„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 99
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/02/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 240140000.10.003.019163
99
26/02/2016
ვებგვერდი, 01/03/2016
240140000.10.003.019163
„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №99

2016 წლის 26 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/06/2014, 240140000.10.003.017985) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით  დამტკიცებულ სახელმწიფო პროგრამის − „აწარმოე საქართველოში“:

 

1. პირველ მუხლში:

ა)  „ბ“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მეწარმე სუბიექტი − ამ პროგრამის მიზნებისათვის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის  შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური პირი (მხოლოდ უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ნაწილში) და იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფოსა და თვითმმართველი ერთეულის მიერ წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირებისა), რომელსაც არ გააჩნია სახელმწიფოს მიმართ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება ან/და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში;  ასევე ამ პროგრამის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად რეგისტრირებული პირი − უცხოური საწარმო, რომელსაც არ გააჩნია სახელმწიფოს მიმართ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება ან/და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;“;

ბ) „მ“, „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) სასტუმრო – შენობა ან/და შენობა-ნაგებობათა ერთობლიობა თავისი ინფრასტრუქტურით, რომელიც სამშენებლო დოკუმენტის პროექტით გათვალისწინებულია სასტუმროდ. ასევე შენობის ერთი ან რამდენიმე ნაწილი ერთად ან ცალ-ცალკე, რომელშიც სამშენებლო დოკუმენტის პროექტით გათვალისწინებულია სასტუმროს არანაკლებ 10 (ათი) ნომერი, დანართი №3-ის შესაბამისად;

ნ) საერთაშორისო ბრენდი – სასტუმროს მესაკუთრე უცხოური საწარმოს (უცხოური სასტუმროს) ან/და უცხოური საწარმოს (უცხოური სასტუმროს) მიერ ფრენშაიზინგის ხელშეკრულებით განსაზღვრული ან/და სასტუმროს მმართველი უცხოური საწარმოს (უცხოური სასტუმროს) სასაქონლო ნიშანი, რომლითაც საქართველოს ფარგლებს გარეთ ოპერირებს არანაკლებ 15 (თხუთმეტი) სასტუმრო;

ო) სასტუმრო ინდუსტრია – საქმიანობა, რომელიც ამ პროგრამის შესაბამისად ხორციელდება მეწარმე სუბიექტის მიერ საქართველოში, მის საკუთრებაში არსებულ ფართზე განთავსებულ სასტუმროში, ქ. თბილისისა  და ქ. ბათუმის (საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 14 ივნისის №4757-Iს დადგენილების ამოქმედებამდე არსებულ ადმინისტრაციულ საზღვრებში) ტერიტორიების გარდა, სასტუმროს ექსპლუატაციით, საერთაშორისო ბრენდის გამოყენებით ან მის გარეშე;“;

გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ ქვეპუნქტი:

„ჟ) პარალელური კრედიტი − კრედიტის გამცემის მიერ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ერთსა და იმავე ინდუსტრიაში, ერთსა და იმავე ბენეფიციართან შეთანხმებული ერთზე მეტი პროექტი.“.

 

2. მე-6 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“  ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის აშშ დოლარში ან/და ევროში გაცემულ კრედიტზე დარიცხული არაუმეტეს 24 (ოცდაოთხი) თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთიდან 8 (რვა) პროცენტის ოდენობით/ლარში გაცემულ კრედიტზე დარიცხული არაუმეტეს 24 (ოცდაოთხი) თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთიდან 10 (ათი) პროცენტის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს კომერციული ბანკის მიერ გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთისა, კრედიტის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან 29 (ოცდაცხრა) თვის განმავლობაში;

ბ) კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის აშშ დოლარში ან/და ევროში გაცემულ კრედიტზე კომერციული ბანკის მიერ მოთხოვნილი კრედიტის უზრუნველყოფაში თანამონაწილეობას, კომერციული ბანკის  მიერ პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხის ძირითადი თანხის 50 (ორმოცდაათი) პროცენტის, მაგრამ არაუმეტეს 1,000,000.0 (ერთი მილიონი) აშშ დოლარის ან/და ევროს ოდენობით/ლარში გაცემულ კრედიტზე კომერციული ბანკის მიერ მოთხოვნილი კრედიტის უზრუნველყოფაში თანამონაწილეობას, კომერციული ბანკის მიერ  პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხის ძირითადი თანხის 50 (ორმოცდაათი) პროცენტის, მაგრამ არაუმეტეს 2,500,000.0 (ორი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის ოდენობით.“;

ბ) მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“  ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის აშშ დოლარში ან/და ევროში გაცემულ კრედიტზე დარიცხული არაუმეტეს 24 (ოცდაოთხი) თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთიდან 8 (რვა) პროცენტის ოდენობით/ლარში გაცემულ კრედიტზე დარიცხული არაუმეტეს 24 (ოცდაოთხი) თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთიდან 10 (ათი) პროცენტის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს კომერციული ბანკის მიერ გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთისა, კრედიტის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან 29 (ოცდაცხრა) თვის განმავლობაში;

ბ) კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე კომერციული ბანკის მიერ მოთხოვნილი კრედიტის უზრუნველყოფაში თანამონაწილეობას, კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხის ძირითადი თანხის 50 (ორმოცდაათი) პროცენტის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს:

ბ.ა) აშშ დოლარში ან/და ევროში გაცემულ კრედიტზე (საერთაშორისო ბრენდის გამოყენებით) − 1,000,000.0 (ერთი მილიონი) აშშ დოლარის ან/და ევროსი;

ბ.ბ) აშშ დოლარში ან/და ევროში გაცემულ კრედიტზე (საერთაშორისო ბრენდის გამოყენების გარეშე) − 200,000.0 (ორასი ათასი) აშშ დოლარის ან/და ევროსი;

ბ.გ) ლარში გაცემულ კრედიტზე (საერთაშორისო ბრენდის გამოყენებით) −  2,500,000.0  (ორი მილიონ ხუთასი ათასი) ლარისა;

ბ.დ) ლარში გაცემულ კრედიტზე (საერთაშორისო ბრენდის გამოყენების გარეშე) −  500,000.0  (ხუთასი ათასი) ლარისა.“;

გ) მე-4 და მე-5 პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პროგრამის ფარგლებში, კომერციული ბანკის მიერ მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდუსტრიაში საქმიანობისთვის, პროგრამის ბენეფიციარისთვის პირველად გაცემული კრედიტის მინიმალური მოცულობა შეადგენს არანაკლებ 75,000.0 (სამოცდათხუთმეტი ათასი) აშშ დოლარს ან/და ევროს/150,000.0 (ას ორმოცდაათი  ათასი) ლარს, ხოლო მაქსიმალური მოცულობა − 2,000,000.0 (ორი მილიონი) აშშ დოლარს ან/და ევროს/5,000,000.0 (ხუთი მილიონი) ლარს.

5. პროგრამის ფარგლებში, კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სასტუმრო ინდუსტრიაში საქმიანობისათვის ან/და არსებული სასტუმროს გაფართოება/გადაიარაღებისათვის გაცემული კრედიტის მინიმალური მოცულობა შეადგენს არანაკლებ 500,000.0 (ხუთასი ათასი) ლარს (ან  ეკვივალენტს დოლარში ან/და ევროში კრედიტის დამტკიცების დღისთვის არსებული კურსით), ხოლო მაქსიმალური მოცულობა კრედიტთან ერთად,  საერთაშორისო  ბრენდის მიმართულების გამოყენების შემთხვევაში − 5,000,000.0 (ხუთი მილიონი) ლარს (ან  ეკვივალენტს დოლარში ან/და ევროში კრედიტის დამტკიცების დღისთვის არსებული კურსით), ხოლო საერთაშორისო ბრენდის გამოყენების გარეშე − 1,000,000.0 (ერთი მილიონი) ლარს (ან ეკვივალენტს დოლარში ან/და ევროში კრედიტის დამტკიცების დღისთვის არსებული კურსით).“;

დ) მე-9 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. კომერციული ბანკის მიერ პროექტის ფარგლებში პროგრამის ბენეფიციარისთვის ამ პროგრამის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მიმართულებაზე გაცემული კრედიტის სარგებლობისათვის განსაზღვრული წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება შემდეგი სახით:

ა) 500,000.0 (ხუთასი ათასი) აშშ დოლარამდე ან/და ევრომდე – არაუმეტეს 11 (თერთმეტი) პროცენტისა;

ბ) 500,000.0 (ხუთასი ათასი) აშშ დოლარიდან ან/და ევროდან 1,000,000.0 (ერთი მილიონი) აშშ დოლარამდე ან/და ევრომდე – არაუმეტეს 10 (ათი) პროცენტისა;

გ) 1,000,000.0 (ერთი მილიონი) აშშ დოლარიდან ან/და ევროდან 2,000,000.0 (ორი მილიონი) აშშ დოლარამდე ან/და ევრომდე – არაუმეტეს 9 (ცხრა) პროცენტისა;

დ) 1,500,000.0 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარამდე − არაუმეტეს 13 (ცამეტი) პროცენტისა;

ე) 1,500,000.0 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარიდან 3,000,000.0 (სამი მილიონი) ლარამდე − არაუმეტეს 12 (თორმეტი) პროცენტისა;

ვ) 3,000,000.0 (სამი მილიონი) ლარიდან 5,000,000.0 (ხუთი მილიონი) ლარამდე − არაუმეტეს 11 (თერთმეტი) პროცენტისა.“;

ე) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. კომერციული ბანკის მიერ პროექტის ფარგლებში პროგრამის ბენეფიციარისთვის ამ პროგრამის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სასტუმრო ინდუსტრიაში საქმიანობისათვის ან/და არსებული სასტუმროს გაფართოებისთვის/გადაიარაღებისათვის გაცემული კრედიტის სარგებლობისათვის განსაზღვრული წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება შემდეგი სახით:

ა) 1,500,000.0 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარამდე გაცემულ კრედიტზე − ლარში არაუმეტეს 17 (ჩვიდმეტი) პროცენტისა, ხოლო დოლარში ან/და ევროში არაუმეტეს 11 (თერთმეტი) პროცენტისა;

ბ) 1,500,000.0 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარიდან 3,000,000.0 (სამი მილიონი) ლარამდე გაცემულ კრედიტზე − ლარში არაუმეტეს 16 (თექვსმეტი) პროცენტისა, ხოლო დოლარში ან/და ევროში არაუმეტეს 10 (ათი) პროცენტისა;

გ) 3,000,000.0 (სამი მილიონი) ლარიდან 5,000,000.0 (ხუთი მილიონი) ლარამდე გაცემულ კრედიტზე − ლარში არაუმეტეს 15 (თხუთმეტი) პროცენტისა, ხოლო დოლარში ან/და ევროში არაუმეტეს 9 (ცხრა) პროცენტისა.“.

 

3. მე-8 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:   

„2. სააგენტო ტექნიკური დახმარების კომპონენტის ფარგლებში უზრუნველყოფს პროგრამის ბენეფიციარის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე მიღებულ შემდეგ მომსახურებებზე გაწეული ხარჯის ანაზღაურებას:

ა) საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურება, გარდა წარმოებისთვის საჭირო ძირითადი საშუალებების (დანადგარ(ებ)ის/ აღჭურვილობის) მონტაჟის ან/და ძირითადი და საბრუნავი საშუალებების მოხმარების (გამოყენების) ინსტრუქციებისთვის გაწეული მომსახურებისა;

ბ) ტრენინგები და კონსულტაციები კომპანიის ან/და წარმოების მართვის, პროდუქტიულობისა და წარმოების მოცულობის ზრდის, ოპერაციების ოპტიმიზაციის, პროდუქციის გაყიდვებისა და მარკეტინგის, კვლევა-განვითარების, ფინანსური ანგარიშგებისა და იურიდიული  მიმართულებით;

გ) წარმოების პროცესში ხარისხის მართვისა და თანამედროვე სტანდარტების დანერგვა;

დ) საწარმოებისათვის ტექნიკური დახმარების სქემების შემუშავება და განხორციელება;

ე) საწარმოო პროცესში მოწინავე საერთაშორისო და ადგილობრივი გარემოსდაცვითი ნორმებისა და სტანდარტების დანერგვა.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:   

„5. ინოვაციების სააგენტოს მიერ ამ მუხლით განსაზღვრული ტექნიკური დახმარება პროგრამის ბენეფიციარს გაეწევა უსასყიდლოდ, თუმცა ამ მუხლით გათვალისწინებული ინოვაციების სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურების ღირებულება თითოეული პროგრამის ბენეფიციარისთვის არ უნდა აღემატებოდეს 10,000.0 (ათი ათასი) ლარს.“.

 

4. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51, 52 და  53 პუნქტები:

„51. სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მომსახურებების  თანადაფინანსების ან/და ანაზღაურების მოცულობა თითოეული პროგრამის ბენეფიციარისთვის შეადგენს მომსახურების ღირებულების არაუმეტეს 80 (ოთხმოცი) პროცენტს, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10,000.0 (ათი ათასი) ლარს, ხოლო პროგრამის ბენეფიციარის მიერ ტექნიკური დახმარების კომპონენტში მონაწილეობის წილი განისაზღვრება გაწეული/გასაწევი მომსახურების მთლიანი ღირებულების თანხის არანაკლებ 20 (ოცი) პროცენტისა.

52. ტექნიკური დახმარების ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნის შემთხვევაში, პროგრამის ბენეფიციარი ვალდებულია, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მომსახურებ(ებ)ის მიღებისა და მთლიანი ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი წარადგინოს სააგენტოში, ამ მომსახურების მიღებიდან (მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან) არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღისა; სააგენტო, თავის მხრივ, დოკუმენტაციის სრულად მიღებიდან არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში განიხილავს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას ამ პუნქტის შესაბამისად ხარჯის ანაზღაურების შესახებ.

53. ტექნიკური დახმარების თანადაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში, პროგრამის ბენეფიციარი ვალდებულია, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მომსახურებ(ებ)ის დასაბუთებული განაცხადი წარადგინოს სააგენტოში, ხოლო სააგენტო, თავის მხრივ, განაცხადის მიღებიდან არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში განიხილავს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას ამ პუნქტის შესაბამისად თანადაფინანსების შესახებ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი