დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და თემატიკის დამტკიცების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის N28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 8 |
დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
მიღების თარიღი | 23/02/2016 |
დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/02/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 010320040.32.057.016219 |
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და თემატიკის დამტკიცების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-9 მუხლისა და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად: |
1.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და თემატიკის დამტკიცების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №28 დადგენილებაში (სსმ,02/12/2013, სარეგისტრაციო კოდი 010320040.32.057.016145) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. საერთო განყოფილების მთავარი სპეციალისტი (მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი) 5.1. კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 5.2. კანდიდატისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება; - საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება; - კომპიუტერული პროგრამების Microsoft office Word, Microsoft office Excel, Microsoft Office PowerPoint და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 5.3. კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო-საატესტაციო თემატიკა: - საქართველოს კონსტიტუცია; - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონი; - ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი; - „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი; - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (III თავი); - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2008 წლის 26 დეკემბრის №59 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის დებულება.“. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები