დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 7 სექტემბრის №1-1/1487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1-1/274 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
მიღების თარიღი | 20/05/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/05/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 040090000.22.024.016447 |
|
„სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 7 სექტემბრის №1-1/1487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 7 სექტემბრის №1-1/1487 ბრძანებით (სსმ III, 09.09.2010წ., №114, მუხ.1720) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის ა) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზება შეიძლება განხორციელდეს უპირობოდ ან პირობებით. უპირობო აუქციონისას სახელმწიფო ქონების შემძენის ვალდებულება არის საპრივატიზებო საფასურის გადახდა, ხოლო პირობებიანი აუქციონისას სახელმწიფო ქონების შემძენის ვალდებულება არის საპრივატიზებო საფასურის გადახდა და სახელმწიფო ქონების განმკარგავი სუბიექტის მიერ განსაზღვრული სხვა საპრივატიზებო პირობების შესრულება.“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. საჯარო აუქციონი (საჯარო აუქციონი პირობებით) ცხადდება სახელმწიფო ქონების განმკარგავი სუბიექტის გადაწყვეტილებით, რომელიც განსაზღვრავს ინფორმაციის გამოქვეყნების ვადებს მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.“.
2. მე-2 მუხლის ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. თუ სახელმწიფო ორგანომ/საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა გადაავადა აუქციონის ჩატარება ან მის ჩატარებამდე გააუქმა აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების განკარგვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, აუქციონის მონაწილეს გადახდილი ბე/საბანკო გარანტია უკან უბრუნდება.“; ბ) მე-11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სახელმწიფო ქონების განმკარგავი სუბიექტის დასახელებას;“. 3. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ქონების განმკარგავმა სუბიექტმა გადაავადა საჯარო აუქციონის ჩატარება, ან მის ჩატარებამდე გააუქმა საჯარო აუქციონის გზით სახელმწიფო ქონების განკარგვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, საჯარო აუქციონში მონაწილეს გადახდილი ბე/საბანკო გარანტია უკან ბრუნდება“. 4. მე-5 მუხლის ა) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. სააუქციონო კომისია საჯარო აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზეც საჯარო აუქციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს, უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბე/საბანკო გარანტია. მოხსენებით ბარათს ხელს აწერს სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.“. 5. მე-6 მუხლის ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში სახელმწიფო ქონების განმკარგავ სუბიექტსა და გამარჯვებულს შორის იდება ნასყიდობის ხელშეკრულება. ამასთან, დადგენილ ვადაში ხელშეკრულების გაფორმების მიზნით სახელმწიფო ქონების განმკარგავ ორგანოში გამოუცხადებლობა მიიჩნევა ხელშეკრულების გაფორმებაზე უარად.“; ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 11. 2011 წლის 1 იანვრამდე აუციონის გზით პრივატიზებულ ქონებაზე საპრივატიზებო საფასურის გადახდა დასტურდება სახელმწიფო ქონების განმკარგავი სუბიექტის მიერ წერილობით, რომელიც შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველია.“. 6. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თუ სახელმწიფო ქონების შემძენი პირობების გარეშე გამოცხადებულ საჯარო აუქციონში, დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების საპრივატიზებო საფასურს, ქონება ბრუნდება სახელმწიფოს საკუთრებაში. რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების შემთხვევაში, სახელმწიფო ქონების განმკარგავი სუბიექტის წერილობითი მიმართვის საფუძველზე შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში უქმდება შემძენის საკუთრების უფლების რეგისტრაცია და ქონება ბრუნდება სახელმწიფოს საკუთრებაში.“. 7. მე-8 მუხლის ა) 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „51. სახელმწიფო ქონების შემძენის მიერ საპრივატიზებო საფასურის გადახდის შემდეგ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სახელმწიფო ქონების შემძენის მიერ პრივატიზებული ქონების ნაწილობრივ გასხვისების შემთხვევაში, ახალი მესაკუთრე სახელმწიფო ქონების შემძენთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. ქონების ნაწილობრივ გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს სახელმწიფო ქონების განმკარგავ სუბიექტს.“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან 30 კალენდარულ დღეში სახელმწიფო ქონების განმკარგავი სუბიექტი გასცემს ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების წერილობით ან ელექტრონულ დადასტურებას, რაც შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში ვალდებულების გაუქმების ან მასში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია.“. |
მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები