დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 136
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 07/03/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 003, 07/03/1996
სარეგისტრაციო კოდი 360.050.000.05.001.000.127
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
136
07/03/1996
პარლამენტის უწყებანი, 003, 07/03/1996
360.050.000.05.001.000.127
დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (16/09/2020 - 15/12/2021)

საქართველოს კანონი

 

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

დაცული ტერიტორიების სისტემის ჩამოყალიბება საქართველოში ემსახურება თვითმყოფადი ბუნებრივ-კულტურული გარემოსა და მისი ცალკეული კომპონენტების მომავალი თაობებისათვის შენარჩუნებას, ადამიანის სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობის პირობების დაცვას და საზოგადოების ცივილიზებული განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი საფუძვლების შექმნას.

დაცული ტერიტორიები საქართველოში იქმნება უმნიშვნელოვანესი ეროვნული მემკვიდრეობის – უნიკალური, იშვიათი და დამახასიათებელი ეკოსისტემების, მცენარეთა და ცხოველთა სახეობების, ბუნებრივი წარმონაქმნებისა და კულტურული არეალების დასაცავად და აღსადგენად, მათი სამეცნიერო, საგანმანათლებლო, რეკრეაციული და ბუნებრივი რესურსების დამზოგავი მეურნეობის განვითარების მიზნით გამოყენების უზრუნველსაყოფასდ.

    მუხლი 1. დაცული ტერიტორიების სისტემის მიზნები

საქართველოს ტერიტორიაზე დაცული ტერიტორიების სისტემის დაგეგმვის, კატეგორიების შერჩევის, თითოეული დაცული ტერიტორიის დაარსებისა და ფუნქციონირების მიზნებია:

ა) ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად საქართველოს ბიოგეოგრაფიული ერთეულების გრძელვადიანი გარანტირებული დაცვა;

ბ) ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტებისა და ცოცხალი ორგანიზმების დაცვა და აღდგენა;

გ) საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა გენოფონდის დაცვა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება;

დ) უნიკალური და იშვიათი ორგანული თუ არაორგანული ბუნებრივი წარმონაქმნების შენარჩუნება;

ე) ეროზიული, ღვარცოფის, წყალდიდობა-წყალმოვარდნის, ზვავის, მეწყრის აქტიური გავლენის ზონაში მოხვედრილი ტერიტორიების, აგრეთვე ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების ფორმირების, გადინებისა და განტვირთვის არეალების დაცვა ანთროპოგენური ზემოქმედებისაგან;

ვ) ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტების, ხუროთმოძღვრული და არქეოლოგიური კომპლექსების დამახასიათებელი პეიზაჟების შენარჩუნება და აღდგენა;

ზ) განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ფასდაუდებელი და შეუცვლელი ობიექტების ტერიტორიაზე შესაბამისი საველე პირობების შექმნა;

თ) ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციის, ჯანმრთელობის დაცვისა და ტურიზმისათვის ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფა;

ი) ტრადიციული სამეურნეო საქმიანობისა და ხალხური შემოქმედების დაცვის, აღდგენისა და განვითარების ხელშეწყობა თვითმყოფადი ისტორიულ-კულტურული გარემოს შესანარჩუნებლად;

კ) სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო, სატრანსპორტო და ენერგეტიკული დანიშნულების ტერიტორიებისა და ბუნებრივი რესურსების დამზოგავი სამეურნეო საქმიანობის სტიმულირება.

საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2368 - სსმ I, №19, 01.07.2003 წ., მუხ.128

    მუხლი 11. ტერმინთა განმარტება 

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ანთროპოგენური ზემოქმედება – სასიცოცხლო გარემოზე ადამიანის, საზოგადოების გათვალისწინებული და გაუთვალისწინებელი გარდამქმნელი ზემოქმედება, რომელსაც უმეტესწილად მოსდევს ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევა და ბუნებრივი რესურსების აღუდგენელი განადგურება;

ბ) აღკვეთილი – შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების IV კატეგორიას – ჰაბიტატების/სახეობების მართვის ტერიტორია (Habitat/Species Managment Area);

გ) ბიოგეოგრაფიული ერთეულები – ლანდშაფტის, ფლორისა და ფაუნის მიხედვით დარაიონების ერთეულები;

დ) ბიომი – ბიოგეოგრაფიული დარაიონების ერთეული;

ე) ბუნების ძეგლი – შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების III კატეგორიას – ბუნების ძეგლი (Natural Monument);

ვ) დამახასიათებელი პეიზაჟი – სხვადასხვა რეგიონის ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტების ტიპების ვიზუალური იერსახე;

ზ) დაცული ლანდშაფტი – შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების V კატეგორიას – დაცული ლანდშაფტი (Protected Landscape);

თ) დაცული ტერიტორია – ბიოლოგიური მრავალფეროვნების, ბუნებრივი რესურსებისა და ბუნებრივ გარემოში ჩართული კულტურული ფენომენების შესანარჩუნებლად განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახმელეთო ტერიტორია ან/და აკვატორია, რომლის დაცვა და მართვა ხორციელდება გრძელვადიან და მყარ სამართლებრივ საფუძველზე;

ი) დაცული ტერიტორიების საერთაშორისო ქსელი – ბიოსფერული რეზერვატების, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნებისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის, დაკვირვების, ზრუნვისა და ფინანსური ხელშეწყობის სტატუსის მქონე დაცული ტერიტორიების ქსელები;

კ) დაცული ტერიტორიების სისტემა – დაცული ტერიტორიების სხვადასხვა კატეგორიისაგან აგებული ქსელი, რომელიც ფუნქციონირებს და იმართება, როგორც ბუნების დაცვისა და მდგრადი განვითარების ერთიანი სისტემა;

ლ) დემარკაცია – ამ კანონის მიზნებისათვის, დაცული ტერიტორიის საზღვრის პერიმეტრის ზუსტი კოორდინატების დადგენა, რომლის დროსაც საზღვარი განისაზღვრება ადგილზე, მათ შორის, ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრების, დაცული ტერიტორიისათვის არატიპური ინფრასტრუქტურული ობიექტების აღრიცხვით, მათი დაცული ტერიტორიის საზღვრებიდან ამორიცხვისა და დაზუსტებული საზღვრების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მიზნით;

მ) ეროვნული პარკი – შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების II კატეგორიას – ეროვნული პარკი (National Park);

ნ) ვიზიტორი – დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის პერსონალის გარდა ამ ტერიტორიაზე კანონით განსაზღვრული წესით დაშვებული პირი;

ო) თვითმყოფადი ბუნებრივ-კულტურული გარემო – მრავალფეროვანი, ხელუხლებელი და ნაკლებად სახეშეცვლილი ბუნებრივი გარემო და მისი მრავალსაუკუნოვანი ათვისების შედეგად ჩამოყალიბებული და მასთან შერწყმული ისტორიულ-კულტურული გარემო, რომელიც გამოირჩევა ეკოლოგიური წონასწორობით, მაღალი ესთეტიკური ღირებულებითა და რაციონალური სამეურნეო გამოყენებით;

პ) ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტი – ანთროპოგენური წარმოშობის ხანგრძლივი ისტორიული პროცესის ან მისი რომელიმე პერიოდის მატერიალურად ამსახველი ლანდშაფტი, რომელიც გამოირჩევა ეთიკურ-ესთეტიკური და სხვა კულტურული ღირებულებებით;

ჟ) მანიპულაციები – მეცნიერული კვლევისა და მოვლა-პატრონობის მიზნით განხორციელებული აქტიური ქმედება და საქმიანობა, კერძოდ, ბუნებრივი მასალის მოპოვება, ლაბორატორიებისა და საცდელი სადგურების მოწყობა, ცხოველთა სახეობების ინტროდუქცია, რეინტროდუქცია, ტრანსლოკაცია, სანიტარიული და სხვა მოვლითი და აღდგენითი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები და სხვა;

რ) მენეჯმენტის გეგმა – დაცული ტერიტორიის ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზებისა და ეკონომიკური დაგეგმვის ინტეგრალური, განხორციელებად ღონისძიებებზე ორიენტირებული დოკუმენტი;

ს) მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია – შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების VI კატეგორიას – რესურსების მართვის დაცული ტერიტორია (Managed Resource Protected Area);

ტ) სახელმწიფო ნაკრძალი – შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების I კატეგორიას – მკაცრი ბუნებრივი რეზერვატი (Strict Nature Reserve/Wilderness Area);

უ) ტერიტორიული დაგეგმარება – სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების ერთობლიობა;

ფ) ჰარმონიული ლანდშაფტი – ლანდშაფტი, რომელშიც ბუნებრივი და ანთროპოგენური კომპონენტები და ელემენტები ფუნქციურად გაწონასწორებულია და მიღწეულია მათი მაღალესთეტიკური შერწყმა.

საქართველოს 2014  წლის 30  აპრილის კანონი №2307 - ვებგვერდი, 13.05.2014წ.
საქართველოს 2018 წლის 20  ივლისის  კანონი №3224  –  ვებგვერდი, 13.08.2018წ .

    მუხლი 2. დაცული ტერიტორიების კანონმდებლობა

1. დაცული ტერიტორიების კანონმდებლობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის დებულებებს და მოიცავს ამ კანონს და მის შესაბამისად მიღებულ სხვა სამართლებრივ აქტებს.

2. ურთიერთობები, რომელიც წარმოიშობა მიწის, ტყის, წყლისა და დაცული ტერიტორიების ბუნებრივი რესურსების, აგრეთვე ისტორიისა და კულტურის ძეგლების გამოყენებასთან დაკავშირებით, მოწერიგდება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით.

3. ქონებრივი ურთიერთობები დაცული ტერიტორიის გამოყენებისა და დაცვის დარგში რეგულირდება სამოქალაქო კანონმდებლობით.

    მუხლი 3. დაცული ტერიტორიების კატეგორიები

1. დაცული ტერიტორიების კატეგორიებია: სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, ბუნების ძეგლი, აღკვეთილი, დაცული ლანდშაფტი, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია.

2. საქართველოში დასაშვებია არსებობდეს დაცული ტერიტორიების საერთაშორისო ქსელში ჩართული კატეგორიები – ბიოსფერული რეზერვატი, მსოფლიო მემკვიდრეობის უბანი, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორია.

    მუხლი 4. სახელმწიფო ნაკრძალი

1. სახელმწიფო ნაკრძალი შეიძლება დაარსდეს ბუნების, ბუნებრივი პროცესებისა და გენეტიკური რესურსების დინამიურ და ხელუხლებელ მდგომარეობაში შენარჩუნებისა და მათზე უმნიშვნელო ზეგავლენის მქონე მეცნიერული კვლევა-ძიების, საგანმანათლებლო საქმიანობისა და გარემოს მონიტორინგის მიზნით.

2. სახელმწიფო ნაკრძალისათვის უნდა შეირჩეს ისეთი სიდიდის და მდგომარეობის სახელმწიფო ტერიტორია და (ან) აკვატორია, რომელიც უზრუნველყოფს ბუნების ობიექტებისა და პროცესების შენარჩუნებას ადამიანისაგან სპეციალური მოვლისა და აღდგენის გარეშე.

3. სახელმწიფო ნაკრძალი შეიძლება შედიოდეს რომელიმე დაცული ტერიტორიის (ბიოსფერული რეზერვატი, მსოფლიო მემკვიდრეობის უბანი, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორია) შემადგენლობაში და (ან) მოიცავდეს თავის თავში რომელიმე მათგანს (ბუნების ძეგლი).

    მუხლი 5. ეროვნული პარკი

1. ეროვნული პარკი იქმნება ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის, შედარებით დიდი და ბუნებრივი მშვენიერებით გამორჩეული ეკოსისტემების დასაცავად სასიცოცხლო გარემოს შენარჩუნების, მეცნიერული კვლევა-ძიების, საგანმანათლებლო და რეკრეაციული საქმიანობისათვის.

2. ეროვნული პარკისათვის შეიძლება შეირჩეს შედარებით დიდი ბუნებრივი სახმელეთო ტერიტორია ან/და აკვატორია, სადაც წარმოდგენილია უნიკალური, იშვიათი ან საფრთხის წინაშე მყოფი ერთი ან რამდენიმე დაუზიანებელი ან ნაკლებად დაზიანებული ეკოსისტემა, ბიოცენოზი და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობა.

3. ეროვნულ პარკში შეიძლება მოეწყოს შემდეგი ძირითადი ზონები:

ა) ბუნების მკაცრი დაცვის ზონა – ზონა, რომელიც ეწყობა ხელუხლებელი ბუნების შენარჩუნების, არამანიპულაციური მეცნიერული კვლევისა და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის;

ბ) ბუნების მართვადი დაცვის ზონა – ზონა, რომელიც ეწყობა სასიცოცხლო გარემოს დაცვის, მოვლა-პატრონობისა და აღდგენის, აგრეთვე მანიპულაციური მეცნიერული კვლევის, ტურიზმისა და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის;

გ) ვიზიტორთა ზონა – ზონა, რომელიც ეწყობა ბუნების დაცვის, რეკრეაციისა და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის;

დ) აღდგენის ზონა – ზონა, რომელიც ეწყობა ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად დაზიანებული ბუნების ობიექტებისა და ტერიტორიების დაცვისა და აღდგენისათვის;

ე) ისტორიულ-კულტურული ზონა – ზონა, რომელიც ეწყობა ბუნებრივი გარემოს, ისტორიულ-კულტურული ობიექტების ან/და არქიტექტურული ძეგლების დაცვის, აღდგენის, რეკრეაციის, ტურიზმისა და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის. ეს ზონა დასახლებებს არ მოიცავს;

ვ) ადმინისტრაციის ზონა – ზონა, რომელიც ეწყობა ეროვნული პარკის ადმინისტრირებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის განსათავსებლად;

ზ) ტრადიციული გამოყენების ზონა – ზონა, რომელიც ეწყობა ბუნების დაცვისა და განახლებადი ბუნებრივი რესურსების ტრადიციულ გამოყენებასთან დაკავშირებული სამეურნეო საქმიანობისათვის. ამ ზონაში დაშვებულია ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებით და ბუნებრივი პროდუქტიულობით ლიმიტირებული თიბვა, ძოვება, საშეშე მერქნის მოპოვება და სხვა საქმიანობა. აღნიშნულ ზონაში დაუშვებელია ხვნა-თესვა და სასოფლო-სამეურნეო ნაგებობების (გარდა დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრული დამხმარე ან დროებითი ნაგებობებისა და შინაური ცხოველების სადგომებისა) განთავსება.

4. ეროვნული პარკი შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა კატეგორიის დაცულ ტერიტორიას (ბუნების ძეგლი, აღკვეთილი, მსოფლიოს მემკვიდრეობის უბანი) და (ან) თვითონ ითავსებდეს ბიოსფერული რეზერვატის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ან საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიის კატეგორიას.

საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2368 - სსმ I, №19, 01.07.2003 წ., მუხ.128

საქართველოს 2016 წლის 17  თებერვლის   კანონი  №4736  - ვებგვერდი, 25.02.2016წ.

    მუხლი 6. ბუნების ძეგლი

1. ბუნების ძეგლი შეიძლება დაარსდეს ეროვნული მნიშვნელობის, შედარებით მცირე უნიკალური ბუნებრივი ტერიტორიებისა და იშვიათი ბუნებრივი და ბუნებრივ-კულტურული წარმონაქმნების დასაცავად.

2. ბუნების ძეგლი საჭიროებს ეროვნული მნიშვნელობის შედარებით მცირე ტერიტორიას, სადაც იშვიათი, უნიკალური და მაღალი ესთეტიკური მახასიათებლების მქონე კომპაქტური ეკოსისტემები, ცალკეული გეომორფოლოგიური და ჰიდროლოგიური წარმონაქმნები, მცენარეთა ცალკეული ეგზემპლარები, ცოცხალ ორგანიზმთა ნამარხი ობიექტებია წარმოდგენილი.

3. ბუნების ძეგლი შეიძლება შედიოდეს ნებისმიერი დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში.

4. (ამოღებულია – 25.03.2013, №476).

საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 76 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

     მუხლი 7. აღკვეთილი

1. აღკვეთილი შეიძლება დაარსდეს ეროვნული მნიშვნელობის მქონე ცოცხალი ორგანიზმის ველური სახეობების, სახეობათა ჯგუფების, ბიოცენოზებისა და არაორგანული ბუნების წარმონაქმნების შესანარჩუნებლად საჭირო ბუნებრივი პირობების დასაცავად, რაც ადამიანის მიერ სპეციალური აღდგენითი და მოვლითი ღონისძიებების განხორციელებას მოითხოვს. აღკვეთილში მკაცრი კონტროლის პირობებში დაშვებულია ცალკეული განახლებადი რესურსების მოხმარება.

2. აღკვეთილი საჭიროებს ეროვნულ და, ცალკეულ შემთხვევებში, საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე სახმელეთო ტერიტორიას ან/და აკვატორიას, სადაც ცოცხალ ორგანიზმთა იშვიათი, უნიკალური, დამახასიათებელი და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობები და ეკოსისტემის ცალკეული მნიშვნელოვანი კომპონენტებია წარმოდგენილი.

3. აღკვეთილი შეიძლება შედიოდეს ბიოსფერული რეზერვატის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის და სხვა დაცული ტერიტორიის შემადგენლობაში და ასევე მოიცავდეს ბუნების ძეგლს.

4. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია აღკვეთილში მოეწყოს სხვადასხვა ზონა.

5. (ამოღებულია – 25.03.2013, №476).

საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2368 - სსმ I, №19, 01.07.2003 წ., მუხ.128  

საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 76 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

საქართველოს 2014  წლის 30  აპრილის კანონი №2307 - ვებგვერდი, 13.05.2014წ.

     მუხლი 8. დაცული ლანდშაფტი

1. დაცული ლანდშაფტი შეიძლება დაარსდეს ეროვნული მნიშვნელობის მქონე, მაღალი ესთეტიკური ღირებულებით გამორჩეული როგორც ბუნებრივი, ასევე ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ჰარმონიული ურთიერთქმედების შედეგად ჩამოყალიბებული ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტის დასაცავად, სასიცოცხლო გარემოს შენარჩუნების, რეკრეაციულ-ტურისტული და ტრადიციული სამეურნეო საქმიანობისათვის.

11. (ამოღებულია – 25.03.2013, №476).

2. დაცული ლანდშაფტი საჭიროებს ეროვნული მნიშვნელობის მქონე ფართო სახმელეთო ტერიტორიას და (ან) აკვატორიას, სადაც თვითმყოფადი ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტი გამოიჩევა მაღალი ისტორიული და ესთეტიკური ღირებულებით. 

3. დაცული ლანდშაფტი შეიძლება შედიოდეს სხვა დაცული ტერიტორიის (ბიოსფერული რეზერვატი, მსოფლიო მემკვიდრეობის უბანი) შემადგენლობაში ან მოიცავდეს დაცულ ტერიტორიას (ბუნების ძეგლი).

4. შესაძლებელია დაცულ ლანდშაფტში მოეწყოს სხვადასხვა ზონა.

საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 76 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

    მუხლი 9. მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია

1. მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია იქმნება გარემოს დაცვის მოთხოვნების გათვალისწინებით ორგანიზებული და განახლებადი ბუნებრივი რესურსების გამოყენებაზე ორიენტირებული სამეურნეო საქმიანობისათვის.

2. მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია საჭიროებს ხმელეთის შედარებით დიდ ფართობს და (ან) აკვატორიას, რომელიც წარმოადგენს წყლის აკუმულაციის, ტყეებისა და საძოვრების პროდუქტიულობის, ნადირობის, თევზრეწვის და ნადირ-ფრინველის გავრცელების, აგრეთვე, ტურიზმისათვის საჭირო ბუნებრივ საფუძვლებს. დასაშვებია, იგი იყოს ნაწილობრივ სახეცვლილი და მოიცავდეს დასახელებებსაც. ტერიტორიაზე არ უნდა ხდებოდეს ეროვნული მნიშვნელობის უნიკალური ბუნებრივი წარმონაქმნები.

21. (ამოღებულია – 25.03.2013, №476).

3. განახლებადი ბუნებრივი რესურსების მუდმივობისა და გარანტირებული მოხმარების უზრუნველსაყოფად შეიძლება ბუნების დაცვისა და მრავალმხრივი გამოყენების სხვადასხვა დასაშვები შეფარდების მქონე ზონების გამოყოფა.

საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 76 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

    მუხლი 10. ბიოსფერული რეზერვატი

1. ბიოსფერული რეზერვატი იქმნება ბუნების, ბუნებრივი პროცესებისა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების დინამიურ და თვითრეგულირებად მდგომარეობაში დასაცავად, სასიცოცხლო გარემოს შენარჩუნების, გარემოს გლობალური მონიტორინგის, მეცნიერული კვლევის, რეკრეაციული და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის.

2. ბიოსფერული რეზერვატი საჭიროებს ფართო ტერიტორიას, რომელზეც მოცემულია საერთაშორისო ღირებულების მქონე ერთი ან რამდენიმე ბუნებრივი და ბუნებრივ-ანთროპოგენური ობიექტი. ესენია:

ბიომების წარმომადგენლობითი ბუნებრივი ნიმუშები;

განსაკუთრებული ბუნებრივი წარმონაქმნების მომცველი გამორჩეული მნიშვნელობის მქონე ტერიტორიები;

მოცემულ ბიომებში ტრადიციული მიწათსარგებლობის ისტორიულ პროცესში წარმოქმნილი ჰარმონიული ლანდშაფტების ნიმუშები;

ისეთი სახეცვლილი და დეგრადირებული ლანდშაფტები, რომელთა ბუნებრივი მდგომარეობის აღდგენა ჯერ კიდევ შესაძლებელია.

შერჩეული ტერიტორია ბიოსფერულ რეზერვატად დამტკიცდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მას ასეთად აღიარებს „ადამიანი და ბიოსფეროს“ იუნესკოს პროგრამის საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭო.

3. ბიოსფერული რეზერვატი შეიძლება შედგებოდეს შემდეგი ძირითადი ზონებისაგან:

ა) ბირთვის ანუ ბუნების მკაცრი დაცვის ზონა;

ბ) ბუნების მართვადი დაცვის (მანიპულაციების) ანუ ბუფერული ზონა;

გ) აღდგენის ზონა;

დ) ტრადიციულ კულტურული ლანდშაფტის ზონა.

ბირთვის ანუ ბუნების მკაცრი დაცვის ზონაში დასაშვებია მხოლოდ მეცნიერული არამანიპულაციური დაკვირვება.

ბუნების მართვადი დაცვის ზონაში დასაშვებია კვლევა-ძიების, გარემოს დაცვისა და აღდგენითი საქმიანობა.

აღდგენის ზონაში დასაშვებია ანთროპოგენიზაციის შედეგად დაზიანებული ტერიტორიების დაცვა და აღდგენა.

ტრადიციულ-კულტურული ლანდშაფტის ზონაში დასაშვებია განახლებადი ბუნებრივი რესურსების ტრადიციული სამეურნეო გამოყენება.

4. ბიოსფერული რეზერვატის ფარგლებში შესაძლებელია ერთი ან რამდენიმე დაცული ტერიტორიის კატეგორიის ჩართვა (სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, ბუნების ძეგლი, აღკვეთილი, დაცული ლანდშაფტი, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია).

    მუხლი 11. მსოფლიო მემკვიდრეობის უბანი

1. მსოფლიო მემკვიდრეობის უბანი იქმნება უნივერსალური მნიშვნელობის ბუნებრივი და ბუნებრივ-კულტურული ტერიტორიებისა და წარმონაქმნების დასაცავად საერთაშორისო მნიშვნელობის მეცნიერული კვლევის, საგანმანათლებლო და მონიტორინგული საქმიანობისათვის.

2. მსოფლიო მემკვიდრეობის უბანი საჭიროებს ტერიტორიას, რომელზეც წარმოდგენილია საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ბუნებრივი ან ბუნებრივ-კულტურული ფასეულობები, კერძოდ:

ა) ბუნებრივ გარემოში განივთებული დედამიწის ისტორიის სხვადასხვა საფეხურის ამსახველი ნიმუშები;

ბ) გეოლოგიური და ბიოლოგიური პროცესების, აგრეთვე, ადამიანისა და გარემოს ისტორიული ურთიერთქმედების შედეგად წარმოქმნილი გარემოს მაგალითები;

გ) უნიკალური და იშვიათი ბუნებრივი ფენომენები, ფორმაციები, წარმონაქმნები ან გამორჩეული ესთეტიკური ღირებულების მქონე ბუნებრივი ტერიტორიები;

დ) საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების პოპულაციები და მათი საარსებო გარემო;

ე) ადამიანის შემოქმედებითი გენიის გამოვლინების იშვიათი, უნიკალური და განსაკუთრებით მაღალმხატვრული ნაწარმოებები, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მსოფლიოს კულტურის ისტორიის ამა თუ იმ პერიოდის ქალაქგეგმარების, ლანდშაფტური არქიტექტურის, ხუროთმოძღვრებისა და მასთან დაკავშირებული სახვითი ხელოვნების განვითარებაში და (ან) წარმოადგენენ ბუნებისა და კულტურის ჰარმონიული ერთიანობის მაგალითებს.

შერჩეული ობიექტის მსოფლიო მემკვიდრეობის უბნად დამტკიცდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მას ასეთად აღიარებს და მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის კომიტეტი.

3. მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ფარგლებში შესაძლებელია ერთი ან რამდენიმე დაცული ტერიტორიის კატეგორიის, (სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, ბუნების ძეგლი, აღკვეთილი, დაცული ლანდშაფტი) ჩართვა, აგრეთვე, თავად მისი ჩართვა სხვა დაცულ ტერიტორიაში (ბიოსფერული რეზერვატი, სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, აღკვეთილი, დაცული ლანდშაფტი).

საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2368 - სსმ I, №19, 01.07.2003 წ., მუხ.128

    მუხლი 12. საკუთრება დაცულ ტერიტორიებზე

1. დაცულ ტერიტორიებზე ბუნებრივი რესურსების ფლობის, განკარგვისა და სარგებლობის დაშვებული ფორმები განისაზღვრება მათი კატეგორიებისა და ტერიტორიულ- ფუნქციონალური ზონების მიხედვით.

2. სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის, ბუნების ძეგლისა და აღკვეთილის ტერიტორიები და ამ ტერიტორიებზე არსებული ბუნებრივი რესურსები მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაა. დაუშვებელია ამ ტერიტორიებისა და მათზე არსებული ბუნებრივი რესურსების ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სარგებლობაში გადაცემა, გარდა ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონისა, მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრული აღკვეთილის ცალკეული უბნებისა და ამ მუხლის 2 1−2 5 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

21. ბუნების ძეგლის მიზნობრივი დანიშნულების გათვალისწინებით შესაძლებელია ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ბუნების ძეგლის სარგებლობაში გადაცემა, მხოლოდ ეკოტურიზმისა და რეკრეაციული მიზნებისთვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

22 . ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში და აღკვეთილის ცალკეულ უბნებში დაშვებულია მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს წარდგინების საფუძველზე ადგილობრივი მოსახლეობისათვის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით დადგენილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სათიბი და საძოვარი) მიწის ნაკვეთის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემა არაუმეტეს 10 წლისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

23 . ეროვნული პარკის ადმინისტრაციულ, ვიზიტორთა და ტრადიციული გამოყენების ზონებში, აგრეთვე აღკვეთილის ცალკეულ უბნებში დაშვებულია ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრული ვიზიტორთა ინფრასტრუქტურის ობიექტის მშენებლობისთვის, ამავე გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით დადგენილი საბაზისო არქიტექ ურულ-სამშენებლო და ტექნიკური პარამეტრებისა და ობიექტის სპეციალიზებული მიზნობრივი დანიშულების ფარგლებში, მიწის ნაკვეთის ოპტიმალური ფართობის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სასყიდლიანი აღნაგობის ფორმით სარგებლობაში გადაცემა არა უმეტეს 49 წლის , საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი , აღნაგობის უფლების გასხვისებაზე ან გაქირავებაზე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის თანხმობის პირობით.

24. დაცულ ტერიტორი ზე დაშვებულია ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის ობიექტის (გარდა მიწისა) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ფორმით სარგებლობაში გადაცემა.

25. ეროვნული პარკის ადმინისტრაციულ ზონასა და ტრადიციული გამოყენების ზონაში, აღკვეთილის ცალკეულ უბნებში, დაცულ ლანდშაფტში და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე დაშვებულია კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობის განთავსება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე, მასზე არსებულ ბუნებრივ რესურსებზე, ბუნებრივ-კულტურულ ობიექტებსა და ისტორიულ-კულტურულ ობიექტებზე სახელმწიფო საკუთრებასთან ერთად დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საკუთრების სხვა ფორმებიც.

4. მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე არსებულ ბუნებრივ რესურსებზე, ბუნებრივ-ანთროპოგენულ და ანთროპოგენულ ობიექტებზე სახელმწიფო საკუთრებასთან ერთად დაშვებულია საკუთრების სხვა ფორმებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

5. ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის ანუ ბუნების მკაცრი დაცვის ზონაში ტერიტორია და ამ ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი რესურსები წარმოადგენს მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებას. ამ ზონაში დაუშვებელია ბუნებრივი რესურსების სარგებლობაში გადაცემა.

ბიოსფერული რეზერვატის ბუნების მართვადი დაცვის ზონაში ტერიტორია და ამ ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი რესურსები მომთაბარე ცოცხალი ორგანიზმების ჩათვლით წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას.

ბიოსფერული რეზერვატის აღდგენისა და ტრადიციულ-კულტურული ლანდშაფტის ზონებში ტერიტორია და ამ ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი რესურსების, ბუნებრივ-კულტურული და ისტორიულ-კულტურული ობიექტები წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, დაიშვება, აგრეთვე, საკუთრების სხვა ფორმები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

6. საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ტერიტორიისა და ამ ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი რესურსების საკუთრების ფორმები განისაზღვრება იმ დაცული ტერიტორიების კატეგორიების საკუთრების ფორმით, რომელთა საფუძველზეც ისინი ჩამოყალიბდა.

საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5629 - სსმ I, №48, 27.12.2007 წ., მუხ.419

საქართველოს 2011 წლის 21 ივნისის კანონი №4863 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 27 სექტემბრის   კანონი №1357  – ვებგვერდი, 09.10.2013წ.
საქართველოს 2016 წლის 17  თებერვლის   კანონი  №4736  - ვებგვერდი, 25.02.2016წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი  №6901-რს - ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 13. დაცული ტერიტორიების სისტემის დაგეგმვა

1. დაცული ტერიტორიების სისტემის დაგეგმვა საქართველოს განვითარების სტრატეგიის ნაწილია და მჭიდროდ უკავშირდება როგორც ტერიტორიული დადეგმარების (ლანდშაფტის დაგეგმარების) სახელმწიფო სისტემის სხვადასხვა (ეროვნული, რეგიონული) საფეხურს, ასევე, დარგობრივი დაგეგმვის (ბუნების დაცვა, გარემოს შენარჩუნება, მეცნიერება, განათლება, ჯანდაცვა, ტურიზმი, რეკრეცია, სატყეო მეურნეობა, სანადირო მეურნეობა, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, მშენებლობა, ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვა და სხვა) მრავალ პროგრამას.

2. დაცული ტერიტორიების სისტემის დაგეგმვა განსაზღვრავს გეგმარებით რეგიონებს, დასაცავ ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ კომპლექსებსა და ობიექტებს, ადგენს დაცული ტერიტორიების რეკომენდებულ კატეგორიებს, საზღვრებს, ზონებს, აკრძალვასა და დაშვებულ საქმიანობას, აყალიბებს დაცული ტერიტორიების დაარსების პრიორიტეტებსა და ეტაპებს.

3. დაცული ტერიტორიების სისტემის დაგეგმვას ახორციელებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცული ტერიტორიების სააგენტო (შემდგომ – დაცული ტერიტორიების სააგენტო) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4683 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.125

საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5629 - სსმ I, №48, 27.12.2007 წ., მუხ.419

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4392 - ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 76 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1671   ვებგვერდი, 14.12.2017წ.

საქართველოს 2018 წლის 5  ივლისის  კანონი №3098  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

     მუხლი 14. დაცული ტერიტორიების შექმნა, განვითარება და გაუქმება

1. საქართველოში დაცული ტერიტორიების შექმნის, ტერიტორიული გაფართოებისა და დაცვითი კატეგორიის ამაღლების გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი.

2. დაცული ტერიტორიის დროებითი ან სამუდამო გაუქმება, მისი ტერიტორიის შემცირება ან დაცვითი კატეგორიის დაქვეითება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დასკვნის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის მიერ, შემდეგ შემთხვევებში:

ა) დაცული ეკოსისტემების კატასტროფული და შეუქცევი რღვევისას;

ბ) ბიომრავალფეროვნების აღდგენის მიზნით სამუშაოების ჩატარების აუცილებლობისას;

გ) დაცული ტერიტორიის საზღვრების დემარკაციის განხორციელების შემდეგ, რომლის განხორციელების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

3. ცალკეულ რთულ შემთხვევაში დაზუსტებული ტერიტორიული საზღვრებისა და ზონების დაცვის, მოვლა-პარტონობისა და მართვის დეტალური პროგრამების (დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმა) შემუშავებამდე, ე.ი. მუდმივი კატეგორიის განსაზღვრამდე, დაარსდება დაცული ტერიტორიის დროებითი კატეგორია, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი. 

საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4683 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.125

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4392 - ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 76 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

საქართველოს 2014  წლის 30  აპრილის კანონი №2307 - ვებგვერდი, 13.05.2014წ.
საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1671   ვებგვერდი, 14.12.2017წ.

     მუხლი 15. დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმა

1. დაცული ტერიტორიების დაგეგმვის პირველი ეტაპი (სისტემის დაგეგმვა ეროვნულ და რეგიონულ დონეებზე) თითოეული დაცული ტერიტორიისათვის ვითარდება სავალდებულო მენეჯმენტის გეგმის საშუალებით.

2. მენეჯმენტის გეგმას, რომელიც განსაზღვრავს დაცული ტერიტორიის დაზუსტებულ საზღვრებს, ზონებს, მათ ტერიტორიულ ორგანიზებას, დამხმარე ზონის (ბუფერული ზონის) და დაცვის, მეცნიერული კვლევისა და მონიტორინგის, განათლების, რეკრეაციის, ტურიზმის, ადმინისტრაციისა და სხვა საქმიანობის ინტეგრალური განვითარების პროგრამას და ბიუჯეტს, შეიმუშავებს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარუდგენს დაცული ტერიტორიების სააგენტო დაცული ტერიტორიის შექმნისას, ხოლო გამონაკლის შემთხვევაში (დაცული ტერიტორიის შექმნის უკიდურესი მიზანშეწონილობის და გარანტირებული საბიუჯეტო სახსრების არარსებობის პირობებში, როდესაც აუცილებელია დონორი ან სხვა არასაბიუჯეტო ორგანიზაციების სახსრების მოზიდვა) – შექმნიდან 3 წლის ვადაში.

3. მენეჯმენტის გეგმა თითოეული დაცული ტერიტორიის თავისებურებიდან გამომდინარე ადგენს ტერიტორიის ამოქმედების სხვადასხვა ეტაპზე მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ადგილობრივი ფინანსური სახსრების გენერირების ხელშემწყობ ღონისძიებებს. გეგმა მუშავდება მისი დანერგვის სხვადასხვა ვადისათვის; ან ვადის გასვლის შემდეგ მუშავდება განახლებული მენეჯმენტის გეგმა.

4. დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმას, განახლებულ მენეჯმენტის გეგმას ან დროებითი რეგულირების წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2118 - სსმ I, №51, 06.12.2005 წ., მუხ.336

საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4683 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.125

საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5629 - სსმ I, №48, 27.12.2007 წ., მუხ.419

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4392 - ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 76 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

საქართველოს 2014  წლის 30  აპრილის კანონი №2307 - ვებგვერდი, 13.05.2014წ.
საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1671   ვებგვერდი, 14.12.2017წ.

    მუხლი 16. დაცული ტერიტორიის დამხმარე (ბუფერული) ზონა

1. სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის, ბუნების ძეგლის, აღკვეთილის, დაცული ლანდშაფტის გარშემო საჭიროების მიხედვით, ხოლო ბიოსფერულ რეზერვატში სავალდებულოდ იქმნება დამხმარე (ბუფერული) ზონები.

2. დამხმარე ზონა იქმნება მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის კატეგორიის გამოყენებით და გამიზნულია ბუნების დაცვისა და მდგრადი განვითარების ბალანსირებული საქმიანობის ხელშემწყობი და ადგილობრივი ფინანსური სახსრების გენერირების ღონისძიებების განსახორციელებლად. საჭიროების შემთხვევაში ზონის მართვის, მოქმედებათა კოორდინაციისა და დაშვებული საქმიანობის განვითარება განისაზღვრება სპეციალური პროგრამით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4683 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.125

საქართველოს 2013 წლის  6  სექტემბრის   კანონი  №1027 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

    მუხლი 17. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4683 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.125

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4392 - ვებგვერდი,17.03.2011წ.

    მუხლი 18. დაცული ტერიტორიების მართვა

1. დაცული ტერიტორიების სისტემის დაფუძნების, ფუნქციონირებისა და მართვის სახელმწიფო პოლიტიკას, ქმედებათა კოორდინირებასა და კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

2. დაცულ ტერიტორიებს, გარდა დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა − კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, მართავს დაცული ტერიტორიების სააგენტო.

3. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს:

ა) დაცული ტერიტორიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დაცვის, გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის კანონმდებლობის მოთხოვნებისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობა;

ბ) დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარების სტრატეგიული ღონისძიებების შემუშავება და მათი განხილვის ორგანიზება;

გ) დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტაციის შემუშავება, შეთანხმება და დამტკიცება;

დ) გარემოსდაცვითი მონიტორინგისა და მეცნიერული კვლევის კოორდინირება;

ე) ფლორისა და ფაუნის ენდემური, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობების რიცხოვნობის აღდგენასთან დაკავშირებული სამუშაოების დაგეგმვა და კოორდინირება;

ვ) დაცულ ტერიტორიებზე საერთაშორისო თანამშრომლობის კოორდინირება;

ზ) დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარდგინებით ტერიტორიული ადმინისტრაციების შექმნა;

თ) დაცული ტერიტორიების სააგენტოს და მისი ტერიტორიული ადმინისტრაციების დებულებების დამტკიცება.

4. დაცული ტერიტორიების სააგენტო უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) მართოს სახელმწიფო ნაკრძალები, ეროვნული პარკები, ბუნების ძეგლები, აღკვეთილები, ბიოსფერული რეზერვატები, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნები და საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიები;

ბ) სხვა ორგანიზაციებთან ერთად მართოს დაცული ლანდშაფტები და გამონაკლის შემთხვევებში – აღკვეთილების, ბიოსფერული რეზერვატების, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნებისა და ბუნების ძეგლების ცალკეული ზონა;

გ) გააკონტროლოს მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიები;

დ) გაატაროს დაცული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის, მეთვალყურეობის, შენარჩუნების, აღდგენისა და დაცვის ღონისძიებები;

ე) შეიმუშაოს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგინოს დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმები;

ვ) შეიმუშაოს შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და დადგენილი წესით წარუდგინოს ისინი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს;

ზ) მოახდინოს მონიტორინგისა და სამეცნიერო კვლევის ორგანიზება, დაკვირვების მონაცემების დამუშავება, შენახვა და გავრცელება;

თ) სრულყოს მართვის მექანიზმები და აამაღლოს პერსონალის კვალიფიკაცია;

ი) მოამზადოს რეგულარული მოხსენებები დაცული ტერიტორიების მდგომარეობის შესახებ;

კ) მოახდინოს დაცული ტერიტორიების ადმინისტრირება და ითანამშრომლოს ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ფონდებთან;

ლ) განახორციელოს დაცული ტერიტორიების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სამშენებლო საქმიანობისა და კეთილმოწყობის სამუშაოების (ბილიკები, ზღუდეები, თავშესაფრები, გზამკვლევები და სხვა) ორგანიზება;

მ) განახორციელოს დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობა და მონაწილეობა მიიღოს შესაბამის პროგრამებში;

ნ) ითანამშრომლოს შესაბამისი ფუნქციების მქონე სამთავრობო დაწესებულებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;

ო) ითანამშრომლოს საზოგადოების ფართო ფენებთან;

პ) განსაზღვროს დაცულ ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების ტარიფები;

1) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადოს ხელშეკრულებები ამ კანონის მე-12 მუხლის 2 1−2 5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ჟ) განახორციელოს ამ კანონით, საქართველოს კანონმდებლობით და თავისი დებულებით განსაზღვრული სხვა ქმედებები.

5. დაცული ტერიტორიების სააგენტო დაცული ტერიტორიების მართვას ახორციელებს ტერიტორიული ადმინისტრაციების მეშვეობით. ადმინისტრაციასთან შეიძლება შეიქმნას სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო. ადმინისტრაცია უფლებამოსილია დაცული ტერიტორიის კატეგორიისა და თავისი დებულების შესაბამისად განახორციელოს:

ა) დაცული ტერიტორიებისა და მათზე წარმოდგენილი ეკოსისტემების, ფლორისა და ფაუნის სახეობებისა და მათი გავრცელების არეალების დაცვა და აღდგენა;

ბ) ცხოველთა და მცენარეთა განადგურების, მიტაცებისა და დაზიანების აღკვეთა;

გ) ფლორისა და ფაუნის უცხო სახეობათა გავრცელების აღკვეთა;

დ) მუნიციპალიტეტებთან, სამთავრობო დაწესებულებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მოსახლეობის სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფთან თანამშრომლობა;

ე) ტერიტორიის (დაცულ ტერიტორიაზე და ბუფერულ ზონაში), ბუნებრივი რესურსების გამოყენების, სატრანსპორტო საშუალებებისა და ვიზიტორთა კონტროლი;

ვ) უკანონოდ შემოჭრილ პირთა და სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო და სატრანსპორტო საშუალებების დაკავება;

ზ) დაცულ ტერიტორიებზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღკვეთა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა და შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამისი ორგანოებისათვის გადაცემა;

თ) დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა ეკოტურისტული მომსახურების უზრუნველყოფა;

ი) დაცული ტერიტორიის შესაბამისი მენეჯმენტის გეგმის შესრულება;

კ) დაცული ტერიტორიების მდგრადი გამოყენება;

ლ) დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის შექმნა;

მ) ამ კანონით, საქართველოს კანონმდებლობით და თავისი დებულებით განსაზღვრული სხვა ქმედებები.

საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3975 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.342

საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4683 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.125

საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5629 - სსმ I, №48, 27.12.2007 წ., მუხ.419

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4392 - ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 21 ივნისის კანონი №4863 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 76 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

საქართველოს 2013 წლის 27 სექტემბრის   კანონი №1357  – ვებგვერდი, 09.10.2013წ.
საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1671   ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი  №6901-რს - ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7101 – ვებგვერდი, 22.09.2020წ.

    მუხლი 181. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა

1. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.

2. დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე: 

ა) წარმოადგენს სააგენტოს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას;

ბ) იყენებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებს და მათი მიზნობრივად გამოყენებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) წინაშე;

გ) პასუხისმგებელია სააგენტოს საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტების ზუსტი შესრულებისთვის და ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე;

დ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სააგენტოს საქმიანობის სფეროს რეგულირების შესახებ;

ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომლებს;

ვ) განსაზღვრავს სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომლების დისციპლინური პასუხისმგებლობის და წახალისების ზომებს;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამყარებს კონტაქტებს და დებს ხელშეკრულებებს სააგენტოს საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებზე;

ი) წელიწადში ერთხელ წარუდგენს მინისტრს ტექნიკურ და ფინანსურ ანგარიშებს;

კ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;

ლ) განკარგავს სააგენტოს შემოსავლებს;

მ) ასრულებს სხვა ფუნქციებს, რომლებიც მას ეკისრება საქართველოს კანონმდებლობით და სააგენტოს დებულებით.

საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5629 - სსმ I, №48, 27.12.2007 წ., მუხ.419

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4392 - ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 76 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1671   ვებგვერდი, 14.12.2017წ.

   მუხლი 182. დაცულ ტერიტორიებზე სპეციალური საშუალებებისა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გამოყენება

1. დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომლებს (შემდგომ − სააგენტოს თანამშრომელი) უფლება აქვთ, საგანგებო შემთხვევაში (ხანძარი, წყალდიდობა და სხვა) გამოიყენონ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ავტომოტოტრანსპორტსა და საზღვაო სატრანსპორტო საშუალებებზე დამონტაჟებული მოციმციმე და ხმოვანი სიგნალები.

2. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სააგენტოს თანამშრომელს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო იარაღი.

3. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გამოყენებად ითვლება გამიზნული გასროლა.

4. სააგენტოს თანამშრომელს უფლება აქვს, აუცილებელი მოგერიების შემთხვევაში ან უკიდურესი ღონისძიების სახით გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო იარაღი:

ა) მოქალაქის ან/და თავის ისეთი საფრთხისაგან დასაცავად, რომელიც რეალურ საშიშროებას უქმნის მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;

ბ) ცეცხლსასროლი იარაღის წართმევის აღსაკვეთად;

გ) განგაშის სიგნალის მისაცემად ან დამხმარე ძალის გამოსაძახებლად.

5. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს მისი გამოყენების შესახებ სიტყვიერი გაფრთხილება; აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გამაფრთხილებელი გასროლა.

6. გაფრთხილების გარეშე სამსახურებრივ-საშტატო იარაღი გამოიყენება მხოლოდ ნებისმიერი სახის სატრანსპორტო ან მექანიკური საშუალებით მოულოდნელი შეიარაღებული თავდასხმისას.

7. აკრძალულია სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ისეთ ადგილებში გამოყენება, სადაც შესაძლებელია სხვა პირთა დაშავება, ცეცხლსაშიშ და აფეთქებასაშიშ ადგილებში, აგრეთვე წინასწარი შეცნობით ორსულთა, მცირეწლოვანთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი შეიარაღებულნი ან ჯგუფურად ესხმიან თავს, შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ სააგენტოს თანამშრომელს, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა და სააგენტოს თანამშრომლის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, თუ ასეთი თავდასხმის ან/და წინააღმდეგობის სხვაგვარი ხერხებითა და საშუალებებით მოგერიება შეუძლებელია.

საქართველოს 2013 წლის 27 სექტემბრის   კანონი №1357  – ვებგვერდი, 09.10.2013წ.

   მუხლი 183. სააგენტოს თანამშრომლის სოციალური დაზღვევა

1. სააგენტოს თანამშრომლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა შესაძლებელია განახორციელოს სააგენტომ.

2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სააგენტოს თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს ან მის კმაყოფაზე მყოფ პირებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან მიეცემა (მიეცემათ) ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით. სააგენტოს თანამშრომლის დაკრძალვის ხარჯებს აანაზღაურებს სახელმწიფო.

3. სააგენტოს თანამშრომელს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით დასახიჩრდა ან რომელსაც დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება არაუმეტეს 7 000 ლარისა.

საქართველოს 2013 წლის 27 სექტემბრის   კანონი №1357  – ვებგვერდი, 09.10.2013წ.

    მუხლი 19. დაფინანსება

1. ამ კანონითა და თავისი დებულებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გადასცემს შესაბამის ქონებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. დაცული ტერიტორიების სააგენტოს შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი თანხები;

ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებით მიღებული შემოსავალი;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი;

დ) საერთაშორისო ორგანიზაციების, სამთავრობო დაწესებულებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქველმოქმედო ფონდების, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირების შემოწირულებანი;

ე) დაცულ ტერიტორიაზე დაშვებული კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობებით მიღებული შემოსავლები;

ვ) რეკრეაციული, სამეურნეო, ტურისტული და არასაბიუჯეტო სახსრებით დამზადებული სუვენირების რეალიზაციით მიღებული შემოსავლები;

ზ) ამ კანონის მე-12 მუხლის 21−25 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ფორმით სარგებლობაში გადაცემით მიღებული შემოსავლები;

თ) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ (სამეურნეო და სხვა სახის საქმიანობების დროს) დაცული ტერიტორიის სახელწოდების ან სიმბოლიკის გამოყენებით მიღებული შემოსავლები;

ი) დაცული ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ხეტყის დამზადებისას ერთი კუბური მეტრი მერქნის მოპოვებისათვის გაწეული მომსახურებით მიღებული შემოსავლები;

კ) დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურების გაწევით და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების მართვის უფლებით გადაცემით მიღებული შემოსავლები.

21. ამ კანონის მე-12 მუხლის 25 პუნქტით და ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საფასურს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

3. დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას, განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

4. დაცული ტერიტორიების გასხვისება აკრძალულია.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობა.

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №865 - სსმ I, №6, 19.01.2005 წ., მუხ.32

საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3975 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.342

საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4683 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.125

საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5629 - სსმ I, №48, 27.12.2007 წ., მუხ.419

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4392 - ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 21 ივნისის კანონი №4863 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 27 სექტემბრის   კანონი №1357  – ვებგვერდი, 09.10.2013წ.
საქართველოს 2016 წლის 17  თებერვლის   კანონი  №4736  - ვებგვერდი, 25.02.2016წ.

    მუხლი 20. საქმიანობა დაცულ ტერიტორიებზე

1. დაცულ ტერიტორიებზე საქმიანობა განისაზღვრება დაცული ტერიტორიების კატეგორიების მიხედვით, საერთაშორისო შეთანხმებებისა და კონვენციების შესაბამისად.

2. დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზაცია ხდება:

ა) ტერიტორიის შიგნით რეგულირებით;

ბ) ტერიტორიის გარეთ რეგულირებით;

გ) დროებითი რეგულირებით.

3. საქმიანობის რეგულირების წესი დეტალურად განისაზღვრება დაცული ტერიტორიის ინდივიდუალური დებულებითა და მენეჯმენტის გეგმით.

4. დაცული ტერიტორიის შიგნით იკრძალება:

ა) ბუნებრივი ეკოსისტემების რღვევა და სახის შეცვლა;

ბ) ექსპლუატაციის ან რაიმე სხვა მიზნით რომელიმე ბუნებრივი რესურსის განადგურება (ამოწყვეტა), ამოღება (დატყვევება), რღვევა, დაზიანება (დახეიბრება), შეშფოთება;

გ) გარემოს დაბინძურების მიზეზით ბუნებრივი ეკოსისტემების და სახეობების დაზიანება;

დ) ცოცხალ ორგანიზმთა უცხო და ეგზოტიკური სახეობების შემოყვანა და გავრცელება;

ე) ტერიტორიაზე ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებების შეტანა;

ვ) დაცული ტერიტორიის ინდვიდუალური დებულებითა და მენეჯმენტის გეგმით დაუშვებელი სხვა საქმიანობა.

5. დაცული ტერიტორიის შიგნით რეგულირებას ექვემდებარება:

ა) ვიზიტორთა დაშვება განსაზღვრულ ადგილებში;

ბ) ნადირობა, თევზაობა, დაბანაკება, ცეცხლის დანთება, სავაჭრო და კომერციული საქმიანობა, შენობების, გზებისა და ნაგებობების მშენებლობა და მათი ისტორიული სახის შეცვლა, ტერიტორიაზე, მის თავზე, ან მის ქვეშ სახმელეთო, საჰაერო და წყლის ტრანსპორტის გამოყენება;

გ) ვიზიტორთა ქცევა, დაცვითი რეჟიმის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დღე-ღამის განმავლობაში;

დ) მცენარეებისა და ცხოველების შეგროვება, დაჭერა და მათი გატანა (გაყვანა) ტერიტორიის გარეთ;

ე) უპატრონოდ მიტოვებული შინაური ცხოველების გარეკვა, იზოლირება, განადგურება;

ვ) ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ტრადიციული შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის ან დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით განსაზღვრული საქმიანობისათვის არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსის (ფიქლის ქვის) მოგროვება, რომლის მოპოვების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

6. დაცული ტერიტორიის შიგნით კონტროლდება:

ა) ყველა სახის დაშვებული სამეცნიერო საქმიანობა;

ბ) ყველა სახის დაშვებული საგანმანათლებლო საქმიანობა;

გ) ყველა სახის დაშვებული სამეურნეო საქმიანობა;

დ) ტურისტულ-რეკრეაციული საქმიანობა, რითაც უზრუნველყოფილი იქნება:

დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა ნაკადის თანაბარი განაწილება;

ვიზიტორთა ინეტერესების მიხედვით შერჩეული ტერიტორების წინასწარი რეგისტრაცია;

ვიზიტორთა დაშვების დროისა და ხანგრძლივობის შესაბამისობა დაცული ტერიტორიების მიზნებთან;

თითოეულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა დაშვებული ლიმიტის შესაბამისობა ვიზიტორთა რაოდენობასთან.

ე) სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის საფრთხე.

7) დაცული ტერიტორია დროებითი რეგულირებით კონტროლდება:

ა) კატეგორიის დაკანონებამდე და მენეჯმენტის პირველი გეგმის დამტკიცებამდე;

ბ) სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის სალიკვიდაციო ღონისძიებების დროს (საგანგებო წესები განისაზღვრება ნორამატიული აქტებით).

8. დაცული ტერიტორიის გარეთ კონტროლდება:

ა) ეკოსისტემებისა და ბუნებრივი რესურსების მდგომარეობა ბუფერულ ზონაში;

ბ) ბუფერული ზონასთან შეხებაში მყოფი განვითარების პროგრამები და ცალკეული მნიშვნელოვანი სამეურნეო და სამშენებლო პროექტები (გარემოზე მავნე ზემოქმედების შეფასების მიზნით);

გ) დაცული ტერიორიისათვის საზიანო გარეშე საქმიანობის პრევენტული ღონისძიებები (აღმკვეთი ჯარიმის დაწესება);

დ) დაცული ტერიტორიისათვის მავნე საქმიანობით მიყენებული ზარალის კომპენსაცია.

საქართველოს 2016 წლის 17  თებერვლის   კანონი  №4736  - ვებგვერდი, 25.02.2016წ.

    მუხლი 21. სამთავრობო დაწესებულებებთან და მუნიციპალიტეტების ორგანოებთან თანამშრომლობა

1. დაცული ტერიტორიების სააგენტო დაგეგმვის, პროექტების განხორციელებისა და მართვის პროცესში მჭიდროდ თანამშრომლობს სამთავრობო დაწესებულებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

2. საუწყებათაშორისო და მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობისათვის იქმნება ცალკეული დაცული ტერიტორიის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, რომლის შემადგენლობასაც ამტკიცებს მინისტრი.

3. სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს უფლება-მოვალეობანი, მუშაობის წესი და რეგლამენტი განისაზღვრება დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულებით.

4. დაცული ტერიტორიების სააგენტო სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მეშვეობით თანამშრომლობს სამთავრობო დაწესებულებებთან:

ა) დაცული ლანდშაფტების, გამონაკლის შემთხვევებში – აღკვეთილების, ეროვნული პარკების, ბიოსფერული რეზერვატებისა და მსოფლიო მემკვიდრეობის უბნების ცალკეული ზონის მართვისა და კონტროლის საქმეში;

ბ) მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიების (ბუფერული ზონების) რეგულირებისა და კონტროლის საქმეში.

საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4683 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.125

საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5629 - სსმ I, №48, 27.12.2007 წ., მუხ.419

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი  №6901-რს - ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 22. მოსახლეობასთან და საზოგადოებრივ გაერთიანებებთან თანამშრომლობა

მოსახლეობისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების წარმომადგენლებს უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ:

ა) დაცული ტერიტორიების დაარსების, განვითარების, შემცირებისა და გაუქმების გადაწყვეტილებების, მენეჯმენტის გეგმების, ადმინისტრაციების დებულებებისა და სხვა დოკუმენტების განხილვისა და შესწორების პროცესში;

ბ) დაცული ტერიტორიებისა და ბუფერული ზონების მოვლა-პატრონობისა და მართვის საქმიანობაში.

საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4683 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.125

    მუხლი 23. პასუხისმგებლობა დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევისათვის

ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული, სამოქალაქო და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

    მუხლი 24. გარდამავალი დებულებანი

1. (ამოღებულია - 17.02.2016, №4736).

2. 2013 წლის 1 ივნისამდე გამოიცეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებები:

ა) „დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“;

ბ)„დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“.

3. 2013 წლის 1 ივლისამდე მიღებულ იქნეს საქართველოს მთავრობის დადგენილება „დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“.

4. 2013 წლის 1 დეკემბრამდე გამოიცეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებები:

ა) „დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის სტრუქტურის, შინაარსისა და თემატური ნაწილების შემუშავების მეთოდოლოგიის მომზადების ეტაპებისა და პროცედურის შესახებ“;

ბ) (ამოღებულია - 17.02.2016, №4736).

 41. 2016 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გამოსცეს ბრძანება „საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“.

42. 2016 წლის 1 ივლისამდე საქართველოს მთავრობამ მიიღოს დადგენილება „დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურების გაწევისას და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების მართვის უფლებით გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“.

5. (ამოღებულია – 25.03.2013, №476).

6. 2014 წლის 1 ივნისამდე მიღებულ იქნეს საქართველოს მთავრობის დადგენილება „დაცული ტერიტორიების საზღვრების დემარკაციის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“.

7. 2013 წლის 31 დეკემბრამდე არსებული დაცული ტერიტორიების საზღვრების დემარკაცია დასრულდეს 2016 წლის 31 დეკემბრამდე.

საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5629 - სსმ I, №48, 27.12.2007 წ., მუხ.419

საქართველოს 2011 წლის 21 ივნისის კანონი №4863 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 76 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

საქართველოს 2013 წლის  6  სექტემბრის   კანონი  №1027  – ვებგვერდი, 23.09.2013წ.
საქართველოს 2014  წლის 30  აპრილის კანონი №2307 - ვებგვერდი, 13.05.2014წ.
საქართველოს 2016 წლის 17  თებერვლის   კანონი  №4736  - ვებგვერდი, 25.02.2016წ.

    მუხლი 25. დასკვნითი დებულებანი

2008 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი:

ა) საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 19 ივნისის №337 განკარგულება „კოლხეთის ეროვნული პარკის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №62 განკარგულება „თუშეთის დაცული ტერიტორიების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნისა და შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“;

გ) საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №61 განკარგულება „ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნისა და შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“;

დ) საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №60 განკარგულება „ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნისა და შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“;

ე) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 15 მაისის №368 ბრძანება „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კოლხეთის ეროვნული პარკის და კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“;

ვ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 15 მაისის №367 ბრძანება „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალის, ქობულეთის აღკვეთილის და ქობულეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“;

ზ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 15 მაისის №369 ბრძანება „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის და ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“;

თ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 1 მარტის №158 ბრძანება „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“.

საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5629 - სსმ I, №48, 27.12.2007 წ., მუხ.419

 

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1996 წელი 7 მარტი

№136-IIს 

გამოყენებული ტერმინები: 

(ამოღებულია)

საქართველოს 2014  წლის 30  აპრილის კანონი №2307 - ვებგვერდი, 13.05.2014წ.
22. 26/04/2022 - საქართველოს კანონი - 1518-VIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 13/05/2022 21. 17/03/2022 - საქართველოს კანონი - 1454-VIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 24/03/2022 20. 15/12/2021 - საქართველოს კანონი - 1103-VIმს-Xმპ - ვებგვერდი, 24/12/2021 19. 16/09/2020 - საქართველოს კანონი - 7101-Iს - ვებგვერდი, 22/09/2020 18. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6901-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 17. 20/07/2018 - საქართველოს კანონი - 3224-რს - ვებგვერდი, 13/08/2018 16. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3098-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 15. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1671-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 14. 17/02/2016 - საქართველოს კანონი - 4736-IIს - ვებგვერდი, 25/02/2016 13. 30/04/2014 - საქართველოს კანონი - 2307-IIს - ვებგვერდი, 13/05/2014 12. 27/09/2013 - საქართველოს კანონი - 1357-რს - ვებგვერდი, 09/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 11. 06/09/2013 - საქართველოს კანონი - 1027-Iს - ვებგვერდი, 23/09/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 10. 25/03/2013 - საქართველოს კანონი - 476-რს - ვებგვერდი, 05/04/2013 9. 08/11/2011 - საქართველოს კანონი - 5201-IIს - ვებგვერდი, 111114040, 14/11/2011 8. 21/06/2011 - საქართველოს კანონი - 4863-რს - ვებგვერდი, 110706007, 06/07/2011 7. 11/03/2011 - საქართველოს კანონი - 4392-Iს - ვებგვერდი, 110317022, 17/03/2011 6. 18/12/2007 - საქართველოს კანონი - 5629 - სსმ, 48, 27/12/2007 5. 27/04/2007 - საქართველოს კანონი - 4683 - სსმ, 16, 07/05/2007 4. 14/12/2006 - საქართველოს კანონი - 3975 - სსმ, 48, 22/12/2006 3. 25/11/2005 - საქართველოს კანონი - 2118 - სსმ, 51, 06/12/2005 2. 29/12/2004 - საქართველოს კანონი - 865 - სსმ, 6, 19/01/2005 1. 06/06/2003 - საქართველოს კანონი - 2368 - სსმ, 19, 01/07/2003