დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,მინდობით აღზრდის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №51/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 01-12/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
მიღების თარიღი | 09/03/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/03/2016 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 170230000.22.035.016381 |
|
,,მინდობით აღზრდის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №51/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„მინდობით აღზრდის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №51/ნ ბრძანებით (სსმ III, 26.02.2010 წ., №23, მუხ. 310) დამტკიცებული №1 დანართის (მინდობით აღზრდის პროცედურები): |
1.
მე-4 მუხლს მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 21 პუნქტი:
,,21. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის წარმოდგენის ვალდებულება არ გააჩნია ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველ პირს ნათესაური მინდობით აღზრდის შემთხვევისას.“. |
2.
მე-13 მუხლს მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
,,31. მინდობით აღსაზრდელისათვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის/დაკარგვის შემთხვევაში, შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება რეგიონული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით და ანაზღაურება არანათესაური და გადაუდებელი მინდობით აღზრდის შემთხვევაში გაიცემა გადაწყვეტილების მიღების დღიდან, ხოლო ნათესაური მინდობით აღზრდის შემთხვევაში რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, მიუხედავად მინდობით აღზრდის პირობების შეცვლისა.“. |
3.
მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ე) მინდობით აღსაზრდელის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების ან მეურვეობის (მზრუნველობის) დაწესებისას;“. |
მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები