პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5015-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/04/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/05/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 100030010.05.001.018108
5015-IIს
27/04/2016
ვებგვერდი, 13/05/2016
100030010.05.001.018108
პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 
პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. პატიმრობის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12, 24.03.2010, მუხ. 49) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

    1. მე-14 მუხლის:

    ა) პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ე) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ნებართვითა და კონტროლით ეწეოდეს ინდივიდუალურ საქმიანობას, ჰქონდეს ამისთვის საჭირო ინვენტარი და პენიტენციური დაწესებულების ხელშეწყობით მოახდინოს ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაცია;“;

   ბ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:

  „5. ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაციის და ამ მიზნით ინდივიდუალური საქმიანობის გაწევის წესს ამტკიცებს მინისტრი.“.

   2. 171 მუხლის:

   ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. მსჯავრდებული ვიდეოპაემნით სარგებლობს საფასურის გადაუხდელად.“;

   ბ) 41 და მე-5 ნაწილები ამოღებულ იქნეს;

   გ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „7. თავისუფლების აღკვეთის იმ დაწესებულებებს, სადაც შესაძლებელია მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნის განხორციელება, მსჯავრდებულის მიერ ვიდეოპაემნით სარგებლობის რაოდენობას, ვიდეოპაემნის ხანგრძლივობას და ვიდეოპაემნის განხორციელების პროცედურას განსაზღვრავს მინისტრი.“.

  3. 52-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ ქვეპუნქტი:

  „ჟ) იმ ინდივიდუალური საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებსაც შეიძლება ეწეოდეს მსჯავრდებული.“.

  4. 82-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

  „გ1) ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაციის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით;“.

   5. 110-ე მუხლის მე-2−მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. ბრალდებული/მსჯავრდებული მუშაობს პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ან/და მის გარეთ, თუ პენიტენციურ დაწესებულებას აქვს მისი დასაქმების შესაძლებლობა.

  3. ბრალდებული/მსჯავრდებული შეიძლება დასაქმებულ იქნეს აგრეთვე პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო ან არასახელმწიფო დაწესებულებაში.

  31. პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ან პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო დაწესებულებაში დასაქმებული ბრალდებული/მსჯავრდებული არ არის საჯარო მოსამსახურე და მასზე არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.

 4. იმ სამუშაოთა ჩამონათვალი, რომელთა შესასრულებლად ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასაქმება აკრძალულია, განისაზღვრება პენიტენციური დაწესებულების დებულებით.“.

   6. 111-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 111. საწარმოები პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე 

 1. ბრალდებული/მსჯავრდებული შეიძლება დასაქმებულ იქნეს პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ან/და მის გარეთ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილ საწარმოში.

  2. პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში, როგორც წესი, დასაქმებული უნდა იყოს მხოლოდ ბრალდებული/მსჯავრდებული. გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც, საწარმოს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭიროა ისეთი სამუშაოს შესრულება, რომლის შესაბამისი კვალიფიკაცია ბრალდებულს/მსჯავრდებულს არ აქვს, ან როდესაც  ასეთი კვალიფიკაციის ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოკლე დროში მომზადება შეუძლებელია, აგრეთვე როდესაც სამუშაოს შესასრულებლად საჭიროა პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიიდან სისტემატური გასვლა, შესაძლებელია საწარმოში შრომითი ხელშეკრულებით მოწვეულ იქნეს გარეშე პირი (არაბრალდებული/არამსჯავრდებული).

  3. ბრალდებული/მსჯავრდებული საწარმოში დასაქმდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პენიტენციური დაწესებულების ორგანიზაციული მონაწილეობით. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, პენიტენციური დაწესებულების მიერ შეთავაზებული სამუშაოებიდან ამოირჩიოს მისთვის შესაფერისი სამუშაო.

  4. საწარმოსა და სამინისტროს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც საწარმო კისრულობს ვალდებულებას, რომ მისი საქმიანობა დაექვემდებარება იმ პენიტენციური დაწესებულების დებულებით დადგენილ მოთხოვნებს, რომლის ტერიტორიაზედაც ის ფუნქციონირებს. ასეთივე ვალდებულება ეკისრება საწარმოში დასაქმებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რაც უნდა აისახოს მის მიერ საწარმოსთან დადებულ შრომით ხელშეკრულებაში.“.

   7. 112-ე მუხლის:

   ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პენიტენციური დაწესებულება და დამსაქმებელი ვალდებული არიან, ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუქმნან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო შრომის პირობები. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამუშაო დროის ხანგრძლივობა, შრომის დაცვის, უსაფრთხოებისა და საწარმოს სანიტარიული წესები განისაზღვრება საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად.“;

   ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასაქმებასთან დაკავშირებულ საკითხებს (მათ შორის, ჩარიცხვისა და ამორიცხვის საკითხებს) და მისთვის ანაზღაურების მიცემის წესს, აგრეთვე იმ სამუშაოთა ჩამონათვალს, რომელთა შესასრულებლად ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასაქმება შესაძლებელია, განსაზღვრავს მინისტრი (შესაძლებელია ამ სამუშაოთა შორის გათვალისწინებულ იქნეს პენიტენციური დაწესებულების მცირე სარემონტო სამუშაოები და განისაზღვროს მათი შესრულების მიღება-ჩაბარების წესი).“.

   8. 112მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. პენიტენციურ დაწესებულებაში სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად მსჯავრდებულის ჩარიცხვა ფორმდება ამ დაწესებულების დირექტორის ბრძანებით.“.

   9. 1252 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 ნაწილი:

  „8. ამ მუხლის საფუძველზე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში გადაყვანილი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე დათხოვნილი უნდა იქნეს სამხედრო ძალების თადარიგში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით.“.

 

   მუხლი 2. 2016 წლის 1 ივლისამდე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პატიმრობის კოდექსის მე-14 მუხლის მე-5 ნაწილითა და ამ კანონის პირველი მუხლის მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პატიმრობის კოდექსის 112-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა.

 

   მუხლი 3

  1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

  2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2016 წლის 1 ივლისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

27 აპრილი 2016 წ.

N5015-IIს