„ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 198
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/04/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/04/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 09/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 340030000.10.003.019263
198
22/04/2016
ვებგვერდი, 27/04/2016
340030000.10.003.019263
„ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №198

2016 წლის 22 აპრილი

ქ. თბილისი

„ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული  აქტების  შესახებ“  საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის  დროს  გამოსაყენებელი   ვეტერინარული  სერტიფიკატების  ფორმებისა და  მათი გაცემის  წესის  დამტკიცების  შესახებ“  საქართველოს მთავრობის  2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/01/2011, 340030000.10.003.016172)  შეტანილ იქნეს  ცვლილება და დადგენილებით  დამტკიცებული „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის“:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) ვეტერინარული სერტიფიკატი თევზისაგან  წარმოებული სურსათის, კიბოსნაირების, მოლუსკების, რეწვის სხვა ობიექტებისა და მათი  გადამუშავების პროდუქტების  ევრაზიის ეკონომიკური კავშირის  საბაჟო ტერიტორიაზე   ექსპორტისათვის (დანართი №17);“.

2. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ჭ“, „ხ“,  „ჯ“ და „ჰ“- „ჰ9“  ქვეპუნქტები:

„ჭ) ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში დაუყოვნებლივ დასაკლავ მსხვილფეხა პირუტყვის ექსპორტისათვის (დანართი №30);

ხ) ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან ექსპორტირებულ დათვებზე საბერძნეთის რესპუბლიკაში (დანართი №31);

ჯ) ვეტერინარული სერტიფიკატი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე  საკლავი  მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრის და თხის ექსპორტისათვის (დანართი №32);

ჰ) ვეტერინარული სერტიფიკატი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე სანაშენე და სამომხმარებლო ღორის ექსპორტისათვის (დანართი №33);

1) ვეტერინარული სერტიფიკატი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო  ტერიტორიაზე საკლავი ღორის ექსპორტისათვის  (დანართი №34);

2) ვეტერინარული სერტიფიკატი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად დროებით შესაყვანი სპორტული  ცხენ(ებ)ის ექსპორტისათვის (დანართი №35);

3) ვეტერინარული სერტიფიკატი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე საკლავი ცხენ(ებ)ის ექსპორტისათვის (დანართი №36);

4) ვეტერინარული სერტიფიკატი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე ერთდღიანი  წიწილის, ინდაურის, იხვის,  ბატის,  სირაქლემის ჭუკებისა და ამ სახის  ფრინველების საინკუბაციო კვერცხის  ექსპორტისათვის (დანართი №37);

5) ვეტერინარული სერტიფიკატი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო  ტერიტორიაზე  ტყავის, რქა-ჩლიქის,  ნაწლავის,  ბეწვეულის,  საქურქე და კრაველის ნედლეულის, მატყლისა და თივთიკის, ცხენის ძუას, ქათმის, იხვის, ბატის და სხვა ფრინველის ფრთა-ბუმბულის ექსპორტისათვის (დანართი №38);

6) ვეტერინარული სერტიფიკატი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე ცხოველური წარმოშობის, მათ შორის, ფრინველისა და თევზისაგან  მიღებული საკვებისა და საკვებდანამატების  ექსპორტისათვის (დანართი  №39);

7) ვეტერინარული სერტიფიკატი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე თევზის, ზღვის ძუძუმწოვრების, კიბოსნაირების და უხერხემლოებისაგან მომზადებული საკვები ფქვილის ექსპორტისათვის (დანართი №40);

8) ვეტერინარული სერტიფიკატი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე მცენარეული წარმოშობის ცხოველის საკვების ექსპორტისათვის (დანართი №41);

9) ვეტერინარული სერტიფიკატი ღორის ემბრიონის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე ექსპორტისათვის (დანართი №42).“.

3. დადგენილების  დანართი №17 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

4. დადგენილებას დაემატოს  დანართები: №30, №31, №32, №33, №34, №35, №36, №37, №38, №39, №40, №41 და №42 და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი