„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4789-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 19/02/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 310150000.05.001.018070
4789-IIს
19/02/2016
ვებგვერდი, 07/03/2016
310150000.05.001.018070
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.01.2014, სარეგისტრაციო კოდი: 310150000.05.001.017312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

  1. მე-5 მუხლის:

  ა) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „12. გზა – მოძრაობისათვის გახსნილი გზის ან ქუჩის მთელი ზედაპირი. გზას შეიძლება ჰქონდეს როგორც ერთი სავალი ნაწილი, ისე რამდენიმე, გამყოფი ზოლით მკვეთრად გამიჯნული ან სხვადასხვა დონეზე არსებული სავალი ნაწილები. ეს ტერმინი შეიძლება მოიცავდეს ტრამვაის ლიანდაგს, ტროტუარს, გვერდულას, გამყოფ ზოლს, ველობილიკს, თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონას (ტერიტორიას).“;

  ბ) 92-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 93-ე–98-ე პუნქტები:

 „93. თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონა (ტერიტორია) – თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობი ან/და გზა (ტრასა), აგრეთვე სხვა ადგილი, რომელთა შესაბამის საზღვრებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ უფლებამოსილი ორგანო და რომელთა კონტროლსა და ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ უფლებამოსილი პირი.

  94. თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობი ან/და გზა (ტრასა) – თოვლზე/ყინულზე სასრიალო ყველა სახის ფერდობი ან/და გზა (ტრასა), თოვლმავლის/მოტოციგის ბილიკი, აგრეთვე მიმდებარე სასრიალო რელიეფი (კიდეები და ნაპირების მახასიათებლები), რომელთა შესაბამის საზღვრებს  ამტკიცებს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ უფლებამოსილი ორგანო და რომელთა კონტროლსა და ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ  უფლებამოსილი პირი.

  95.  სასრიალო  ტრასით  მოსარგებლე – საგზაო მოძრაობის მონაწილე, რომელიც თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობს ან/და გზას (ტრასას) იყენებს ფეხით სასიარულოდ და სასრიალოდ, მათ შორის, თხილამურებით, თოვლის დაფით (სნოუბორდით), ციგით, თოვლის ველოსიპედით, ტობოგანით ან თოვლზე/ყინულზე სასრიალო ნებისმიერი სხვა საშუალებით გადაადგილებისათვის.

  96. თოვლმავალი – თოვლზე/ყინულზე გადაადგილებისათვის განკუთვნილი მოტორიანი, მუხლუხა ან სხვა სახის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც საჭის მექანიზმით ან „ჯოისტიკის“ მქონე მოწყობილობით იმართება, მათ შორის, მოტოციგა, ნებისმიერი თოვლმავალი სატრანსპორტო საშუალება, თოვლის სატკეპნი ტრაქტორი  ან სხვა სპეციალური დანიშნულების მანქანა (სპეცტექნიკა).

  97. მოტოციგა – თოვლზე/ყინულზე გადაადგილებისათვის განკუთვნილი ღია ტიპის მოტორიანი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც საჭის მექანიზმით იმართება.

  98. მოტოციგის ბილიკი – მოტოციგით მოძრაობისათვის განკუთვნილი, შესაბამისი ნიშნით აღნიშნული გზა ან გზის ნაწილი, რომელიც სხვა გზისაგან ან გზის სხვა ელემენტებისაგან კონსტრუქციულად არის გამოყოფილი.“.

  2. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

  „6. თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონაში (ტერიტორიაზე)  სასრიალო ტრასით სარგებლობის (მოძრაობის/სრიალის) უსაფრთხოების წესებს ადგენს საქართველოს მთავრობის მიერ უფლებამოსილი ორგანო.“.  

  3. 21-ე მუხლის:

  ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „მძღოლის/სასრიალო ტრასით მოსარგებლის ზოგადი მოვალეობები“;

  ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

  „61. აკრძალულია თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობზე ან/და გზაზე (ტრასაზე) სასრიალო ტრასით მოსარგებლის მიერ უსაფრთხოების წესების დარღვევა.“;

  გ) მე-15 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 პუნქტი:

   „151. აკრძალულია თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობზე ან/და გზაზე (ტრასაზე) სასრიალო ტრასით მოსარგებლის მიერ სრიალი და თოვლმავლის მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ან იმ სამკურნალო პრეპარატის ზემოქმედებისას, რომელიც რეაქციასა და ყურადღებას აქვეითებს.“;

  დ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „16. თუ არსებობს საკმაო საფუძველი, რომ მძღოლი/სასრიალო ტრასით მოსარგებლე  ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია, მძღოლი/სასრიალო ტრასით მოსარგებლე ვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიაროს შემოწმება სიმთვრალე-სიფხიზლის დასადგენად.“.

  4. 43-ე მუხლის:

  ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ველოსიპედის, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის, მოპედის, მოტოციკლის, თოვლმავლისა და მოტოციგის მძღოლებთან დაკავშირებული სპეციალური წესები“;

  ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. გზაზე ველოსიპედისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მართვა ნებადართულია არანაკლებ 14 წლის ასაკის პირისთვის, ხოლო მოპედის, თოვლმავლისა და მოტოციგის  მართვა – 16 წლის ასაკის პირისთვის, მხოლოდ შესაბამისი სპეციალური ჩაფხუტით.

 2. ველოსიპედის მოძრაობის ზოლის, ველობილიკის, თოვლმავლის/მოტოციგის ბილიკის არსებობისას ველოსიპედის, მოპედის, თოვლმავლისა და მოტოციგის მძღოლებს ეკრძალებათ გზის სავალ ნაწილზე, ველოსიპედის მოძრაობის ზოლის, ველობილიკისა და თოვლმავლის/მოტოციგის ბილიკის მიღმა გადაადგილება. ველოსიპედის, მოპედისა და თოვლმავლის/მოტოციგის გზის სავალ ნაწილზე გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ გზის განაპირა მარჯვენა ზოლზე ერთ რიგად, ხოლო გვერდულაზე − იმ შემთხვევაში, თუ ეს არ შეაფერხებს ქვეითთა მოძრაობას. თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობზე ან/და გზაზე  (ტრასაზე) თოვლმავლისა და მოტოციგის მძღოლებს ეკრძალებათ გადაადგილება, გარდა თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონაში (ტერიტორიაზე) უფლებამოსილი პირების მიერ სამაშველო, სარეაბილიტაციო, საპოლიციო და სხვა მიზნებით გადაადგილების შემთხვევებისა, რომელთა თოვლმავალი/მოტოციგა აღჭურვილი უნდა იყოს არანაკლებ 1,5 მეტრის სიმაღლეზე (თოვლმავლის შემთხვევაში – კაბინაზე, ხოლო მოტოციგისა და სხვა შემთხვევაში – სპეციალურ ჭოკზე) განთავსებული ციმციმათი.“;

  გ) მე-7–მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „7. ველოსიპედის, თოვლმავლის, მოტოციგის, მოპედისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მძღოლებს ეკრძალებათ გადაადგილება, თუ საჭე ერთი ხელით მაინც არ უჭირავთ. აკრძალულია ველოსიპედის, თოვლმავლის, მოტოციგის, მოპედის, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის ბუქსირება, ან აღნიშნული ტრანსპორტით სხვა სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება (გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ან იმ ტვირთის გადაზიდვა, რომელიც გაბარიტების გარეთ სიგანეზე ან სიგრძეზე 0,5 მეტრზე მეტადაა გადმოშვერილი, ან ისეთი საგნის გადატანა/მიწოლა, რომელსაც შეუძლია მძღოლს ხელი შეუშალოს მართვაში ან საფრთხე შეუქმნას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეს. ეს წესი გამოიყენება მოტოციკლის მძღოლის მიმართ, მაგრამ, ამასთანავე, მას საჭე ორივე ხელით უნდა ეჭიროს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აუცილებელია ამ კანონით განსაზღვრული მანევრის შესრულებასთან დაკავშირებული სიგნალების ხელით მიცემა.

  8. დასაშვებია ველოსიპედით, თოვლმავლით, მოტოციგით, მოპედით, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავით, უეტლო მოტოციკლით იმ მისაბმელის ბუქსირება, რომელიც განკუთვნილია აღნიშნულ ტრანსპორტთან ერთად ექსპლუატაციისათვის.

  9. ველოსიპედისა და მოპედის მძღოლებს ეკრძალებათ მგზავრის გადაყვანა (გარდა 7 წლამდე ბავშვისა, თუ აღნიშნული ტრანსპორტი საიმედო საფეხურებითა და დამატებითი დასაჯდომითაა აღჭურვილი). მოტოციკლის, თოვლმავლისა და მოტოციგის მძღოლებს მგზავრის გადაყვანა შეუძლიათ მხოლოდ ეტლით (თუ ასეთი არსებობს) ან/და მძღოლის უკან მოწყობილი დამატებითი დასაჯდომით, მხოლოდ შესაბამისი სპეციალური ჩაფხუტით. ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავით მგზავრის გადაყვანა აკრძალულია.

  10. გადაადგილებისას მოტოციკლის, მოპედის, თოვლმავლისა და მოტოციგის მძღოლებმა და მათმა მგზავრებმა შესაბამისი სპეციალური ჩაფხუტები უნდა გამოიყენონ.“;

  დ) მე-12–მე-15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „12. ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავით, თოვლმავლითა და მოტოციგით მოძრაობა დასაშვებია გვერდულაზე, ტროტუარზე, ქვეითთა ბილიკზე, ქვეითთა ზონაში, საცხოვრებელ ზონაში, ველობილიკსა და ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე. იმ ადგილას, სადაც ქვეითები მოძრაობენ, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავითა და მოტოციგით მოძრავებმა გზა უნდა დაუთმონ ქვეითებს, არ უნდა შეაფერხონ ისინი და საფრთხე არ უნდა შეუქმნან მათ მოძრაობას.

  13. იმ ადგილას, სადაც ქვეითები მოძრაობენ, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის, თოვლმავლისა და მოტოციგის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მართებული სიახლოვითა და ქვეითის ჩვეულებრივი სიჩქარით (5 კმ/სთ-ით). ქვეითთა არარსებობის შემთხვევაში ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის, თოვლმავლისა და მოტოციგის სიჩქარე 20 კმ/სთ-ს არ უნდა აღემატებოდეს.

  14. გვერდულას, ტროტუარის, ქვეითთა ბილიკის, ველობილიკის, ველოსიპედის მოძრაობის ზოლის, თოვლმავლის/მოტოციგის ბილიკის არარსებობის შემთხვევაში დასაშვებია ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავითა და მოტოციგით გზის სავალი ნაწილის კიდესთან მოძრაობა, თუ მოძრაობის ინტენსივობა ამის საშუალებას იძლევა. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის, თოვლმავლისა და მოტოციგის მძღოლებმა ველოსიპედითა და მოპედით გზის სავალ ნაწილზე მოძრაობის წესებით უნდა იხელმძღვანელონ.

  15. არარეგულირებულ ქვეითთა გადასასვლელზე, აგრეთვე სავალ ნაწილზე არსებული იმ ადგილის გადაკვეთისას, რომელიც შესაბამისი საგზაო ნიშნით ან ჰორიზონტალური საგზაო მონიშვნით არ არის აღნიშნული, როგორც გადასასვლელი, ველოსიპედის, მოპედის, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის, თოვლმავლისა და მოტოციგის მძღოლებს აქვთ:

  ა) ვალდებულება, გზა დაუთმონ ამ გზაზე მოძრავ სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებს (გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა);

  ბ) უპირატესობა იმ მძღოლების მიმართ, რომლებიც ამ სავალ ნაწილზე შესასვლელად მოხვევის მანევრს ასრულებენ.“.

 

   მუხლი 2

  1. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით:

  ა) დაამტკიცოს თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონის (ტერიტორიის) და თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობისა და გზის (ტრასის) შესაბამისი საზღვრები ან განსაზღვროს აღნიშნული საზღვრების დამტკიცების უფლებამოსილების მქონე ორგანო;

  ბ) განსაზღვროს თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონის (ტერიტორიის) და თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობისა და გზის (ტრასის) კონტროლისა და ადმინისტრირების განმახორციელებელი პირი;

  გ) განსაზღვროს თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონაში (ტერიტორიაზე) სასრიალო ტრასით სარგებლობის (მოძრაობის/სრიალის) უსაფრთხოების  წესების დადგენის უფლებამოსილების მქონე ორგანო.

  2. საქართველოს მთავრობის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრულმა ორგანომ მისი განსაზღვრიდან 2 კვირის ვადაში დაადგინოს იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული უსაფრთხოების წესები.

 

    მუხლი 3

 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

   2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 45-ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

19 თებერვალი 2016 წ.

N4789-IIს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.