„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის N2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის N2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6701
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 16/03/2016
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016362
  • Word
6701
16/03/2016
ვებგვერდი, 23/03/2016
000000000.00.00.016362
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის N2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №6701

2016 წლის 16 მარტი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ ბრძანების პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ფინანსური დეპარტამენტის დებულება თანდართული რედაქციით“ (დანართი №5):

მუხლი 2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის დებულების“ (დანართი №4) მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემებთან დაკავშირებული შესყიდვების შესახებ ინფორმაციის დამუშავება და მისი შედეგების ფინანსური დეპარტამენტისათვის გადაცემა;“;

ბ) მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) კომპიუტერული და სხვა დამხმარე ტექნიკის და სათადარიგო ნაწილების შესყიდვა/განახლებაზე მოთხოვნების ანალიზი და მისი შედეგების ფინანსური დეპარტამენტისათვის გადაცემა;“.

2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულება“ (დანართი №5) შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „დანართი №5

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ფინანსური დეპარტამენტის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) ფინანსური დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეული.

2. დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ზედამხედველობას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.

    მუხლი 2. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი

დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი, შემოსავლების სამსახურის დებულება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებები, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, ეს დებულება და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

    მუხლი 3. დეპარტამენტის ფუნქციები

1. დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:

ა) სამსახურის საკუთარი შემოსულობების ფარგლებში შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების წლიური გეგმისა და სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში სამსახურის ბიუჯეტის პროექტების შედგენას და ფინანსთა სამინისტროში წარდგენას;

ბ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამსახურისთვის გათვალისწინებული ასიგნებების, ასევე სამსახურის საკუთარი შემოსულობების ფარგლებში დამტკიცებული/დაზუსტებული ბიუჯეტის განწერის მომზადებას და ფინანსთა სამინისტროში წარდგენას;

გ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამსახურისთვის გათვალისწინებული ასიგნებების, ასევე სამსახურის საკუთარი შემოსულობების ფარგლებში დამტკიცებულ ბიუჯეტში გეგმის ცვლილებების პროექტების მომზადებას და ფინანსთა სამინისტროში წარდგენას;

დ) ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის მომზადების მიზნით, სამსახურის კომპეტენციას განკუთვნილი საკითხების/ინფორმაციის მომზადების ორგანიზებას და ფინანსთა სამინისტროში წარდგენას;

ე) სამსახურის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით, გამოყოფილი სახსრების მართვას;

ვ) სამსახურის ხარჯთანუსხის შესრულების პერიოდული ანგარიშების მომზადებას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენას;

ზ) სამსახურის საბუღალტრო საქმიანობის წარმართვას;

თ) კვარტალური და წლიური საფინანსო და სტატისტიკური ანგარიშგების მომზადებას;

ი) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვას, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელებას;

კ) სამსახურში ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიღებას, განაწილებას, კონტროლს;

ლ) სამსახურის სისტემის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას და სასაწყობე მეურნეობის სწორად წარმართვის ორგანიზებას;

მ) სამსახურში საარქივო საქმიანობის წარმართვას;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებულ ქონების განკარგვისა და მოვლა-პატრონობის საკითხებს;

ო) სამსახურის მიერ განსახორციელებელი კაპიტალური პროექტების ბიუჯეტების მომზადებას, საჭიროებათა ანალიზს და ფინანსურ დასაბუთებას, ასევე კაპიტალური და მიმდინარე სამშენებლო-სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების დაგეგმვას, ორგანიზებას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას;

პ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვას;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის გაცემას;

რ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას;

ს) სამსახურის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულებას.

2. დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებების და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადებას და შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტისათვის წარდგენას.

    მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს ფინანსური დეპარტამენტის უფროსი (შემდგომში – დეპარტამენტის უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

2. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

3. დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

4. დეპარტამენტის უფროსი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) იღებს გადაწყვეტილებებს, მოქმედებს დეპარტამენტის სახელით;

ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებების, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებას;

გ) ახორციელებს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მართვას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას;

დ) საჭიროების შემთხვევაში, წარადგენს წინადადებებს თანამშრომელთა ფუნქციებისა და მათი პერსონალური პასუხისმგელობის საკითხების განსაზღვრის თაობაზე;

ე) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ვ) ანგარიშვალდებულია შემოსავლების სამსახურის უფროსის წინაშე;

ზ) შემოსავლების სამსახურის სახელით ხელს აწერს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ კორესპონდენციას;

თ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

5. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.

    მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურა

დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) საფინანსო-საბიუჯეტო სამმართველო;

ბ) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველო;

გ) სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო;

დ) ლოჯისტიკისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო;

დ.ა) აქტივებისა და ინვენტარიზაციის მართვის განყოფილება;

დ.ბ) სატრანსპორტო და ტექნიკურ საშუალებათა უზრუნველყოფის განყოფილება;

ე) საარქივო სამმართველო;

ვ) ინფრასტრუქტურის განვითარების სამმართველო.  

    მუხლი 6. ფინანსური დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები

1. საფინანსო-საბიუჯეტო სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) სამსახურის საკუთარი შემოსულობების ფარგლებში შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების წლიური გეგმისა და სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში სამსახურის ბიუჯეტის პროექტების შედგენა და ფინანსთა სამინისტროში წარდგენა;

ბ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამსახურისთვის გათვალისწინებული ასიგნებების, ასევე სამსახურის საკუთარი შემოსულობების ფარგლებში დამტკიცებული/დაზუსტებული ბიუჯეტის განწერის მომზადება და ფინანსთა სამინისტროში წარდგენა;

გ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამსახურისთვის გათვალისწინებული ასიგნებების, ასევე სამსახურის საკუთარი შემოსულობების ფარგლებში დამტკიცებულ ბიუჯეტში გეგმის ცვლილებების პროექტების მომზადება და ფინანსთა სამინისტროში წარდგენა;

) ხილვასფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი,დ) საბიუჯეტო წლის განმავლობაში თავისუფალი ნაშთის განსაზღვრა;

ე) ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის მომზადების მიზნით, სამსახურის კომპეტენციას განკუთვნილი საკითხების/ინფორმაციის მომზადების ორგანიზება და ფინანსთა სამინისტროში წარდგენა;

ვ) სამსახურის საკუთარი შემოსულობების ფარგლებში შემოსულობებისა და გადასახდელების, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ფაქტობრივი შესრულების ფინანსური ანალიზის, ასევე ბიუჯეტის შესრულების შესახებ კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება და წარდგენა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

ზ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, შემოსული კორესპონდენციის განხილვა.

2. ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) სამსახურის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით, გამოყოფილი სახსრების მართვა;

ბ) სამსახურის ხარჯთანუსხის შესრულების პერიოდული ანგარიშების მომზადება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა;

გ) სამსახურის სისტემის ფინანსური და მატერიალური აქტივებისა და პასივების აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება;

დ) საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა კანონმდებლობის შესაბამისად;

ე) კვარტალური და წლიური საფინანსო და სტატისტიკური ანგარიშგების მომზადება;

ვ) წახალისების ფორმის (პრემიის გაცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება) გამოყენებასთან დაკავშირებით სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;

ზ) მომსახურეთა შრომის ანაზღაურების ორგანიზება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, შემოსული კორესპონდენციის განხილვა.

3. სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა და კორექტირება;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წლიური ან/და კორექტირებული შესყიდვების გეგმის წარდგენა;

გ) სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება, მათ შორის, მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, სავარაუდო ფასების განსაზღვრა, შესყიდვის საშუალების შერჩევა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, სატენდერო პროცედურების წარმართვა, სატენდერო დოკუმენტაციისა და წინადადებების, აგრეთვე სხვა დოკუმენტაციის მიღება-გაცემა და აღრიცხვა;

ე) შემოსავლების სამსახურის მიერ გასაცემი მატერიალური ფორმის სერტიფიკატების, სანებართვო მოწმობის ფორმების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და მკაცრი აღრიცხვის სხვა ფორმების ბეჭდვის ორგანიზება;

ვ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებისა და საჭირო შემთხვევაში, მათში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტის მომზადება;

ზ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ოპერატიული და სახელმწიფო შესყიდვების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშების საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის წარდგენა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, შემოსული კორესპონდენციის განხილვა;

კ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

4. ლოჯისტიკისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) სამსახურის სისტემის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ბ) საბიუჯეტო სახსრებისა და საკუთარი შემოსულობების ფარგლებში გასაწევი გადასახდელების ოპტიმალურად და მიზნობრივად განკარგვის უზრუნველსაყოფად, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების რაციონალური მართვის ორგანიზება;

გ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებზე წლიური მოთხოვნილებების სავარაუდო მოცულობების (გარდა, სპეცტექნიკისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების სპეციფიკური მოთხოვნებისა) განსაზღვრა და წარდგენა შესაბამის სამმართველოებში წლიური ბიუჯეტისა და სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შედგენის მიზნით;

დ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო (გარდა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა) ვალდებულებათა ზედამხედველობა, კონტროლი და შესრულებული სამუშაოების პირველადი ფინანსური დოკუმენტაციის მომზადება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობების ექსპლოატაციისა და მოვლა-პატრონობის ღონისძიებების განხორციელება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, შემოსული კორესპონდენციის განხილვა;

ზ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

5. ლოჯისტიკისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო, ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულის გარდა, სხვა ფუნქციებს ახორციელებს აქტივებისა და ინვენტარიზაციის მართვის, აგრეთვე, სატრანსპორტო და ტექნიკურ საშუალებათა უზრუნველყოფის განყოფილების მეშვეობით.

6. ლოჯისტიკისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს აქტივებისა და ინვენტარიზაციის მართვის განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:

ა) სამსახურის ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიღება, განაწილება, კონტროლი;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის პროცესის დაგეგმვა და განხორციელება;

გ) სასაწყობე მეურნეობის სწორად წარმართვის ორგანიზება;

დ) შემოსავლების სამსახურის მიერ გასაცემი მატერიალური ფორმის სერტიფიკატების, სანებართვო მოწმობის ფორმების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და მკაცრი აღრიცხვის სხვა ფორმების შენახვა და მათი სამსახურის სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;

ე) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

7. ლოჯისტიკისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს სატრანსპორტო და ტექნიკურ საშუალებათა უზრუნველყოფის განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:

ა) სამსახურის ავტოსატრანსპორტო და ტექნიკური საშუალებებით მომსახურება;

ბ) საქართველოში ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურება;

გ) ავტომობილების და ტექნიკურ საშუალებათა აღრიცხვა და მათი ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;

დ) ავტომობილების და ტექნიკურ საშუალებათა საწვავით უზრუნველყოფა, საწვავის გაცემის აღრიცხვა და კონტროლი;

ე) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

8. საარქივო სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) სამსახურში საარქივო საქმიანობის წარმართვა;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახდის გადამხდელის, მისი წარმომადგენელისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

გ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

  9. ინფრასტრუქტურის განვითარების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) კაპიტალური და მიმდინარე სამშენებლო-სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების საორიენტაციო ბიუჯეტების მომზადება, განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება, კოორდინაცია და ზედამხედველობა, მათ შორის:

ა.ა) სამსახურის კაპიტალური პროექტების ბიუჯეტების მომზადება;

ა.ბ) სამსახურის შენობა-ნაგებობებში ინტერიერის/ექსტერიერის მოწყობის პროექტების მომზადება, დეფექტური აქტების შედგენა, დიზაინის შემუშავება;

ა.გ) სამშენებლო-სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის, არქიტექტურული და კონსტრუქციული პროექტების შედგენა ან/და მოცემული სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტექნიკური დავალების მომზადება;

ა.დ) სამშენებლო-სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება;

ა.ე) სამშენებლო-სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების მიმდინარეობის კოორდინაცია, მათი ხარისხის და ვადების კონტროლი;

ა.ვ) შესრულებული სამუშაოების ინსპექტირება, შემოწმება, მიღება-ჩაბარების დოკუმენტების მომზადება;

ბ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“.

3. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დებულების“ (დანართი 12):

ა) მე-8 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) საბაჟო გაფორმების მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ გაწეული მომსახურებისათვის ზედმეტად გადახდილი და დაბრუნებას დაქვემდებარებული საფასურის თანხის შესახებ დასაბუთებული მიმართვის მომზადება და მიწოდება შემოსავლების სამსახურის ფინანსური დეპარტამენტისათვის და, საჭიროების შემთხვევაში, „მომსახურების საფასურის აღრიცხვის ბარათის“ კორექტირება;“;

ბ) მე-13 მუხლის „გ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ1) სამმართველოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის ზედმეტად გადახდილი და დაბრუნებას დაქვემდებარებული საფასურის თანხის შესახებ დასაბუთებული მიმართვის მომზადება და მიწოდება შემოსავლების სამსახურის ფინანსური დეპარტამენტისათვის და საჭიროების შემთხვევაში, „მომსახურების საფასურის აღრიცხვის ბარათის“ კორექტირება;“.

3. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის დებულების“ (დანართი 14) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ1“ ქვეპუნქტი:

„რ1) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის გაცემა;“.

    მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

   შემოსავლების სამსახურის უფროსი               გიორგი თაბუაშვილი