დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 176 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 15/04/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/04/2016 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 04/03/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 330130000.10.003.019241 |
|
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში (სსმ, III ნაწილი, 2009 წელი, მუხლი 430) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. 25-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) ამ დადგენილების 53-ე მუხლის 52 პუნქტში მითითებული ობიექტების შემთხვევაში, რომელთა მშენებლობაც ხორციელდება საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე ან/და უცხოური დაფინანსების მონაწილეობით (მოზიდული საერთაშორისო სახსრები, ინვესტიცია, კრედიტი), საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციასთან გაფორმებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის განხორციელების ზედამხედველობაზე ამავე საფინანსო ორგანიზაციასთან შეთანხმებით შერჩეული კომპანიის სამშენებლო საქმიანობის ექსპერტს/კონსულტანტს, რომელიც ამზადებს საექსპერტო შეფასებას საპროექტო დოკუმენტაციის კანონმდებლობით განსაზღვრულ ნაწილებზე, რომელიც უნდა ატარებდეს ერთმნიშვნელოვნად დადებით ან უარყოფით ხასიათს. უარყოფითი შეფასება არის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.“. 2. 26-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ექსპერტიზის ჩატარების პროცედურა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №61 დადგენილებით „ტექნიკური რეგლამენტის – განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის პროექტების სავალდებულო ექსპერტიზის ჩატარების დროებითი წესის დამტკიცების თაობაზე“ (გარდა ამ დადგენილების 25-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა).“. 3. 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების გეგმა (იმ შემთხვევაში, თუ მშენებლობა დაგეგმილია საცხოვრებელ, საზოგადოებრივ-საქმიან ან საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში, მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების გეგმასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს მიწის ნაკვეთის სამეზობლო და საზოგადოებრივი საზღვრის მიმდებარე ნაკვეთების/სივრცეების საზღვრები (საკადასტრო საზღვრების რუკა). სამშენებლო მიწის ნაკვეთის საზღვრების ის წერტილები, სადაც იქმნება კუთხეები, აღნიშნული უნდა იქნეს წერტილით, მისი კოორდინატებისა და აბსოლუტური ნიშნულის მითითებით, ხოლო ამ დადგენილების 53-ე მუხლის 52 პუნქტში მითითებული ობიექტების შემთხვევაში, სამშენებლო მიზნებისათვის საჭირო მიწის ნაკვეთის/ნაკვეთების კოორდინატები;“. 4. 53-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. თუ V კლასს დაქვემდებარებული ობიექტების მშენებლობა დაკავშირებულია მშენებლობის განხორციელების დასამუშავებელი დოკუმენტების დიდ მოცულობასა და შემჭიდროებულ ვადებში შესასრულებელ მასშტაბურ სამუშაოებთან, აგრეთვე დაპროექტებისათვის საჭირო გარემოებები ზუსტდება დაპროექტების პროცესში, ასევე, თუ V კლასს დაქვემდებარებული ობიექტები წარმოადგენს განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისა და სოციალური დანიშნულების შენობა-ნაგებობებს ან მათ კომპლექსებს, რის გამოც შეუძლებელია ბოლო სტადიისათვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი, სრულად დაკომპლექტებული სამშენებლო დოკუმენტის პროექტის წარდგენა, ნებართვის მაძიებლის სათანადოდ დასაბუთებული შუამდგომლობის შემთხვევაში და მშენებლობის ნებართვის გამცემი შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაიცეს მშენებლობის ნებართვა მიწის ნაკვეთზე ან/და ნაკვეთებზე საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი საბუთისა და სამშენებლო დოკუმენტის პროექტის ზოგიერთი ნაწილის მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოში წარდგენის გარეშე. ასეთ შემთხვევაში, სანებართვო პირობებში განისაზღვრება ამ დოკუმენტების წარდგენის ვადა. ნებართვის მფლობელს შეუძლია დაიწყოს სათანადო სამშენებლო სამუშაოები იმ მიწის ნაკვეთზე ან ნაკვეთებზე, რომლებზეც წარადგენს საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელ საბუთს და შესაბამის საპროექტო დოკუმენტაციას.“. 5. 53-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 52 პუნქტი: „52. ხაზობრივი ნაგებობის ან/და მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურული ობიექტების, ელექტროსადგურის ან/და ქვესადგურის მშენებლობის შემთხვევაში, შესაბამის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი სახელმწიფო ორგანოს მიერ მისი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან ობიექტად მიჩნევის შემთხვევაში, მიუხედავად კლასის ქვემდებარეობისა, ნებართვის მაძიებლის მიმართვის საფუძველზე, შეიძლება გაიცეს პირობადებული მშენებლობის ნებართვა, თუ მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოში წარდგენილი იქნება სამშენებლო მიზნებისათვის გამოსაყენებელი ტერიტორიის (მიწის ნაკვეთის/ნაკვეთების) კოორდინატები, UTM კოორდინატთა სისტემაში და ფაილების ელექტრონული ვერსიები (*.shp) ფორმატში, რა დროსაც სანებართვო პირობებში განისაზღვრება მიწის ნაკვეთის/ნაკვეთების საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი საბუთების წარდგენის ვადა. ნებართვის მფლობელს შეუძლია დაიწყოს სათანადო სამშენებლო სამუშაოები იმ მიწის ნაკვეთზე ან ნაკვეთებზე, რომლებზეც წარადგენს საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელ საბუთს.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები