2009 - საქართველოს ორგანული კანონი - 1462 - სსმ, 20, 28/07/2009 3. 01/11/2008 - საქართველოს ორგანული კანონი - 472 - სსმ, 30, 07/11/2008 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 2. 20/04/2005 - საქართველოს ორგანული კანონი - 1343 - სსმ, 19, 28/04/2005 1. 23/06/1999 - საქართველოს ორგანული კანონი - 2146ა - სსმ, 27(34), 06/07/1999
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.