„მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის №591 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის №591 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 226
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/05/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 010110020.10.003.019291
226
20/05/2016
ვებგვერდი, 24/05/2016
010110020.10.003.019291
„მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის №591 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №226

2016 წლის 20 მაისი

   ქ. თბილისი

 

„მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის №591 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის №591 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/11/2015,  010110020.10.003.018977) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის“:

1. მე-5 მუხლის:

) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განცხადება ელექტრონული ან მატერიალური ფორმით რეგისტრირდება შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობაში/მერიაში. განცხადების ელექტრონული ფორმით რეგისტრაცია შესაძლებელია ასევე განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) უფლებამოსილმა პირმა, რომელიც განცხადებას, ელექტრონული ფორმით, დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობას/მერიას.“;

) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 პუნქტები:

„41. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარუდგენლობის შემთხვევაში, განცხადების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირი ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციის ფაქტს ამოწმებს სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.

42. იმ შემთხვევაში, თუ იძულებით გადაადგილებული პირი – დევნილი რეგისტრირებული არ არის მაღალმთიან დასახლებაში, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაცია შეიძლება დადასტურდეს იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობით ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციით, რომელშიც დროებით საცხოვრებელ ადგილად (რეგისტრაციის ადგილად) მითითებულია მაღალმთიანი დასახლება. ამ შემთხვევაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ნაცვლად, იძულებით გადაადგილებული პირი – დევნილი წარადგენს იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაცია დასტურდება ამ პუნქტით გათვალისწინებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში.“.

2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უფლებამოსილი პირი, განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში, ამოწმებს სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის ამ წესის მე-5 მუხლის მე-3-მე-6 პუნქტებთან შესაბამისობას.“.

3. მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ფიზიკური პირის მიერ საქართველოს ტერიტორიის კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 3 თვით ან მეტი ვადით დატოვების შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტს აწვდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ან/და სააგენტო.“.

4. მე-10 მუხლის მე-10 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ფიზიკურ პირს სტატუსი უწყდება გარდაცვალების სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დღიდან ან გარდაცვალების სამოქალაქო აქტის არარსებობის შემთხვევაში სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში გარდაცვალების შესახებ აღნიშვნის გაკეთების დღიდან;“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი