ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2016 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ

ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2016 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები ყვარლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/02/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/02/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.164.016212
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
5
22/02/2016
ვებგვერდი, 23/02/2016
010250050.35.164.016212
ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2016 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
ყვარლის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (23/02/2016 - 01/07/2016)

 

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2016 წლის 22 თებერვალი

ქ. ყვარელი

 

ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2016 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2016 წლის პროგრამა და ბიუჯეტი №1 და №2 დანართების შესაბამისად. 
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯემალ შავერდაშვილი



ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2016 წლის პროგრამა

თავი I
ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

პროგრამის ზოგადი მიმოხილვა


მუხლი 1. ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამა
ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამა (შემდგომში პროგრამა) განსაზღვრავს ყვარლის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან „მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა“ მუხლში გათვალისწინებული სოციალური დახმარებების გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვას, ადგენს სოციალური დახმარების სახეებს, დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე დახმარების გაცემის პირობებს.

მუხლი 2. პროგრამის აქტუალობა
1. საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება სახელმწიფო სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად ითვლება.
2. სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მოქმედების მიუხედავად, არსებობს ადამიანთა გარკვეული რაოდენობა, რომელიც საჭიროებს დახმარებას.
3. სახელმწიფოს მიერ სამედიცინო პროგრამების დაფინანსების მიუხედავად, იმ მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიები, რომელნიც არ ფლობენ სამედიცინო დაზღვევის ბარათს (პოლისს), ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებენ ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლევას ან/და სტაციონარულ მომსახურებას  (სამედიცინო ჩარევა, მკურნალობა).

მუხლი 3. პროგრამის მიზანი და ამოცანები
1. აქტიური სოციალური პოლიტიკის გატარება.
2. სოციალურად დაუცველთა დახმარების სისტემის სრულყოფა.
3. მოსახლეობის ინფორმაციული უზრუნველყოფა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის შესახებ.
4. მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა.
5. მარტოხელა მშობლების, ობოლ და მზრუნველობამოკლებული ბავშვების, ახალშობილებისა და მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დაცვა.
6. სოციალურად დაუცველი, გაუსაძლის პირობებში მცხოვრები და დევნილთა ოჯახების დახმარება.
7. ვეტერანთა ინტერესების დაცვა.
8. უკიდურესად გაჭირვებულ მოქალაქეთა ჩართვა უფასო კვების ობიექტებში.
9. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს კოორდინირება.
10. 100 წლის და მეტი ასაკის მოხუცებულთა სოციალური დაცვა.
11. უმწეო ხანდაზმულთა სოციალური რეაბილიტაცია.
12. სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა და  სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა.
13. უმუშევართა რეგისტრაცია, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობა.
14. უსახლკაროთა რეგისტრაცია, მათი უზრუნველყოფა თავშესაფრით.

მუხლი 4. პროგრამის რეალიზაციის ძირითადი მიმართულებები
პროგრამის რეალიზაციის ძირითადი მიმართულებებია:
1. სამართლებრივი საფუძვლების შექმნა.
2. სოციალური დახმარებების პროგრამის სრულყოფა და განახლება.
3. სოციალური სტატისტიკის მოწესრიგება, მონაცემთა ბაზის შექმნა.
4. ანალიზი, მონიტორინგი და შეტყობინების ეფექტური ფორმის დანერგვა.
5. პროგრამის საინფორმაციო უზრუნველყოფა.

თავი II
სოციალური დახმარების პრიორიტეტები და სოციალური ღონისძიებები

მუხლი 5. სოციალური დახმარების პრიორიტეტები
1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი ჯგუფის ინვალიდი) პირთა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა  (18 წლამდე ასაკის) ოჯახი.
2. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი.
3. უკიდურესად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახი.
4. მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს 4 და მეტი შვილი და სამი მაინც 18 წლამდე ასაკის შვილი.
5. მარტოხელა მშობელი, რომელსაც ჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი.
6. იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) ოჯახი.
7. მარტოხელა და სოციალურად დაუცველი პირი (გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის).
8. ოჯახი, რომლის წევრი საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას – სამედიცინო ჩარევას, კვლევას, მკურნალობას (გარდა ფიზიოლოგიური მშობიარობისა და გეგმური განმეორებითი საკეისრო კვეთისა), მაგრამ არ ფლობს სამედიცინო დაზღვევის ბარათს (პოლისს) ან გაცემული პოლისი არ ითვალისწინებს ფორმა № IV/100-ში მითითებული სამედიცინო ჩარევის, კვლევის, მკურნალობის დაფინანსებას.
9. 100 წლის და მეტი ასაკის მქონე მოხუცები.
10. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის მონიტორინგი.
11. ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა, სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა, სოციალური პროექტებისა და ჰუმანიტარული პროგრამების განხორციელება, სამოქალაქო ინიციატივების წახალისება.

თავი III
სოციალური დახმარების დაფინანსება, ბიუჯეტი, რეალიზაციის ვადა, საჭირო

დოკუმენტაცია და დახმარების ოდენობა


მუხლი 6. სოციალური დახმარების დაფინანსება
პროგრამის დაფინანსების წყაროა ყვარლის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, სადაც სოციალური დაცვისათვის   გათვალისწინებულია   294  ათასი   ლარი.

მუხლი 7. ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა
პროგრამის ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა განისაზღვრება პროგრამის დანართი 1-ის შესაბამისად.

მუხლი 8. სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია
1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი ჯგუფის ინვალიდი) პირთა ოჯახისათვის:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა.
2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) ოჯახისათვის:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის (მშობლის, მეურვის, სრულწლოვანი და-ძმის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის ცნობა;
3. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) ოჯახისათვის:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის (მშობლის, მეურვის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი;
დ) მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი.
4. ახალდაბადებული ბავშვის ოჯახებისათვის:
ა) განცხადება;
ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი.
5. უკიდურესად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახისათვის, რომელსაც ერთხელ მაინც მიუმართავს სოციალური მომსახურების სააგენტოს ყვარლის რაიონული განყოფილებისათვის და მისი სარეიტინგო ქულა „სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის ერთიანი სოციალური დაცვის პროგრამის“  მიხედვით 57000-ზე მეტი და 120000-ზე ნაკლებია:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ყვარლის რაიონული განყოფილებიდან;
6. მრავალშვილიანი ოჯახებისათვის, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი შვილი და მათ შორის სამი  მაინც არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი:
ა) განცხადება;
ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
გ) ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი.
7. მარტოხელა მშობლისათვის, რომელსაც ჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი:
ა) განცხადება;
ბ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი.
8. მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მებრძოლთა გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვლილი ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) ვეტერანობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ე) ინფორმაცია საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ერთიანი მონაცემთა ბაზიდან.
9. იძულებით გადაადგილებული (დევნილი) ოჯახისათვის:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) ინფორმაცია ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული დევნილთა შესახებ.
10. მარტოხელა სოციალურად დაუცველი პირის დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი.
11. ოჯახისათვის, რომლის წევრი საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას:
ა) განცხადება;
ბ) პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ფორმა №IV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
დ) ინვოისი – ანგარიშ-ფაქტურა – კალკულაცია;
ე) ცნობა – მიმართვა სადაზღვევო დაწესებულებიდან, იმ შემთხვევაში, თუ დაზღვევა არ ანაზღაურებს საჭირო მომსახურებას.

მუხლი 9. სოციალური დახმარების ოდენობა
1. ახალდაბადებულ ბავშვთა ოჯახზე პირველ ბავშვზე 200 ლარი, მეორე ბავშვზე 250 ლარი.
2. მომართვის საფუძველზე ერთჯერადი ფულადი დახმარება მოქალაქეებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 57-120 ათას ქულას, 50-100 ლარის ოდენობით  (გამონაკლის შემთხვევებში სოც.  დაუცველის  სტატუსის მქონე მოქალაქეებისთვისაც).
3. სოციალურად დაუცველი ოჯახის  დახმარება ზამთრის სეზონზე სათბობი შეშის  შესაძენად  (ასი ლარის ოდენობით) მომართვის საფუძველზე.
4. გაჭირვებულ მრავალშვილიან ოჯახზე, რომელსაც ჰყავს 4 და მეტი  შვილი და აქედან სამი მაინც არასრულწლოვანი – სადღესასწაულო დღეებში,  წელიწადში სამჯერ  ფულადი საჩუქარი შვილთა რაოდენობის მიხედვით 4 შვილზე  100 ლარი, 5 შვილზე  150,  6  შვილზე და მეტზე  200 ლარის ოდენობით.
5. იძულებით გადაადგილებულ (დევნილთა) ოჯახზე ელექტროენერგიის საფასურის თანადაფინანსება თვეში 8 ლარის ოდენობით (წელიწადში 96 ლარის ოდენობით).
6. მარტოხელა და სოციალურად დაუცველი პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აუცილებელი  სარიტუალო ხარჯებისათვის 200 ლარი. ასევე ომის ვეტერანთა გარდაცვალებასთან დაკავშირებით სარიტუალო ხარჯისთვის  250 ლარის ოდენობით. 
7. ოჯახზე, რომლის წევრი საჭიროებს გადაუდებელ დიაგნოსტიკურ კვლევას და სხვა სახის სამედიცინო დახმარებას საყოველთაო დაზღვევით დაუფინანსებელი თანხის თანადაფინანსება 500 ლარამდე 50%, 500-1000 ლარის 30%, 1000 ლარის ზევით 20%. მაქსიმალური  გასაცემი თანხა უნდა შეადგენდეს 500 ლარს. 
8. დიალიზის პროგრამაში ჩართული  გაჭირვებული პაციენტების უზრუნველყოფა ტრანსპორტის ხარჯით, თვეში 100 ლარის ოდენობით.
9. მედიკამენტების შესაძენი თანხით დახმარება:  პირველი ჯგუფის ინვალიდებს და მძიმე დაავადებით დაავადებულ პაციენტებს  და სხვა გადაუდებელი საჭიროების დროს 50-დან 100 ლარის ოდენობით.
10. ოჯახზე, რომელიც არის  სოციალურად დაუცველი უსახლკარო, შესაბამისი კომისიის დასკვნის საფუძველზე  – ყოველთვიურად არა უმეტეს 100 ლარისა, ბინის ქირის დასაფარად.
11. მარტოხელა დედის სტატუსის მქონე პირებზე ელექტროენერგიის საფასურის თანადაფინანსება თვეში 8 ლარის ოდენობით (წელიწადში 96 ლარი). 
12. მე-2 მსოფლიო ომის ვეტერანებს 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით ფულადი საჩუქარი 100 ლარის ოდენობით.
13. 100 წლის და მეტი ასაკის მქონე მოხუცებზე – ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით – 200 ლარი.
14. ეპილეფსიით და ცერებრალური დამბლით დაავადებულ პაციენტთა დახმარება  მედიკამენტების შესაძენი  და სამედიცინო გამოკვლევების   დასაფინანსებელი თანხით, წელიწადში 400 ლარის ოდენობით  თითოეულ პაციენტზე.

მუხლი 10. სოციალური ღონისძიებების დაფინანსება
1. „მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, თანადაფინანსებისა და დაფინანსების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის საფუძველზე, გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა განყოფილების მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამსახურის უფროსის თანხმობით წარედგინება მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელიც მტკიცდება ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით (ბრძანებით).
2. უფასო კვების ობიექტის დაფინანსება მოხდება მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად.
3. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებების დაფინანსება მოხდება მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად.
4. უმწეო ხანდაზმულთა სოციალური რეაბილიტაციის პროგრამა „სოციალური სტრატეგიებისა და მომსახურების განვითარება ყველაზე დაუცველებისათვის კახეთის რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ“ ხორციელდება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად.

მუხლი 11. სოციალური დახმარების განხორციელების მექანიზმი
სოციალური დახმარების განხორციელების მექანიზმია:
1. სოციალური დახმარების გასაცემად საჭირო თანხა გამოიყოფა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე, როგორც ამ პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების, ასევე სხვა გამონაკლის შემთხვევაში  (გამგებლის გადაწყვეტილებით).
2. სოციალური დახმარების მისაღებად მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი საბუთების სისწორეს აკონტროლებს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა განყოფილება.
3. მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ (ამ პროგრამით გათვალისწინებული ვადის შესაბამისად) გაწეული დახმარება ჩაირიცხება მოქალაქის მიერ წარმოდგენილ საბანკო რეკვიზიტებზე.
4. სამედიცინო კვლევის, მკურნალობის მომსახურების თანადაფინანსების სახით გამოყოფილი თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, საანგარიშსწორებო დოკუმენტში მითითებულ რეკვიზიტებზე, საგარანტიო წერილის გაცემიდან სამი თვის ვადაში.
5. არასრულწლოვანი პირის დახმარების შემთხვევაში, თანხა გაიცემა ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრზე ან მეურვეზე, რომელმაც განცხადებით მიმართა გამგეობას.
6. ახალდაბადებული ბავშვის ოჯახზე დახმარება გაიცემა დაბადებიდან ექვსი თვის ვადაში.

მუხლი 12. სოციალური დახმარების პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები
სოციალური დახამრების პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები არიან:
1. საორგანიზაციო ნაწილში ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა განყოფილება.
2. საფინანსო ნაწილში ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და სამეურნეო განყოფილება.

მუხლი 13. პროგრამის განხორციელების ვადა
პროგრამის განხორციელების ვადაა ამოქმედებიდან  2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

მუხლი 14. პროგრამის შეფასების კრიტერიუმები
პროგრამის შეფასების კრიტერიუმებია:
1. მინიმალური სოციალური დახმარების ხელმისაწვდომობა.
2. დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, პროგრამაში ჩართულ მოქალაქეთა რაოდენობა.
3. დაგეგმილი და ფაქტობრივი მონაცემების შესაბამისობა.
4. პროგრამის განხორციელების ვადები.

მუხლი 15. პროგრამის განხორცილების შედეგი
პროგრამის განხორციელების შედეგად:
1. უკეთესობისკენ შეიცვლება სოციალური ფონი.
2. ხელი შეეწყობა უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის ფენის შემცირებას.
3. გაიზრდება დემოგრაფიული მონაცემები.
4. გაუმჯობესდება მოსახლოების ჯანმრთელობის მდგომარეობა.
5. ჩამოყალიბდება პროგრამაში ჩამოთვლილ კატეგორიებს მიკუთვნებულ პირთა მონაცემთა ბაზა.


ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის 2016 წლის ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა

N

დასახელება

სოციალური დახმარების მოცულობა (ლარი)

რეალიზაციის ვადა

ერთ ბენეფიციარზე

სულ

1.

უფასო კვების ობიექტის დაფინანსება

 

98,0

ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად

2.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაფინანსება

 

61,8

ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად

3.

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება,

 

190,0

ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად

4.

მრავალშვილიანი და ახალშობილთა ოჯახების დახმარება

 

100,0

 

5.

სარიტუალო ხარჯი ომის ვეტერენებზე

 

4,0

 

6.

უმწეო ხანდაზმულთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი

 

30 ,0

 

 შენიშვნა:

1.  უფასო კვების ობიექტის დაფინანსება ხორციელდება ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად.

2. საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაფინანსების ფარგლებში საკუთარი პროგრამით გათვალისწინებულ საქმიანობას ახორციელებს ა(ა)იპ ყვარლის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური.

3. უმწეო ხანდაზმულთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის თანადაფინანსება ხორციელდება ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთობლივი პროექტის ფარგლებში.