თვითმმართველი ქალაქისა და თვითმმართველი თემის ორგანოებისათვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის გადაცემის შესახებ

თვითმმართველი ქალაქისა და თვითმმართველი თემის ორგანოებისათვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 17/2016
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 07/03/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 010240060.15.008.016256
17/2016
07/03/2016
ვებგვერდი, 09/03/2016
010240060.15.008.016256
თვითმმართველი ქალაქისა და თვითმმართველი თემის ორგანოებისათვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის გადაცემის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება № 17/2016

2016 წლის 7 მარტი

ქ. თბილისი

 

თვითმმართველი ქალაქისა და თვითმმართველი თემის ორგანოებისათვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის გადაცემის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-2 მუხლის ,,ჰ5’’ ქვეპუნქტის, მე-8 მუხლის მე-14 პუნქტის, მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 85-ე მუხლის პირველი პუნქტის, 852 და 854 მუხლების მოთხოვნათა შესრულების მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა (ამომრჩეველთა) მონაწილეობის უზრუნველყოფისათვის თვითმმართველი ქალაქის ან თვითმმართველი თემის აღმასრულებელ ორგანოებს, მათი წერილობითი თხოვნის საფუძველზე, შესაძლებელია გადაეცეთ შესაბამისი მუნიციპალიტეტის საზღვრებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სიის საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილი ვერსია, ფოტოსურათების გარეშე. 
მუხლი 2
ცესკოს მიერ გადაცემული პერსონალური მონაცემების შემცველი ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაცვაზე და გამჟღავნებისგან პასუხისგებელია შესაბამისი თვითმმართველი ქალაქის ან თვითმმართველი თემის ორგანო, რის თაობაზეც ეცნობება შესაბამის ორგანოს წერილობით,  სიის მიწოდებასთან ერთად.
მუხლი 3
მოთხოვნილი სია თვითმმართველი ქალაქის ან თვითმმართველი თემის აღმასრულებელ ორგანოებს გადაეგზავნებათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადაში.  
მუხლი 4
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 5
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი