ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ

ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 19/05/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016381
15
19/05/2016
ვებგვერდი, 20/05/2016
360160000.22.023.016381
ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №15

2016 წლის 19 მაისი

ქ. თბილისი

 

ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ

,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე  მუხლის, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (13/04/2016 №4951-IIს) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის სანებართვო მოწმობის ფორმა.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებებისთვის შეზღუდულად ბრუნვადი მასალების ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის  26 დეკემბრის  ბრძანება №92.
3. ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიგიგლა აგულაშვილი




ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა

1. ნებართვის №

2. იმპორტი ექსპორტი რეექსპორტი ტრანზიტი

3. ძალაშია:

4. ნებართვის მიმღები სუბიექტი (სახელი, გვარი, მისამართი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი):

5. იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზანი:

6. შეზღუდულად ბრუნვადი მასალების აღწერილობა (დასახელება, შემადგენლობა, ფიზიკური აღწერილობა):

7. კოდი ჰარმონიზებული სისტემით:

8. რაოდენობა (ერთეულის მითითებით):

9. ნებართვის გამცემი ორგანო:

10. უფლებამოსილი წარმომადგენელი

          (გვარი, სახელი, თანამდებობა):

 

 

თარიღი:                                                                                                          ხელმოწერა და ოფიციალური ბეჭედი

11. იმპორტის დადასტურება:

თარიღი

რაოდენობა

ნაშთი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საბაჟო გამშვები პუნქტი:

ხელმოწერა და ოფიციალური ბეჭედი