„ტექნიკური რეგლამენტების: „ალგეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „თბილისის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „მარიამჯვარის სახელმწიფო ნაკრძალის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ყაზბეგის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „გარდაბნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „კოლხეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „აჯამეთის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ქობულეთის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ჭაჭუნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ყორუღის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ივრის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესისა“ და „მაჭახელას ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 იანვრის №84 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 80
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/02/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.019144
80
19/02/2016
ვებგვერდი, 23/02/2016
300160070.10.003.019144
„ტექნიკური რეგლამენტების: „ალგეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „თბილისის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „მარიამჯვარის სახელმწიფო ნაკრძალის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ყაზბეგის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „გარდაბნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „კოლხეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „აჯამეთის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ქობულეთის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ჭაჭუნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ყორუღის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ივრის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესისა“ და „მაჭახელას ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 იანვრის №84 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №80

2016 წლის 19 თებერვალი

   ქ. თბილისი

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტების: „ალგეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „თბილისის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „მარიამჯვარის სახელმწიფო ნაკრძალის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ყაზბეგის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „გარდაბნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „კოლხეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „აჯამეთის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ქობულეთის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ჭაჭუნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ყორუღის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ივრის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესისა“ და „მაჭახელას ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 იანვრის №84 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/01/2014, 300160070.10.003.017703) შეტანილ იქნეს  ცვლილება და:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტექნიკური რეგლამენტების: „ალგეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „თბილისის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „მარიამჯვარის სახელმწიფო ნაკრძალის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ყაზბეგის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „გარდაბნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „კოლხეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ქობულეთის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ჭაჭუნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ყორუღის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ივრის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „მაჭახელას ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესისა“ და „სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ დამტკიცების თაობაზე“.

2. დადგენილების პირველი მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. დადგენილების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი:

„რ) სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი (დანართი 17)“.

4. ამოღებულ იქნეს დანართი 9 – „ტექნიკური რეგლამენტი − აჯამეთის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“.

5. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტექნიკური რეგლამენტი − სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ (დანართი 17):

„დანართი 17

სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

„სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ წარმოადგენს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტს, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებამდე და წარმოადგენს სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის ტერიტორიაზე დაშვებული საქმიანობის განმსაზღვრელ და სამენეჯმენტო ქმედებების დროებით სახელმძღვანელო დოკუმენტს.

მუხლი 2. სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის რეგულირების სფერო

სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესები არეგულირებს სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის ტერიტორიებზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის, მოვლის და ტურიზმის განვითარების საკითხებს.

მუხლი 3. სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები

1. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნებია:

ა) სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაციის, მასზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის, ამ რესურსების გამოყენების, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობის განვითარების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება;

ბ) სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის ეკოტურიზმის, ეკოლოგიური განათლების, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, სამეცნიერო საქმიანობისა და რეკრეაციის სფეროში შესაძლებლობათა ზრდისათვის ხელშეწყობა;

გ) სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის, განსაკუთრებით, კოლხური ტყის ეკოსისტემისა და გეოლოგიური, სპელეოლოგიური და ჰიდროლოგიური მნიშვნელობის ბუნების ძეგლების შენარჩუნება და დაცვა.

2. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი ამოცანებია:

ა) ხელი შეუწყოს ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის იშვიათი გეოლოგიური, სპელეოლოგიური და ჰიდროლოგიური მნიშვნელობის ბუნების ძეგლებისა და ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული ტერიტორიების დაცვასა და აღდგენას;

ბ) უზრუნველყოს სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით – საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა და ცხოველთა გენოფონდის დაცვა, მოვლა, აღდგენა;

გ) ხელი შეუწყოს ბუნებრივ გარემოში რეკრეაციისა და ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას;

დ) სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის ტერიტორიის ფარგლებში უზრუნველყოს მიწის, წყლის, კარსტული მღვიმეების, ჩანჩქერების, კანიონების, მათი ჰიდროლოგიური რეჟიმისა და მიკროკლიმატის შენარჩუნება და განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა.

მუხლი 4. სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის მდებარეობა და საერთო ფართობი

1. სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსი მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, მარტვილისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე.

2. სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის ტერიტორიები მოიცავს „ბუნების ძეგლების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ბუნების ძეგლებს, ამავე კანონის მე-5-მე-13 მუხლებით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კერძოდ:

ა) ბალდის კანიონის ბუნების ძეგლი − 5,7 ჰა (მარტვილის მუნიციპალიტეტი);

ბ) ონიორის ჩანჩქერისა და ტობის პირველი მღვიმის ბუნების ძეგლები − 33 ჰა (მარტვილის მუნიციპალიტეტი);

გ) ტობის ჩანჩქერისა და არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმის ბუნების ძეგლები − 73 ჰა (მარტვილის მუნიციპალიტეტი);

დ) მოთენას მღვიმის ბუნების ძეგლი − 1,7 ჰა (მარტვილის მუნიციპალიტეტი);

ე) ჯორწყუს მღვიმის ბუნების ძეგლი − 1,5 ჰა (მარტვილის მუნიციპალიტეტი);

ვ) ოჩხომურის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი − 9 ჰა (მარტვილის მუნიციპალიტეტი);

ზ) ნაზოდელავოს მღვიმის ბუნების ძეგლი − 12 ჰა (ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი);

თ) მდ. აბაშის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი − 99 ჰა (მარტვილის მუნიციპალიტეტი);

ი) გოჭკადილის კანიონის ბუნების ძეგლი − 13 ჰა (მარტვილის მუნიციპალიტეტი).

მუხლი 5. სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსში დაშვებული საქმიანობა

სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსში (ბალდის კანიონის ბუნების ძეგლი, ონიორის ჩანჩქერისა და ტობის პირველი მღვიმის ბუნების ძეგლები, ტობის ჩანჩქერისა და არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმის ბუნების ძეგლები, მოთენას მღვიმის ბუნების ძეგლი, ჯორწყუს მღვიმის ბუნების ძეგლი, ოჩხომურის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი, ნაზოდელავოს მღვიმის ბუნების ძეგლი, მდ. აბაშის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი, გოჭკადილის კანიონის ბუნების ძეგლი) აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა:

ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევისა;

ბ) მონიტორინგის სამუშაოების განხორციელებისა;

გ) ტურისტულ-საგანმანათლებლო საქმიანობისა;

დ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვისა;

ე) საკადასტრო სამუშაოების საქმიანობისა;

ვ) ვიზიტორთა კონტროლირებადი და რეგლამენტირებული გადაადგილებისა;

ზ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ − დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანხმობის შემთხვევაში, ვიზიტორების საწყლოსნო მონაკვეთზე ნავით გადაადგილებისა;

თ) დაცვისა და მოვლის ღონისძიებებისა;

ი) ტურისტული ბილიკების მოწყობისა და არსებული ბილიკების მოვლისა;

კ) დაცვისა და ტურისტულ-საგანმანათლებლო საქმიანობისათვის ინფრასტრუქტურის შექმნისა და კეთილმოწყობისა;

ლ) ბილიკების მოწყობის, მოვლის, ვიზიტორთა უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, ბილიკების გასწვრივ 20-მეტრიან ზოლში ხეების ჭრისა და  ბილიკების ჩახერგილობისგან გაწმენდისა;

მ) კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობისა.“.

6. „ტექნიკური რეგლამენტი − თბილისის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ (დანართი 3) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობის, დაცვის, აღდგენის, რესტავრაციისა და რეკონსტრუქციის, ასევე მიმდებარე სოფლების მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების მიზნით, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის 271 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობა.“.

7. „ტექნიკური რეგლამენტი გარდაბნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ (დანართი 7):

ა) მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ტრადიციული გამოყენების ზონის ტერიტორიაზე მოწყობილ სამონადირეო მეურნეობაში დაშვებულია ნადირობა, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მფლობელთან შეთანხმებით და კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ტრადიციული გამოყენების ზონაში დაშვებულია „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 21 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში მიწისქვეშა წყლებით სარგებლობა.“.

8. „ტექნიკური რეგლამენტი − ჭაჭუნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ (დანართი 11):

ა) მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ჭაჭუნის აღკვეთილის ტრადიციული გამოყენების ზონის ტერიტორიაზე მოწყობილ სამონადირეო მეურნეობაში დაშვებულია ნადირობა, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მფლობელთან შეთანხმებითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ტრადიციული გამოყენების ზონაში დაშვებულია, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 21  მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში მიწისქვეშა წყლებით სარგებლობა.“.

9. „ტექნიკური რეგლამენტი − ყორუღის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ (დანართი 12):

ა) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) ყორუღის აღკვეთილის ტრადიციული გამოყენების ზონის ტერიტორიაზე მოწყობილ სამონადირეო მეურნეობაში დაშვებულია ნადირობა, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მფლობელთან შეთანხმებითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ტრადიციული გამოყენების ზონაში დაშვებულია, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 21 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში მიწისქვეშა წყლებით სარგებლობა.“.

10. „ტექნიკური რეგლამენტი − ივრის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ (დანართი 13):

ა) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) ივრის აღკვეთილის ტრადიციული გამოყენების ზონის ტერიტორიაზე მოწყობილ სამონადირეო მეურნეობაში დაშვებულია ნადირობა, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მფლობელთან შეთანხმებითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ტრადიციული გამოყენების ზონაში დაშვებულია „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 21 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში მიწისქვეშა წყლებით სარგებლობა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი