„სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 238
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 11/05/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016535
238
11/05/2016
ვებგვერდი, 13/05/2016
140130000.22.034.016535
„სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
„სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №238

2016 წლის 11 მაისი

ქ. თბილისი

 

„სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და  „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებით  (ვებგვერდი, 01/08/2012, სარეგისტრაციო კოდი – 140130000.22.034.016122) დამტკიცებულ წესსა და პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი:

„რ) ფოტოსურათისა და ხელმოწერის მონაცემთა ბაზაში შენახვის თარიღი – დაინტერესებულ პირზე ერთიანი ნიმუშის ეროვნული მართვის მოწმობის (გარდა ამ წესის 471 და 51-ე მუხლებით დადგენილი წესით გაცემული ერთიანი ნიმუშის ეროვნული მართვის მოწმობისა) ბოლო გაცემის თარიღი.“.

2. 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მართვის მოწმობის შესაცვლელად ან დაკარგული მართვის მოწმობის აღსადგენად, თუ:

გ.ა) დაინტერესებული პირი ითხოვს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სატრანსპორტო საშუალებათა მართვაზე მისთვის დაწესებული, კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ შეზღუდვების მოხსნას, რომლებიც დაკავშირებულია მის მიერ რაიმე მოწყობილობის ტარებასთან ან/და სატრანსპორტო საშუალების ადაპტაციასთან, ან/და რაიმე ქმედების განხორციელების შეზღუდვასთან;

გ.ბ) დაინტერესებული პირი ითხოვს იმ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების აღდგენას, რომელიც შეჩერებულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებთან  შეუსაბამობის გამო;

გ.გ) დაინტერესებული პირი ითხოვს მისთვის მინიჭებული იმ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენას, რომელიც შეჩერებულია ამ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებისათვის მართვის მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვის (მხოლოდ ამ კატეგორიისათვის ან/და ქვეკატეგორიისათვის) გამო;

გ.დ) შესაცვლელ ან აღსადგენ მართვის მოწმობას ამოწურული აქვს მოქმედების საერთო ვადა ან დაკარგული აქვს იურიდიული ძალა კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გარემოების გამო;

გ.ე) დაინტერესებული პირი 65 ან მეტი წლისაა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მის მიერ სააგენტოში ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ბოლო წარდგენიდან არ არის გასული 180 კალენდარული დღე და აღნიშნული ცნობით დასტურდება შესაცვლელად ან აღსადგენად  მოთხოვნილი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებისადმი შესაბამისობა;

გ.ვ) შესაცვლელი ან აღსადგენი მართვის მოწმობა გაცემულია 2012 წლის 1 აგვისტომდე;

გ.ზ) დაინტერესებული პირი მართვის მოწმობის ამ წესის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადით გაცემის წინააღმდეგია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მის მიერ სააგენტოში ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ბოლო წარდგენიდან არ არის გასული 180 კალენდარული დღე და აღნიშნული ცნობით დასტურდება შესაცვლელად ან აღსადგენად მოთხოვნილი კატეგორიისა და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებისადმი შესაბამისობა;

დ) ამ წესის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში;“.

3. 41-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 41. მართვის მოწმობის მოქმედების ვადა

1. პირისათვის „A“, „B“, „C“, „D“, „BE“, „CE“, „DE“, „T“, „S“ კატეგორიის ან/და „A1“, „B1“, „C1“, „D1“, „C1E“, „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭება დასტურდება მართვის მოწმობის გაცემით, ხოლო ტრამვაის მართვის უფლების მინიჭება − ტრამვაის მართვის მოწმობის გაცემით, ამასთანავე:

ა) ყოველი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების თარიღად ითვლება ამ კატეგორიისათვის/ქვეკატეგორიისათვის მართვის მოწმობის გაცემის თარიღი;

ბ) „A“, „B“, „BE“, „T“, „S“, „A1“ და „B1“ კატეგორიების/ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლებისათვის მართვის მოწმობის მოქმედების ვადაა:

ბ.ა) 15 წელი (გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა);

ბ.ბ) უფლებამოსილი პირის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში მართვის მოწმობის შეზღუდული ვადით გაცემის თაობაზე რეკომენდაციის აღნიშვნის შემთხვევაში − დაინტერესებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის აუცილებელი გადამოწმებისათვის განსაზღვრული ვადა, მაგრამ არაუმეტეს 5 წლისა;

გ) „C“, „CE“, „D“, „DE“, „C1“, „C1E“, „D1“ და „D1E“ კატეგორიების/ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლებისათვის მართვის მოწმობის მოქმედების ვადაა:

გ.ა) 5 წელი (გარდა ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა);

გ.ბ) უფლებამოსილი პირის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში მართვის მოწმობის შეზღუდული ვადით გაცემის თაობაზე რეკომენდაციის აღნიშვნის შემთხვევაში − დაინტერესებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის აუცილებელი გადამოწმებისათვის განსაზღვრული ვადა, მაგრამ არაუმეტეს 3 წლისა;

დ) ტრამვაის მართვის უფლებისათვის მართვის მოწმობის მოქმედების ვადაა:

დ.ა) 5 წელი (გარდა ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა);

დ.ბ) უფლებამოსილი პირის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში მართვის მოწმობის შეზღუდული ვადით გაცემის თაობაზე რეკომენდაციის აღნიშვნის შემთხვევაში − დაინტერესებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის აუცილებელი გადამოწმებისათვის განსაზღვრული ვადა, მაგრამ არაუმეტეს 3 წლისა.

2. მინიჭებული კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებისათვის მართვის მოწმობის მოქმედების ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადა შეიძლება შემცირდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით.

3. ამ  წესის შესაბამისად ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენის გარეშე მართვის მოწმობის შეცვლის ან დაკარგული მართვის მოწმობის აღდგენის შემთხვევაში დაინტერესებული პირისათვის მინიჭებული და იურიდიული ძალის მქონე კატეგორიების/ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლებისათვის მართვის მოწმობის მოქმედების ვადა განისაზღვრება შესაცვლელი/აღსადგენი მართვის მოწმობით იმავე კატეგორიები­სა­თვის/ქვეკატეგორიებისათვის განსაზღვრული მოქმედების ვადის ამოწურვამდე დარჩენილი დროით.

4. საერთაშორისო მართვის მოწმობის მოქმედების ვადაა 3 წელი.

5. მართვის მოწმობის შეცვლისას, დაკარგული მართვის მოწმობის აღდგენისას, შეჩერებული ან ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენისას ახალი მართვის მოწმობის გაცემის შემთხვევაში, მართვის მოწმობის მოქმედების ვადა შესაბამისი კატეგორიების/ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლებისათვის განისაზღვრება ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესის შესაბამისად.

6. მართვის მოწმობის მოქმედების საერთო ვადად განისაზღვრება მასში ასახული მინიჭებული კატეგორიების/ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებისათვის მართვის მოწმობის მოქმედების მაქსიმალური ვადა.“.

4. 43-ე მუხლის:

ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში აღნიშნული უფლებამოსილი პირის რეკომენდაციის საფუძველზე პირს სატრანსპორტო საშუალებათა მართვაზე დაუწესდა შეზღუდვა, დაკავშირებული რაიმე მოწყობილობის ტარებასთან ან/და სატრანსპორტო საშუალების ადაპტაციასთან, ან/და შეეზღუდა რაიმე ქმედების განხორციელება ან/და დაუწესდა სხვა შეზღუდვა, მძღოლისათვის მინიჭებულ მართვის უფლებას იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ ამ შეზღუდვებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში. ამ პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვები აისახება მართვის მოწმობის მე-12 გრაფაში კოდირებული სახით, შემდეგი წესით:

ა) 01.01 – სათვალე;

ბ) 01.02 – კონტაქტური ლინზები;

გ) 01.06 – სათვალე ან კონტაქტური ლინზები;

დ) 02.01 – სასმენი აპარატი ერთი ყურისათვის;

ე) 02.02 – სასმენი აპარატი ორივე ყურისათვის;

ვ) 03.01 – ზედა კიდურის პროთეზი;

ზ) 03.02 – ქვედა კიდურის პროთეზი;

თ) 10.02 – ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალება;

ი) 101 –  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის სამართავად ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალება.“;

ბ) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 და მე-14 პუნქტები:

„13. ამ წესის შესაბამისად ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენის გარეშე მართვის მოწმობის შეცვლის ან დაკარგული მართვის მოწმობის აღდგენის შემთხვევაში, ახალ მართვის მოწმობაში არ აისახება დაინტერესებული პირისათვის მინიჭებული ის კატეგორია/ქვეკატეგორია, რომელიც შეჩერებულია მოქმედების ვადის ამოწურვის ან დაინტერესებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებთან  შეუსაბამობის გამო.

14. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის შესაბამისად მართვის მოწმობის შეცვლის ან დაკარგული მართვის მოწმობის აღდგენის შედეგად გაცემულ ახალ მართვის მოწმობაზე დაიტანება სააგენტოს მონაცემთა ბაზაში დაცული (შენახული) მფლობელის ფოტოსურათი და ხელმოწერა, მართვის მოწმობის მე-12 გრაფაში (ქვედა ნაწილში) კოდირებული სახით მითითებული უნდა იქნეს კოდი (102), აგრეთვე ფოტოსურათისა და ხელმოწერის მონაცემთა ბაზაში შენახვის თარიღი (მაგ: 102. 12.05.2015).“.

5. 47-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში;“.

6. 471 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 471.  მართვის მოწმობის შეცვლა ან დაკარგული მართვის მოწმობის აღდგენა შესაბამისი ელექტრონული დოკუმენტების სააგენტოს ვებგვერდზე წარდგენის (ატვირთვის) საფუძველზე

1. სააგენტო უფლებამოსილია, მართვის მოწმობის შეცვლა ან დაკარგული მართვის მოწმობის აღდგენა განახორციელოს ამ მუხლით დადგენილი წესით, დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი ელექტრონული სახის დოკუმენტების სააგენტოს ვებგვერდზე – https://my.sagency.ge (შემდგომში – ვებგვერდი) წარდგენის (ატვირთვის) საფუძველზე. ვებგვერდის მეშვეობით მომსახურების მიღების პირობას წარმოადგენს:

ა) დაინტერესებული პირის ვებგვერდზე რეგისტრაცია;

ბ) რეგისტრაციის დროს მომსახურების გაწევისათვის დადგენილი წესების გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება (თანხმობის გაცხადებად მიიჩნევა ვებგვერდზე, შესაბამის ფანჯარაში ღილაკის – „დიახ“ დაჭერა);

2. ვებგვერდზე დარეგისტრირებული დაინტერესებული პირის შემდგომი ავტორიზაცია შესაძლებელია შესაბამის ფორმაში მომხმარებლის სახელისა და პაროლის მითითებით.

3. ელექტრონული სახის დოკუმენტების სააგენტოს ვებგვერდზე წარდგენის (ატვირთვის) საფუძველზე მართვის მოწმობის შესაცვლელად ან დაკარგული მართვის მოწმობის აღსადგენად დაინტერესებულმა პირმა სააგენტოს ვებგვერდზე უნდა წარადგინოს (ატვირთოს):

ა) ელექტრონული სახის განცხადება (დაინტერესებულმა პირმა ზუსტად და სრულყოფილად უნდა შეავსოს ველებში მითითებული  შესაბამისი მონაცემები და მიუთითოს ის მომსახურების სახე, რომლის მიღებაც სურს);

ბ) ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ან „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, თუ მომსახურების გაწევის შედეგად გაცემული შეცვლილი ან აღდგენილი მართვის მოწმობის სააგენტოში მიღებას დაინტერესებული პირი უზრუნველყოფს ამ პირის მეშვეობით;

გ) სააგენტოს ის სტრუქტურული ერთეული, რომელშიც უნდა განხორციელდეს  შეცვლილი ან აღდგენილი მართვის მოწმობის  გაცემა;

დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი;

ე) შესაცვლელი მართვის მოწმობის ასლი (ავერსი და რევერსი);

ვ) მომსახურების გაწევისათვის კანონით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ინფორმაცია.

4. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები ან ინფორმაცია არ მოიცავს მომსახურების გაწევისათვის საჭირო სრულყოფილ მონაცემებს, სააგენტოს, დაზუსტების მიზნით, უფლება აქვს მოსთხოვოს დაინტერესებულ პირს დამატებითი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის ელექტრონული ან მატერიალური სახით წარმოდგენა. ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლება სააგენტომ შეიძლება განახორციელოს ელექტრონული ფორმით, შესაბამისი მოთხოვნის ვებგვერდზე წარდგენის (ატვირთვის) გზით.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო დაინტერესებულ პირს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაში მან უნდა უზრუნველყოს დამატებითი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარმოდგენა. თუ დადგენილ ვადაში დაინტერესებული პირი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, სააგენტო უფლებამოსილია მომსახურების გაწევის თაობაზე მიღებული განცხადება დატოვოს განუხილველად.

6. ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტების წარდგენიდან  7 სამუშაო დღეში სააგენტო დაინტერესებულ პირს, ვებგვერდზე წარდგენის (ატვირთვის) გზით ატყობინებს შემდეგ ინფორმაციას:

ა) მართვის მოწმობის შეცვლის მოთხოვნაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული და წარმოდგენილი დოკუმენტები და ინფორმაცია მოიცავს შეტყობინების განხორციელების დღისათვის მომსახურების გაწევისათვის საჭირო სრულყოფილ მონაცემებს, არ არსებობს მართვის მოწმობის შეცვლის კანონმდებლობით განსაზღვრული შემზღუდავი გარემოება და სააგენტო თანახმაა ამ მუხლით დადგენილი წესით განახორციელოს მართვის მოწმობის შეცვლა;

 ბ) დაკარგული მართვის მოწმობის აღდგენის მოთხოვნაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – მართვის მოწმობის დამზადების შესახებ;

გ) ამ მუხლით დადგენილი წესით მართვის მოწმობის შეცვლის ან დაკარგული მართვის მოწმობის აღდგენის მოთხოვნაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – მართვის მოწმობის შეცვლის ან დაკარგული მართვის მოწმობის აღდგენის თაობაზე უარის თქმის შესახებ.  

7. დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნის შესაბამისად ამ მუხლით დადგენილი წესით გაცემული (შეცვლილი ან აღდგენილი) მართვის მოწმობის მიღება შეუძლია:

ა) დაინტერესებულ პირს;

ბ) დაინტერესებული პირის მიერ ვებგვერდზე წარდგენილ (ატვირთულ) ელექტრონულ განცხადებაში მითითებულ პირს (განცხადებაში მითითებული უნდა იქნეს აღნიშნული პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი);

გ) შესაბამისი სანოტარო აქტით დადასტურებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირს;

დ) დაინტერესებული პირის მიერ ვებგვერდზე წარდგენილ (ატვირთულ) ელექტრონულ განცხადებაში მითითებულ საფოსტო/საკურიერო მომსახურების განმახორციელებელ დაწესებულებას (ამ დაწესებულების თანამშრომელს).

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული პირები ვალდებული არიან ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეტყობინების ვებგვერდზე განთავსების დღიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა გამოცხადდნენ სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფში მართვის მოწმობის მისაღებად, ხოლო მართვის მოწმობის შეცვლის მოთხოვნისას ასევე  შესაცვლელი მართვის მოწმობის მატერიალური სახით წარმოსადგენად.

9. სააგენტო არ უზრუნველყოფს ამ მუხლით გაცემული მართვის მოწმობის დაინტერესებული პირისათვის (ან სხვა ადრესატისათვის) გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას.

10. სააგენტო არ არის პასუხისმგებელი დაინტერესებულ პირსა და ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს შორის მიღწეული შეთანხმების შინაარსსა და მისი შეუსრულებლობით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგებზე, აგრეთვე აღნიშნული პირების მიერ მათთვის დაკისრებული ვალდებულებების არაკეთილსინდისიერ და არაჯეროვან შესრულებაზე.

11. ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებამდე სააგენტოს უფლება აქვს არ განახორციელოს მართვის მოწმობის შეცვლის მოთხოვნის საფუძველზე მართვის მოწმობის დამზადება და გაცემა. ამასთან, მართვის მოწმობის შეცვლა შესაძლებელი იქნება დადგენილი პროცედურების თავიდან გავლის გზით.

12. ამ მუხლით განსაზღვრული წესით მართვის მოწმობის შეცვლისას ან დაკარგული მართვის მოწმობის აღდგენისას ახალი მართვის მოწმობაში მონაცემები აღინიშნება მართვის მოწმობათა რეესტრში ბოლოს დაფიქსირებული სარეგისტრაციო ჩანაწერების შესაბამისად (თუ ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული), ამასთან, მართვის მოწმობის მე-6 და მე-7 გრაფაში დაიტანება ფოტოსურათისა და ხელმოწერის მონაცემთა ბაზაში შენახვისას სააგენტოში ელექტრონული სახით შექმნილი და დაცული მფლობელის ფოტოსურათი და ელექტრონული საშუალებებით შესრულებული მფლობელის ხელმოწერა.

13. ამ მუხლით განსაზღვრული წესით მართვის მოწმობის შეცვლა ან დაკარგული მართვის მოწმობის აღდგენა არ განხორციელდება, თუ:

ა) შესაცვლელი ან აღსადგენი მართვის მოწმობა გაცემულია 2012 წლის 1 აგვისტომდე;

ბ) შესაცვლელი ან აღსადგენი მართვის მოწმობა გაცემულია უცხო ქვეყნის მიერ;

გ) შეუძლებელია მომსახურების გაწევისათვის დაინტერესებული პირის შესაბამისი მონაცემების დადგენა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში გადამოწმების გზით;

დ) არსებობს ამ წესის 47-ე მუხლის მე-6 პუნქტით ან 50-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული რომელიმე გარემოება;

ე) დაინტერესებული პირი არ უზრუნველყოფს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა შესრულებას;

ვ) ფოტოსურათისა და ხელმოწერის მონაცემთა ბაზაში შენახვის თარიღიდან გასულია:

ვ.ა) 4 ან მეტი წელი, იმ შემთხვევაში, თუ ფოტოსურათისა და ხელმოწერის მონაცემთა ბაზაში შენახვისას დაინტერესებულ პირი იყო 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირი

ვ.ბ) 10 ან მეტი წელი, იმ შემთხვევაში, თუ ფოტოსურათისა და ხელმოწერის მონაცემთა ბაზაში შენახვისას დაინტერესებული პირი იყო 18 წლის ასაკს მიღწეული პირი;

ზ) მომსახურების გაწევისათვის სავალდებულოა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენა;

თ) მართვის მოწმობის შეცვლაზე დაინტერესებულმა პირმა არ უზრუნველყო ამ მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი ვალდებულების შესრულება;

ი) არ იქნა გადახდილი მომსახურების გაწევისათვის კანონით განსაზღვრული შესაბამისი საფასურები;

კ) სააგენტოში ელექტრონული სახით დაცული არ არის მართვის მოწმობის მფლობელის ფოტოსურათი ან ელექტრონული საშუალებებით შესრულებული ხელმოწერა;

ლ) წარმოდგენილი არ იქნა კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტები;

მ) დაინტერესებული პირი არ არის საქართველოს მოქალაქე;

ნ) მომსახურების გაწევა შეუძლებელია ტექნიკურად ან/და არსებობს კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების გაწევისათვის უარის თქმის სხვა სამართლებრივი საფუძვლები.

14. ამ მუხლით განსაზღვრული წესით მომსახურების გაწევისას სააგენტო  უფლებამოსილია:

ა) ვებგვერდზე განათავსოს მომსახურების გაწევის თაობაზე ინფორმაცია ან/და პროცედურებთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილება;

ბ) შეწყვიტოს  მომსახურება ტექნიკური პრობლემის, შეცდომის, უზუსტობის, დაინტერესებული პირის მხრიდან უკანონო ქმედების განხორციელების ან სხვა მიზეზის გამო, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებგვერდს ან სააგენტოს;

გ) შეწყვიტოს დაინტერესებული პირის ავტორიზაცია/რეგისტრაცია და მის მიერ ვებგვერდით სარგებლობა, თუ ჩათვლის, რომ აღნიშნული პირი მოქმედებს დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით; ამასთან, თუ სათანადო გარემოებების დადგენის მიზნით დაწყებულია შესაბამისი საქმისწარმოება, შეაჩეროს ავტორიზაცია/რეგისტრაცია და დაინტერესებული პირის მიერ ვებგვერდით სარგებლობა მის დასრულებამდე;

დ) უარი განაცხადოს მომსახურების გაწევაზე, თუ დაინტერესებული პირი ვერ უზრუნველყოფს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა შესრულებას, ან არსებობს კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების გაწევისათვის უარის თქმის სხვა სამართლებრივი საფუძვლები;

ე) უარი განაცხადოს ამ მუხლით დადგენილი წესით  მართვის მოწმობის შეცვლის ან დაკარგული მართვის მოწმობის აღდგენის თაობაზე;

ვ) მომსახურების საფასურის განსაზღვრის, აგრეთვე ამ მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების დადგენის მიზნით გადაამოწმოს შესაბამის მონაცემთა ბაზაში ინფორმაცია დაინტერესებული პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის თაობაზე;

ზ) გამოიყენოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებები.

15. ამ მუხლით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისას სააგენტო უფლებამოსილია უზრუნველყოს საზღვარგარეთ მყოფი დაინტერესებული პირის მიერ სააგენტოს ვებგვერდზე წარდგენილი (ატვირთული), უცხო ენაზე შედგენილი ელექტრონული სახის დოკუმენტების ქართულ ენაზე თარგმნა. ამასთან, ასეთი წესით ნათარგმნი დოკუმენტის სააგენტოს მიერ წარმოებაში მისაღებად  სავალდებულო არ არის მისი დადგენილი წესით დამოწმება.

16. ამ მუხლით განსაზღვრული წესით მომსახურების გაწევისას დაინტერესებული პირი ვალდებულია:

ა) დაიცვას მომსახურების გაწევისათვის დადგენილი წესები და პროცედურები;

ბ) მომსახურების გაწევამდე უზრუნველყოს კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდა;

გ) მიიღოს სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულიდან მომსახურების გაწევის შედეგად გაცემული (დამზადებული) დოკუმენტი;

დ) ზუსტად და სრულყოფილად შეავსოს ვებგვერდზე ველებში მითითებული შესაბამისი მონაცემები.

17. ამ მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში, სააგენტოს ვებგვერდზე ელექტრონული სახით წარდგენილ (ატვირთულ) დოკუმენტებს აქვს იურიდიული ძალა და საწინააღმდეგოს დადგენამდე ისინი უტყუარად ითვლებიან. ვებგვერდზე წარდგენილი (ატვირთული) დოკუმენტების ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება დაინტერესებულ პირს.

18. ამ მუხლით დადგენილი წესით მართვის მოწმობის გაცემის (შეცვლის ან დაკარგულის აღდგენის) შემთხვევაში ის მართვის მოწმობა, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ახალი მართვის მოწმობის გაცემა, კარგავს იურიდიულ ძალას.“.

7. 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში;“.

8. 51-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლით განსაზღვრული წესით მართვის მოწმობის შეცვლისას ან დაკარგული მართვის მოწმობის აღდგენისას ახალ მართვის მოწმობაში მონაცემები აღინიშნება მართვის მოწმობათა რეესტრში ბოლოს დაფიქსირებული სარეგისტრაციო ჩანაწერების შესაბამისად (თუ ამ წესით  სხვა რამ არ არის გათვალისწინებული), ამასთან, მართვის მოწმობის მე-6 და მე-7 გრაფაში დაიტანება ფოტოსურათისა და ხელმოწერის მონაცემთა ბაზაში შენახვისას სააგენტოში ელექტრონული სახით შექმნილი და დაცული მფლობელის ფოტოსურათი და ელექტრონული საშუალებებით შესრულებული მფლობელის ხელმოწერა.

4. ამ მუხლით განსაზღვრული წესით სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის შეცვლა ან დაკარგული მართვის მოწმობის აღდგენა არ განხორციელდება, თუ:

ა) შესაცვლელი ან აღსადგენი მართვის მოწმობა გაცემულია 2012 წლის 1 აგვისტომდე;

ბ) შესაცვლელი ან აღსადგენი მართვის მოწმობა გაცემულია უცხო ქვეყნის მიერ;

გ) შეუძლებელია მომსახურების გაწევისათვის დაინტერესებული პირის შესაბამისი მონაცემების დადგენა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში გადამოწმების გზით;

დ) არსებობს ამ წესის 47-ე მუხლის მე-6 პუნქტით ან 50-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული რომელიმე გარემოება;

ე) დაინტერესებული პირი არ უზრუნველყოფს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა შესრულებას;

ვ) ფოტოსურათისა და ხელმოწერის მონაცემთა ბაზაში შენახვის თარიღიდან გასულია:

ვ.ა) 4 ან მეტი წელი, იმ შემთხვევაში, თუ ფოტოსურათისა და ხელმოწერის მონაცემთა ბაზაში შენახვისას დაინტერესებულ პირი იყო 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირი

ვ.ბ) 10 ან მეტი წელი, იმ შემთხვევაში, თუ ფოტოსურათისა და ხელმოწერის მონაცემთა ბაზაში შენახვისას დაინტერესებული პირი იყო 18 წლის ასაკს მიღწეული პირი;

ზ) მომსახურების გაწევა შეუძლებელია ტექნიკურად ან/და არსებობს კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების გაწევისათვის უარის თქმის სხვა სამართლებრივი საფუძვლები.

თ) წარმოდგენილი არ იქნა კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტები;

ი) სააგენტოში ელექტრონული სახით დაცული არ არის მართვის მოწმობის მფლობელის ფოტოსურათი ან ელექტრონული საშუალებებით შესრულებული ხელმოწერა;

კ) არ იქნა უზრუნველყოფილი შესაცვლელი მართვის მოწმობის სააგენტოში მატერიალური სახით წარდგენა;

ლ) მომსახურების გაწევისათვის სავალდებულოა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენა;

მ) არ იქნა გადახდილი მომსახურების გაწევისათვის კანონით განსაზღვრული შესაბამისი საფასურები.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 ივნისიდან.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიბესიკ ამირანაშვილი