დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4736-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 17/02/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/02/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 360050000.05.001.018060 |
|
„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №003, 27.03.96, გვ. 27) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ეროვნულ პარკში შეიძლება მოეწყოს შემდეგი ძირითადი ზონები: ა) ბუნების მკაცრი დაცვის ზონა – ზონა, რომელიც ეწყობა ხელუხლებელი ბუნების შენარჩუნების, არამანიპულაციური მეცნიერული კვლევისა და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის; ბ) ბუნების მართვადი დაცვის ზონა – ზონა, რომელიც ეწყობა სასიცოცხლო გარემოს დაცვის, მოვლა-პატრონობისა და აღდგენის, აგრეთვე მანიპულაციური მეცნიერული კვლევის, ტურიზმისა და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის; გ) ვიზიტორთა ზონა – ზონა, რომელიც ეწყობა ბუნების დაცვის, რეკრეაციისა და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის; დ) აღდგენის ზონა – ზონა, რომელიც ეწყობა ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად დაზიანებული ბუნების ობიექტებისა და ტერიტორიების დაცვისა და აღდგენისათვის; ე) ისტორიულ-კულტურული ზონა – ზონა, რომელიც ეწყობა ბუნებრივი გარემოს, ისტორიულ-კულტურული ობიექტების ან/და არქიტექტურული ძეგლების დაცვის, აღდგენის, რეკრეაციის, ტურიზმისა და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის. ეს ზონა დასახლებებს არ მოიცავს; ვ) ადმინისტრაციის ზონა – ზონა, რომელიც ეწყობა ეროვნული პარკის ადმინისტრირებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის განსათავსებლად; ზ) ტრადიციული გამოყენების ზონა – ზონა, რომელიც ეწყობა ბუნების დაცვისა და განახლებადი ბუნებრივი რესურსების ტრადიციულ გამოყენებასთან დაკავშირებული სამეურნეო საქმიანობისათვის. ამ ზონაში დაშვებულია ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებით და ბუნებრივი პროდუქტიულობით ლიმიტირებული თიბვა, ძოვება, საშეშე მერქნის მოპოვება და სხვა საქმიანობა. აღნიშნულ ზონაში დაუშვებელია ხვნა-თესვა და სასოფლო-სამეურნეო ნაგებობების (გარდა დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრული დამხმარე ან დროებითი ნაგებობებისა და შინაური ცხოველების სადგომებისა) განთავსება.“. 2. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე, მასზე არსებულ ბუნებრივ რესურსებზე, ბუნებრივ-კულტურულ ობიექტებსა და ისტორიულ-კულტურულ ობიექტებზე სახელმწიფო საკუთრებასთან ერთად დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საკუთრების სხვა ფორმებიც.“. 3. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი: „კ) დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურების გაწევით და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების მართვის უფლებით გადაცემით მიღებული შემოსავლები.“. 4. მე-20 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ტრადიციული შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის ან დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით განსაზღვრული საქმიანობისათვის არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსის (ფიქლის ქვის) მოგროვება, რომლის მოპოვების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.“. 5. 24-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 პუნქტები: „41. 2016 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გამოსცეს ბრძანება „საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“. 42. 2016 წლის 1 ივლისამდე საქართველოს მთავრობამ მიიღოს დადგენილება „დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურების გაწევისას და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების მართვის უფლებით გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
ქუთაისი, 17 თებერვალი 2016 წ. N4736-IIს |
დოკუმენტის კომენტარები