„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 25/04/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 040230000.17.010.016053
3
25/04/2016
ვებგვერდი, 27/04/2016
040230000.17.010.016053
„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №3

2016 წლის 25 აპრილი

ქ. თბილისი

 

„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/12/2005, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 040.230.000.17.010.007.931) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
1. დაემატოს მე-10 მუხლი და ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის ოდენობის განსაზღვრა ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუქნტის „ა", „ბ", „გ" და „დ" ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, როდესაც ჩატარებულია აუქციონი/აუქციონები განსხვავებულ გეოგრაფიულ არეალში/არეალებში

1. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის ოდენობის დადგენა ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისას, როდესაც იმავე რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლში ჩატარებულია აუქციონი/აუქციონები, თუმცა განსხვავებულ გეოგრაფიულ არეალში, ხორციელდება სამ ეტაპად:

I ეტაპი: თითოეული აუქციონისთვის, რომლის ფარგლებშიც გაცემული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიით განსაზღვრული არეალი არ არის საქართველოს მთელი ტერიტორია,  ხდება 1 მგჰც-ის ღირებულების ექსტრაპოლაცია  შემდეგი ფორმულის შესაბამისად:

სადაც:

I არის იმავე რადიოსიხშირულ ზოლში 1 მჰც-ის ღირებულების ექსტრაპოლირებული მნიშვნელობა ქვეყნის მასშტაბით;

P არის რადიოსიხშირული რესურსის აუქციონის საბოლოო საფასურის ოდენობა ლარებში;

B’ არის რადიოსიხშირული ზოლის სიგანე მეგაჰერცებში;

G არის რადიოსიხშირული ზოლით დაფარული ტერიტორიაზე არსებული დასახლებული პუნქტების  გეოგრაფიული კოეფიციენტების ჯამი, რომლის მნიშვნელობაც განისაზღვრება დანართ 7-ში მოყვანილი მეთოდოლოგიის შესაბამისად;

II ეტაპი: ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა", „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, გამოითვლება საქართველოს მასშტაბით აუქციონებზე დაფიქსირებული 1 მგჰც-ის საშუალო არითმეტიკული მნიშვნელობა;

III ეტაპი: ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების საფასური გამოითვლება შემდეგი ფორმულით

                                  

სადაც

P  არის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაგრძელების  საფასური ლარებში;

I არის  საქართველოს მასშტაბით გამოთვლილი  1 მგჰც-ის მნიშვნელობა;

B  არის რადიოსიხშირული ზოლის სიგანე მეგაჰერცებში;

G არის რადიოსიხშირული ზოლით დაფარულ ტერიტორიაზე არსებული დასახლებული პუნქტების  გეოგრაფიული კოეფიციენტების ჯამი, რომლის მნიშვნელობაც განისაზღვრება დანართ 7-ში მოყვანილი მეთოდოლოგიის შესაბამისად.

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ" ქვეპუნქტით განსზაღვრულ შემთხვევაში, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების საფასური გამოითვლება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული  I და III ეტაპებით.“ .

2. დაემატოს დანართი 7 შემდეგი რედაქციით:

„დანართი 7

გეოგრაფიული კოეფიციენტის განსაზღვრის მეთოდოლოგია

რადიოსიხშირული ზოლით დაფარული გეოგრაფიული არეალის შესაბამისი გეოგრაფიული კოეფიციენტი დაითვლება შემდეგი ფორმულით:

სადაც Gi არის რადიოსიხშირული ზოლით დაფარული კონკრეტული დასახლებული პუნქტის გეოგრაფიული კოეფიციენტი, n კი დაფარული დასახლებული პუნქტების რაოდენობა.

დასახლებული პუნქტის კოეფიციენტი განისაზღვრება შემდეგი ფორმულით:

სადაც  P არის საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა, Pi კი მოსახლეობის რაოდენობა i- ურ დასახლებულ პუნქტში .

მოსახლეობის რაოდენობა დასახლებული პუნქტების მიხედვით განისაზღვრება სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის  უახლესი ოფიციალური მონაცემების შესაბამისად.“ .

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის წევრიმერაბ ქათამაძე
თავმჯდომარევახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრიელისო ასანიძე
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე