საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესახებ

  • Word
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 72
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/05/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 11, 24/05/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010.020.000.04.001.001.480
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
72
21/05/2004
სსმ, 11, 24/05/2004
010.020.000.04.001.001.480
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (24/05/2004 - 18/09/2013)

საქართველოს ორგანული კანონი

საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის თანახმად დადგენილ იქნეს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტი და მუსიკა (თან ერთვის).

    მუხლი 2

საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ოფიციალური შესრულების წესი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

    მუხლი 3

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს 1990 წლის 14 ნოემბრის საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესახებ“.

    მუხლი 4

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                             

მ. სააკაშვილი

თბილისი

2004 წლის 21 მაისი.

№72-Iს

 

 

 

 

საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი

 

თავისუფლება

                                                                                                            ლექსი დავით მაღრაძისა

ჩემი ხატია სამშობლო,

სახატე მთელი ქვეყანა,

განათებული მთა-ბარი,

წილნაყარია ღმერთთანა.

თავისუფლება დღეს ჩვენი

მომავალს უმღერს დიდებას,

ცისკრის ვარსკვლავი ამოდის

და ორ ზღვას შუა ბრწყინდება,

დიდება თავისუფლებას,

თავისუფლებას დიდება.

 

 

საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი

თავისუფლება

 

მუსიკა ზაქარია ფალიაშვილისა

ჰიმნად დაამუშავა იოსებ კეჭაყმაძემ                                                                                                           

ლექსი დავით მაღრაძისა