დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 144 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 29/03/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/03/2016 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 360160000.10.003.019209 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/03/2016 - 28/07/2016)
|
ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ
|
მუხლი 1 |
ნარჩენების მართვის კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს „ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესი და პირობები“ დანართებთან ერთად. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 აგვისტოდან. |
|
ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესი და პირობები
|
მუხლი 1. მიზანინარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების (შემდგომში - წესი) მიზანია, ნარჩენების მართვის კოდექსის 26-ე მუხლის შესაბამისად, ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობების რეგისტრაციის პროცედურებისა და მოთხოვნების განსაზღვრა. მუხლი 2. მოქმედების სფერო ეს წესი ვრცელდება ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ შემდეგ საქმიანობებზე: ა) ნარჩენების შეგროვება ან/და ტრანსპორტირება; ბ) 50 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა და ოპერირება; გ) არასახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავება; დ) არანაკლებ 2 და არა უმეტეს 10 ტონა სახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა და ოპერირება; ე) ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის მოწყობა და ოპერირება. მუხლი 3. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესის მიზნებისათვის, ქვემოთ მოცემულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) განმცხადებელი - „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი, სახელმწიფო ან მუნიციპალური საწარმო ან მუნიციპალიტეტის ასოციაცია (გაერთიანება), რომელთაც სურთ რეგისტრაციას დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელება; ბ) განაცხადის ფორმა - ამ წესის პირველი დანართით გათვალისწინებული რეგისტრაციის განაცხადის ფორმა; გ) რეგისტრაციის მფლობელი - ამ წესის შესაბამისად რეგისტრაციის მიმღები პირი; დ) ადგილმდებარეობა - გეოგრაფიული არეალი, სადაც ხორციელდება რეგისტრირებული საქმიანობა. 2. ამ წესის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება ნარჩენების მართვის კოდექსის მე-3 მუხლში მოცემული ტერმინები. მუხლი 4. რეგისტრაციის ზოგადი მოთხოვნები 1. განმცხადებელი ვალდებულია, ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული საქმიანობის დაწყებამდე, მიმართოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) საქმიანობის რეგისტრაციის მოთხოვნით, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.moe.gov.ge), შესაბამისი განაცხადის ფორმის ელექტრონულად შევსებისა და გაგზავნის გზით. 2. განაცხადს უნდა დაერთოს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და განსახორციელებელი საქმიანობის შესაბამისად, ამ წესის მე-5-მე-8 მუხლებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. 3. იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციას დაქვემდებარებული საქმიანობა საჭიროებს მშენებლობის ნებართვას, რეგისტრაციის მიზნით, განაცხადთან ერთად სავალდებულოა მშენებლობის ნებართვის წარდგენა. 4. გარემოსდაცვითი რისკებიდან გამომდინარე, საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით სამინისტროს შეუძლია მოსთხოვოს განმცხადებელს დასარეგისტრირებელ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დამატებითი ინფორმაციის წარდგენა. 5. ერთზე მეტ რეგისტრაციას დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელებისას განაცხადი ივსება თითოეული საქმიანობისთვის ცალ-ცალკე. 6. რეგისტრაციას დაქვემდებარებული საქმიანობა შესაბამის სუბიექტზე რეგისტრირდება განუსაზღვრელი ვადით. მუხლი 5. ნარჩენების შეგროვების ან/და ტრანსპორტირების რეგისტრაციანარჩენების შეგროვების ან/და ტრანსპორტირების რეგისტრაციის მიზნით, განმცხადებელმა დამატებით უნდა წარადგინოს: ა) სატრანსპორტო საშუალებ(ებ)ის საკუთრების ან სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი; ბ) ნარჩენების დამუშავების ობიექტთან დადებული ხელშეკრულება. მუხლი 6. ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტის რეგისტრაცია 1. 50 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის რეგისტრაციისთვის განმცხადებელმა განაცხადს თან უნდა დაურთოს იმ ღონისძიებათა აღწერილობა, რომელთა მეშვეობითაც თავიდან იქნება აცილებული გარემოს დაბინძურება და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედება. 2. არანაკლებ 2 და არა უმეტეს 10 ტონა სახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის რეგისტრაციისთვის განმცხადებელმა განაცხადს თან უნდა დაურთოს ობიექტის აღწერილობა, რომლითაც დასტურდება, რომ ობიექტი აკმაყოფილებს „სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მე-10 მუხლის მოთხოვნებს. მუხლი 7. არასახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავების რეგისტრაციაარასახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავების რეგისტრაციისთვის განმცხადებელმა დამატებით უნდა წარადგინოს ნარჩენების წინასწარი დამუშავების ოპერაციის ტიპის (ტექნიკური პროცედურები), ასევე დამუშავებული ნარჩენების და დამუშავების შემდეგ დარჩენილი საბოლოო (ნარჩენი) ნარჩენების აღწერილობა, ამ წესის დანართი 2-ის შესაბამისად. მუხლი 8. ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის რეგისტრაციანარჩენების გადამტვირთავი სადგურის მოწყობის და ოპერირების საქმიანობის დასარეგისტრირებლად განმცხადებელმა დამატებით უნდა წარადგინოს ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის აღწერილობა, ამ წესის დანართი 3-ის შესაბამისად. მუხლი 9. სამინისტროს გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ1. სამინისტრო განიხილავს რეგისტრაციის განაცხადს ამ წესის შესაბამისად. თუ რეგისტრაციის განაცხადი მოიცავს ერთზე მეტ საქმიანობას, თითოეული საქმიანობა განიხილება ცალ-ცალკე. 2. თუ განაცხადი და თანდართული დოკუმენტები სრულად არის შევსებული/წარდგენილი და არ არსებობს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი, სამინისტრო დაადასტურებს რეგისტრაციას და მიანიჭებს რეგისტრაციის ნომერს განაცხადის მიღებიდან არა უგვიანეს 10 (ათი) დღისა. 3. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი ან/და თანდართული დოკუმენტები არ არის სრულად შევსებული/წარდგენილი, სამინისტრო აცნობებს განმცხადებელს აღნიშნულის თაობაზე, განაცხადის წარდგენიდან 10 (ათი) დღის განმავლობაში და სრულად შევსება/წარდგენისთვის განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არა უმეტეს 20 (ოცი) დღისა. 4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, სამინისტრო განაცხადს დატოვებს განუხილველად. 5. სამინისტრო უფლებამოსილია, უარი განაცხადოს საქმიანობის რეგისტრაციაზე, თუ დაგეგმილი საქმიანობა არ შეესაბამება ნარჩენების მართვის კანონმდებლობას, ნარჩენების მართვის ეროვნულ სამოქმედო გეგმას ან/და ადგილმდებარეობის შესაბამისად, მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმას. დასაბუთებული გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ განმცხადებელს წერილობით ეცნობება განაცხადის/დოკუმენტაციის წარდგენიდან 10 (ათი) დღის განმავლობაში. მუხლი 10. გადაწყვეტილების გასაჩივრებაგანმცხადებელი უფლებამოსილია, გაასაჩივროს სამინისტროს გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 11. ახალი რეგისტრაცია, რეგისტრაციაში ცვლილებები1. საქმიანობის განმახორციელებელი პირის ან ადგილმდებარეობის ცვლილებისას, სამინისტროს წარედგინება ახალი განაცხადი საქმიანობის რეგისტრაციაზე. 2. რეგისტრაციის მფლობელი ვალდებულია, მიმართოს სამინისტროს რეგისტრაციაში ცვლილების შეტანისთვის შემდეგ შემთხვევებში: ა) მიმდინარე საქმიანობის მნიშვნელოვანი (რეგისტრირებული საქმიანობის წარმადობის 50%-ზე მეტით) გაფართოება; ბ) თუ მიმდინარე საქმიანობის პროცესში ხდება სხვა ჯგუფის ნარჩენების მართვა, რომლებიც არ არის მითითებული რეგისტრაციის განაცხადში. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამინისტრო განაცხადს განიხილავს ამ წესის მე-9 მუხლის შესაბამისად. მუხლი 12. რეგისტრაციის გაუქმება რეგისტრაციის მფლობელი ვალდებულია, რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით სამინისტროს მიმართოს 5 (ხუთი) დღის ვადაში, თუ: ა) საქმიანობის რეგისტრაციიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში არ დაიწყებს საქმიანობას; ბ) შეწყვეტს საქმიანობას. მუხლი 13. კონტროლიამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული საქმიანობების პერიოდულ შემოწმებას, ნარჩენების მართვის კოდექსის და ამ წესისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობის მიზნით, კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს ნარჩენების მართვის კოდექსით უფლებამოსილი ორგანო. მუხლი 14. პასუხისმგებლობანარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა პირს დაეკისრება ნარჩენების მართვის კოდექსის მე-40 მუხლის შესაბამისად. დანართი 1. რეგისტრაციის განაცხადის ფორმა
4. პირველი რეგისტრაცია □ რეგისტრაციის ცვლილება □ ნარჩენების მართვის კოდექსის 26-ე მუხლის შესაბამისად, გთხოვთ დაგვირეგისტრიროთ ქვემოთ მოცემული საქმიანობა:
ეს საქმიანობა განხორციელდება მოცემულ მისამართზე მდებარე ობიექტზე/ობიექტიდან და მოიცავს ქვემოთ მოცემული ნარჩენების ჯგუფის ნარჩენების სახეობის მართვას
რეგისტრაციის განაცხადის ფორმის შევსების ინსტრუქცია რეგისტრაციის განაცხადის ფორმა ივსება რეგისტრაციის მომთხოვნი განმცხადებლის ან მისი წარმომადგენლის მიერ. წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: 1. განმცხადებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები,იურიდიული მისამართი. 2. განმცხადებლის წარმომადგენელი პირი. 3. განმცხადებლის საიდენტიფიკაციო კოდი. 4. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი პირველად ახდენს საქმიანობის რეგისტრაციას, მონიშნეთ გრაფა „პირველადი რეგისტრაცია“. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელს ცვლილებები შეაქვს რეგისტრირებულ საქმიანობაში მონიშნეთ გრაფა „რეგისტრაციის ცვლილება“. 5. მონიშნეთ შესაბამისი გრაფა, თუ სარეგისტრაციო საქმიანობა მოიცავს ნარჩენების შეგროვებას ან/და ტრანსპორტირებას. აღნიშნეთ ახალ საქმიანობას არეგისტრირებთ თუ - არსებულს. ახალი საქმიანობა არის საქმიანობა, რომელიც დაიწყო ამ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ. 6. მონიშნეთ შესაბამისი გრაფა, თუ სარეგისტრაციო საქმიანობა მოიცავს 50 ტ. მეტი არასახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობას ან/და ოპერირებას. აღნიშნეთ ახალ ობიექტს არეგისტრირებთ, თუ - არსებულს. ახალია ობიექტი, რომელზეც მშენებლობის ნებართვა გაიცა ამ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ. 7. მონიშნეთ შესაბამისი გრაფა, თუ სარეგისტრაციო საქმიანობა მოიცავს არასახიფათო ნარჩენების წინასწარ დამუშავებას (დაშლა, სორტირება, დამსხვრევა, კომპაქტირება, პალეტირება, გაშრობა, დაქუცმაცება, გადაფუთვა, სეპარირება ან შერევა და სხვა). აღნიშნეთ ახალ საქმიანობას არეგისტრირებთ, თუ - მიმდინარეს. ახალია საქმიანობა, რომელიც დაიწყო ამ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ. 8. მონიშნეთ შესაბამისი გრაფა, თუ სარეგისტრაციო საქმიანობა მოიცავს 2 ტონაზე ნაკლები და 10 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობას და ოპერირებას. აღნიშნეთ ახალ ობიექტს არეგისტრირებთ, თუ - არსებულს. ახალია ობიექტი, რომელზეც მშენებლობის ნებართვა გაიცა ამ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ. 9. მონიშნეთ შესაბამისი გრაფა, თუ სარეგისტრაციო საქმიანობა მოიცავს ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის მოწყობას და ოპერირებას. აღნიშნეთ ახალ საქმიანობას არეგისტრირებთ, თუ - მიმდინარეს. ახალია საქმიანობა, რომელიც დაიწყო ამ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ. 10. იმ ობიექტის მონაცემები, სადაც ხორციელდება ან განხორციელდება სარეგისტრაციო საქმიანობა. 11. იმ ობიექტის წარმომადგენელი პირი, სადაც ხორციელდება ან განხორციელდება სარეგისტრაციო საქმიანობა. 12. მიუთითეთ ძირითადი ნარჩენების ჯგუფი (ორნიშნა კოდი ნარჩენების ნუსხიდან), რომელთა მართვაც მოხდება რეგისტრირებულ ობიექტზე. ნებადართული ნარჩენების დეტალური სია თან უნდა დაერთოს განაცხადს. 13. განაცხადზე თანდართული დოკუმენტების ნუსხა. დანართი 2. ინფორმაცია არასახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავების რეგისტრაციისთვის 1. წინასწარი დამუშავების მიზნით მიღებული არასახიფათო ნარჩენები
2. წინასწარი დამუშავების პროცესი
3. გარემოზე ზემოქმედება
4. არასახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავების შემდეგ დარჩენილი საბოლოო (ნარჩენი) ნარჩენები
არასახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავების რეგისტრაციისთვის საჭირო ინფორმაციის შევსების ინსტრუქცია 1. მიღებული ნარჩენები: ნარჩენების კოდი და ნარჩენების დასახელება უნდა ჩაიწეროს ნარჩენების ნუსხის შესაბამისად, მიღებული ნარჩენების თითოეული სახეობისთვის ცალ-ცალკე. იმ შემთხვევაში, თუ წინასწარი დამუშავების პროცესს დაექვემდებარება ნარჩენების სხვა სახეობებიც, დაამატეთ ისინი ჩამონათვალში. წელიწადში წინასწარი დამუშავებისთვის მიღებული ნარჩენების რაოდენობა განისაზღვრება დაპროექტებული ობიექტის წარმადობის მიხედვით. 2. წინასწარი დამუშავების პროცესი: ჩაწერეთ წინასწარი დამუშავების ობიექტის პროექტით გათვალისწინებული წარმადობა. აღწერეთ წინასწარი დამუშავების მეთოდი. იმ შემთხვევაში, თუ წინასწარი დამუშავების პროცესში ხდება ნარჩენებისთვის რაიმე სახის ქიმიური ნივთიერებების დამატება, ჩამოთვალეთ ისინი გრაფაში „დანამატები“ და მიუთითეთ წლიური სავარაუდო მოხმარება. 3. გარემოზე ზემოქმედება: წარმოადგინეთ ინფორმაცია უახლოესი ზედაპირული წყლის ობიექტიდან (მაგ. მდინარე, ტბა, ზღვა), დასახლებული ტერიტორიიდან (მაგ. ქალაქი, სოფელი, დასახლება) და დაცული ტერიტორიიდან (მაგ. სახელმწიფო ნაკრძალი, აღკვეთილი, ეროვნული პარკი, ბუნების ძეგლი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი) ადგილმდებარეობის დაშორების შესახებ . თუ დაშორება აღემატება 2 კმ-ს, მიუთითეთ “2 კმ-ზე მეტი”. 4. საბოლოო (ნარჩენი) ნარჩენები: იმ შემთხვევაში, თუ წინასწარი დამუშავების პროცესის შედეგად წარმოიქმნება რაიმე სახის ნარჩენები, ჩამოთვალეთ ასეთი ნარჩენების თითოეული სახეობა ცალ-ცალკე. ნარჩენების კოდი და ნარჩენების დასახელება იწერება ნარჩენების ნუსხის მიხედვით. საბოლოო ნარჩენების რაოდენობა გამოითვლება წინასწარი დამუშავების პროცესის მასალების ბალანსიდან. დანართი 3. ინფორმაცია ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის რეგისტრაციისთვის
გადამტვირთავი სადგურის კომპონენტები (მონიშნეთ გამოყენების შემთხვევაში):
გარემოზე ზემოქმედება
ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის რეგისტრაციისთვის საჭირო ინფორმაციის შევსების ინსტრუქცია გადამტვირთავი სადგურის წარმადობა მიუთითეთ პროექტის შესაბამისად. მონიშნეთ გადამტვირთავი სადგურის შესაბამისი კომპონენტები, რომლებიც უკვე გამოიყენება ან მომავალში იქნება გამოყენებული გადამტვირთავი სადგურის ოპერირებისას. თუ გადამტვირთავი სადგურის ოპერირებისას გამოყენებული იქნება სხვა კომპონენტები/ოპერაციები, მონიშნეთ გრაფა „სხვა“ და ჩამოთვალეთ ეს კომპონენტები/ოპერაციები. გარემოზე ზემოქმედება: წარმოადგინეთ ინფორმაცია დაშორების შესახებ უახლოესი ზედაპირული წყლის ობიექტიდან (მაგ.. მდინარე, ტბა, ზღვა), დასახლებული ტერიტორიიდან (მაგ., ქალაქი, სოფელი, დასახლება) და დაცული ტერიტორიიდან (მაგ. სახელმწიფო ნაკრძალი, აღკვეთილი, ეროვნული პარკი, ბუნების ძეგლი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი). თუ დაშორება აღემატება 2 კმ-ს, მიუთითეთ „2 კმ-ზე მეტი”. |
დოკუმენტის კომენტარები