სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • Word
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 110
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/02/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 002, 09/03/1996
სარეგისტრაციო კოდი 140.080.000.05.001.000.124
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
110
20/02/1996
პარლამენტის უწყებანი, 002, 09/03/1996
140.080.000.05.001.000.124
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (09/03/1996 - 25/12/2002)

საქართველოს კანონი

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

��� მუხლი 1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური არის აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული, შეიარაღებული უწყება, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს უმაღლეს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებათა, აგრეთვე თანამდებობის პირების დაცვას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.

��� მუხლი 2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობა განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.

��� მუხლი 3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობის ძირითადი პრინციპები

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:

ა) კანონიერება;

ბ) ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების დაცვა და პატივისცემა;

გ) ურთიერთკოორდინირებული და ურთიერთშეთანხმებული მოქმედება სამართალდამცავ და სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან;

დ) ერთმმართველობა და ცენტრალიზაცია;

ე) ორგანიზაციული, დაცვითი, რეჟიმული, ოპერატიულ-სამძებრო, ტექნიკური, ღია და ფარული მეთოდების ურთიერთშერწყმა.

��� მუხლი 4. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამოცანა

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამოცანაა დაიცვან უმაღლესი საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, აგრეთვე თანამდებობის პირების უსაფრთხოება მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან, სახელდობრ:

ა) ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების ხელმძღვანელი პირები;

ბ) საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების განკარგულებაში არსებული შენობა-ნაგებობები და მათი მიმდებარე ტერიტორია;

გ) საქართველოში ვიზიტად მყოფი საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა მნიშვნელოვანი პირები;

დ) საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულოები;

ე) წესრიგი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამუშაო, მუდმივ ან დროებით ადგილსამყოფელ ტერიტორიაზე.

თავისი ამოცანების გადასაწყვეტად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იყენებს კავშირგაბმულობის სპეციალურ საშუალებებს, აგრეთვე ტრანსპორტს, საყოფაცხოვრებო და სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის საშუალებებს;

2. საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებათა უმაღლესი ორგანოები თავიანთ მფლობელობაში არსებულ შენობა-ნაგებობებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რეჟიმს ადგენენ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან შეთანხმებით.

3. აკრძალულია სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსა და მის თანამშრომლებს დაეკისროთ ის ფუნქციები, რაც მათ ამ კანონით არ ევალებათ.

��� მუხლი 5. დასაცავი პირები და დაცვის ობიექტები

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი პირები არიან:

ა) საქართველოს პრეზიდენტი;

საქართველოს პრეზიდენტს თანამდებობაზე არჩევის დღიდან ენიშნება პერსონალური დაცვა მუდმივ და დროებით სამყოფელში; საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების პერიოდში მისი ოჯახის წევრებს ენიშნებათ პერსონალური დაცვა და უნარჩუნდებათ ეს დაცვა პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგაც, მისი სიცოცხლის ბოლომდე;

ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;

გ) აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელები;

დ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე;

ე) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე;

ვ) საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი საარჩევნო კამპანიისა და არჩევნების პერიოდში;

ზ) საქართველოში ვიზიტად მყოფი საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურები.

2. პერსონალური დაცვა შეიძლება დაენიშნოთ:

ა) საქართველოში ვიზიტად მყოფ საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს;

ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, პარლამენტის წევრს, გენერალურ პროკურორს, სახელმწიფო მინისტრს, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, კონტროლის პალატის თავმჯდომარეს, მინისტრს, სახელმწიფო უწყების სხვა ხელმძღვანელს სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადაში სამუშაო, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში საცხოვრებელ ადგილზე. თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ მის ან მისი ოჯახის წევრების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ხელყოფა ემუქრება.

3. ამ მუხლის მეორე ნაწილში ჩამოთვლილ პირთა პერსონალური დაცვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი; პერსონალური დაცვის ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს ბიუჯეტიდან კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

4. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იცავს საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ადმინისტრაციულ შენობა-ნაგებობებს, სამთავრობო რეზიდენციებს, საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებულ დიპლომატიურ და საკონსულო დაწესებულებებს და სხვა მნიშვნელოვან სახელმწიფო შენობა-ნაგებობებს.

5. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა და ობიექტთა ამომწურავ ნუსხას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

თავი II

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ორგანიზაცია

��� მუხლი 6. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სტრუქტურა

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შემადგენლობაშია: საქართველოს პრეზიდენტის დაცვა. აფხაზეთისა და აჭარის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ქვედანაყოფები, პირადი დაცვის სამმართველო, ადმინისტრაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვის სამმართველო, დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულოების დაცვის სამმართველო, ოპერატიული სამმართველო, კადრების სამმართველო. სამეურნეო სამმართველო, სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფი, სამსახურის უფროსის აპარატი, კავშირგაბმულობის სამმართველო. ოპერატიულ-ტექნიკური განყოფილება. საფინანსო განყოფილება, სამედიცინო განყოფილება.

2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულებას და სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ქვედანაყოფებს ქმნის ან აუქმებს საქართველოს პრეზიდენტი სამსახურის უფროსის წინადადებით.

��� მუხლი 7. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის კომპეტენცია

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი:

ა) ორგანიზაციას უწევს და ხელმძღვანელობს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს;

ბ) ამტკიცებს სამსახურის ქვედანაყოფების დებულებებს;

გ) განსაზღვრავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსების უფლებამოსილებას;

დ) საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილეებს;

ე) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო დაცვის სპეციალური ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს;

ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს და სხვა თანამშრომლებს;

ზ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში სამხედრო სამსახურში იღებს მოქალაქეებს;

თ) კანონით დადგენილი წესით ანიჭებს სამხედრო წოდებებს პოლკოვნიკის წოდების ჩათვლით;

ი) წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს;

კ) საქართველოს კანონების შესაბამისად გამოსცემს ბრძანებას, ინსტრუქციასა და სხვა აქტებს და აკონტროლებს მათ შესრულებას;

ლ) აუცილებლობის შემთხვევაში თავისი უფლებამოსილების ფარგლებში

გამოსცემს ერთობლივ ბრძანებასა და სხვა აქტებს;

მ) კანონით დადგენილი წესით განკარგავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფულად სახსრებსა და მატერიალურ ფასეულობებს;

ნ) ცალკეულ შემთხვევებში ადგენს პერსონალურ თანამდებობრივ განაკვეთებს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მისაზიდად;

ო) პერსონალურად აგებს პასუხს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე;

პ) წარმოადგენს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში.

3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება, ინსტრუქცია და მითითება სავალდებულოა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მთელი სისტემისა და თანამდებობის პირებისათვის.

4. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას მისივე ბრძანებით ასრულებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილე.

თავი III

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფლებები და მოვალეობები

��� მუხლი 8. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფლებები

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს უფლება აქვს:

1. დაცვის ღონისძიებების მომზადებასა და ჩატარებაში მონაწილეობის მისაღებად, მათთან წინასწარი შეთანხმებით, მიიზიდოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში � სახელმწიფო მმართველობის სხვა ორგანოთა ძალები და საშუალებები.

2. დასაცავი პირების და ობიექტების უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით მიიღოს ოპერატიული ცნობები საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროდან. შინაგან საქმეთა სამინისტროდან და სხვა უწყებებიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით.

��� მუხლი 9. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოვალეობები

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური მოვალეა:

ა) უზრუნველყოს დაცვის ღონისძიებები დასაცავი პირის გადაადგილების მუდმივ და დროებით მარშრუტებზე;

ბ) ჩაატაროს ოპერატიულ-ტექნიკური შემოწმება დასაცავი პირის მუდმივი და დროებითი ყოფნის ადგილებში, დასაცავი ობიექტების ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებები;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჩაატაროს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) განსაკუთრებულ ვითარებაში დასაცავი პირის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შეიმუშაოს და განახორციელოს სპეციალური ღონისძიებები;

ე) გადაწყვიტოს სამსახურის კადრებით უზრუნველყოფის საკითხი;

ვ) უზრუნველყოს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

ზ) განახორციელოს ღონისძიებები მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, თანამშრომელთა სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად;

თ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

თავი IV

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები

��� მუხლი 10. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები არიან სამხედრო მოსამსახურეები და მოსამსახურეები, რომელთა საქმიანობა უშუალოდ უკავშირდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამოცანების გადაწყვეტას.

2. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, როგორც წესი, სამხედრო მოსამსახურედ მიიღება საქართველოს მოქალაქე 18-დან 35 წლამდე რიგითად, სერჟანტად, ზემდეგად და არა უმეტეს 30 წლისა � ოფიცერთა შემადგენლობაში, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა, პიროვნული თვისებებით, განათლებით, ფიზიკური მომზადებით და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეძლებს შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები.

3. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში არ მიიღება:

ა) პირი, რომელიც სასამართლოს განაჩენით ცნობილ იქნა ბრალეულად;

ბ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, შიდსით, ფსიქიური ან სხვა ქრონიკული სნეულებით დაავადებული პირი;

გ) პირი, რომელიც სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო.

4. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო მოსამსახურის მიღების წესს განსაზღვრავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულება.

5. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებზე ვრცელდება საქართველოს კანონი �საყოველთაო სამხედრო ვალდებულების შესახებ�.

6. განსაკუთრებულ შემთხვევებში სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში შეიძლება ხელშეკრულებით მიიწვიონ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები.

7. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მუშა-მოსამსახურეთა შრომით საქმიანობას არეგულირებს საქართველოს შრომის კანონმდებლობა.

��� მუხლი 11. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის წესი

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს სამსახურიდან დაითხოვენ:

ა) განსაზღვრული ასაკის მიღწევისას ან წელთა ნამსახურობის გამო;

ბ) ჯანმრთელობის გაუარესების, დასახიჩრების ან ქრონიკული დაავადებისას, რომლის გამოც პირს აღარ შეუძლია სამსახურის გაგრძელება;

გ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლისას;

დ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის;

ე) სამსახურებრივი შეუსაბამობის გამო;

ვ) სამსახურებრივი დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევისათვის;

ზ) შტატების შემცირებისას;

თ) საკანონმდებლო, აღმასრულებელ ან სასამართლო ორგანოებში არჩევისას ან დანიშვნისას;

ი) ფიცის გატეხის, სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლისათვის შეუფერებელი საქციელის გამო;

კ) დანაშაულის ჩადენისათვის, კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე.

2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი.

��� მუხლი 12. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის მიერ ფიზიკური იძულების , სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალებები და სამსახურებრივი დანიშნულების ცეცხლსასროლი იარაღი ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით.

2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებზე ვრცელდება საქართველოს სამხედრო მოსამსახურისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ.

3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებების და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს პირი, მისცეს საკმარისი დრო, რათა მან შეასრულოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნა, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს პიროვნებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფა, სხვა მძიმე შედეგი ან თუ შექმნილ სიტუაციაში შეუძლებელია ასეთი გაფრთხილება.

4. სპეციალური საშუალების და ფიზიკური იძულების სახე განისაზღვრება კონკრეტული სიტუაციის, სამართალდარღვევის ხასიათისა და სამართალდამრღვევის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით.

��� მუხლი 13. ფიზიკური იძულების გამოყენების უფლება

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს გამოიყენოს ფიზიკური იძულება. მათ შორის, ორთაბრძოლის სპეციალური ხერხები დაცვის ობიექტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის აღსაკვეთად და დამნაშავის დასაკავებლად, თუ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი არაძალისმიერი მეთოდების გამოყენებით ვერ უზრუნველყოფს კანონით დაკისრებული მოვალეობების შესრულებას.

��� მუხლი 14. სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება

1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს გამოიყენოს სპეციალური საშუალებები: ხელბორკილი ან შებორკვის სხვა საშუალება, რეზინის ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, ფსიქოლოგიური ზემოქმედებითი შუქბგერითი მოწყობილობა, დაბრკოლების დამანგრეველი და ტრანსპორტის იძულებით გაჩერების საშუალება, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, წყალსატყორცნი, ელექტროშოკური მოწყობილობა, სასამსახურო ძაღლი, ინდივიდუალური კონტროლის ტექნიკური საშუალებები:

ა) ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალება � დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ, რომელიც უძალიანდება ან შეიძლება გაუძალიანდეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს ან ცდილობს გაქცევას;

ბ) რეზინის ხელკეტი პიროვნებაზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელზე ან დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად, დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას, თუ იგი აშკარად არ ემორჩილება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის კანონიერ მოთხოვნას;

გ) ცრემლსადენი გაზი � პიროვნებაზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელზე, დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად, დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას ან მისი იძულების მიზნით, რათა მან დატოვოს დაკავებული სატრანსპორტო საშუალება ან შენობა-ნაგებობა, რომელსაც თავს აფარებს;

დ) ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა � პიროვნებაზე, სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელზე თავდასხმის მოსაგერიებლად ან შეიარაღებული წინააღმდეგობის გამწევი პირის დასაკავებლად, შენობა-ნაგებობიდან, მიწის ნაკვეთიდან, სატრანსპორტო საშუალებიდან დამნაშავის გამოსაძევებლად, მძევლების გასათავისუფლებლად;

ე) ტრანსპორტის იძულებით გაჩერების საშუალება � სატრანსპორტო საშუალების იძულებით გასაჩერებლად, თუ მისმა მძღოლმა არ შეასრულა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის მოთხოვნა, რომ გაჩერებულიყო;

ვ) დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება � დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას, მძევლების გასათავისუფლებლად;

ზ) წყალსატყორცნი ან ჯავშანმანქანა � სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ობიექტებზე ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად, სატრანსპორტო საშუალების იძულებით გასაჩერებლად, თუ მისმა მძღოლმა არ შეასრულა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის მოთხოვნა, რომ გაჩერებულიყო, შეიარაღებულ დამნაშავეთა დასაკავებლად;

თ) ელექტროშოკური მოწყობილობა � პიროვნებაზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელზე ან დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად;

ი) სასამსახურო ძაღლი � დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა ჩატარებისას.

2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს ფიზიკური იძულების ან სპეციალური საშუალებების გამოყენებით დაზარალებულ პირს, დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო უფროსს და პროკურორს, თუ ფიზიკური ან სპეციალური საშუალების გამოყენების შედეგად პირი დაიჭრა ან დაზიანდა.

3. აკრძალულია ფიზიკური იძულების ან სპეციალური საშუალების გამოყენება ორსულობის, მცირეწლოვნობის, ინვალიდობის, ხანდაზმულობის აშკარა ნიშნების მქონე პირთა მიმართ, იმ შემთხვევების გარდა, როცა ისინი შეიარაღებულ თავდასხმას ახდენენ ან შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს, რაც საფრთხეს უქმნის პიროვნების ან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, თუ სხვაგვარი ხერხებითა და საშუალებებით ასეთი თავდასხმის მოგერიება შეუძლებელია.

4. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს ეკრძალება ისეთი ფიზიკური იძულების ან სპეციალური საშუალების გამოყენება, რომელიც იწვევს ადამიანის მძიმე დასახიჩრებას, დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან ან იკრძალება საერთაშორისო კონვენციებითა და სხვა საერთაშორისო აქტებით.

5. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შეიარაღებაში არსებულ სპეციალურ საშუალებათა შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესს ადგენს საქართველოს კანონმდებლობა, ეს კანონი, საქართველოს პრეზიდენტისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ნორმატიული აქტები.

6. ამ კანონით და საქართველოს სხვა კანონებით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ქმნის და იყენებს ოპერატიულ- ტექნიკურ საშუალებებს და უზრუნველყოფს მათ დაცვას.

7. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გამოყენებულმა ოპერატიულ-ტექნიკურმა საშუალებებმა და გამოყენების მეთოდებმა საფრთხეში არ უნდა ჩააგდონ ადამიანის სიცოცხლე ან ჯანმრთელობა, ზარალი არ უნდა მიაყენონ გარემოს.

8. ოპერატიულ-ტექნიკურ საშუალებათა გამოყენება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

��� მუხლი 15. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს უფლება აქვს შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს სამსახურებრივი საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი.

2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის განკარგულებაში არსებული იარაღის შენახვისა და ტარების წესს ადგენს საქართველოს კანონმდებლობა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ნორმატიული აქტები.

3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს უკიდურესი ღონისძიების სახით გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი:

ა) მოქალაქისა და თავის დასაცავად ისეთი საფრთხისაგან, რომელიც რეალურ საშიშროებას უქმნის მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;

ბ) ცეცხლსასროლი იარაღის წართმევის აღსაკვეთად;

გ) მძევლების გასათავისუფლებლად;

დ) დაკავების ადგილიდან გაქცევის აღსაკვეთად;

ე) მძიმე დანაშაულის აღსაკვეთად. ასეთი დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას, თუ იგი წინააღმდეგობას უწევს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს ან ცდილობს გაქცევას;

ვ) მოქალაქეთა ბინებზე, დაცულ ობიექტებზე, სახელმწიფო ორგანოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, კერძო საკუთრების ობიექტებზე თავდასხმის მოგერიებისას;

ზ) მოქალაქეთა დაცვისას საშიშ ცხოველთა თავდასხმისაგან;

თ) განგაშის სიგნალის მისაცემად ან დამხმარე ძალის გამოსაძახებლად;

ი) სატრანსპორტო საშუალების გაჩერების მიზნით სატრანსპორტო საშუალების დასაზიანებლად, თუ მძღოლის მოქმედება რეალურ საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, მძღოლი კი არ ემორჩილება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის არაერთგზის მოთხოვნას გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება.

5. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს სიტყვიერი გაფრთხილება მისი გამოყენების შესახებ; აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გამაფრთხილებელი გასროლა.

6. გაფრთხილების გარეშე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება შეიძლება:

ა) შეიარაღებული საბრძოლო ტექნიკით. ნებისმიერი სახის სატრანსპორტო ან მექანიკური საშუალებებით მოულოდნელი თავდასხმისას;

ბ) თუ დაკავებული გაიქცა სატრანსპორტო საშუალებით, სატრანსპორტო საშუალებიდან, ან შეზღუდული ხილვადობის, ან ტყიან ადგილებში;

გ) თუ დამნაშავე დაკავების დროს შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევს;

დ) დაკავებულის შეიარაღებული გაქცევისას.

7. აკრძალულია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ისეთ ადგილებში, სადაც შესაძლოა სხვა პირთა დაშავება, აგრეთვე ცეცხლსაშიშ ან აფეთქებადსაშიშ ადგილებში, ასევე ორსულობის, მცირეწლოვნობის, ინვალიდობის, ხანდაზმულობის აშკარა ნიშნების მქონე პირთა მიმართ, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც ისინი შეიარაღებულნი ესხმიან თავს, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქის ან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის სიცოცხლეს.

8. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემთხვევაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი მოვალეა ყოველი ღონე იხმაროს სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დაზარალებულისათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გასაწევად.

9. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო უფროსს და პროკურორს. რომ გამოიყენა ცეცხლსასროლი იარაღი.

10. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ნუსხას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

11. აკრძალულია ისეთი სახის ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის გამოყენება, რომელიც დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან და იკრძალება საერთაშორისო კონვენციებითა და სხვა საერთაშორისო აქტებით.

თავი V

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები

��� მუხლი 16. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის სამართლებრივი მდგომარეობა

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ხელისუფლების წარმომადგენელია და მას სახელმწიფო იცავს.

2. არავის აქვს უფლება ჩაერიოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის სამსახურებრივ საქმიანობაში, გარდა იმ ორგანოებისა ან თანამდებობის პირებისა, რომელთა უფლებამოსილება გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.

3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლისათვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა. მისი პატივისა და ღირსების შეურაცხყოფა, მუქარა, წინააღმდეგობის გაწევა, ძალადობა ან მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების ხელყოფა მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

4. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, პატივისა და ღირსების, ქონების დაცვა დანაშაულებრივი ხელყოფისაგან განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

5. აშკარად კანონსაწინააღმდეგო ბრძანების ან მითითების მიღებისას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია მიიღოს ზომები კანონის შესასრულებლად.

6. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს ეკრძალებათ გაფიცვის მოწყობა ან მათში მონაწილეობა, კოლექტიური საჩივრის ან პეტიციის წარდგენა, შეთავსებით მუშაობა ანაზღაურებად სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან კერძო საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში, გარდა სამეცნიერო. პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა.

��� მუხლი 17. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის სოციალური დაცვა

1. სახელმწიფო უზრუნველყოფს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის სოციალურ დაცვას.

2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას; ზარალი, რომელიც მიადგა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სრულად ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან.

3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დასახიჩრების ან დაინვალიდების შემთხვევაში, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, ბიუჯეტის სახსრებიდან ეძლევა კომპენსაცია ერთიდან ხუთ წლამდე მიღებული ხელფასის ოდენობით.

4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან უხდიან ერთჯერად დახმარებას 10 წლის ხელფასის ოდენობით; დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.

5. სახელმწიფო ზრუნავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ბინით უზრუნველყოფაზე; სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ბინით უზრუნველყოფის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

6. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაღუპული (გარდაცვლილი) თანამშრომლის ოჯახს შეუნარჩუნდება ბინის მიღების უფლება იმ საფუძვლითა და პირობებით, რაც მას დაღუპვამდე (გარდაცვალებამდე) ჰქონდა.

7. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს სახელმწიფო უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურებით; სამედიცინო მომსახურების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

8. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს უფასოდ ისარგებლოს საქალაქო, საგარეუბნო და ადგილობრივი მიმოსვლის ყველა სახის სახელმწიფო ტრანსპორტით (ტაქსის გარდა).

9. ამ კანონის მე-10 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ პირებზე ვრცელდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურისათვის დადგენილი სოციალური დაცვის გარანტიები.

10. საქართველოს თავდაცვის, სახელმწიფო უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გადასულ პირებს უნარჩუნდებათ ამ უწყებებში მუშაობის სტაჟი.

11. საქართველოს პარლამენტს და პრეზიდენტს უფლება აქვთ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლისათვის დაადგინონ სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები და შეღავათები, რაც გათვალისწინებული არ არის ამ კანონით.

თავი VI

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და დაფინანსება

��� მუხლი 18. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და დაფინანსება

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე.

2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება ცენტრალიზებული რესურსებით.

3. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გუმჯობესების მიზნით უფლება აქვს პირთა და ობიექტთა დაცვისათვის დადოს ხელშეკრულებები.

4. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიწის ნაკვეთები, შენობები, ნაგებობები, საწარმოები, მოწყობილობანი, საქართველოს ბიუჯეტის ან სხვა სახსრების ხარჯზე შეძენილი ან შექმნილი ქონება წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას.

თავი VII

სახელმწიფო დაცვის სამსახურის საქმიანობის კონტროლი და ზედამხედველობა

��� მუხლი 19. საპარლამენტო კონტროლი

სახელმწიფო დაცვის სამსახურის საპარლამენტო კონტროლი ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ფორმითა და წესით.

��� მუხლი 20. საქართველოს პრეზიდენტის კონტროლი

საქართველოს პრეზიდენტი ისმენს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ანგარიშს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობის შესახებ, ამტკიცებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობის პროგრამას.

��� მუხლი 21. საპროკურორო ზედამხედველობა

სახელმწიფო დაცვის სამსახურის, როგორც მოკვლევის ორგანოს, მიერ კანონების ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებენ საქართველოს გენერალური პროკურორი და მას დაქვემდებარებული პროკურორები.

 

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი.

1996 წლის 20 თებერვალი.

№110�IIს

 

25. 21/09/2023 - საქართველოს კანონი - 3510-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 12/10/2023 24. 09/02/2023 - საქართველოს კანონი - 2563-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/02/2023 23. 14/12/2022 - საქართველოს კანონი - 2299-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 23/12/2022 22. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6999-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 21. 03/05/2019 - საქართველოს კანონი - 4544-IIს - ვებგვერდი, 10/05/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 20. 22/02/2019 - საქართველოს კანონი - 4328-IIს - ვებგვერდი, 07/03/2019 19. 30/11/2018 - საქართველოს კანონი - 3815-Iს - ვებგვერდი, 13/12/2018 18. 31/10/2018 - საქართველოს კანონი - 3592-Iს - ვებგვერდი, 21/11/2018 17. 05/09/2018 - საქართველოს კანონი - 3399-Iს - ვებგვერდი, 26/09/2018 16. 23/12/2017 - საქართველოს კანონი - 1927-რს - ვებგვერდი, 11/01/2018 15. 23/12/2017 - საქართველოს კანონი - 1939-რს - ვებგვერდი, 29/12/2017 14. 08/07/2015 - საქართველოს კანონი - 3952-რს - ვებგვერდი, 15/07/2015 13. 20/03/2015 - საქართველოს კანონი - 3393-IIს - ვებგვერდი, 31/03/2015 12. 20/09/2013 - საქართველოს კანონი - 1237-Iს - ვებგვერდი, 01/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 11. 30/05/2013 - საქართველოს კანონი - 666-IIს - ვებგვერდი, 24/06/2013 10. 18/01/2013 - საქართველოს კანონი - 206-რს - ვებგვერდი, 28/01/2013 9. 22/06/2012 - საქართველოს კანონი - 6550-Iს - ვებგვერდი, 29/06/2012 8. 24/06/2011 - საქართველოს კანონი - 4953-რს - ვებგვერდი, 110711034, 11/07/2011 7. 22/10/2009 - საქართველოს კანონი - 1883 - სსმ, 33, 09/11/2009 6. 01/11/2008 - საქართველოს კანონი - 488 - სსმ, 30, 07/11/2008 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 5. 30/06/2006 - საქართველოს კანონი - 3430 - სსმ, 27, 17/07/2006 4. 28/04/2006 - საქართველოს კანონი - 2943 - სსმ, 15, 16/05/2006 3. 20/04/2005 - საქართველოს კანონი - 1360 - სსმ, 19, 28/04/2005 2. 11/02/2004 - საქართველოს კანონი - 3281 - სსმ, 3, 13/02/2004 1. 25/12/2002 - საქართველოს კანონი - 1885 - სსმ, 3, 17/01/2003