დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 91 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 26/02/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/03/2016 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 04/03/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 033013000.10.003.019155 |
91
26/02/2016
ვებგვერდი, 01/03/2016
033013000.10.003.019155
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
|
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში (სსმ, 2009 წელი, მუხლი 430) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-80 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:
„21. ამ დადგენილების 79-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ იმ შენობა-ნაგებობებზე, რომლებსაც აქვთ ამავე დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მახასიათებლები, მშენებლობა წარმოებს ამ დადგენილების 66-ე მუხლით დადგენილი წესით. 22. ამ დადგენილების 79-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იმ შენობა-ნაგებობების ასაშენებლად, რომლებსაც აქვთ ამავე დადგენილების 67-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მახასიათებლები, მშენებლობის ნებართვა გაიცემა ამ დადგენილების 68-ე მუხლით დადგენილი წესით.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები