„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 12070
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 28/04/2016
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016369
  • Word
12070
28/04/2016
ვებგვერდი, 06/05/2016
000000000.00.00.016369
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება 12070

2016 წლის 28 აპრილი

ქ. თბილისი

  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული :

ა) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის დებულების (დანართი №4 ):

ა.ა) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) სისტემური არქიტექტურის და მონაცემთა გაცვლის სამმართველო.“;

ა.ბ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საინფორმაციო სისტემების არქიტექტურის და დიზაინის შემუშავება.“;

ა.გ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. სისტემური არქიტექტურის და მონაცემთა გაცვლის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) მონაცემთა ბაზების არქიტექტურის  და დიზაინის შემუშავება;

ბ) ინფორმაციის გაცვლის შესაბამისი ელექტრონული სერვისების შექმნა;

გ) ბიზნესპროცესების და ვებსერვისების მოდელირება;

დ) ტექნოლოგიური სტრატეგიის და სტანდარტების შემუშავება;

ე) ახალი ტექნოლოგიების და ტექნიკური სიახლეების სისტემატური გაცნობა და დანერგვა.“;

ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დებულება“ (დანართი №12) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 3 მაისიდან.

შემოსავლების სამსახურის უფროსი                        გ. თაბუაშვილი