სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • Word
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 110
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/02/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 002, 09/03/1996
სარეგისტრაციო კოდი 140.080.000.05.001.000.124
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
110
20/02/1996
პარლამენტის უწყებანი, 002, 09/03/1996
140.080.000.05.001.000.124
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (22/06/2012 - 18/01/2013)

საქართველოს კანონი

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

��� მუხლი 1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური არის საქართველოს პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულება, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ამ კანონით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით.

2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ახორციელებს სახელმწიფო ხელისუფლების შტოების, აგრეთვე მათი თანამდებობის პირთა ფიზიკურ დაცვას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

საქართველოს 2004 წლის 11 თებერვლის კანონი №3281 - სსმ I, №3, 13.02.2004 წ., მუხ.6

��� მუხლი 2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობა განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.

��� მუხლი 3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობის ძირითადი პრინციპები

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:

ა) კანონიერება;

ბ) ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების დაცვა და პატივისცემა;

გ) ურთიერთკოორდინირებული და ურთიერთშეთანხმებული მოქმედება სამართალდამცავ და სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან;

დ) ერთმმართველობა და ცენტრალიზაცია;

ე) ორგანიზაციული, დაცვითი, რეჟიმული, ოპერატიულ-სამძებრო, ტექნიკური, ღია და ფარული მეთოდების ურთიერთშერწყმა.

��� მუხლი 4. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამოცანა

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამოცანაა, მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან დაიცვას:

ა) საქართველოს პრეზიდენტი;

ბ) საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებათა უმაღლესი ორგანოების თანამდებობის პირები;

გ) საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობები და მათი მიმდებარე ტერიტორია საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად;

დ) საქართველოში ვიზიტით მყოფი უცხო ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვა მნიშვნელოვანი პირები;

ე) წესრიგი საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა და თანამდებობის პირთა სამუშაო, მუდმივ და დროებით ადგილსამყოფელ ტერიტორიაზე� თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

2. საკუთარი ამოცანების გადასაწყვეტად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იყენებს კავშირგაბმულობის სპეციალურ, სატრანსპორტო, საყოფაცხოვრებო და სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის საშუალებებს.

3. საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებათა უმაღლესი ორგანოები (უფლებამოსილი თანამდებობის პირები) თავიანთ მფლობელობაში არსებულ ადმინისტრაციულ შენობა-ნაგებობებში და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე აწესებენ რეჟიმს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან შეთანხმებით.

4. აკრძალულია სახელმწიფო� დაცვის� სპეციალურ� სამსახურ და მის თანამშრომლებისათვის ამ კანონით გაუთვალისწინებელი ფუნქციების დაკისრება, გარდა საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა.

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2943 - სსმ I, №15, 16.05.2006 წ., მუხ.96

საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4953 - ვებგვერდი, 11.07.2011წ.

��� მუხლი 5. დასაცავი პირები და დაცვის ობიექტები

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი პირები არიან:

ა) საქართველოს პრეზიდენტი;

ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;

გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი;

დ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე;

ე) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე;

ვ) საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი;

ზ) (ამოღებულია � 24.06.2011, №4953);

თ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებათა ორგანოების ხელმძღვანელები;

ი) (ამოღებულია � 24.06.2011, №4953);

კ) (ამოღებულია � 24.06.2011, №4953);

ლ) საქართველოში ვიზიტით მყოფი უცხო ქვეყნის სახელმწიფო მეთაური;

მ) საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი საარჩევნო კამპანიისა და არჩევნების პერიოდში.

2. საქართველოს პრეზიდენტს თანამდებობაზე არჩევის დღიდან სიცოცხლის ბოლომდე ენიშნება პერსონალური დაცვა სამუშაო, მუდმივ და დროებით ადგილსამყოფელში. საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების პერიოდში მისი ოჯახის წევრებს ენიშნებათ პერსონალური დაცვა და იგი შეუნარჩუნდებათ საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგაც, მისი სიცოცხლის ბოლომდე.

3. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პერსონალური დაცვა შეიძლება დაენიშნოს ან მოეხსნას:

ა) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, საქართველოს პარლამენტის წევრს, საქართველოს მთავრობის წევრს, საქართველოს სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელს ან საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირს სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში, აგრეთვე მისი ოჯახის წევრებს, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ მის ან მისი ოჯახის წევრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება;

ბ) საქართველოში ვიზიტით მყოფ უცხო ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირს, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს, საქართველოში დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს;

გ) �საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ� საქართველოს კანონით განსაზღვრულ� პირებს;

დ) ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ სხვა პირებს .

4. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ან მაღალი რანგის თანამდებობის პირს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრებს, სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის ან თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ მის ან მისი ოჯახის წევრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შეიძლება დაენიშნოს პერსონალური დაცვა.

5. პერსონალური დაცვის ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იცავს საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ადმინისტრაციულ შენობა-ნაგებობებს, სამთავრობო რეზიდენციებსა და სხვა მნიშვნელოვან სახელმწიფო შენობა-ნაგებობებს.

7. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა ნუსხას და დაცვის ობიექტთა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2943 - სსმ I, №15, 16.05.2006 წ., მუხ.96

საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №488 - სსმ I, №30, 07.11.2008 წ., მუხ.203

საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4953 - ვებგვერდი, 11.07.2011წ.

��� მუხლი 51. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახურის გავლის სახეები

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახურის გავლის სახეებია:

ა) საკონტრაქტო;

ბ) საკონტრაქტო-პროფესიული;

გ) კადრის;

დ) სამოქალაქო.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4953 - ვებგვერდი, 11.07.2011წ.

თავი II

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ორგანიზაცია

��� მუხლი 6. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ორგანიზაციული სისტემა და სტრუქტურა

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, რომლის შემადგენლობაში შედიან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სტრუქტურული ერთეულები, თავის მოვალეობას ასრულებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური წარმოადგენს ცენტრალიზებულ სისტემას.

3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სტრუქტურა განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

��� მუხლი 7. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის კომპეტენცია

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი:

ა) ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს;

ბ) ნორმატიული აქტებით ამტკიცებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შინაგანაწესს, სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების დებულებებს, სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების ან/და მათი ქვედანაყოფების სახელმძღვანელო და სამსახურის საქმიანობის ცალკეული მიმართულებების მარეგულირებელ წესდებებსა და ინსტრუქციებს; სამსახურის თანამშრომლებისა და სამსახურის წინაშე დამსახურებისთვის სხვა პირების წახალისების მიზნით აწესებს უწყებრივ ჯილდოებს და ამტკიცებს მათი გადაცემის წესს;

გ) განსაზღვრავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილისა და სამსახურის სტრუქტურული დანაყოფის უფროსის უფლებამოსილებებს;

დ) საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილეს (მოადგილეებს);

ე) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის ხელმძღვანელებთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს;

ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების ხელმძღვანელებს და სხვა თანამშრომლებს;

ზ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში სამსახურში იღებს მოქალაქეებს;

თ) კანონით დადგენილი წესით ანიჭებს სპეციალურ წოდებებს, პოლკოვნიკის წოდების ჩათვლით;

ი) წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს;

კ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; კანონითა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოსცემს ნორმატიულ აქტს � ბრძანებას;

ლ) აუცილებლობის შემთხვევაში, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ერთობლივ ბრძანებასა და სხვა აქტს;

მ) კანონით დადგენილი წესით განკარგავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფულად სახსრებსა და მატერიალურ ფასეულობებს;

ნ) ცალკეულ შემთხვევაში სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოზიდვის მიზნით ადგენს პერსონალურ თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს;

ო) ორგანიზებას უწევს სამსახურის თანამშრომელთა ოპერატიულ, საბრძოლო და სპეციალურ მომზადებას, ამ მიზნით ამტკიცებს შესაბამის პროგრამებს, ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს სპეციალურ ნორმატივებსა და სახელმძღვანელო სტანდარტებს, ამტკიცებს სამსახურის პასუხისმგებელ პირთა მორიგეობის განრიგს და დაცვითი ღონისძიებების გეგმებს, განსაზღვრავს სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების სამუშაო რეჟიმს, პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანების შესრულებისთვის;

პ) წარმოადგენს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში;

ჟ) სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აქტით განსაზღვრული რეესტრით გათვალისწინებულ სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს გასცემს ნებართვებს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის შესახებ, რის თაობაზედაც ეცნობება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება, ინსტრუქცია და მითითება სავალდებულოა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მთელი სისტემისა და თანამდებობის პირებისათვის.

4. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას მისივე ბრძანებით ასრულებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილე.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2943 - სსმ I, №15, 16.05.2006 წ., მუხ.96

საქართველოს 2006 წლის 30 ივნისის კანონი №3430 - სსმ I, №27, 17.07.2006 წ., მუხ.226

საქართველოს 2009 წლის 22 ოქტომბრის კანონი №1883 - სსმ I, №33, 09.11.2009 წ., მუხ.205

საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4953 - ვებგვერდი, 11.07.2011წ.

თავი III

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფლებები და მოვალეობები

��� მუხლი 8. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფლებები

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს უფლება აქვს:

ა) დაცვის ღონისძიების მომზადებასა და ჩატარებაში მონაწილეობის მიზნით მოიზიდოს საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, სხვა სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ძალები და საშუალებები, მათთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე;

ბ) დასაცავი პირებისა და დაცვის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მიიღოს ოპერატიული ცნობები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან და საქართველოს სხვა სახელმწიფო უწყებებიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) საკუთარი ამოცანების შესრულების მიზნით სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრში დატოვებით დანიშნოს სამსახურის თანამშრომლები სახელმწიფო ან/და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად;

დ) კანონის ფარგლებში მოითხოვოს დასაცავი პირებისა და დაცვის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის საჭირო ქმედებების განხორციელება სახელმწიფო დაწესებულებებისგან, ფიზიკური და იურიდიული პირებისგან, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა;

ე) დაცვითი ღონისძიების განხორციელებისას დასაცავი პირებისა და დაცვის ობიექტების უსაფრთხოების მიზნით შეამოწმოს ცალკეული ობიექტები და ტერიტორიები, აგრეთვე დაცვის ობიექტებზე ან ღონისძიების მიმდინარეობის ადგილზე შემსვლელი პირები და მოითხოვოს მათგან ნივთებისა და იარაღის დროებით �სამსახურის თანამშრომლისთვის ჩაბარება, ღონისძიების დასრულებამდე გაათავისუფლოს შესაბამისი ობიექტები გარეშე პირებისგან, სატრანსპორტო საშუალებებისგან და სხვა ხელის შემშლელი საგნებისგან, დალუქოს ობიექტები და დროებით შეზღუდოს აღნიშნულ ადგილებზე დაშვება; გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში , როდესაც სხვა საშუალებით შეუძლებელია სრულყოფილი დაცვის უზრუნველყოფა,� შეზღუდოს ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განახორციელოს ადმინისტრაციული დაკავება და მიყვანა, პირადი გასინჯვა და ნივთების გასინჯვა, სატრანსპორტო საშუალებების, ნივთებისა და დოკუმენტების� დროებით� ჩამორთმევა;

ვ) დაცვითი ღონისძიებების ოპერატიული უზრუნველყოფის მიზნით შექმნას და გამოიყენოს საინფორმაციო სისტემები, კონსპირაციის უზრუნველსაყოფად გამოიყენოს ოპერატიულ მუშაობაში ჩართული პირების, ობიექტებისა და ტექნიკის შესანიღბი დოკუმენტები და საშუალებები; ღონისძი�ე�ბა�თა განხორციელებისას ხელ�შეკ�რულე�ბის ან ზე�პი�რი შე�თან�ხმე�ბის საფუძველზე გამოიყენოს სახელმწიფო და კერძო ორ�გა�ნი�ზა�ციების, აგ�რეთ�ვე კერ�ძო პირების საც�ხოვ�რე�ბელი და არა�საც�ხოვ�რე�ბელი სად�გო�მები, სატრანსპორ�ტო სა�შუ�ა�ლე�ბებ�ი და სხვა ქო�ნე�ბა; გამოიყენოს სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირების ნებაყოფლობითი, უსას�ყიდ�ლო ან სას�ყიდ�ლი�ან სა�ფუძ�ველ�ზე დამ�ყა�რებული კონფიდენციალური თა�ნამ�შრომ�ლო�ბა. აკრძალულია კონტრაქტის საფუძველზე საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრების, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრების, გენერალური აუდიტორის, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, საქართველოს სახალხო დამცველის, მოსამართლის, პროკურორის, ადვოკატისა და გამომძიებლის კონფიდენციალური ხელშეწყობის გამოყენება.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2943 - სსმ I, №15, 16.05.2006 წ., მუხ.96

საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4953 - ვებგვერდი, 11.07.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

��� მუხლი 9. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოვალეობები

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური მოვალეა:

ა) უზრუნველყოს დაცვის ღონისძიებები დასაცავი პირის გადაადგილების მუდმივ და დროებით მარშრუტებზე;

ბ) ჩაატაროს ოპერატიულ-ტექნიკური შემოწმება დასაცავი პირების მუდმივი და დროებითი ყოფნის ადგილებში და დაცვის ობიექტებზე, ორგანიზება გაუწიოს აღნიშნულ ობიექტებზე ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელებას;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჩაატაროს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) განსაკუთრებულ ვითარებაში ან ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დასაცავი პირები და დაცვის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შეიმუშაოს და განახორციელოს სპეციალური ღონისძიებები;

ე) გადაწყვიტოს სამსახურის კადრებით უზრუნველყოფის საკითხი;

ვ) უზრუნველყოს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

ზ) განახორციელოს ღონისძიებები მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, თანამშრომელთა სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად;

თ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4953 - ვებგვერდი, 11.07.2011წ.

თავი IV

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები

��� მუხლი 10. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები არიან:

ა) საკონტრაქტო მოსამსახურეები − პირები, რომლებიც სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში იხდიან სამხედრო ვალდებულებას� შესაბამისი კონტრაქტის საფუძველზე ;

ბ) საკონტრაქტო-პროფესიული მოსამსახურეები−პირები, რომლებსაც გავლილი აქვთ სავალდებულო სამხედრო სამსახური და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირად შემადგენლობაში ჩარიცხვით სამსახურს გადიან უმცროსი სპეციალური წოდებით;

გ) კადრის მოსამსახურეები − პირები, რომლებსაც მოხდილი აქვთ სამხედრო ვალდებულება (გარდა ქალებისა) და სამსახურს გადიან საშუალო ან ზემდგომი სპეციალური წოდებით ;

დ) სამოქალაქო პირებიპირები, რომლებიც სპეციალური წოდების მინიჭების გარეშე ინიშნებიან ვაკანტურ საშტატო თანამდებობებზე ან მიიღებიან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.

2. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში პირის მიღების წესს განსაზღვრავს ეს კანონი და ამ კანონით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

3.სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში უმცროსი სპეციალური წოდების შესაბამის თანამდებობაზე საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში შეიძლება ჩაირიცხოს ოფიცრის სახელმწიფო სპეციალური წოდების ან ოფიცრის სამხედრო წოდების არმქონე საქართველოს მოქალაქე 35 წლის ჩათვლით, რომელსაც მოხდილი აქვს სამხედრო ვალდებულება (გარდა ქალისა), ხოლო საშუალო ან ზემდგომი სპეციალური წოდების შესაბამის თანამდებობაზე კადრის სამსახურში � არა უმეტეს 30 წლის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და პიროვნული თვისებებით, განათლებით, ფიზიკური მომზადებითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეუძლია შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში სამსახურში მიიღოს და პირად შემადგენლობაში ჩარიცხოს პირი ასაკის მიუხედავად. ასაკთან დაკავშირებული შეზღუდვა არ ვრცელდება:

ა) პირზე, რომელიც ინიშნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ან მასთან შეთანხმებით;

ბ) განთავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში;

გ) სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში იმ სახელმწიფო უწყებიდან გადმოსვლით მიღებისას, რომელშიც დაწესებულია სამხედრო წოდებები ან �სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ� საქართველოს კანონით გათვალისწინებული სპეციალური წოდებები.

4. პირი უმცროსი სპეციალური წოდების შესაბამის თანამდებობაზე ინიშნება კონტრაქტის საფუძველზე, ხოლო საშუალო ან ზემდგომი სპეციალური წოდების შესაბამის თანამდებობაზე � კადრის ოფიცრად, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის �ა� ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირისა. საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში შეიძლება ხელშეკრულებით მიწვიონ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები.

5. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის კომპეტენცია განისაზღვრება მის მიერ დაკავებული საშტატო თანამდებობის გათვალისწინებით, ხოლო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული თანამშრომლის კომპეტენცია−შრომითი ხელშეკრულების გათვალისწინებით. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, როგორც სპეციალურ გასამხედროებულ დაწესებულებაში, შესაბამისი ნორმატიული აქტით შეიძლება დადგინდეს სამსახურის გავლის დამატებითი მოთხოვნები.

6. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო, საკონტრაქტო-პროფესიულ და კადრის სამსახურში ჩარიცხვისას თანამშრომელი იხსნება სამხედრო აღრიცხვიდან და ირიცხება სამსახურის პირად შემადგენლობაში.

7. პირს, რომელიც სამხედრო ვალდებულებას იხდის სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, საკუთარი ინიციატივით (თვითნებურად) ან ბრალეულობით სამსახურის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში სამსახურიდან დაითხოვენ მინიჭებული სპეციალური წოდების ჩამორთმევით, ნამსახურობის პერიოდის ჩაუთვლელად. აღნიშნული პირი საერთო წესით დაექვემდებარება სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას და ფინანსურ პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში არ მიიღება:

ა) პირი, რომლის მიმართაც მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება ან კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, აგრეთვე ნასამართლობის მქონე პირი;

ბ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან ქრონიკული სნეულებით დაავადებული პირი, აგრეთვე� ისეთი დასახიჩრების ან� დაავადების, ფიზიკური ან ინტელექტუალური მონაცემების მქონე პირი, რომელიც/რომლებიც მას სამსახურისთვის შეუფერებელს ხდის;

გ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად ან ქმედუუნაროდ აღიარებული პირი;

დ) საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი;

ე) პირი სპეციალური შემოწმების შედეგებით უარყოფითი დასკვნის საფუძველზე, აგრეთვე კანდიდატი მისი წინა ნამსახურობის უარყოფითად შეფასების საფუძველზე.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2943 - სსმ I, №15, 16.05.2006 წ., მუხ.96

საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4953 - ვებგვერდი, 11.07.2011წ.

��� მუხლი 101 . სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სპეციალური წოდებები� და ზღვრული ასაკი

1.სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ენიჭებათ �სახელმწიფო დაცვის� შემდეგი სპეციალური� წოდებები:

ა) საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხულ თანამშრომლებს � რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი;

ბ) საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში ჩარიცხულ თანამშრომლებს � რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი. ამასთანავე, პირებს, რომლებიც სამხედრო ვალდებულებას იხდიან საკონტრაქტო სამსახურის სახით, შეიძლება მიენიჭოთ საშუალო სპეციალური წოდებებიც;

გ) კადრის სამსახურში ჩარიცხულ თანამშრომლებს:

გ.ა) უმცროს ოფიცერთა შემადგენლობაში � უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;

გ.ბ) უფროს ოფიცერთა შემადგენლობაში � მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;

გ.გ)უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობაში � გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი, გენერალ-პოლკოვნიკი.

2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა ზღვრული ასაკია:

ა) �სახელმწიფო დაცვის� უმცროსი და საშუალო სპეციალური წოდებების მქონე პირთათვის� �� 45 წელი;

ბ) �სახელმწიფო დაცვის� უფროსი სპეციალური წოდების მქონე პირისათვის �სახელმწიფო დაცვის� პოლკოვნიკამდე �� 50 წელი;

გ) �სახელმწიფო დაცვის� პოლკოვნიკისათვის� �� 55 წელი;

დ) �სახელმწიფო დაცვის� უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე პირისათვის � 60 წელი.

3. თანამშრომლის ზღვრული ასაკი, გარდა �სახელმწიფო დაცვის� პოლკოვნიკისა და �სახელმწიფო დაცვის� უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე ოფიცერთა შემადგენლობისა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანებით შეიძლება გაგრძელდეს 5 წლამდე ვადით.

4. თანამშრომლის ზღვრული ასაკი �სახელმწიფო დაცვის� პოლკოვნიკისა და �სახელმწიფო დაცვის� უმაღლესი სპეციალური �წოდების მქონე პირისათვის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მიერ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოში წარდგინების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შეიძლება გაგრძელდეს 5 წლამდე ვადით.

5. თანამშრომლის ზღვრული ასაკის რამდენჯერმე (ნაწილობრივ) გაგრძელების შემთხვევაში გაგრძელების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილ ვადას.

6. �სახელმწიფო დაცვის� სპეციალური წოდებების მინიჭების წესი განისაზღვრება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4953 - ვებგვერდი, 11.07.2011წ.

��� მუხლი 102 . სამხედრო ვალდებულების მოხდა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურის საკონტრაქტო სამსახურში შეიძლება ჩაირიცხოს წვევამდელი, რომელსაც სამსახურის ვადა განესაზღვრება �სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ� საქართველოს კანონით.

2. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩასარიცხ წვევამდელთა შერჩევის, მომზადების და მათ მიერ სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება �სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ� დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

3. წვევამდელი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურის პირად შემადგენლობაში ჩარიცხვამდე გადის სპეციალურ მომზადებას.

4. წვევამდელის მიერ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის დადგენილი წესით გავლა ჩაითვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლად და აღნიშნული პირი სამხედრო ვალდებულების მოხდის შემდეგ საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში ჩაირიცხება რიგითის სამხედრო წოდებით.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2943 - სსმ I, №15, 16.05.2006 წ., მუხ.96

საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4953 - ვებგვერდი, 11.07.2011წ.

��� მუხლი 103. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფორმა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე ატარებს სპეციალური ფორმის ტანსაცმელს. ტანსაცმლის ფორმა დგინდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

��� მუხლი 104. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცი

1. საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის შემდეგ, პირი დებს სამხედრო და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცს.

2. საკონტრაქტო-პროფესიულ და კადრის სამსახურში მიღების შემდეგ, პირი დებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცს.

3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცის ტექსტი მტკიცდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

��� �მუხლი 105 . სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირველადი საოფიცრე და პროფესიული მომზადებისა და გადამზადების კურსები

1. პირველადი საშუალო სპეციალური წოდება − �სახელმწიფო დაცვის� უმცროსი ლეიტენანტი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მისაღებ პირს, აგრეთვე სამსახურის პირად შემადგენლობაში ჩარიცხულ თანამშრომელს მიენიჭება სპეციალური სასწავლო კურსის გავლის და შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში. აღნიშნული კურსის გავლის წესი და პირობები განისაზღვრება �საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური წოდებების მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე� სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით. ცალკეულ შემთხვევებში პირველადი საშუალო სპეციალური წოდების შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნისთანავე ან/და სპეციალური სასწავლო კურსის გაუვლელად მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის უფროსი.

2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები პროფესიული გადამზადების კურსებს გადიან� სამსახურის� უფროსის მიერ დამტკიცებული გეგმებისა და პროგრამების შესაბამისად.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4953 - ვებგვერდი, 11.07.2011წ.

��� მუხლი 106 . სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სტაჟირების გავლა

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, შეიძლება განხორციელდეს სტაჟიორთა მიღება.

2. სტაჟიორთა შერჩევის, მათ მიერ სტაჟირების გავლის და სტაჟიორთა შრომის ანაზღაურების პირობები განისაზღვრება �სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სტაჟირების გავლის წესის შესახებ� დებულებით.

საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4953 - ვებგვერდი, 11.07.2011წ.

��� �მუხლი 11. სამსახურის შეწყვეტის საფუძვლები

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურ სამსახურის შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნა;

ბ) თანამშრომლისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;

გ) თანამშრომლის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად ცნობა კანონით დადგენილი წესით;

დ) თანამშრომლის გარდაცვალება.

2. თანამშრომელს სამსახურიდან დაითხოვენ:

ა) ზღვრული ასაკის მიღწევისას ან წელთა ნამსახურობის გამო;

ბ) ჯანმრთელობის გაუარესების, დასახიჩრების ან ქრონიკული დაავადების დროს, რომლის გამოც მას აღარ შეუძლია სამსახურის გაგრძელება, აგრეთვე ისეთი ტრავმის მიღების ან დაავადების შემთხვევაში, რომელიც მას სამსახურისთვის შეუფერებელს ხდის;

გ) კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლისას;

დ) კონტრაქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის;

ე) სამსახურებრივი შეუსაბამობის გამო;

ვ) სამსახურებრივი დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევისათვის;

ზ) შტატების შემცირებისას;

თ) საკანონმდებლო, აღმასრულებელ ან სასამართლო ორგანოებში არჩევისას ან დანიშვნისას;

ი) ფიცის გატეხის ან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლისათვის შეუფერებელი საქციელის გამო;

კ) დანაშაულის ჩადენისათვის, კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე;

ლ) მხარეთა შეთანხმებით, პირადი პატაკის საფუძველზე;

მ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლისას;

ნ) გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგების საფუძველზე;

ო) სპეციალური შემოწმების შედეგებით უარყოფითი დასკვნის საფუძველზე.

3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი. სამსახურის ნებისმიერი საფუძვლით შეწყვეტის შემთხვევაში პირი ამოირიცხება სამსახურის პირადი შემადგენლობიდან.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4953 - ვებგვერდი, 11.07.2011წ.

��� მუხლი 111. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანა

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე სამსახურში შტატების შემცირების, რეორგანიზაციის, ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით, მხარეთა შეთანხმების, სამსახურებრივი მოკვლევის, პირადი პატაკის საფუძველზე ან მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ისეთ საპროცესო ღონისძიებათა გამოყენების შემთხვევაში, რომლებიც გამორიცხავს მის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების შესაძლებლობას ან მიზანშეწონილობას, შესაბამისი თანამდებობიდან გადაყენებით შეიძლება აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში. სამსახურში შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციისას კადრების განკარგულებაში მყოფ მოსამსახურეს, გარდა მოსამსახურისა, რომლის მიმართაც გამოყენებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულების ღონისძიება, კადრების განკარგულებაში ყოფნის პირველი თვის განმავლობაში შეიძლება დაეკისროს სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულება კადრების განკარგულებაში აყვანამდე დაკავებული თანამდებობის მიხედვით.

2. �თანამშრომლის კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს. კადრების განკარგულებაში მყოფ თანამშრომელს პირველი ორი თვის განმავლობაში ეძლევა თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოები კადრების განკარგულებაში აყვანამდე დაკავებული თანამდებობის მიხედვით.

3. სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებითა და მოსამსახურის თანხმობით, კადრების განკარგულებაში ყოფნის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს ორი თვისა.

4. კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის შემდეგ, მოსამსახურე უნდა დაინიშნოს თანამდებობაზე ან ამოირიცხოს სამსახურის პირადი შემადგენლობიდან.

5. კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა მოსამსახურეს ეთვლება ნამსახურეობის სტაჟში.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2943 - სსმ I, №15, 16.05.2006 წ., მუხ.96

საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4953 - ვებგვერდი, 11.07.2011წ.

��� მუხლი 12. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის მიერ ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალებები და სამსახურებრივი დანიშნულების ცეცხლსასროლი იარაღი ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით.

2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეებზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ.

3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებების და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს პირი, მისცეს საკმარისი დრო, რათა მან შეასრულოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნა, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს პიროვნებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფა, სხვა მძიმე შედეგი ან თუ შექმნილ სიტუაციაში შეუძლებელია ასეთი გაფრთხილება.

4. სპეციალური საშუალების და ფიზიკური იძულების სახე განისაზღვრება კონკრეტული სიტუაციის, სამართალდარღვევის ხასიათისა და სამართალდამრღვევის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

��� მუხლი 13. ფიზიკური იძულების გამოყენების უფლება

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს გამოიყენოს ფიზიკური იძულება. მათ შორის, ორთაბრძოლის სპეციალური ხერხები დაცვის ობიექტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის აღსაკვეთად და დამნაშავის დასაკავებლად, თუ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი არაძალისმიერი მეთოდების გამოყენებით ვერ უზრუნველყოფს კანონით დაკისრებული მოვალეობების შესრულებას.

��� მუხლი 14. სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება

1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს გამოიყენოს სპეციალური საშუალებები: ხელბორკილი ან შებორკვის სხვა საშუალება, რეზინის ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, ფსიქოლოგიური ზემოქმედებითი შუქბგერითი მოწყობილობა, დაბრკოლების დამანგრეველი და ტრანსპორტის იძულებით გაჩერების საშუალება, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, წყალსატყორცნი, ელექტროშოკური მოწყობილობა, სასამსახურო ძაღლი, ინდივიდუალური კონტროლის ტექნიკური საშუალებები:

ა) ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალება � დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ, რომელიც უძალიანდება ან შეიძლება გაუძალიანდეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს ან ცდილობს გაქცევას;

ბ) რეზინის ხელკეტი პიროვნებაზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელზე ან დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად, დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას, თუ იგი აშკარად არ ემორჩილება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის კანონიერ მოთხოვნას;

გ) ცრემლსადენი გაზი � პიროვნებაზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელზე, დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად, დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას ან მისი იძულების მიზნით, რათა მან დატოვოს დაკავებული სატრანსპორტო საშუალება ან შენობა-ნაგებობა, რომელსაც თავს აფარებს;

დ) ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა � პიროვნებაზე, სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელზე თავდასხმის მოსაგერიებლად ან შეიარაღებული წინააღმდეგობის გამწევი პირის დასაკავებლად, შენობა-ნაგებობიდან, მიწის ნაკვეთიდან, სატრანსპორტო საშუალებიდან დამნაშავის გამოსაძევებლად, მძევლების გასათავისუფლებლად;

ე) ტრანსპორტის იძულებით გაჩერების საშუალება � სატრანსპორტო საშუალების იძულებით გასაჩერებლად, თუ მისმა მძღოლმა არ შეასრულა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის მოთხოვნა, რომ გაჩერებულიყო;

ვ) დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება � დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას, მძევლების გასათავისუფლებლად;

ზ) წყალსატყორცნი ან ჯავშანმანქანა � სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ობიექტებზე ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად, სატრანსპორტო საშუალების იძულებით გასაჩერებლად, თუ მისმა მძღოლმა არ შეასრულა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის მოთხოვნა, რომ გაჩერებულიყო, შეიარაღებულ დამნაშავეთა დასაკავებლად;

თ) ელექტროშოკური მოწყობილობა � პიროვნებაზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელზე ან დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად;

ი) სასამსახურო ძაღლი � დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა ჩატარებისას.

2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს ფიზიკური იძულების ან სპეციალური საშუალებების გამოყენებით დაზარალებულ პირს, დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო უფროსს და პროკურორს, თუ ფიზიკური ან სპეციალური საშუალების გამოყენების შედეგად პირი დაიჭრა ან დაზიანდა.

3. აკრძალულია ფიზიკური იძულების ან სპეციალური საშუალების გამოყენება ორსულობის, მცირეწლოვნობის, ინვალიდობის, ხანდაზმულობის აშკარა ნიშნების მქონე პირთა მიმართ, იმ შემთხვევების გარდა, როცა ისინი შეიარაღებულ თავდასხმას ახდენენ ან შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს, რაც საფრთხეს უქმნის პიროვნების ან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, თუ სხვაგვარი ხერხებითა და საშუალებებით ასეთი თავდასხმის მოგერიება შეუძლებელია.

4. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს ეკრძალება ისეთი ფიზიკური იძულების ან სპეციალური საშუალების გამოყენება, რომელიც იწვევს ადამიანის მძიმე დასახიჩრებას, დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან ან იკრძალება საერთაშორისო კონვენციებითა და სხვა საერთაშორისო აქტებით.

5. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შეიარაღებაში არსებულ სპეციალურ საშუალებათა შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესს ადგენს საქართველოს კანონმდებლობა, ეს კანონი, საქართველოს პრეზიდენტისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ნორმატიული აქტები.

6. ამ კანონით და საქართველოს სხვა კანონებით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ქმნის და იყენებს ოპერატიულ- ტექნიკურ საშუალებებს და უზრუნველყოფს მათ დაცვას.

7. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გამოყენებულმა ოპერატიულ-ტექნიკურმა საშუალებებმა და გამოყენების მეთოდებმა საფრთხეში არ უნდა ჩააგდონ ადამიანის სიცოცხლე ან ჯანმრთელობა, ზარალი არ უნდა მიაყენონ გარემოს.

8. ოპერატიულ-ტექნიკურ საშუალებათა გამოყენება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

��� მუხლი 15. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს უფლება აქვს შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს სამსახურებრივი საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი.

2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის განკარგულებაში არსებული იარაღის შენახვისა და ტარების წესს ადგენს საქართველოს კანონმდებლობა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ნორმატიული აქტები.

3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს უკიდურესი ღონისძიების სახით გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი:

ა) მოქალაქისა და თავის დასაცავად ისეთი საფრთხისაგან, რომელიც რეალურ საშიშროებას უქმნის მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;

ბ) ცეცხლსასროლი იარაღის წართმევის აღსაკვეთად;

გ) მძევლების გასათავისუფლებლად;

დ) დაკავების ადგილიდან გაქცევის აღსაკვეთად;

ე) მძიმე დანაშაულის აღსაკვეთად. ასეთი დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას, თუ იგი წინააღმდეგობას უწევს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს ან ცდილობს გაქცევას;

ვ) მოქალაქეთა ბინებზე, დაცულ ობიექტებზე, სახელმწიფო ორგანოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, კერძო საკუთრების ობიექტებზე თავდასხმის მოგერიებისას;

ზ) მოქალაქეთა დაცვისას საშიშ ცხოველთა თავდასხმისაგან;

თ) განგაშის სიგნალის მისაცემად ან დამხმარე ძალის გამოსაძახებლად;

ი) სატრანსპორტო საშუალების გაჩერების მიზნით სატრანსპორტო საშუალების დასაზიანებლად, თუ მძღოლის მოქმედება რეალურ საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, მძღოლი კი არ ემორჩილება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის არაერთგზის მოთხოვნას გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება.

5. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს სიტყვიერი გაფრთხილება მისი გამოყენების შესახებ; აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გამაფრთხილებელი გასროლა.

6. გაფრთხილების გარეშე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება შეიძლება:

ა) შეიარაღებული საბრძოლო ტექნიკით. ნებისმიერი სახის სატრანსპორტო ან მექანიკური საშუალებებით მოულოდნელი თავდასხმისას;

ბ) თუ დაკავებული გაიქცა სატრანსპორტო საშუალებით, სატრანსპორტო საშუალებიდან, ან შეზღუდული ხილვადობის, ან ტყიან ადგილებში;

გ) თუ დამნაშავე დაკავების დროს შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევს;

დ) დაკავებულის შეიარაღებული გაქცევისას.

7. აკრძალულია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ისეთ ადგილებში, სადაც შესაძლოა სხვა პირთა დაშავება, აგრეთვე ცეცხლსაშიშ ან აფეთქებადსაშიშ ადგილებში, ასევე ორსულობის, მცირეწლოვნობის, ინვალიდობის, ხანდაზმულობის აშკარა ნიშნების მქონე პირთა მიმართ, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც ისინი შეიარაღებულნი ესხმიან თავს, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქის ან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის სიცოცხლეს.

8. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემთხვევაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი მოვალეა ყოველი ღონე იხმაროს სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დაზარალებულისათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გასაწევად.

9. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო უფროსს და პროკურორს. რომ გამოიყენა ცეცხლსასროლი იარაღი.

10. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ნუსხას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

11. აკრძალულია ისეთი სახის ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის გამოყენება, რომელიც დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან და იკრძალება საერთაშორისო კონვენციებითა და სხვა საერთაშორისო აქტებით.

��� მუხლი 151. სამსახურის გავლისას უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის სამსახურის გავლის, იარაღის ექსპლუატაციისა და სხვა სამუშაოთა შესრულებისას უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფა ეკისრება მოსამსახურის უშუალო ხელმძღვანელს.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

��� მუხლი 152. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნის შესრულების სავალდებულოობა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

��� მუხლი 15 3 . წახალისება სამსახურში წარმატებისა და სამსახურის წინაშე დამსახურებისთვის

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და სხვა მიღწევებისათვის გამოიყენება წახალისების შემდეგი სახეები:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) პრემიის, ჯილდოს მიცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იარაღის ჯილდოდ გადაცემა;

) 5 დღე-ღამის დამატებითი შვებულების მიცემა;

) მორიგი სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;

) წინათ დადებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა.

2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი ვაჟკაცობისა და მამაცობისათვის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი სამსახურის უფროსმა შეიძლება წარადგინოს სახელმწიფო ჯილდოზე.

3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით, წახალისების სახით შეიძლება დამატებით დაწესდეს უწყებრივი ჯილდოები.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის �ა�−�გ� ქვეპუნქტებითა და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წახალისების სახეები სამსახურის წინაშე დამსახურებისთვის შეიძლება აგრეთვე შესაბამისად გამოყენებულ იქნეს იმ პირების მიმართ, რომლებიც არ არიან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები.

5. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის წახალისების წესი დგინდება სამსახურის დისციპლინური წესდებით, რომელიც მტკიცდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4953 - ვებგვერდი, 11.07.2011წ.

��� მუხლი 154. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის პასუხისმგებლობა

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და დანაშაულისათვის პასუხს აგებს საერთო წესით.

2. დანაშაულისათვის დაკავებული, დაპატიმრებული ან მსჯავრდებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე თავსდება ან სასჯელს იხდის სხვა მსჯავრდებულებისაგან იზოლირებულად.

3. სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის მიმართ გამოიყენება შემდეგი სახის დისციპლინური სახდელები:

ა) შენიშვნა;

ბ) საყვედური;

გ) სასტიკი საყვედური;

დ) თანამდებობიდან ჩამოქვეითება;

ე) სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება;

ვ) სამსახურიდან დათხოვნა.

4. დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნის წესი და პირობები განისაზღვრება სამსახურის დისციპლინური წესდებით.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

თავი IV1

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ატესტაცია

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

��� მუხლი 155. ატესტაცია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ატესტაცია არის კადრების სწორი შერჩევისა და განაწილების მიზნით, მოსამსახურის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობების და პირადული თვისებების დაკავებულ (ან დასაკავებელ) თანამდებობასთან წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

��� მუხლი 156. ატესტაციას დაქვემდებარებული პირი

1. ატესტაციას ექვემდებარება სამსახურის მოსამსახურე:

ა) 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი);

ბ) რომელიც წარდგენილია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის, გარდა საკონტრაქტო-პროფესიული სამსახურიდან კადრის სამსახურში გადასვლისა.

2. ატესტაციას არ ექვემდებარება სამსახურის მოსამსახურე, რომელიც:

ა) დანიშნულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ ან მასთან შეთანხმებით;

ბ) იმყოფება საკონტრაქტო ან საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4953 - ვებგვერდი, 11.07.2011წ.

��� მუხლი 157. ატესტაციის დრო

1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი.

2. მოსამსახურე, რომელიც საატესტაციო პერიოდის უკანასკნელი წლის მანძილზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადით, ატესტაციას ექვემდებარება მომავალ კალენდარულ წელს.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

��� მუხლი 158. საატესტაციო კომისია

1. მოსამსახურეთა ატესტაციას ახორციელებს სამსახურის საატესტაციო კომისია.

2. კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია პროფესიული ან ტერიტორიული პრინციპის მიხედვით შექმნას საატესტაციო კომისიის სპეციალიზირებული შემადგენლობა.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

��� მუხლი 159 . საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე

1. სამსახურის უფროსი თანამდებობრივად არის საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე. იგი უფლებამოსილია კომისიის თავმჯდომარედ დანიშნოს თავისი მოადგილე.

2. საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობით დაკომპლექტების შემთხვევაში მის თავმჯდომარეს ნიშნავს სამსახურის უფროსი.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4953 - ვებგვერდი, 11.07.2011წ.

��� მუხლი 1510 . საატესტაციო კომისიის შემადგენლობა

1. საატესტაციო კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას განსაზღვრავს სამსახურის უფროსი. კომისიის შემადგენლობაში შედიან შესაბამისი სპეციალური ცოდნის მქონე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − მოწვეული პირები.

2. საატესტაციო კომისიის შემადგენლობაში გათვალისწინებულია კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც ცვლის კომისიის თავმჯდომარეს მისი არყოფნის შემთხვევაში. სამსახურის თანამშრომელი არ შეიძლება იყოს იმ კომისიის წევრი, რომელიც ახორციელებს მის ატესტაციას.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4953 - ვებგვერდი, 11.07.2011წ.

��� მუხლი 1511. კომისიის საქმიანობა

საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესი, აგრეთვე კომისიის წევრთა შრომის ანაზღაურების პირობები და ოდენობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და კომისიის რეგლამენტით.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

თავი V

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები

��� მუხლი 16. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის სტატუსი

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე არის სპეციალური წოდების მქონე სახელმწიფო მოხელე, რომლის სტატუსი განისაზღვრება ამ კანონით.

2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის სამართლებრივი სტატუსის თავისებურებები განისაზღვრება მისი სამსახურებრივი უფლებებითა და მოვალეობებით, რაც დაკავშირებულია მისსავე სამსახურებრივი ამოცანების შესრულებასთან.

3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას არის ხელისუფლების წარმომადგენელი და მას იცავს სახელმწიფო.

4. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეს ეძლევა სამსახურის უფროსის ბრძანებით დადგენილი ნიმუშის პირადობის მოწმობა.

5. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურისათვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შეურაცხყოფა, მუქარა, წინააღმდეგობის გაწევა, ძალადობა ან მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების ხელყოფა მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

6. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია შეასრულოს მიღებული ბრძანება. მას უფლება აქვს, არ შეასრულოს ბრძანება, რომელიც აშკარად კანონსაწინააღმდეგოა, და გაასაჩივროს იგი ზემდგომ თანამდებობის პირთან ან სასამართლოში. კანონსაწინააღმდეგო ბრძანების შესრულებისას პასუხისმგებლობის წესი განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.

7. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს ეკრძალება გაფიცვის ან სხვა სახის საპროტესტო აქციის მოწყობა და მაში მონაწილეობა, სამეწარმეო საქმიანობა, სახელმწიფო დაწესებულებებში ან სხვა ორგანიზაციებში შეთავსებით მუშაობა, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური, სპორტული ან შემოქმედებითი საქმიანობისა, ამ კანონის მე-8 მუხლის �გ� ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა და სამედიცინო საქმიანობისა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სისტემაში ამავე სფეროში დასაქმების შემთხვევაში.

8. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უფლება აქვს ამ კანონით დადგენილი წესით შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4953 - ვებგვერდი, 11.07.2011წ.

��� მუხლი 17. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის სოციალური დაცვა

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის დაცვა უზრუნველყოფილია სახელმწიფოს მიერ.

2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური თანამშრომლებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევით. ზარალ, რომელიც მიადგა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, თუ ეს არ არის მისი უკანონო ქმედების შედეგი, მას სრულად აუნაზღაურებ სამსახური. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურის თანამშრომლის დაინვალიდების ან/და დასახიჩრების, ტრავმის მიღების, დაღუპვის ან მიღებული ტრავმის შედეგად გამოწვეული ავადმყოფობით გარდაცვალების შემთხვევა არის სადაზღვევო რისკი, რომლის დროსაც თანამშრომელს ან მის ოჯახს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამსახურისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ეძლევა ერთჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) სხეულის მძიმე დაზიანებისას /ა დაინვალიდებისას � 7000 (შვიდი ათასი) ლარი;

ბ) სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას � 4000 (ოთხი ათასი) ლარი;

გ) სხეულის მსუბუქი დაზიანებისას �� 2 000 (ორი ათასი) ლარი;

დ) გარდაცვალებისას − 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი. ამასთანავე, სამსახური აანაზღაურებს ნეშტის გადასვენებასთან და დაკრძალვასთან დაკავშირებულ ხარჯებს.

3. განსაზღვრული სადაზღვევო ანაზღაურების ფარგლებში დაზღვევის ხელშეკრულებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ამ კანონით დადგენილზე უფრო ხელსაყრელი ან დამატებითი პირობები. შესაბამისი ლიცენზიის მქონე სადაზღვევო ორგანიზაცია შეირჩევა სახელმწიფო შესყიდვის წესით. სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს, ისარგებლოს მისთვის სასურველი სადაზღვევო ორგანიზაციის მომსახურებით, რომლის უზრუნველყოფაც განხორციელდება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად. თანამშრომლის ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევა არ ითვალისწინებს სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამებით გათვალისწინებული ხარჯების, კანონო ქმედები ან თვითდაშავებით მიღებული დაზიანების მკურნალობის ხარჯების, ნარკოტიკული ან ალკოჰოლური ნივთიერების ზემოქმედების გამო მიღებული დაზიანების მკურნალობის ხარჯების და კოსმეტიკური ან არასამედიცინო მიზნით მკურნალობის ხარჯების დაფარვას. თანამშრომლის ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევა ითვალისწინებს:

ა) ყოველწლიური სავალდებულო სამედიცინო გამოკვლევის ხარჯებს;

ბ) სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარჯებს;

გ) სამედიცინო კონსულტაციების მიღების ხარჯებს;

დ) ამბულატორიული მკურნალობის (ყველა ტიპის ლაბორატორიული გამოკვლევა, ფუნქციური დიაგნოსტიკა), მკურნალი ექიმისა და სპეციალისტების ხარჯებს;

ე) ჰოსპიტალური მკურნალობის ხარჯებს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში საოპერაციო ხარჯებსაც მოიცავს;

ვ) სამედიცინო დაწესებულების რეცეპტით შეძენილი მედიკამენტების ღირებულების 80 პროცენტი დაფარვის ხარჯებს.

31 .სამსახურის გავლასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირების მიზნით სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დამადასტურებელ პირობებად ითვლება:

ა) თანამდებობრივ მოვალეობათა შესრულება;

) ხელმძღვანელი პირის ბრძანების, განკარგულების, დავალების ან დასახული ამოცანის შესრულება;

) სასწავლო, საწვრთნელ-სავარჯიშო და სხვა სამსახურებრივ შეკრებებში მონაწილეობა;

) სამუშაო ადგილზე, სამსახურებრივი საჭიროებით განპირობებულ ან მასთან დაკავშირებულ ადგილზე ყოფნა;

) სამსახურებრივ მივლინებაში ყოფნა, აგრეთვე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული დაზიანების ან ავადმყოფობის გამო სამკურნალოდ ყოფნა;

) სამსახურის ადგილამდე მგზავრობა ან დაბრუნება;

ზ) ტყვეობაში, მძევლად (გარდა ნებაყოფლობით დანებებისა ან მოწინააღმდეგის მხარეს გადასვლისა) �ან ინტერნირებულად ყოფნა;

თ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სხვა პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, პატივისა და ღირსების დაცვა;

ი) სამართალდამცავი ორგანოებისათვის დახმარების გაწევა;

კ) სხვაგვარი ქმედება, რომელიც სასამართლომ� საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესების დაცვისათვის ჩადენილად ცნო;

ლ) უკანონოდ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების მოხდის პერიოდი.

4. (ამოღებულია).

5. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის, სამსახურიდან დათხოვნილი პირისა და მათი ოჯახის წევრების სოციალურ და სამართლებრივ დაცვას კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სახელმწიფო.

6. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაღუპული (გარდაცვლილი) თანამშრომლის ოჯახს შეუნარჩუნდება ბინის მიღების უფლება იმ საფუძვლითა და პირობებით, რაც მას დაღუპვამდე (გარდაცვალებამდე) ჰქონდა.

7. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს სახელმწიფო უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურებით; სამედიცინო მომსახურების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

8. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს უფასოდ ისარგებლოს საქალაქო, საგარეუბნო და ადგილობრივი მიმოსვლის ყველა სახის სახელმწიფო ტრანსპორტით (ტაქსის გარდა).

9. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურ მიღებულ სამოქალაქო პირებზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ვრცელდება საკონტრაქტო, საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურისათვის დადგენილი სოციალური დაცვის გარანტიები, აგრეთვე სამსახურის დისციპლინური წესდებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

10. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში იმ სახელმწიფო უწყებების მოსამსახურეთა გადმოსვლის შემთხვევაში, სადაც მათ მიენიჭათ სამხედრო ან �სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ� საქართველოს კანონით გათვალისწინებული სპეციალური წოდება, აღნიშნულ მოსამსახურეებს შეუნარჩუნდებათ ამ სახელმწიფო უწყებებში მუშაობის სტაჟი.

11. საქართველოს პარლამენტს და პრეზიდენტს უფლება აქვთ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლისათვის დაადგინონ სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები და შეღავათები, რაც გათვალისწინებული არ არის ამ კანონით.

12. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა უზრუნველყოფილია სამსახურის გავლისათვის ჯანსაღი საყოფაცხოვრებო პირობების შექმნით, სამსახურისათვის დამახასიათებელი რისკფაქტორების შემცირების ღონისძიებათა სისტემით, რომელსაც ახორციელებს სამსახურის ხელმძღვანელობა.

13. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის სამართლებრივი და სოციალური დაცვის სხვა გარანტიები განისაზღვრება საქართველოს კანონით �სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2943 - სსმ I, №15, 16.05.2006 წ., მუხ.96

საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4953 - ვებგვერდი, 11.07.2011წ.

��� მუხლი 171. უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაცია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული ადამიანის ყველა უფლებითა და თავისუფლებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც რომელიმე უფლების განხორციელება მას ეკრძალება საქართველოს კონსტიტუციის ან მის საფუძველზე გამოცემული საკანონმდებლო აქტით.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

თავი VI

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და დაფინანსება

��� მუხლი 18. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და დაფინანსება

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე.

2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება ცენტრალიზებული რესურსებით.

3. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების მიზნით სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს უფლება აქვს დადოს ხელშეკრულებები.

4. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიწის ნაკვეთები, შენობები, ნაგებობები, საწარმოები, მოწყობილობანი, საქართველოს ბიუჯეტის ან სხვა სახსრების ხარჯზე შეძენილი ან შექმნილი ქონება წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას.

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2943 - სსმ I, №15, 16.05.2006 წ., მუხ.96

თავი VII

სახელმწიფო დაცვის �სპეციალური სამსახურის საქმიანობის კონტროლი და ზედამხედველობა

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

��� მუხლი 19. საპარლამენტო კონტროლი

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საპარლამენტო კონტროლი ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ფორმითა და წესით.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

��� მუხლი 20. საქართველოს პრეზიდენტის კონტროლი

საქართველოს პრეზიდენტი ისმენს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ანგარიშს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობის შესახებ, ამტკიცებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობის პროგრამას.

��� მუხლი 21. საპროკურორო ზედამხედველობა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა განხორციელების დროს კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას ზედამხედველობენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი და მისდამი დაქვემდებარებული პროკურორები.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1360 - სსმ I, №19, 28.04.2005 წ., მუხ.132

საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №488 - სსმ I, №30, 07.11.2008 წ., მუხ.203

თავი VII1.

�გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

��� მუხლი 22. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა ჩარიცხვა საქართველოს შეიარაღებული ძალების რეზერვში

ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში მოხდეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა ჩარიცხვა საქართველოს შეიარაღებული ძალების რეზერვში, ჩარიცხვის დღისათვის მქონე სამხედრო წოდებით.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

��� მუხლი 23. კანონის ამოქმედების შემდეგ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთათვის სპეციალური წოდების მინიჭება

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეს კანონის ამოქმედების შემდეგ მიენიჭოს სამხედრო წოდების შესაბამისი სპეციალური წოდება.

2. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ მორიგი სპეციალური წოდების მინიჭებისათვის განსაზღვრული ვადის ათვლა მოხდეს კანონის მიღებამდე მინიჭებული სამხედრო წოდების მინიჭების დღიდან.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

��� მუხლი 24. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გამოსაცემი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები

ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გამოცემულ იქნეს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები:

1. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება:

ა) �სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების� დამტკიცების თაობაზე�;

ბ) �სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე�;

1 ) �სახელმწიფო� დაცვის სპეციალურ� სამსახურში� საკონტრაქტო-პროფესიული, კადრის და სამოქალაქო� სამსახურის� გავლის� წესის� შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე�;

გ) �სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დისციპლინური წესდების� დამტკიცების თაობაზე�;

დ) �სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის სპეციალური ფორმის� დამტკიცების თაობაზე�;

ე) �სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცის ტექსტის� დამტკიცების თაობაზე�.

2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება:

ა) �სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის კონტრაქტის ნიმუშის� დამტკიცების შესახებ�;

ბ) �სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის პირადობის მოწმობის ნიმუშის� დამტკიცების შესახებ�;

გ) �სპეციალური წოდების მინიჭების წესის შესახებ� დებულების დამტკიცების თაობაზე�;

დ) �სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური მომზადებისა და პროფესიული გადამზადების სასწავლო კურსების ჩატარების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე;

ე) საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მისაღებ კანდიდატთა შერჩევის, შესწავლისა და მიღების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე.

ვ) �სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უწყებრივი ჯილდოების დაწესებისა და გადაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე�;

ზ) �სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სტაჟირების გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე�;

თ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის ფორმის დამტკიცების, მისი შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის შესახებ .

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2943 - სსმ I, №15, 16.05.2006 წ., მუხ.96

საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4953 - ვებგვერდი, 11.07.2011წ.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი.

1996 წლის 20 თებერვალი.

№110�IIს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

2. საქართველოს 2004 წლის 11 თებერვლის კანონი №3281 - სსმ I, №3, 13.02.2004 წ., მუხ.6

3. საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1360 - სსმ I, №19, 28.04.2005 წ., მუხ.132

4. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2943 - სსმ I, №15, 16.05.2006 წ., მუხ.96

5. საქართველოს 2006 წლის 30 ივნისის კანონი №3430 - სსმ I, №27, 17.07.2006 წ., მუხ.226

6. საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №488 - სსმ I, №30, 07.11.2008 წ., მუხ.203

7. საქართველოს 2009 წლის 22 ოქტომბრის კანონი №1883 - სსმ I, №33, 09.11.2009 წ., მუხ.205

8. საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4953 - ვებგვერდი, 11.07.2011წ.

9. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

25. 21/09/2023 - საქართველოს კანონი - 3510-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 12/10/2023 24. 09/02/2023 - საქართველოს კანონი - 2563-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/02/2023 23. 14/12/2022 - საქართველოს კანონი - 2299-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 23/12/2022 22. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6999-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 21. 03/05/2019 - საქართველოს კანონი - 4544-IIს - ვებგვერდი, 10/05/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 20. 22/02/2019 - საქართველოს კანონი - 4328-IIს - ვებგვერდი, 07/03/2019 19. 30/11/2018 - საქართველოს კანონი - 3815-Iს - ვებგვერდი, 13/12/2018 18. 31/10/2018 - საქართველოს კანონი - 3592-Iს - ვებგვერდი, 21/11/2018 17. 05/09/2018 - საქართველოს კანონი - 3399-Iს - ვებგვერდი, 26/09/2018 16. 23/12/2017 - საქართველოს კანონი - 1927-რს - ვებგვერდი, 11/01/2018 15. 23/12/2017 - საქართველოს კანონი - 1939-რს - ვებგვერდი, 29/12/2017 14. 08/07/2015 - საქართველოს კანონი - 3952-რს - ვებგვერდი, 15/07/2015 13. 20/03/2015 - საქართველოს კანონი - 3393-IIს - ვებგვერდი, 31/03/2015 12. 20/09/2013 - საქართველოს კანონი - 1237-Iს - ვებგვერდი, 01/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 11. 30/05/2013 - საქართველოს კანონი - 666-IIს - ვებგვერდი, 24/06/2013 10. 18/01/2013 - საქართველოს კანონი - 206-რს - ვებგვერდი, 28/01/2013 9. 22/06/2012 - საქართველოს კანონი - 6550-Iს - ვებგვერდი, 29/06/2012 8. 24/06/2011 - საქართველოს კანონი - 4953-რს - ვებგვერდი, 110711034, 11/07/2011 7. 22/10/2009 - საქართველოს კანონი - 1883 - სსმ, 33, 09/11/2009 6. 01/11/2008 - საქართველოს კანონი - 488 - სსმ, 30, 07/11/2008 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 5. 30/06/2006 - საქართველოს კანონი - 3430 - სსმ, 27, 17/07/2006 4. 28/04/2006 - საქართველოს კანონი - 2943 - სსმ, 15, 16/05/2006 3. 20/04/2005 - საქართველოს კანონი - 1360 - სსმ, 19, 28/04/2005 2. 11/02/2004 - საქართველოს კანონი - 3281 - სსმ, 3, 13/02/2004 1. 25/12/2002 - საქართველოს კანონი - 1885 - სსმ, 3, 17/01/2003