ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობის რეჟიმის დაცვისათვის საქართველოს მოქალაქე პაციენტის ფულადი წახალისების ოდენობისა და გაცემის წესის შესახებ

ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობის რეჟიმის დაცვისათვის საქართველოს მოქალაქე პაციენტის ფულადი წახალისების ოდენობისა და გაცემის წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 162
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/04/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.019227
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
162
01/04/2016
ვებგვერდი, 05/04/2016
470230000.10.003.019227
ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობის რეჟიმის დაცვისათვის საქართველოს მოქალაქე პაციენტის ფულადი წახალისების ოდენობისა და გაცემის წესის შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/04/2016 - 13/02/2019)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №162

2016 წლის 1 აპრილი

ქ. თბილისი

 

ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობის რეჟიმის დაცვისათვის საქართველოს მოქალაქე პაციენტის ფულადი წახალისების ოდენობისა და გაცემის წესის შესახებ

მუხლი 1
„ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლისა და 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დამტკიცდეს ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობის რეჟიმის დაცვისათვის საქართველოს მოქალაქე პაციენტის ფულადი წახალისების ოდენობა და გაცემის წესი თანდართული დანართის შესაბამისად.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.

 


პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობის რეჟიმის დაცვისათვის საქართველოს მოქალაქე პაციენტის ფულადი წახალისების ოდენობა

და გაცემის წესი


მუხლი 1. ტერმინთა განმარტებები

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

 ა) ფულადი წახალისების მიმღები „ტუბერკულოზის კონტროლის  შესახებ“  საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები;

 ბ) ფულადი წახალისების გამცემი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ –  ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, სახელმწიფო ბიუჯეტისა და დონორი ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი მიზნობრივი დაფინანსების ფარგლებში;

 გ) რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზის დიაგნოზის მქონე პაციენტის მკურნალობისადმი სრული დამყოლობა პაციენტის მიერ ექიმისგან  განსაზღვრული რეჟიმით და DOT-ზე პასუხისმგებელი ექთნის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ მედიკამენტების სრულად მიღება (არცერთი გაცდენილი დღე, კვირაში 6 დღე – ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, არცერთი გამოტოვებული მედიკამენტი).

        მუხლი 2.  ფულადი წახალისების  გაცემის  ფორმები და ეტაპები

1. ფულადი წახალისების გაცემა ხორციელდება  უნაღდო ანგარიშსწორებით, პირად საბანკო ანგარიშზე (18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში, კანონიერი წარმომადგენლის ანგარიშზე) ჩარიცხვის გზით, რეგულარული ფორმის ტუბერკულოზის დიაგნოზის მქონე და  რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზის დიაგნოზის მქონე საქართველოს მოქალაქე პაციენტებისათვის.

2. რეგულარული ფორმის ტუბერკულოზის დიაგნოზის მქონე პაციენტების ფულადი წახალისების პრინციპები:

ა) ფულადი წახალისება გაიცემა 2 ეტაპად:

ა.ა) პირველ ეტაპზე თანხა გაიცემა იმ პაციენტებზე, რომლებიც მკურნალობის ინტენსიური ფაზის (დიაგნოზის დადგენისა და მკურნალობაში ჩართვიდან არანაკლებ 60 კალენდარული დღე) დასრულებიდან ამბულატორიულ მკურნალობაზე ყოფნის პირველი 28 კალენდარული დღის განმავლობაში გამოიჩენენ სრულ დამყოლობას მკურნალობისადმი;

ა.ბ) მე-2 ეტაპზე თანხა გაიცემა  იმ პაციენტებზე, რომლებსაც მკურნალობის პირველი ეტაპის (ინტენსიური ფაზა არანაკლებ 60 კალენდარული დღე და ამბულატორიული მკურნალობა 28 კალენდარული დღე) დასრულებიდან მკურნალობის სრული კურსის დასრულებამდე არ ექნებათ გაცდენილი 5 კალენდარულ დღეზე მეტი (მათ შორის, გაცდენები არ უნდა იყოს მიყოლებით 5 დღე);

ბ) იმ შემთხვევაში, თუ პირველი ეტაპის დასრულებიდან მკურნალობის სრული კურსის დასრულებამდე (მაგრამ არაუადრეს პირველი ეტაპის დასრულებიდან 30 კალენდარული დღისა) პერიოდში პაციენტს შეეცვლება მკურნალობის რეჟიმი (კერძოდ, გადაიყვანენ რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზის მკურნალობაზე) და აღნიშნულ პერიოდში ექნება სრული დამყოლობა, პაციენტი მიიღებს მე-2 ეტაპის დაფინანსებას;

გ) იმ შემთხვევაში, თუ რეგულარული ფორმის ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტი მკურნალობას ასრულებს ჰოსპიტალში, პირველი ეტაპის დასრულებიდან მკურნალობის სრული კურსის დასრულებამდე (მაგრამ არაუადრეს პირველი ეტაპის დასრულებიდან 30 კალენდარული დღისა) პერიოდში,  მინიმუმ 30 კალენდარული დღის განმავლობაში,  ამბულატორიულად გადიოდა მკურნალობას და ამბულატორიული მკურნალობის  პერიოდში ჰქონდა სრული დამყოლობა,  პაციენტი მიიღებს მე-2  ეტაპის დაფინანსებას;

დ) იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი ინტენსიური ფაზის დასრულებიდან პირველი 28 დღის განმავლობაში მკურნალობას გადის ჰოსპიტალში, მასზე პირველი ეტაპის დაფინანსება არ გაიცემა.   

3. რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზის დიაგნოზის მქონე პაციენტებისათვის ფულადი წახალისება გაიცემა თვეში ერთხელ,  ამბულატორიულ მკურნალობაზე ყოფნის პერიოდში სრული დამყოლი კვირისათვის.

მუხლი 3. პაციენტის ფულადი წახალისების ოდენობა

1.  ფულადი წახალისება, მკურნალობის ერთ ციკლზე, რეგულარული ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტს მიეცემა არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში, ხოლო რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტს – არაუმეტეს 20 თვის განმავლობაში.  რეგულარული ფორმის ტუბერკულოზის ნაცვლად, რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზის მკურნალობის რეჟიმზე პაციენტის გადაყვანა განიხილება როგორც მკურნალობის ახალი ციკლი და ფინანსდება ამ წესის შესაბამისად.

2. ფულადი წახალისების ოდენობა, მედიკამენტების რეგულარულად მიღებისათვის, რეგულარული ფორმის ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტებისათვის შეადგენს პირველი ეტაპის სრულად შესრულებისათვის 60 ლარს (ხელზე ასაღებ თანხას), ხოლო მე-2 ეტაპის სრულად შესრულებისათვის, მიუხედავად მკურნალობის გამოსავლისა – 100 ლარს (ხელზე ასაღებ თანხას). რეზისტენტული პაციენტებისათვის ფულადი წახალისების რაოდენობა შეადგენს 100 ლარს (ხელზე ასაღებ თანხას) თვეში.

3. რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების მედიკამენტების რეგულარულად მიღებისათვის გათვალისწინებული ფულადი წახალისების გაანგარიშების საფუძველს წარმოადგენს მისი საშუალო დღიური ოდენობა საანგარიშგებო თვეში (საანგარიშგებო თვეში ფულადი წახალისების თანხის საშუალო დღიური ოდენობა იანგარიშება თვეში ასანაზღაურებელი თანხის გაყოფით იმავე საანგარიშგებო თვეში კალენდარული დღეების რაოდენობასთან, კვირა დღეების გამოკლებით).

4. რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების მიერ მედიკამენტების რეგულარულად მიღებისათვის გათვალისწინებული ფულადი წახალისების დაფინანსება არასრული კვირის შემთხვევაში  ხორციელდება შემდეგ შემთხვევებში:

ა) პირველადი პაციენტი ამბულატორიულ მკურნალობაში ერთვება ორშაბათის გარდა სხვა დღეებში;

ბ)  პაციენტი ასრულებს ამბულატორიულ მკურნალობას შაბათის გარდა სხვა დღეებში;

გ) მკურნალობის რეჟიმში შესული ცვლილებების (დიაგნოზის ცვლილება, ამბულატორიული მკურნალობის რეჟიმიდან სტაციონარულზე გადასვლა ან პირიქით) გამო.   

5. რეზისტენტული პაციენტების მიმდინარე საანგარიშგებო თვის სრული კვირების (მათ შორის, არასრული კვირების) ფულადი წახალისების ანაზღაურება ხორციელდება მომდევნო თვეში, ხოლო მიმდინარე საანგარიშგებო თვეში არსებული ბოლო არასრული კვირის ფულადი წახალისების ანაზღაურება ხორციელდება მომდევნო საანგარიშგებო თვის  ანაზღაურებისას.

6. მედიკამენტების რეგულარულად მიღებისათვის რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზით დაავადებული  პაციენტების დასაფინანსებელი თანხის ოდენობა განისაზღვრება საანგარიშგებო პერიოდში, დღეების რაოდენობის გამრავლებით ფულადი წახალისების საშუალო დღიურ ოდენობაზე.

მუხლი 4. დოკუმენტბრუნვის და ანგარიშგების წესი

1. ფულადი წახალისების ანაზღაურების საფუძველს წარმოადგენს ტუბერკულოზის ამბულატორიული მკურნალობის მიმწოდებელებისგან  წარდგენილი მკურნალობის მონიტორინგის მონაცემები და ტუბერკულოზით დაავადებული  პაციენტის ან 18 წლამდე ასაკის პაციენტის შემთხვევაში, მისი კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით დადასტურებული თანხმობა ფულადი წახალისების სქემაში მონაწილეობაზე.

2. დოკუმენტბრუნვის სქემა და ფულადი წახალისების ანგარიშგება/ანაზღაურების მექანიზმები, ანგარიშგებისათვის აუცილებელი ფორმები და მათი შევსების წესი განისაზღვრება სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის  მიერ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.

3. პაციენტი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი, ამ დადგენილების ფარგლებში, ფულად წახალისებას იღებს სოციალური დახმარების სახით, დაფინანსების წყაროს მიუხედავად.


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.