„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5590
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 04/03/2016
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/03/2016
ძალაში შესვლის თარიღი 04/03/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016360
  • Word
5590
04/03/2016
ვებგვერდი, 10/03/2016
000000000.00.00.016360
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №5590

2016 წლის 4 მარტი

. თბილისი

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანების პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ინსტრუქციის“ (დანართი №1):

ა.ა) მე-2 მუხლის 23-ე პუნქტის „ბ.გ.თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.გ.ი“ – „ბ.გ.ნ“ ქვეპუნქტები:

„ბ.გ.ი) „XRS09“ − მობილური სკანერის (1213LC) შემთხვევაში;

ბ.გ.კ) „XRS10“ – საბაჟო გამშვები პუნქტი „ლაგოდეხის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სტაციონარული სკანერის შემთხვევაში;

ბ.გ.ლ) „XRS11“ – საბაჟო გამშვები პუნქტი „ვალეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სტაციონარული სკანერის შემთხვევაში;

ბ.გ.მ) „XRS12“ – საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლოს“ კონტროლის ზონაში განთავსებული სტაციონარული სკანერის შემთხვევაში;

ბ.გ.ნ) „XRS13“ − საბაჟო გამშვები პუნქტი „ნინოწმინდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სტაციონარული სკანერის შემთხვევაში;“;

 

ა.ბ) 71 მუხლის 22-ე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ – „ნ“ ქვეპუნქტები:

„ი) „XRS09“ − მობილური სკანერის (1213LC) შემთხვევაში;

კ) „XRS10“ – საბაჟო გამშვები პუნქტი „ლაგოდეხის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სტაციონარული სკანერის შემთხვევაში;

ლ) „XRS11“ – საბაჟო გამშვები პუნქტი „ვალეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სტაციონარული სკანერის შემთხვევაში;

მ) „XRS12“ – საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლოს“ კონტროლის ზონაში განთავსებული სტაციონარული სკანერის შემთხვევაში;

ნ) „XRS13“ − საბაჟო გამშვები პუნქტი „ნინოწმინდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სტაციონარული სკანერის შემთხვევაში;“;

ა.გ) მე-13 მუხლის:

ა.გ.ა) მე-19 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა) თუ საქონელი იგზავნება კონტეინერით – 1, ხოლო კონტეინერის ნომრები მიეთითება განაცხადის 31-ე გრაფაში ან განაცხადის ველზე „თანმხლები დოკუმენტები“;“;

ა.გ.ბ) 30-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„30. გრაფა 31 „საქონლის აღწერა და რაოდენობა” –

ა) ეთითება საქონლის (სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით გადაადგილებული ნავთობპროდუქტების, ან აქციზური საქონლის გარდა) კოდი სეს ესნ-ის შესაბამისად:

ა.ა) ორნიშნა დონეზე, ამასთან, შესაბამისი ჯგუფის ორნიშნა რიცხვის მითითების შემდგომ ეთითება ორი ციფრი „00”;

ა.ბ) ოთხნიშნა დონეზე – იმ საქონელზე, რომლის შემოტანას/გატანას ესაჭიროება ლიცენზია/ნებართვა/სერტიფიკატი;

ა.გ) ხუთზე მეტი საქონლის მითითების აუცილებლობისას, მიეთითება 5 საქონლის კოდი და შემდეგ სიტყვა „სხვადასხვა”;

ბ) ქვედა ნაწილში საჭიროების შემთხვევაში ეთითება: საქონლის დასახელება და სხვა მონაცემები, რაც იძლევა საქონლის იდენტიფიცირების საშუალებას. აქვე აღინიშნება „იხილეთ თანდართული დოკუმენტები“, რომლებიც აიტვირთება განაცხადის შესაბამის ველზე – „Scan.Doc“.“;

ა.გ.გ) 34-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„34. გრაფა 35 „ბრუტო (კგ)” – აღინიშნება თანდართულ დოკუმენტებში მითითებული ბრუტო წონა. იმ შემთხვევაში, თუ საქონლის წონა 1კგ-ზე ნაკლებია (მაგ. ძვირფასი ლითონები), 35-ე გრაფაში ჩაიწერება 1, ხოლო საქონლის ზუსტი წონა გრამებში აღინიშნება 31-ე გრაფაში.“;     

ა.გ.დ) 36-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„36. გრაფა 38 „ნეტო (კგ)” – ჩაიწერება თანდართულ დოკუმენტებში მითითებული ნეტო წონა, წონის დაზუსტების საჭიროების შემთხვევაში აღინიშნება – „1“.“;

ა.დ) მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დეკლარანტის მოთხოვნით და საგადასახადო ორგანოს თანხმობით, საქონლის დათვალიერება შესაძლებელია განხორციელდეს საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე, თუ:

ა) საქონელი გაგზავნილია ერთი მიმღების მისამართით, განკუთვნილია იმპორტის ან შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციისათვის და დანიშნულების ადგილზე მიტანის ვადის გასვლამდე წარდგენილია სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია;

ბ) საქონელი განკუთვნილია ექსპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის.“;

ა.ე) მე-17 მუხლის:

ა.ე.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გაფორმების ორგანოს მიერ საქონელი დათვალიერდება, თუ სისტემაში რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციისათვის განისაზღვრა „წითელი დერეფანი“. დათვალიერება ხორციელდება გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე ელექტრონულად მიღებული შეტყობინების შესაბამისად. ამასთან, ერთ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული, ერთი დეკლარაციით წარდგენილი ერთი დასახელების (სეს ესნ-ის 11-ნიშნა კოდის შესაბამისი) საქონლის დათვალიერება შესაძლებელია განხორციელდეს სკანირებით.“;

ა.ე.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საჭიროების შემთხვევაში, დათვალიერების თაობაზე გადაწყვეტილებას, საბაჟო დეკლარაციის წითელ დერეფანში გადაყვანის ფორმით, იღებს: საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ან მისი მოადგილე, საბაჟო გაფორმების მთავარი სამმართველოს უფროსი ან მისი მოადგილე, საბაჟო გაფორმების მთავარი სამმართველოს საქონლის გაფორმების სამმართველოს უფროსი ან მისი მოადგილე, გეზ-ის უფროსი ან მისი მოადგილე, გეზ-ის შესაბამისი სამმართველოს ან განყოფილების უფროსი, საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსი ან მისი მოადგილე ან ცვლის უფროსი, საბაჟო რისკების მართვის სამმართველოს უფროსი ან მისი მოადგილე.“;

ა.ვ) 35-ე მუხლის:

ა.ვ.ა) მე-11 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ციფრი „5„ – როდესაც ერთი მიმღების მისამართით გაგზავნილი, იმპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი საქონლის წარდგენა ხორციელდება საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე და დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი, ან სასაქონლო ოპერაციისათვის საჭირო დოკუმენტებს წარუდგენს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გაფორმების მთავარი სამმართველოს საქონლის გაფორმების სამმართველოს ან გაფორმების ეკონომიკურ ზონას სამუშაო დროს.“;

ა.ვ.ბ) 29-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„29. გრაფა 30 „საქონლის ადგილმდებარეობა” – საბაჟო საწყობში ან შენახვის სხვა ადგილზე დროებით შენახული საქონლის დეკლარირებისას გრაფაში აღინიშნება საქონლის შენახვის ადგილის ხუთნიშნა კოდი კლასიფიკატორის მე-12 ნაწილის შესაბამისად. საქონლის წინასწარი დეკლარირებისას გრაფაში აღინიშნება „SGP99“. თუ ერთი მიმღების მისამართით გაგზავნილი, იმპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი საქონლის წარდგენა ხორციელდება საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე, გრაფაში აღინიშნება „AGR99“. ერთი მიმღების მისამართით გაგზავნილი, იმპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი წინასწარ დეკლარირებული საქონლისათვის „ყვითელი დერეფნის“ განსაზღვრის შემთხვევაში, როდესაც საქონლის წარდგენა ხორციელდება საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე, დეკლარაციისათვის შეფასების ნომრის მინიჭებამდე გრაფაში მიეთითება „AGR99“.“;

ა.ზ) 36-ე მუხლის 101 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„101 . გრაფა 30 „საქონლის ადგილმდებარეობა” – თუ ექსპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი საქონლის წარდგენა ხორციელდება საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე, გრაფაში აღინიშნება „AGR99“.“;

ა.თ) მე-40 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. გრაფა 30 „საქონლის ადგილმდებარეობა” – თუ ერთი მიმღების მისამართით გაგზავნილი, შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი საქონლის წარდგენა ხორციელდება საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე, გრაფაში აღინიშნება „AGR99“.“;

ა.ი) 50-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 501 და 502 მუხლები:

„მუხლი 501. კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში გასატარებელი ღონისძიებები

1. საბაჟო დეკლარაციის შემოწმებისას კანონმდებლობის ისეთი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, რაც არ წარმოადგენს დეკლარაციის ბათილად ცნობის საფუძველს, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს შემდეგ მოქმედებებს:

ა) სამართალდარღვევის გამოვლენისას, დადგენილი წესით ადგენს სამართალდარღვევის ოქმს;

ბ) საბაჟო დეკლარაციის ელექტრონულ ვერსიაში ცვლილების შეტანის შემდეგ ამობეჭდავს კორექტირებულ საბაჟო დეკლარაციას, რომელიც წარმოადგენს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებას და უგზავნის (გადასცემს) დეკლარანტს;

გ) გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას აფიქსირებს დეკლარაციის ინსპექტირების აქტში;

დ) ახორციელებს საქონლის გაშვებას 44-ე მუხლის მე-4 – მე-6 პუნქტებით განსაზღვრული წესით;

ე) სამართალდარღვევის საქმის წარმოების ან/და სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად სამართალდარღვევის საქონლის მიმართ შესაბამისი უზრუნველყოფის ღონისძიების – ჩამორთმევის გამოყენების შემთხვევაში, ახორციელებს საქონლის გაშვების პროცედურების შეჩერებას სამართალდარღვევის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებით ჩანაცვლებამდე (გარანტიის წარმოდგენამდე).

2. დეკლარანტს უფლება აქვს, დაეთანხმოს კორექტირებული საბაჟო დეკლარაციის მონაცემებს ან გაასაჩივროს იგი დადგენილი წესით.

3. კანონმდებლობის ისეთი დარღვევის გამოვლენისას, რაც წარმოადგენს დეკლარაციის ბათილად ცნობის საფუძველს, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

4. დეკლარაციის გაბათილების შემდგომ საქონლის ხელახალი დეკლარირების შემთხვევაში:

ა) დეკლარაციის თანდართული დოკუმენტების ჩამონათვალში მიეთითება გაბათილებული დეკლარაციის რეგისტრაციის C ნომერი და თარიღი;

ბ) „ASYCUDA-ს“ მეშვეობით დეკლარაციისათვის განსაზღვრული დერეფნის მიუხედავად, უფლებამოსილი თანამშრომელი აღარ ახორციელებს შეტყობინებით განსაზღვრულ ქმედებებს;

გ) ხორციელდება ინსპექტირების აქტის შევსება და დეკლარაციისათვის „A” ნომრის მინიჭება.

მუხლი 502. ინსპექტირების აქტი

1. საბაჟო დეკლარაციის ინსპექტირების აქტი ივსება დეკლარაციის შემოწმებისას კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში და მასში აისახება ინფორმაცია გატარებული ღონისძიებების შესახებ.

2. დეკლარაციის გაბათილების შემდგომ საქონლის ხელახალი დეკლარირების შემთხვევაში ინსპექტირების აქტი ივსება როგორც გაბათილებულ, ასევე ხელახლა წარდგენილ დეკლარაციაში.

3. ინსპექტირების აქტი ივსება „ASYCUDA-ში“ ელექტრონულად.

4. ინსპექტირების აქტის შევსებისას აქტის ზედა ნაწილში ავტომატურად ჩნდება დეკლარაციის ძირითადი სეგმენტის მონაცემებით შევსებული ფანჯები. ინსპექტირების აქტის დანარჩენი ფანჯრებიდან აუცილებლად უნდა შეივსოს ფანჯარა „ინფორმაცია“. კერძოდ, მასში უნდა აღიწეროს გამოვლენილი სამართალდარღვევა და შედეგი (ჯარიმის ოდენობა, დაჯარიმების დოკუმენტის (ოქმის ან ბრძანების) ნომერი და თარიღი). დეკლარაციის გაბათილების შემდგომ საქონლის ხელახალი დეკლარირებისას ამავე ფანჯარაში უნდა მიეთითოს გაბათილებული დეკლარაციის რეგისტრაციის C ნომერი.“;

ა.კ) 51-ე მუხლის:

ა.კ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მე-6 გრაფაში „№”-ის გასწვრივ საგადასახადო ორგანოს პასუხისმგებელი პირის მიერ მიეთითება დეკლარაციის რეგისტრაციის ნომერი შემდეგი სქემით: 00000 (საგადასახადო ორგანოს ხუთნიშნა ციფრული კოდი)/00000 (დეკლარაციის რიგითი ნომერი).როდესაც დეკლარაციის შევსება და წარდგენა ხორციელდება სწრაფი გადახდის აპარატიდან ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით, დეკლარაციას რეგისტრაციის ნომერი ენიჭება სისტემის მიერ ავტომატურად, მას შემდეგ, რაც დეკლარანტი თანხმობას განაცხადებს ელექტრონულად. რეგისტრაციის ნომრის მინიჭებასთან ერთად, დეკლარაციისათვის სისტემის მიერ განისაზღვრება მწვანე, ლურჯი, ყვითელი ან წითელი დერეფანი;“;

ა.კ.ბ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) მე-15 გრაფაში – „საგადასახადო აღნიშვნები” – იმ შემთხვევაში, როდესაც ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო დეკლარაციისათვის შტრიხ-კოდის მინიჭება ვერ ხორციელდება, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, პირადნომრიანი ბეჭდით (საბაჟო გამშვები პუნქტის შემთხვევაში) და შესაბამისი შტამპით („გაშვება ნებადართულია”) დასტურდება დეკლარაციაში გაცხადებული საქონლის გაფორმების დასრულება თარიღის მითითებით. ბეჭდის დასმა შტამპის შიგნით დაუშვებელია. სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს ბეჭდისა და შტამპის ნომრები და წარწერა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ან „დ.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის ნაწილის დეკლარირებისას – მიეთითება „ნაწილი”. როდესაც დეკლარაციის შევსება და წარდგენა ხორციელდება სწრაფი გადახდის აპარატიდან ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით, დეკლარაციის რეგისტრაციის თარიღად ჩაითვლება დეკლარაციის ამობეჭდვის თარიღი;“;

ა.კ.გ) „რ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“ ქვეპუნქტი:

„ს) საქონლის გაშვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დეკლარაციისათვის შტრიხ-კოდის მინიჭებით. დეკლარირებული საქონლის მონაცემების რისკის პროფილთან თანხვედრისას წითელი ან ყვითელი დერეფნის განსაზღვრის შემთხვევაში, დეკლარაციას შტრიხ-კოდი მიენიჭება შესაბამისი საბაჟო კონტროლის ღონისძიების განხორციელების შემდეგ, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ „გაშვება ნებადართულია“ ღილაკის აქტივაცის შედეგად. მწვანე ან ლურჯი დერეფნის განსაზღვრის შემთხვევაში დეკლარაციას ავტომატურად ენიჭება შტრიხ-კოდი.“;

ა.ლ) 52-ე მუხლის:

ა.ლ.ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ლურჯი დერეფნის შემთხვევაში ხორციელდება ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურები (მწვანე დერეფნის მსგავსად), ხოლო საქონლის გაშვების შემდგომ საგადასახადო ორგანო ახორციელებს შემოწმებას გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე ელექტრონულად მიღებული შეტყობინების შესაბამისად, რაც შეიძლება მოიცავდეს საქონლის საბაჟო ღირებულების ან/და იმპორტის გადასახდელების დარიცხვის ან/და საქონლის რაოდენობის ან/და საქონლის სახეობათა რაოდენობის სისწორის ან/და საქონლის მიმართ არასატარიფო ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის შემოწმებას.“;

ა.ლ.ბ) მე-9 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) გაფორმების ორგანო ახორციელებს სასაქონლო საბაჟო დეკლარაციისა და დოკუმენტების სრულ ან ნაწილობრივ კამერალურ შემოწმებას, გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე ელექტრონულად მიღებული შეტყობინების შესაბამისად;“;

 

ა.ლ.გ) მე-10 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) გაფორმების ორგანო ახორციელებს საქონლის დათვალიერებას, სასაქონლო საბაჟო დეკლარაციისა და დოკუმენტების სრული ან ნაწილობრივი კამერალური შემოწმებით ან მის გარეშე, გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე ელექტრონულად მიღებული შეტყობინების შესაბამისად, რაც არ გამორიცხავს შესაბამისი ინფორმაციის მიღებისას ან/და ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო საქონლის განმეორებითი, დამატებითი და მიზანმიმართული დათვალიერების ჩატარებასაც, ამ ინსტრუქციით განსაზღვრული წესით. შემოწმების შედეგების გათვალისწინებით ხორციელდება დეკლარაციის ამობეჭდვა და საქონლის გაშვება.“;

ა.ლ.დ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. სასაქონლო საბაჟო დეკლარაციისთვის ლურჯი, წითელი ან ყვითელი დერეფნის განსაზღვრასთან ერთად, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ელექტრონულად იღებს შეტყობინებას გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე.“;

ა.ლ.ე) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. დეკლარირებული საქონლის მიმართ წითელი ან ყვითელი დერეფნის შესაბამისად გატარებული საბაჟო კონტროლის ღონისძიებების შედეგად კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, უფლებამოსილი თანამშრომელი ავსებს ინსპექტირების აქტს, ამ ინსტრუქციის 502 მუხლით დადგენილი წესით.“;

ა.მ) 53-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ლურჯი დერეფნის შემთხვევაში ხორციელდება ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული პროცედურები (მწვანე დერეფნის მსგავსად), ხოლო საქონლის გაშვების შემდგომ საგადასახადო ორგანო ახორციელებს შემოწმებას გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე ელექტრონულად მიღებული შეტყობინების შესაბამისად, რაც შეიძლება მოიცავდეს საქონლის საბაჟო ღირებულების ან/და იმპორტის გადასახდელების დარიცხვის ან/და საქონლის რაოდენობის ან/და საქონლის სახეობათა რაოდენობის სისწორის ან/და საქონლის მიმართ არასატარიფო ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის შემოწმებას;

გ) ყვითელი დერეფნის შემთხვევაში:

გ.ა) ოქროს სიის მონაწილე ვალდებულია, დეკლარაციის რეგისტრაციიდან 2 სამუშაო დღის ვადაში გაფორმების ორგანოს წარუდგინოს სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას წარსადგენი დოკუმენტები ან/და მათი დამოწმებული ასლები, თუ ისინი დეკლარაციასთან ერთად არაა წარდგენილი ელექტრონულად;

გ.ბ) გაფორმების ორგანო ახორციელებს დეკლარაციისა და დოკუმენტების სრულ ან ნაწილობრივ კამერალურ შემოწმებას, გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე ელექტრონულად მიღებული შეტყობინების შესაბამისად;

გ.გ) შემოწმების შედეგების გათვალისწინებით, გაფორმების ორგანოს მიერ ხორციელდება დეკლარაციის ამობეჭდვა და საქონლის გაშვება;

დ) წითელი დერეფნის შემთხვევაში:

დ.ა) ოქროს სიის მონაწილე ვალდებულია, დეკლარაციის რეგისტრაციიდან 2 სამუშაო დღის ვადაში გაფორმების ორგანოს წარუდგინოს სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას წარსადგენი დოკუმენტები ან/და მათი დამოწმებული ასლები, თუ ისინი დეკლარაციასთან ერთად არაა წარდგენილი ელექტრონულად;

დ.ბ) გაფორმების ორგანო ახორციელებს საქონლის დათვალიერებას, სასაქონლო საბაჟო დეკლარაციისა და დოკუმენტების სრული ან ნაწილობრივი კამერალური შემოწმებით ან მის გარეშე, გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე ელექტრონულად მიღებული შეტყობინების შესაბამისად, რაც არ გამორიცხავს შესაბამისი ინფორმაციის მიღებისას ან/და ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო საქონლის განმეორებითი, დამატებითი და მიზანმიმართული დათვალიერების ჩატარებასაც, ამ ინსტრუქციით განსაზღვრული წესით;

დ.გ) შემოწმების შედეგების გათვალისწინებით, გაფორმების ორგანოს მიერ ხორციელდება სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის ამობეჭდვა და საქონლის გაშვება.“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №2):

ბ.ა) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნაწილი 5. გადასახდელების გაანგარიშების დამხმარე კოდების კლასიფიკატორი

 

კოდი

დასახელება

000

დამხმარე კოდი

001

ექსპორტი (იმპორტის გადასახადელებისგან გათავისუფლება)

002

რეექსპორტი (იმპორტის გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება)

003

ტრანზიტი (იმპორტის გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება)

004

საწყობი (იმპორტის გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება)

005

საქონლის იმპორტი სტიქიური უბედურების, ავარიისა და კატასტროფის ლიკვიდაციის, აგრეთვე ჰუმანიტარული დახმარების მიზნით (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება)

006

საქონლის იმპორტი, რომელიც გათვალისწინებულია გრანტების შესახებ ხელშეკრულებით (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება)

007

საქონლის იმპორტი, რომელიც ფინანსდება გრანტებით ან უცხო ქვეყნის სახელმწიფო ორგანოს ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული შეღავათიანი კრედიტით, რომლებიც შეიცავს გრანტის ელემენტს არანაკლებ 25 პროცენტის ოდენობით (იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება)

008

საქონლის იმპორტი, რომელიც განკუთვნილია უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის (იმპორტის გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება)

009

პირადი მოხმარების საგნებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების იმპორტი ან დროებითი შემოტანა, რომლებიც განკუთვნილია ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოებში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება)

010

საქონლის დროებითი შემოტანა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება)

011

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება)

012

ბავშვთა კვების პროდუქტების და დიაბეტური კვების იმ პროდუქტების იმპორტი, რომლებიც მარკირებულია ასეთად საბითუმო და საცალო წესით მიწოდებისათვის; რენტგენის ფირების, ინსულინის შპრიცების (ნემსების), გლუკომეტრების, სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება)

013

საერთაშორისო საავიაციო და საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებლად განკუთვნილი საქონლის იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან და აქციზისაგან გათავისუფლება, დღგ-ისგან გათავისუფლება)

014

„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოებისათვის განკუთვნილი მოწყობილობა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, სათადარიგო ნაწილებისა და მასალების იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება)

015

უსასყიდლოდ ჩამორთმეული, კონფისკებული, უპატრონო და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადავიდა სახელმწიფოს განკარგვაში ან საკუთრებაში (იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება)

016

ეროვნული ან/და უცხოური ვალუტის (გარდა ნუმიზმატიკური ან საკოლექციო მიზნებით გამოსაყენებლად გათვალისწინებულისა) და ფასიანი ქაღალდების იმპორტი (დღგ-ისგან გათავისუფლება)

017

საქართველოს ეროვნული ბანკისათვის გადასაცემი ოქროს და ოქროს ზოდების იმპორტი (დღგ-ისგან გათავისუფლება)

018

შემოსავლების სამსახურის ან/და შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეული პირის მიერ აქციზური მარკების იმპორტი (დღგ-ისგან გათავისუფლება)

 

061

შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეული პირის მიერ იმ საქონლის იმპორტი, რომელიც განკუთვნილია აქციზური ან/და არააქციზური საქონლის სავალდებულო ნიშანდების/მარკირების განსახორციელებლად (დღგ-ისგან გათავისუფლება)

019

განძეულობის, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების იმპორტი, რომელთა რეალიზაციით მიღებული შემოსავლები შეიტანება ბიუჯეტში (დღგ-ისგან გათავისუფლება)

022

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების ან/და ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის მიწოდება ან/და იმპორტი, რომლებიც მარკირებულია ასეთად მიწოდებისას (დღგ-ისგან გათავისუფლება)

023

საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის იმპორტი (დღგ-ისგან გათავისუფლება)

024

ელექტროენერგეტიკული სექტორის რეაბილიტაციისათვის საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით უცხოეთის სახელმწიფოების ან/და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული შეღავათიანი კრედიტით დაფინანსებული საქონლის იმპორტი (დღგ-ისგან გათავისუფლება)

025

ელექტროენერგიის წარმოებისათვის (თბოელექტროსადგურებისათვის) ბუნებრივი აირის იმპორტი (დღგ-ისგან გათავისუფლება)

026

ფიზიკური პირის მიერ საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში ერთი კალენდარული დღის, ხოლო სხვა შემთხვევაში – 30 კალენდარული დღის განმავლობაში 400 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) ან ამ ზღვრული ოდენობის ფარგლებში თამბაქოს ამ ქვეპუნქტში დასახელებული ნაწარმის საერთო წონით 250 გრამის იმპორტი; ასევე 4 ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება)

027

საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემომსვლელი პირის ავტოსატრანსპორტო საშუალების იმ სტანდარტულ ავზში არსებული საწვავი, რომელიც ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული (დღგ-ისგან და აქციზისაგან გათავისუფლება)

028

„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განსახორციელებლად ნავთობპროდუქტების იმპორტი (აქციზისაგან გათავისუფლება)

030

გადასახადებისაგან გათავისუფლებული საქონელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად

031

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა და საკონსულო დაწესებულებათა ქონების იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან, დღგ-ისგან და აქციზისგან გათავისუფლება)

034

დღგ-ის გადახდა საქონლის დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციის დროს

051

მხოლოდ იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია)

052

მხოლოდ აქციზისაგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია)

053

მხოლოდ დღგ-ისგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია)

054

იმპორტის გადასახადისა და აქციზისაგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია)

055

იმპორტის გადასახადისა და დღგ-ისგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია)

056

აქციზისა და დღგ-ისგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია)

057

იმპორტის გადასახადის, აქციზისა და დღგ-ისგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია)

102

იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებული საქონელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად

202

სამედიცინო, საპროტეზო-ორთოპედიული ნაწარმი და სამედიცინო ტექნიკა

208

ბუნებრივი გაზი და ელექტროენერგია

209

დღგ-ისა და აქციზისაგან გათავისუფლებული საქონელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად

313

აქციზური და სხვა სპეციალური ქართული მარკების იმპორტი

332

საქონლის დროებითი შემოტანა, სხვა

333

საქონლის დაბრუნება

540

აქციზის გარანტია შიდა გადამუშავების დროს

550

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობისათვის განკუთვნილი საქონელი

604

იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება

605

ჰუმანიტარული დახმარების მიზნით იმპორტირებული საქონელი

609

წონის მიხედვით

612

სამკურნალო (ფარმაცევტული) ნედლეული და სუბსტანციები

613

ჩამოსასხმელი ღვინოები

614

სიგარეტი 30-ღერიანი კოლოფებით

615

თამბაქოს წარმოებისათვის ნედლეული

651

საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში მითითებული საქონლის იმპორტი

705

ნამუშევარი ნავთობპროდუქტები – ლიალური წყალი (ნავთობით დაბინძურებული წყალი), ტანკის (ნავთობპროდუქტების ბაკ-საცავების) ნარეცხი

625

 

2018 წლის 1 იანვრამდე თამბაქოს ნედლეულის იმპორტი და 2016 წლის 1 ივლისამდე თამბაქოს ნაწარმის იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება)

470

თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებული საქონლის თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება)

471

„თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ“ 1994 წლის 15 აპრილის საერთაშორისო შეთანხმების მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზე წარმოშობილი საქონლის აღნიშნული სახელმწიფოდან იმპორტი, მიუხედავად საქონლის გადაადგილების მარშრუტისა (იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება)

171

დღგ-ის დარიცხვის ვალდებულებისაგან გათავისუფლება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიერ საქონლის დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციის დროს

“;

ბ.ბ) მე-13 ნაწილის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ნაწილი 13. სამართალდარღვევათა კლასიფიკატორი

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევები

 

 

 

1

საურავი (მუხლი 272)

A

P/N

2

7

2

0

2

 პირის მიერ საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა (მუხლი 289)

A

P/N

2

8

9

1

3

საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში იდენტიფიკაციის საშუალების დაზიანების გარეშე შეღწევის საშუალებას იძლევა (მუხლი 289)

A

P/N

2

8

9

2

4

საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში იდენტიფიკაციის საშუალების დაზიანების გარეშე შეღწევის საშუალებას იძლევა ჩადენილი განმეორებით (მუხლი 289)

A

P/N

2

8

9

3

5

საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება დეკლარანტის (ამ მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებულის გარდა) ან მისი წარმომადგენლის მიერ (მუხლი 289)

A

P/N

2

8

9

4

6

საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება დეკლარანტის (ამ მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებულის გარდა) ან მისი წარმომადგენლის მიერ, ჩადენილი განმეორებით (მუხლი 289)

A

P/N

2

8

9

5

7

ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე წარდგენილ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება (მუხლი 289)

A

P/N

2

8

9

6

8

ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე წარდგენილ დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება, ჩადენილი განმეორებით (მუხლი 289)

A

P/N

2

8

9

7

9

საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად (მუხლი 289)

A

P/N

2

8

9

10

10

საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, ჩადენილი განმეორებით (მუხლი 289)

A

P/N

2

8

9

11

11

საქართველოს საბაჟო საზღვარზე 30 000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი, მაგრამ არაუმეტეს 50 000 ლარის ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით (მუხლი 289)

A

P/N

2

8

9

12

12

საქართველოს საბაჟო საზღვარზე 50 000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი, მაგრამ არაუმეტეს 100 000 ლარის ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით (მუხლი 289)

A

P/N

2

8

9

13

13

საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის გადატანა ან გადმოტანასაბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად (მუხლი 289)

A

P/N

2

8

9

14

14

საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა ან გადმოტვირთვა (მუხლი 289)

A

P/N

2

8

9

15

15

საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა ან გადმოტვირთვა, ჩადენილი განმეორებით (მუხლი 289)

A

P/N

2

8

9

16

16

სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევა (მუხლი 289)

A

P/N

2

8

9

17

17

სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევა, ჩადენილი განმეორებით (მუხლი 289)

A

P/N

2

8

9

18

18

სასაქონლო ოპერაციის განხორციელებამდე შემოსავლების სამსახურთან შეუთანხმებელი ქმედების განხორციელება ან სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება (მუხლი 289)

A

P/N

2

8

9

19

19

საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში სავალდებულოდ შესატანი საბაჟო ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემის არსებობისას დეკლარანტის მიერ საბაჟო ღირებულების გაზრდა ან შემცირება, რასაც არ გამოუწვევია იმპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება (მუხლი 289)

A

P/N

2

8

9

20

20

საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში სავალდებულოდ შესატანი საბაჟო ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემის არსებობისას საბაჟო ღირებულების გაზრდა ან შემცირება დეკლარანტის მიერ, რასაც არ გამოუწვევია იმპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება, ჩადენილი განმეორებით (მუხლი 289)

A

P/N

2

8

9

21

21

ნავსადგურის, საფოსტო სამსახურის, რკინიგზის ან აეროპორტის მიერ სატრანსპორტო საშუალების შემოსვლის/ჩამოფრენის ან გასვლის/გაფრენის შესახებ საგადასახადო ორგანოსათვის შეუტყობინებლობა (მუხლი 289)

A

P/N

2

8

9

22

22

ნავსადგურის, საფოსტო სამსახურის, რკინიგზის ან აეროპორტის მიერ სატრანსპორტო საშუალების შემოსვლის/ჩამოფრენის ან გასვლის/გაფრენის შესახებ საგადასახადო ორგანოსათვის შეუტყობინებლობა, ჩადენილი განმეორებით (მუხლი 289)

A

P/N

2

8

9

23

23

საბაჟო დეკლარაციაში აღნიშნული იმ დოკუმენტის შენახვის ვადის დარღვევა, რომლის შემოსავლების სამსახურში წარდგენის ვალდებულება არ ეკისრებოდა პირს (მუხლი 289)

A

P/N

2

8

9

24

24

პირის მიერ საქართველოს საბაჟოსაზღვარზე ტრანზიტული გადაადგილებისათვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად (მუხლი 289)

A

P/N

2

8

9

25

25

პირის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე ტრანზიტული გადაადგილებისათვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, ჩადენილი განმეორებით (მუხლი 289)

A

P/N

2

8

9

26

26

სანებართვო პირობების შეუსრულებლობა (მუხლი 290)

A

P/N

2

9

0

0

27

სხვა ჯარიმები (მუხლი 291)

A

P/N

2

9

1

0

28

საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით (მუხლი 289)

A

P/N

2

8

9

131

29

საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში იდენტიფიკაციის საშუალების დაზიანების გარეშე შეღწევის საშუალებას იძლევა – რამაც გამოიწვია ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალებიდან ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობიდან ან ნიშანდებული ბარგიდან/ხელბარგიდან საქონლის განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება (მუხლი 289)

A

P/N

2

8

9

31

30

საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში იდენტიფიკაციის საშუალების დაზიანების გარეშე შეღწევის საშუალებას იძლევა – რამაც გამოიწვია ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალებიდან ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობიდან ან ნიშანდებული ბარგიდან/ხელბარგიდან საქონლის განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, ჩადენილი განმეორებით (მუხლი 289) “.

A

P/N

2

8

9

32

 

2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევები

 

N

 

 

1

არაიოდირებული მარილის რეალიზაცია, ვადაგასული იოდირებული მარილის იმპორტი და რეალიზაცია, აგრეთვე ფალსიფიცირებული სხვა

ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების იმპორტი (მუხლი 444)

B

P/N

0

4

4

0

2

საქართველოს ტერიტორიაზე ტყვიაშემცველი (0,013 გრამზე მეტი ერთ ლიტრზე) მოტორული ბენზინის, ტეტრაეთილტყვიის იმპორტი ან რეალიზაცია, აგრეთვე ფალსიფიცირებული საყოფაცხოვრებო-კომუნალური მოხმარების თხევადი გაზის იმპორტი (მუხლი 912)

B

P/N

0

9

1

 

0

 

3

მასალების საკარანტინო შემოწმებისა და სათანადო დამუშავების გარეშე გატანა

 (მუხლი 99)

B

P/N

0

9

9

0

4

ტვირთამწეობის დადგენილი ნორმის ზევით ტვირთის

გადაზიდვა ავტოსატრანსპორტო საშუალებით (მუხლი 1291)

B

P/N

1

2

9

0

5

ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების რეალიზაციის, ტრანსპორტირებისა და შენახვის წესების დარღვევა (მუხლი 1551)

B

P/N

1

5

5

1

6

მე-2 ნაწილი(მუხლი 1551)

B

P/N

1

5

5

2

7

მე-3 ნაწილი(მუხლი 1551)

B

P/N

1

5

5

3

8

მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია და გადაზიდვა (მუხლი 1552)

B

P/N

1

5

5

21

9

მე-2 ნაწილი(მუხლი 1552)

B

P/N

1

5

5

22

10

თამბაქოს პროდუქციის რეალიზაციისათვის დადგენილი

მოთხოვნების შეუსრულებლობა (მუხლი 1553)

B

P/N

1

5

5

31

11

მე-2 ნაწილი (მუხლი 1553)

B

P/N

1

5

5

32

12

მე-3 ნაწილი (მუხლი 1553)

B

P/N

1

5

5

33

13

მე-4 ნაწილი (მუხლი 1553)

B

P/N

1

5

5

34

14

მე-5 ნაწილი (მუხლი 1553)

B

P/N

1

5

5

35

15

მე-6 ნაწილი (მუხლი 1553)

B

P/N

1

5

5

36

16

იმ ჰუმანიტარული დახმარების პროდუქციის გაყიდვა, რომელიც განკუთვნილი იყო უფასოდ გასაცემად (მუხლი 157)

B

P/N

1

5

7

0

17

საავტორო, მომიჯნავე უფლების მფლობელის და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევა (მუხლი 1571)

B

P/N

1

5

7

11

18

მე-2 ნაწილი (მუხლი 1571)

B

P/N

1

5

7

12

19

ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლებზე მითითებული უფლების მართვის ინფორმაციის შეცვლა, განადგურება ან გაყალბება (მუხლი 1572)

B

P/N

1

5

7

21

20

მე-2 ნაწილი(მუხლი 1572)

B

P/N

1

5

7

22

21

ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლებზე უფლების მფლობელის მიერ დასმული დაცვის ნიშნის (აღნიშვნის) შეცვლა ან განადგურება (მუხლი 1573)

B

P/N

1

5

7

31

22

მე-2 ნაწილი(მუხლი 1573)

B

P/N

1

5

7

32

23

სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის ან სხვა კომერციული

აღნიშვნის უკანონო გამოყენება (მუხლი 158)

B

P/N

1

5

8

1

24

მე-2 ნაწილი(მუხლი 158)

B

P/N

1

5

8

2

25

აკრძალული სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება ან უნებრათვოდ ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელიც სპეციალურ ნებართვას (ლიცენზიას) საჭიროებს (მუხლი 164)

B

P/N

1

6

4

1

26

საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშების გახსნის წესის დარღვევა და ბიუჯეტში თანხების გადარიცხვაზე დავალებების შეუსრულებლობა (მუხლი 165)

B

P/N

1

6

5

0

27

ფალსიფიცირებული ან მავნებელი ალკოჰოლიანი სასმელის რეალიზაცია (მუხლი 1793)

B

P/N

1

7

9

31

28

მე-2 ნაწილი(მუხლი 1793)

B

P/N

1

7

9

32

29

საქართველოს საგადასახადო კოდექსით

გათვალისწინებულ საბაჟო კონტროლის ზონაში უკანონო

საწარმოო ან სხვა საქმიანობა (მუხლი 194)

B

P/N

1

9

4

0

30

ბეჭდის (პლომბის/ლუქის) განზრახ დაზიანება ან

აგლეჯა (მუხლი 195)

B

P/N

1

9

5

0

31

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, შეთანხმებებითა და კონვენციებით დადგენილი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა (მუხლი 1271, მე-2 ნაწილი)

B

P/N

1

2

7

12

32

სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი ეტიკეტირების წესების დარღვევა, მათ შორის, ეტიკეტირების შეუძლებლობის შემთხვევაში დადგენილი წესების დარღვევა, მათი ბაზარზე განთავსებისას და იმპორტისას, აგრეთვე თანმხლები დოკუმენტის არქონა (მუხლი 10, მე-3 პუნქტი)

 

D

P/N

0

1

0

3

33

მე-4 პუნქტი (მუხლი 10)

D

P/N

0

1

0

4

34

ბიზნესოპერატორის მიერ „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი ეტიკეტირების წესების დარღვევისას, მათ შორის, ეტიკეტირების შეუძლებლობის შემთხვევაში, იმავე კანონით დადგენილი წესით სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის ბაზრიდან გამოთხოვის და ბაზარზე განთავსების აღკვეთის განუხორციელებლობა, აგრეთვე შეუსაბამობის გამოუსწორებლობის შემთხვევაში განადგურების განუხორციელებლობა (მუხლი 10, მე-5 პუნქტი)

 

D

P/N

0

1

0

5

 

3. სამართალდარღვევათა ერთობლიობა

 

N

 

კოდი

1

საგადასახადო სამართალდარღვევათა ერთობლიობა, როდესაც დაფარულია საგადასახადო დავალიანება

AA5555

2

საგადასახადო სამართალდარღვევათა ერთობლიობა, როდესაც არ არის დაფარული საგადასახადო დავალიანება

AA0000

3

საგადასახადო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთობლიობა, როდესაც შესრულებულია ვალდებულება

AB5555

4

საგადასახადო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთობლიობა, როდესაც შეუსრულებულია ვალდებულება

AB0000

5

საგადასახადო სამართალდარღვევისა და კამერალური შემოწმების შედეგად დარიცხულ საგადასახადო დავალიანებათა ერთობლიობა, როდესაც შესრულებულია ვალდებულება

AC5555

6

საგადასახადო სამართალდარღვევისა და კამერალური შემოწმების შედეგად დარიცხულ საგადასახადო დავალიანებათა ერთობლიობა, როდესაც შეუსრულებულია ვალდებულება

AC0000

7

საგადასახადო კუთხით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთობლიობა, როდესაც შესრულებულია ვალდებულება

BB5555

8

საგადასახადო კუთხით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთობლიობა, როდესაც შეუსრულებულია ვალდებულება

BB0000

9

კამერალური შემოწმების შედეგად დარიცხული და შესრულებელი საგადასახადო დავალიანება

CC5555

10

კამერალური შემოწმების შედეგად დარიცხული და შეუსრულებელი საგადასახადო დავალიანება

CC0000

 

კოდის სიმბოლოებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

 

A – საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევა

B – საგადასახადო კუთხით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა

 კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა

C – კამერალური შემოწმების შედეგად დარიცხული დავალიანება

D – „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა

N – საგადასახადო დავალიანება არ არის გადახდილი

P – საგადასახადო დავალიანება გადახდილია “.

 

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დეკლარირებული საქონლის მიმართ გატარებულ კონტროლის ღონისძიებათა შედეგების მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „ASYCUDA”-ში ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის პირველი აგვისტოს №12857 ბრძანება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი