„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 235
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/05/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 240140000.10.003.019300
235
27/05/2016
ვებგვერდი, 31/05/2016
240140000.10.003.019300
„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №235

2016 წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

 

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/06/2014, 240140000.10.003.017985) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“:  

1. 121 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტები:

„ჟ)  ეტაპი პროგრამის ბენეფიციარის/პროგრამის ბენეფიციართა ჯგუფის შერჩევის პროცედურა, რომელიც მოიცავს განაცხადების მიღების დაწყებიდან პროგრამის ბენეფიციართან/პროგრამის ბენეფიციართა ჯგუფთან ხელშეკრულების გაფორმებამდე პერიოდს;

რ) სარეზერვო სია თითოეულ ეტაპზე იმ მეწარმე სუბიექტების/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფების სია, რომელთა პროექტებიც არ დაფინანსდა განაცხადის წარდგენის ეტაპზე, თუმცა კონტრაქტორის მიერ ჩაითვალა საინტერესო პროექტად.“.

2. 122 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 122. პროგრამის მიზანი და აღწერა

1. მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარების მიზნით, პროგრამის ფარგლებში, მოხდება საქართველოს ეკონომიკურად მოწყვლად რეგიონებში მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამების დანერგვა, მიკრო და მცირე მეწარმე სუბიექტების ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა, მიკრო და მცირე ბიზნესის წამოწყების ხელშეწყობა, რეგიონულ ბაზრებზე წარმოდგენილი ადგილობრივი პროდუქციის ხარისხის ზრდის წახალისება და დივერსიფიკაცია.

2. პროგრამა ხორციელდება 3 ეტაპად.  პროგრამა პირველ და მე-2 ეტაპებზე  ხორციელდება  ამ პროგრამის 124 მუხლით გათვალისწინებულ ტერიტორიულ ერთეულებში, ხოლო მე-3 ეტაპზე ამავე მუხლით გათვალისწინებული ტერიტორიული ერთეულების იმ დასახლებულ პუნქტებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლებიც „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეტანილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებულ მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული თითოეული ეტაპი არის ცალკე შერჩევის პროცედურა, რომელიც ხორციელდება სააგენტოს მიერ კონტრაქტორებთან შეთანხმებულ ვადებში.“.

3. 124 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროგრამის პირველ და მე-2 ეტაპებზე,  ბიუჯეტი თითოეულ ლოტზე ნაწილდება ლოტში გაერთიანებული სამიზნე ტერიტორიული ერთეულის მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად, ხოლო მე-3 ეტაპზე, დამტკიცებული პროექტების შესაბამისად.“.

4. 125 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. პროგრამის პირველ და მე-2 ეტაპებზე გამოვლენილი მეწარმე სუბიექტები/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფები, რომლებიც მოხვდნენ სარეზერვო სიაში და ბიზნესის წარმოება დაგეგმილი ჰქონდათ იმ დასახლებულ პუნქტებში, რომლებიც შეტანილია,  „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებულ მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში, განაცხადის ხელმეორედ წარდგენის გარეშე ჩაითვლებიან მე-3  ეტაპის მონაწილეებად.“.

5. 128 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 128.  სხვა დებულებები

ამ პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების მიღების მიზნით,  ამ პროგრამით დადგენილი წესით, შესაბამისი განაცხადების წარდგენის ვადა განისაზღვრება არაუგვიანეს 2016 წლის პირველი სექტემბრისა.“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 15 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი