დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4955-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 13/04/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/04/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 360000000.05.001.018096 |
|
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №1-2 (33-34/7), 22 იანვარი, 1997, გვ. 24) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ2“ ქვეპუნქტი: „დ2) გარემოსდაცვითი ინფორმაცია – წერილობითი, ვიზუალური, ელექტრონული, ზეპირი ან ნებისმიერი მატერიალური ფორმით წარმოდგენილი ყველა სახის ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე: დ2.ა) გარემოს შემადგენელი ელემენტების მდგომარეობა, როგორებიცაა ჰაერი, ატმოსფერო, წყალი, ნიადაგი, მიწა, ლანდშაფტი, ბუნებრივი ობიექტები, მათ შორის, ჭაობი, სანაპირო ზოლი და საზღვაო ტერიტორია, ბიომრავალფეროვნება და მისი კომპონენტები, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების ჩათვლით, და ამ ელემენტების ურთიერთქმედება; დ2.ბ) ფაქტორები, როგორებიცაა ენერგია, ხმაური, რადიაცია, აგრეთვე ნარჩენები, მათ შორის, რადიოაქტიური ნარჩენები, ქიმიური ნივთიერებები, ემისიები და სხვა სახის დაბინძურება, რომლებიც გავლენას ახდენს ან, სავარაუდოდ, მოახდენს ამ მუხლის „დ2.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ გარემოს შემადგენელ ელემენტებზე; დ2.გ) ღონისძიებები (ადმინისტრაციული ღონისძიებების ჩათვლით), როგორებიცაა პოლიტიკა, კანონმდებლობა, გეგმები, პროგრამები, გარემოსდაცვითი შეთანხმებები, და საქმიანობები, რომლებიც გავლენას ახდენს ან, სავარაუდოდ, მოახდენს ამ მუხლის „დ2.ა“ და „დ2.ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ გარემოს შემადგენელ ელემენტებსა და ფაქტორებზე, ასევე იმ ღონისძიებებსა და საქმიანობებზე, რომლებიც განკუთვნილია ამ ელემენტების დასაცავად; დ2.დ) ანგარიშები გარემოსდაცვითი კანონმდებლობის განხორციელების შესახებ; დ2.ე) ხარჯთსარგებლიანობა და სხვა ეკონომიკური ანალიზები და დაშვებები, რომლებიც გამოიყენება ამ მუხლის „დ2.გ“ ქვეპუნქტში აღნიშნული ღონისძიებებისა და საქმიანობების ფარგლებში; დ2.ვ) ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა და უსაფრთხოება, მათ შორის, კვებითი ჯაჭვის დაბინძურება, ადამიანის ცხოვრების პირობები, კულტურული ობიექტების და მათთან დაკავშირებული შენობა-ნაგებობების მდგომარეობა, იმდენად, რამდენადაც მათზე გავლენას ახდენს ან, სავარაუდოდ, მოახდენს ამ მუხლის „დ2.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული გარემოს შემადგენელი ელემენტების მდგომარეობა ან ამ მუხლის „დ2.ბ“ და „დ2.გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ფაქტორები, ღონისძიებები და საქმიანობები ამ ელემენტების მეშვეობით;“. 2. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების, შესაბამისი სპეციალისტების მომზადების, გადამზადების, სერტიფიცირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების ხელშეწყობის მიზნით სამინისტროს სისტემაში იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი (შემდგომ − ცენტრი).“. 3. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ1“–„რ3“ ქვეპუნქტები: „რ1) ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემა; რ2) ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემა; რ3) ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტზე წინასწარ დასაბუთებული თანხმობის გაცემა;“. 4. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საზოგადოების ინფორმირების მიზნით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი 4 წელიწადში ერთხელ ამტკიცებს გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნულ მოხსენებას.“. 5. 271 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) შესაბამის სფეროში სპეციალისტების მომზადების, გადამზადების, სერტიფიცირებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კურსებისა და სწავლების ორგანიზება;“. 6. 34-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საკითხები, მათი იმპორტი, ექსპორტი და ტრანზიტი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 7. 57-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. დეპარტამენტის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი, ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალებები „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ცეცხლსასროლი იარაღის სასაზღვრო ზონასა და ზოლში გამოყენებისას მან უნდა იხელმძღვანელოს „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“. მუხლი 2 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2, მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2, მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტები ამოქმედდეს 2016 წლის 1 ივლისიდან. |
ქუთაისი, 13 აპრილი 2016 წ. N4955-IIს |
დოკუმენტის კომენტარები