„ტექნიკური რეგლამენტის - „მაიონებელი გამოსხივების წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების, ავტორიზაციის უწყებრივი რეესტრის შექმნისა და წარმოების წესის, მაიონებელი გამოსხივების წყაროების კატეგორიზაციის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 დეკემბრის №689 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტექნიკური რეგლამენტის - „მაიონებელი გამოსხივების წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების, ავტორიზაციის უწყებრივი რეესტრის შექმნისა და წარმოების წესის, მაიონებელი გამოსხივების წყაროების კატეგორიზაციის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 დეკემბრის №689 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 202
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/04/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.019267
202
22/04/2016
ვებგვერდი, 27/04/2016
300160070.10.003.019267
„ტექნიკური რეგლამენტის - „მაიონებელი გამოსხივების წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების, ავტორიზაციის უწყებრივი რეესტრის შექმნისა და წარმოების წესის, მაიონებელი გამოსხივების წყაროების კატეგორიზაციის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 დეკემბრის №689 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
„ტექნიკური რეგლამენტის - „მაიონებელი გამოსხივების წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების, ავტორიზაციის უწყებრივი რეესტრის შექმნისა და წარმოების წესის, მაიონებელი გამოსხივების წყაროების კატეგორიზაციის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 დეკემბრის №689 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №202

2016 წლის 22 აპრილი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის „მაიონებელი გამოსხივების წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების, ავტორიზაციის უწყებრივი რეესტრის შექმნისა და წარმოების წესის, მაიონებელი გამოსხივების წყაროების კატეგორიზაციის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 დეკემბრის №689 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის „მაიონებელი გამოსხივების წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების, ავტორიზაციის უწყებრივი რეესტრის შექმნისა და წარმოების წესის, მაიონებელი გამოსხივების წყაროების კატეგორიზაციის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 დეკემბრის №689 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/12/2014, 300160070.10.003.018309) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:

 1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სააგენტო – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო;“.

2. მე-2 მუხლის  პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3.  მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააგენტოს უფლება აქვს გაითვალისწინოს წყაროს ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობაში გამოყენების სპეციფიკა და ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისგან განსხვავებული კრიტერიუმით წყარო მიაკუთვნოს უფრო მაღალ ან დაბალ კატეგორიას.“.

4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. მაიონებელი გამოსხივების წყაროების და მათთან დაკავშირებული საქმიანობის რეგისტრაცია

1. ლიცენზიის მაძიებლის მიერ ლიცენზიის მისაღებად, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ და „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული საბუთების წარდგენისას, სააგენტოს მიერ ხდება ლიცენზიის მაძიებლის მიერ განსახორციელებელი საქმიანობის ავტორიზაციის რეგისტრაცია. ლიცენზიის გაცემის ან ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, სააგენტო არეგისტრირებს ლიცენზიის მაძიებლის კუთვნილებაში არსებულ მაიონებელი გამოსხივების გენერატორებს. ღია და დახურული რადიოაქტიური წყაროების, ასევე მათთან დაკავშირებული ასოცირებული დანადგარის რეგისტრაცია წარმოებს მხოლოდ ლიცენზიის ფარგლებში გაცემული ნებართვის საფუძველზე, იმპორტირებულ ან კანონმდებლობის შესაბამისად, ლიცენზირებული ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან მიღებულ რადიოაქტიურ წყაროებზე.

2. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, მაიონებელი გამოსხივების წყაროს მიღებიდან (ან გადაცემიდან) 10 დღის ვადაში, შეატყობინოს სააგენტოს ამავე წყაროს შესახებ ამ ტექნიკური რეგლამენტის №2 დანართში მოყვანილი ფორმების შესაბამისად.

3. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ღია ან/და დახურული წყაროს მოხმარებიდან ამოღების შემთხვევაში, 10 დღის ვადაში, შეატყობინოს სააგენტოს შესაბამისი ნებართვის საფუძველზე რადიოაქტიური წყაროს მწარმოებელთან უკან დაბრუნების ან რადიოაქტიური ნარჩენების ცენტრალურ საცავში გადაცემის შესახებ.

4. მაიონებელი გამოსხივების გენერატორის ან ასოცირებული დანადგარის მოხმარებიდან ამოღების თაობაზე ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ამის შესახებ 10 დღის ვადაში შეატყობინოს სააგენტოს.

5. ლიცენზიის ფარგლებში, დამატებითი მაიონებელი გამოსხივების წყაროების რეგისტრაცია ხორციელდება ლიცენზიის მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეტყობინების ან/და ინსპექტირების  შედეგების  საფუძველზე.

 6. რეგისტრაციისას მაიონებელი გამოსხივების წყაროს სააგენტოს მიერ ენიჭება სარეგისტრაციო ნომერი, რომელიც უნიკალურია და არ იცვლება წყაროს სტატუსის ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში.

7. ლიცენზიის მფლობელის შეტყობინების საფუძველზე, სააგენტო ანიჭებს მაიონებელი გამოსხივების წყაროს/ასოცირებულ დანადგარს სარეგისტრაციო ნომერს შემდეგი ფორმატით: S-xxxx – დახურული წყაროებისთვის, U-xxxx – ღია წყაროებისთვის და A-xxxx – ასოცირებული დანადგარისათვის, ხოლო ლიცენზიის მფლობელის/მაძიებელის მიერ წარდგენილი საბუთების საფუძველზე, მაიონებელი გამოსხივების გენერატორს სარეგისტრაციო ნომერი ენიჭება ფორმატით – G-xxxx.

 8. სააგენტო ლიცენზიის მფლობელს აწვდის ინფორმაციას მაიონებელი გამოსხივების წყაროს სარეგისტრაციო ნომრის შესახებ, რის საფუძველზეც,  ლიცენზიის მფლობელი აკეთებს შესაბამისი მაიონებელი გამოსხივების წყაროს ან/და ასოცირებული დანადგარის მარკირებას.

9. მაიონებელი გამოსხივების წყაროების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი, შენახვა და განახლება წარმოებს სააგენტოს მიერ.

10. მაიონებელი გამოსხივების წყაროების უწყებრივი რეესტრი მოიცავს ინფორმაციას ყველა სახის მაიონებელი გამოსხივების წყაროს შესახებ.

11. უკონტროლო (უპატრონო) რადიოაქტიური წყაროს აღმოჩენის შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია, თვითონ მოახდინოს წყაროს იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია.

12. არალეგალური მიმოქცევიდან ამოღებული რადიოაქტიური წყარო რეგისტრირდება მას შემდეგ, რაც საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად მოეხსნება ნივთიერი მტკიცებულების სტატუსი.

13. რადიოფარმპრეპარატების შემთხვევაში, რომლებიც განიხილება როგორც ღია რადიოაქტიური წყარო, რეგისტრაციას ექვემდებარება ლიცენზიის მფლობელზე გაცემული, შესაბამისი ნებართვით განსაზღვრულ პერიოდში იმპორტირებულ ან ადგილზე წარმოებულ ფარმაკოლოგიურ ნივთიერებაში არსებული რადიონუკლიდი მისი ჯამური აქტივობის ჩვენებით.

14. ლიცენზიის მფლობელი მაიონებელი გამოსხივების წყაროების და მათი მახასიათებლების შესახებ ამ  მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას ინახავს ადგილზე და მისი გადამოწმება ხდება სააგენტოს მიერ განხორციელებული ინსპექტირების დროს.

15. თუ დახურული/ღია რადიოაქტიური წყარო შეიცავს ერთზე მეტ რადიონუკლიდს, რომელთა ერთმანეთისაგან გაყოფა შეუძლებელია წყაროს ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით, მაშინ უწყებრივ რეესტრში ფიქსირდება  დიდი სიცოცხლის ხანგრძლივობის მქონე რადიონუკლიდი, რომლის აქტივობა მეტია დანარჩენთან შედარებით, თუმცა წყაროს კატეგორია გამოითვლება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრული მეთოდის გათვალისწინებით. წყაროში არსებული დანარჩენი რადიონუკლიდების ნუსხა დაფიქსირებული უნდა იყოს დამატებითი ინფორმაციის სახით.“.

5. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. თითოეულ კონდიცირებულ რადიოაქტიურ ნარჩენს სააგენტოს მიერ მიენიჭება სარეგისტრაციო ნომერი, რადიოაქტიური ნარჩენების კლასის მითითებით (მაგ., VLLW-xxxx).“.

6. მე-7 მუხლის  პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტო შესაბამის უწყებრივ რეესტრში აწარმოებს „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციასთან დაკავშირებული თითოეული ეტაპის (განაცხადის შეტანა, დოკუმენტაციის განხილვა, ლიცენზიის ან ნებართვის გაცემის ან უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება) შედეგების რეგისტრაციას, ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობისა და ნებართვის სახეების მითითებით.

2. ავტორიზაციის უწყებრივ რეესტრში არსებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:

ა) ოფიციალურ მონაცემებს ლიცენზიის/ნებართვის მაძიებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის შესახებ (საფირმო სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, მისამართი (იურიდიული ან/და ფაქტობრივი), საიდენტიფიკაციო კოდი, ლიცენზიის მაძიებელი ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის ხელმძღვანელის, რადიაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის ვინაობა, საკონტაქტო ინფორმაცია);

ბ) ლიცენზიის/ნებართვის მაძიებლის განცხადებაზე სააგენტოს მიერ მინიჭებულ სარეგისტრაციო ნომერს;

გ) სააგენტოს მიერ გაცემული ლიცენზიის/ნებართვის მოწმობის ნომერს;

დ) „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიით გათვალისწინებულ საქმიანობებსა და ნებართვის სახეებს;

ე) ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის თარიღს;

ვ) ავტორიზაციის ეტაპების აღწერას, შესაბამისი თარიღების მითითებით;

ზ) მაიონებელი გამოსხივების წყაროების ნუსხას, რომელთა გამოყენებაზე მოთხოვნილია ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზია/ნებართვა ან იმ მაიონებელი გამოსხივების წყაროების ნუსხას, რომელთა გამოყენებაც დამატებით მოთხოვნილია არსებული ლიცენზიის ფარგლებში;

თ) ნებისმიერ დამატებით ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია ავტორიზაციასთან.“.

 7. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. მაიონებელი გამოსხივების წყაროების, ნარჩენების და ავტორიზაციის უწყებრივი რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებული მხარეების ვალდებულებები  

 1. სააგენტო ვალდებულია:

 ა) შეაგროვოს, დაარეგისტრიროს და ერთიან სისტემაში მოიყვანოს უწყებრივი რეესტრისათვის საჭირო ინფორმაცია;

 ბ) ლიცენზიის მფლობელი იურიდიული პირის მიერ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება შეიტანოს უწყებრივ რეესტრში;

 გ) დაიცვას უწყებრივი რეესტრის ინფორმაციის, საბუთების და სარეზერვო არქივების უსაფრთხოება;

 დ) დაიცვას ინფორმაციის კონფიდენციალურობა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების თანახმად.

2. ლიცენზიის მფლობელი  ვალდებულია:

ა) დოკუმენტურად შეინახოს ყველა ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობასთან, ასევე მის მფლობელობაში არსებულ მაიონებელი გამოსხივების წყაროებსა და წარმოქმნილ ნარჩენებზე;

ბ) უზრუნველყოს მაიონებელი გამოსხივების წყაროს მარკირება სააგენტოს მიერ გაცემული სარეგისტრაციო ნომრით:

ბ.ა) დახურული/ღია რადიოაქტიური წყაროს შემთხვევაში – დამცავი კონტეინერის ზედაპირზე;

ბ.ბ) მაიონებელი გამოსხივების გენერატორისა და ასოცირებული დანადგარის შემთხვევაში – აპარატის გარე კორპუსის ზედაპირზე;

ბ.გ) რადიოაქტიური ნარჩენის შემთხვევაში – შეფუთვის ზედაპირზე;

გ) სააგენტოს მიაწოდოს მაიონებელი გამოსხივების წყაროს ისეთი ფოტოსურათები, რომლებზეც ნათლად ჩანს მარკირება სარეგისტრაციო ნომრით.“.

8. მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააგენტოს უფროსის ბრძანებით განისაზღვრება ელექტრონული უწყებრივი რეესტრის ადმინისტრატორი, ოპერატორი და მათი ფუნქციები, აგრეთვე სააგენტოს თანამშრომლების უწყებრივ რეესტრში წვდომის სხვადასხვა დონე.“.

9. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11. ინფორმაციის სიზუსტე

სააგენტო უფლებამოსილია, გადაამოწმოს ლიცენზიის მფლობელის ან ლიცენზიის მაძიებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტე, ამ მიზნით განახორციელოს ინსპექტირება და საჭიროების შემთხვევაში,  განაახლოს უწყებრივი რეესტრის მონაცემები.“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი