დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 25 მარტის №144 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 155 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 29/03/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/03/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 040150000.10.003.019220 |
|
„მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 25 მარტის №144 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1 |
„მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 25 მარტის №144 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/03/2011, 040150000.10.003.016305) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
1. მე-3 მუხლის 61 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 62 პუნქტი: „62. თუ კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს მიერ გასხვისებულია მიწის ნაკვეთი და ამავე მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობა, რომელიც ასევე წარმოადგენს მომიჯნავედ მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს, მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრა ხორციელდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის შესაბამისი ნაწილის განაშენიანების ფართობის მიხედვით.“. 2. მე-3 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. დაუშვებელია შენობაზე/ნაგებობაზე მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობის განსაზღვრა მომიჯნავე ნაკვეთების ხარჯზე, გარდა ამ მუხლის 62 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“. 3. 41 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. შენობის/ნაგებობის განაშენიანების ფართობზე მიწის ნაკვეთის მიკუთვნება ხორციელდება უსასყიდლოდ, გარდა მე-3 მუხლის 62 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“; ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: „51. ამ წესის მე-3 მუხლის 62 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შენობის მესაკუთრე ვალდებულია, არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობის შესაბამისად, გადაიხადოს საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ყოველ კვადრატულ მეტრზე, მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით მიკუთვნების თაობაზე მოთხოვნის წარდგენის დროისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ხუთმაგი ოდენობა, ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისათვის – საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ხუთმაგი ოდენობა.“; გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. მესაკუთრის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული საფასურის (გარდა ამ მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული საფასურისა) მითითებულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, შენობაზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთი განისაზღვრება შენობის განაშენიანების ფართობის მიხედვით და ქონების სააგენტოს გადაწყვეტილება შენობის განაშენიანების ფართობის გარდა, მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ნაწილში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) კარგავს ძალას. ამ მუხლით გათვალისწინებული საფასურის მითითებულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, დაინტერესებული პირი კარგავს ქონების სააგენტოსთვის იმავე საკითხზე და იმავე საფუძვლებით განმეორებით მიმართვის უფლებას.“; დ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი: „71. ამ მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული საფასურის შესაბამის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, ქონების სააგენტოს გადაწყვეტილება, შენობაზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის შენობის განაშენიანების ფართობით მიკუთვნების თაობაზე, კარგავს ძალას.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები