„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 207
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/05/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 240140000.10.003.019272
207
11/05/2016
ვებგვერდი, 16/05/2016
240140000.10.003.019272
„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №207

2016 წლის 11 მაისი

   ქ. თბილისი

 

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/06/2014, 240140000.10.003.017985) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ დაემატოს შემდეგი შინაარსის I3 თავი:

„თავი I3  

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ 

 შექმენი საქართველოში ნაწილი

მუხლი 1217. ტერმინთა განმარტება

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ შექმენი საქართველოში ნაწილის მიზნებისათვის, ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) პროგრამა – სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ შექმენი საქართველოში ნაწილი;

ბ) ინოვაციების სააგენტო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო;

გ) სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია (FABLAB) – ლაბორატორია, რომელიც თანამედროვე დაზგა-დანადგარების (მათ შორის, 3D პრინტერის, 3D სკანერის, პროგრამირებადი ჩარხის, ლაზერული მჭრელის და ა.შ.) გამოყენების საშუალებით უზრუნველყოფს ინოვაციური და კრეატიული პროდუქტის შექმნას;

დ) განაცხადი საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის მიერ ინოვაციების სააგენტოსათვის ელექტრონული ფორმით მიმართვა, პროგრამაში მონაწილეობის მიღების მიზნით;

ე) განმცხადებელი – საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი;

ვ) სახელმწიფო გრანტი – სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ შექმენი საქართველოში ნაწილის მიზნებისათვის გაცემული თანხა;

ზ) გრანტის მიმღები – განმცხადებელი, რომელმაც ამ დადგენილების შესაბამისად მიიღო  სახელმწიფო გრანტი;

თ) გუნდი – განმცხადებელთა გაერთიანება, რომელიც ერთიანი სახელწოდებით მონაწილეობს  პროგრამაში;

ი) პროგრამის ბენეფიციარი – პირი, რომელიც ამ პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად, მონაწილეობს პროგრამაში როგორც პირველ, ასევე მე-2 ეტაპზე;

კ) პროექტი – ფიზიკური პირის მიერ, პროგრამის ფარგლებში, ინოვაციების სააგენტოსათვის წარდგენილ განაცხადში მითითებული ინფორმაციების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს შემდეგს:

კ.ა) ინფორმაციას პროექტის ავტორის შესახებ;

კ.ბ) ინფორმაციას პროექტის შესახებ;

კ.გ) პროექტის ხარჯთაღრიცხვას;

ლ) შესარჩევი კომისია ინოვაციების სააგენტოს მიერ შექმნილი  კომისია, რომელიც  იღებს გადაწყვეტილებას განმცხადებლის პროგრამაში მონაწილეობის შესახებ. 

მუხლი 1218. პროგრამის მიზანი და აღწერა

1. პროგრამის მიზანია სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიების რესურსების გამოყენებით ინოვაციური პროდუქტის შექმნის ხელშეწყობა,  საქართველოში მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით წარმოების წახალისება, ინოვაციური მეწარმეობის უნარ-ჩვევების განვითარება და კონკურენტუნარიანობის გაზრდა. პროგრამა ხორციელდება 2 ეტაპად.

2. პირველი ეტაპის ფარგლებში ხდება:

ა) განცხადებების მიღება;

ბ) განმცხადებლების გადამზადება საჭიროებების შესაბამისად, ინოვაციების სააგენტოს მიერ მომზადებული შესაბამისი მიმართულების ტრენინგების მოდულების მიხედვით;

გ) შესარჩევი კონკურსისათვის მომზადების მიზნით, სატესტო რეჟიმში მონაწილეთა დაშვება სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიებში პროტოტიპის შესაქმნელად;

დ) შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა.

3. შესარჩევი კომისიის მიერ მე-2 ეტაპზე გადასული პირებისათვის მე-2 ეტაპის ფარგლებში ხდება:

ა) მონაწილისათვის/გუნდისათვის მენტორის დანიშვნა;

ბ) მონაწილის/გუნდის შესაბამის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში უფასოდ დაშვება;

გ) საგრანტო დაფინანსება 200-დან 1000-ლარამდე, რომლის მიზანია პროდუქტის მასალის ხარჯების დაფარვა;

დ) პროგრამის ფარგლებში შექმნილი პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობა, რაც მოიცავს:

დ.ა) ბენეფიციარების მიერ შექმნილი პროდუქტის რეალიზაციისათვის გამოფენა-გაყიდვების ორგანიზებას;

დ.ბ) პროექტის კომერციალიზაციის მიზნით, ბენეფიციარების დაკავშირების ხელშეწყობას კერძო სექტორთან/პოტენციურ ინვესტორებთან (B2B).

მუხლი 1219. პროგრამის განმახორციელებელ სუბიექტთა  უფლებამოსილება   

1. პროგრამის კოორდინაციას და პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.  

2. ინოვაციების სააგენტო:

ა) ახორციელებს პროგრამის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას მოსახლეობისათვის;

ბ) აწარმოებს განაცხადების მიღებას;

გ) ამზადებს და აფორმებს გამარჯვებულ განმცხადებლებთან საგრანტო ხელშეკრულებას;

დ) აწარმოებს ბენეფიციარის  მიერ საგრანტო ხელშეკრულების  განხორციელების მონიტორინგს;

ე)  პროგრამის ბენეფიციარების მონაცემთა აღრიცხვის მიზნით, ქმნის პროგრამის მონაცემთა ბაზას.

3. შესარჩევი კომისია იღებს გადაწყვეტილებას მე-2 ეტაპზე მონაწილეთა  გადაყვანის შესახებ.

მუხლი 1220.  პროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტით ინოვაციების სააგენტოსათვის გათვალისწინებული ასიგნებები.“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი